imedi /  05 აპრილი 2019, 15:32 / სანდო წყარო

განათლების სამინისტრო: გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტი კიდევ დადგება კენჭისყრაზე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე აცხადებს, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტის ჩავარდნით მოსწავლეებს პრობლემები არ შეექმნებათ.

მისი განმარტებით, დადგენილი რეგლამენტით შესაძლებელია, რომ უახლოეს მომავალში კანონპროექტი კიდევ დადგეს კენჭისყრაზე.

„პარლამენტის დადგენილი რეგლამენტით, შესაძლებელია და უახლოეს მომავალში აღნიშნული კანონის პროექტს გუნდი დააყენებს კენჭისყრაზე მესამე მოსმენით. რაც შეეხება თავად კანონის პროექტს, ეს გახლავთ, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი, რომელიც გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ან სკოლებში გამოსაშვები გამოცდების, ე.წ კატის გამოცდების გაუქმებას. ამიტომ უახლოეს მომავალში დადგინდება რეგლამენტითა და წესების სრული დაცვით, განმეორებით მესამე კენჭისყრა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული ინიციატივა ჩავარდა. კანონპროექტით, იგეგმებოდა სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება. 

ყველა სიახლე

პარლამენტი

23 აპრილი 2019, 08:15

საქართველო

დღეს პარლამენტში ეკონომიკის მინისტრსა და საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს მოუსმენენ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ. ივანე მაჭავარიანი ევროპულმა საქართველომ დაიბარა. როგორც დეუტატები აცხადებენ კითხვები იქნება სფეროში ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის ბიუჯეტსა და საპენსიო რეფორმის მიმდინარეობაზეც.

გარემოს დამცველები

23 აპრილი 2019, 08:02

მსოფლიო

ეკოაქტივსტებმა ლონდონის ბუნების დაცვის მუზეუმის ნაწილი დაიკავეს

მოძრაობის „ამბოხება გადაშენების წინააღმდეგ” წევრები იატაკზე დაწვნენ და ცხედრები განასახიერეს. ამ გზით მათ გლობალური დათბობის პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღების მიქცევა სცადეს. აქტივისტების უმრავლესობა ერთსაათიანი აქციის შემდეგ დაიშალა, თუმცა ნაწილი მუზეუმში დარჩა. გარემოს დამცველი აქტივისტები დიდ ბრიტანეთში საპროტესტო აქციას უკვე ერთ კვირაზე მეტია მართავენ.

შრი-ლანკა

23 აპრილი 2019, 01:11

მსოფლიო

აშშ-ისა და ინდოეთის სპეცსამსახურები შრი-ლანკას მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ

აშშ-ისა და ინდოეთის სპეცსამსახურები შრი-ლანკის მთავრობას მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ. ამის შესახებ შრი-ლანკის ეკონომიკური რეფორმების მინისტრ ხარშა დე სილვაზე დაყრდნობით ტელეკომპანია CNN იუწყება.

ჯენიფერ ლოპესი

23 აპრილი 2019, 00:53

კულტურა

ჯენიფერ ლოპესს ახალ ფილმში გადაიღებენ

ფილმის სახელწოდება Marry Me. ლოპესთან ერთად მთავარ როლს ოუენ უილსონი შეასრულებს. სცენარის მიხედვით, ლოპესი პოპ-მომღერალია, რომელიც ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე შეიტყობს, რომ საქმრომ უღალატა. ამის შემდეგ ლოპესის გმირი სცენაზე გადის და ირჩევს კაცს, რომელიც მისი ქმარი გახდება.

23 აპრილი 2019, 00:24

ტაბლოიდი

ფილიპინებზე მიწისძვრის გამო ცათამბჯენის სახურავზე მდებარე აუზიდან წყალი გადაიღვარა

ფილიპინების დედაქალაქში მიწისძვრის გამო ერთ-ერთი ცათამბჯენის სახურავზე მდებარე აუზიდან წყალი გადაიღვარა. ინციდენტის ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ჩანს, თუ როგორ იღვრება ათობით სართულის სიმაღლიდან დიდი რაოდენობით წყლის მასა.

მოძრაობა „ჰეზბოლა“

22 აპრილი 2019, 23:44

მსოფლიო

აშშ „ჰეზბოლას“ ფინანსების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 10 მილიონ დოლარს გადაიხდის

აშშ მოძრაობა „ჰეზბოლას“ ტერაქტების მხარდამჭერი ფინანსური ოპერაციების ჩაშლისთვის ღირებული ინფორმაციის სანაცვლოდ 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს აწესებს. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრიფინგზე დიპლომატიური უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მაიკლ ევანოფმა განუცხადა.

გარდაცვლილი ალპინისტები

22 აპრილი 2019, 23:34

მსოფლიო

კანადაში ზვავს სამი ცნობილი ალპინისტი ემსხვერპლა

ჯეს როსკელის, დევიდ ლამასა და ჰანსიორგ აუერის ძებნა 17 აპირილს დაიწყო. სწორედ ამ დღეს გაწყდა მათთან კავშირი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს რთული მეტეოროლოგიური პირობები ართულებდა.36 წლის ამერიკელი ჯეს როსეკლი და ავსტრიელები 28 წლის დევიდ ლამა და 35 წლის ჰანსიორგ აუერი მსოფლიოს საუკეთესო ალპინისტების რიცხვში შედიოდნენ.

ლარი მიტჩელ ჰოპკინსი

22 აპრილი 2019, 22:57

მსოფლიო

FBI ამერიკელს ობამასა და კლინტონზე თავდასხმის დაგეგმვაში ადანაშაულებს

გასამხედროებული დაჯგუფების ხელმძღვანელს ლარი მიტჩელ ჰოპკინსს, რომელიც FBI-ს თანამშრომლებმა ნიუ-მექსიკოს შტატში არალეგალი მიგრანტების თვითნებური დაპატიმრების გამო დააკავეს, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბარაქ ობამასა და ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონზე თავდასხმის დაგეგმვაში ედება ბრალი.

სტივ გოლინი

22 აპრილი 2019, 22:36

კულტურა

„სპოთლაითის“ პროდიუსერი სტივ გოლინი გარდაიცვალა

გოლინის გარდაცვალების მიზეზედ კიბო სახელდება. ის დიდი ხნის განმავლობაში ავადმყოფობდა. გოლინი ისეთი ფილმების პროდიუსერი იყო, როგორებიცაა „თამაში", „გადარჩენილი“, „ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება“, თუმცა ოსაკარი მას „სპოთლაითმა“ მოუტანა.

კუნძული ტენერიფე

22 აპრილი 2019, 22:13

ტაბლოიდი

გაქცეული პატიმარი კურორტზე ცხოვრებისგან დაიღალა და პოლიციას ჩაბარდა

ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში დააკავეს ძებნილი პატიმარი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში კანარის კუნძულებს აფარებდა თავს. ამის შესახებ Associated Press წერს. 64 წლის კაცი მივიდა პოლიციელებთან და განუცხადა, რომ 10 წლის წინ ციხიდან გაიქცა და ამ ხნის განმავლობაში კუნძულ ტენერიფეზე ცხოვრობდა.

პუტინი

22 აპრილი 2019, 22:13

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს 25 აპრილს შეხვდებიან

მედიის ცნობით, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები მოლაპარაკებებს ვლადივოსტოკის ფედერალური უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე გამართავენ. შეხვედრის შემდეგ პუტინი ჩინეთში გაემგზავრება, კიმ ჩენ ინი კი ვლადივოსტოკში 26 აპრილამდე დარჩება.

სევერინ კრასიმიროვი

22 აპრილი 2019, 21:49

მსოფლიო

ბულგარელი ჟურნალისტის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებულს 30 წელი მიესაჯა

ბულგარეთის ქალაქ რუსეს საოლქო სასამართლომ სევერინ კრასიმიროვს ადგილობრივი რეგიონული ტელეკომპანია TVN-ის ჟურნალისტისა და ადმინისტრაციული დირექტორის ვიქტორია მარინოვას გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

22 აპრილი 2019, 21:38

ტაბლოიდი

ინდოეთში ცეცხლის დღესასწაული აღნიშნეს

ინდოეთის ქალაქ მანგალურში ცეცხლის დღესასწაული აღნიშნეს. ქალღმერთ დურგას ტაძარში ასობით ადამიანი შეიკრიბა. ტრადიციის თანახმად, ისინი ერთმანეთს ჩირაღდნებს ესვრიან. მათ სჯერათ, რომ ეს რიტუალი ბოროტებას ანადგურებს და მის მონაწილეებს ავადმყოფობისგან იცავს.

გიორგი გახარია

22 აპრილი 2019, 21:04

საქართველო

გახარია: დამატებითი ძალების მობილიზება პოლიციაზე თავდასხმის შემდეგ მოხდა

გიორგი გახარიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეული მოქალაქისა და სამართალდამცველის უფლებებს დაიცავს და დეტალურად გამოიძიებს, დანაშაულს, რომელიც იყო როგორც მოქალაქეების მიმართ, ისე პოლიციელების მიმართ ჩადენილი.

22 აპრილი 2019, 20:49

ეკონომიკა

როგორია 2019 წელს ელექტროენერგიის მოხმარების პროგნოზი

რა ვითარებაა ქვეყნის ენერგეტიკაში მაშინ, როცა ელექტროენერგიაზე მოთხოვნილება წლიდან-წლამდე იზრდება. ამას საქართველოს ელექტროენერგიის ბოლო სამი წლის ბალანსის ანალიზიც ცხადყოფს. მაგალითად, 2016-იდან 2018 წლამდე მოხმარება 6%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში ადგილობრივმა გამომუშავებამ მხოლოდ 5%-ით მოიმატა, მაშინ, როცა იმპორტის ზრდამ 215% შეადგინა.

გიორგი გახარია

22 აპრილი 2019, 20:33

საქართველო

გახარია: თუ ოპოზიციას დამატებით ჩემი ნახვა სურს, ყავაზე დამპატიჟონ

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს, რომლებმაც პანკისის ხეობის მოვლენებთან დაკავშირებით მისი და ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას საკომიტეტო ფორმატში მოსვლა მოითხოვეს.

გიორგი გახარია და დავით სერგეენკო

22 აპრილი 2019, 20:27

საქართველო

ბახტაძემ, სერგეენკომ და გახარიამ პანკისის დაპირისპირებისას დაშავებულები მოინახულეს

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულები მოინახულეს.

22 აპრილი 2019, 20:17

ძალოვნები

ოკუპანტებმა მეჯვრისხევიდან გატაცებული მწყემსი გაათავისუფლეს

ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი ცხინვალის იზოლატორიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. 45 წლის გოჩა ფიდიური ქართველ სამართალდამცველევს ერგნეთში უკვე გადასცეს. გორში პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ მას სახლში დააბრუნებენ.

სექსუალური უმცირესობები

22 აპრილი 2019, 19:56

მსოფლიო

ბრუნეი ცოლ-ქმრული ღალატისა და ჰომოსექსუალური კავშირისთვის ქვებით ჩაქოლვის წესებს განმარტავს

როგორც ქვეყნის ხელისუფლების მიერ ევროპალარმენტისთვის გაგზავნილ მიმართვაშია ნათქვამი, მოსამართლეები ქვებით ჩაქოლვის განაჩენს იშვიათად გამოიტანენ, ვინაიდან დანაშაულს მოწმეების სახით „მაღალი ზნეობრივი სტატუსის მქონე სულ მცირე ორი ადამიანი“ უნდა ამყარებდეს.

კაპიტანი მარველი

22 აპრილი 2019, 19:54

ტაბლოიდი

ამერიკელმა „კაპიტან მარველს“ 116-ჯერ უყურა და გინესის რეკორდსმენი გახდა

ვისკონსინელმა სტივ რუპელმა მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად „კაპიტან მარველის“ საყურებლად 242 საათზე მეტი დახარჯა. ფილმის პრემიერა 7 მარტს გაიმართა. მას შემდეგ ამერიკელმა ფილმი კინოთეატრში 116-ჯერ ნახა და ამით გინესის რეკორდმენი გახდა. რუპელის თქმით, მას რეკორდების დამყარება ხიბლავს და ეს მისთვის რიგით მეხუთე მიღწევაა.