Imedi /  06 აპრილი 2019, 14:29 / სანდო წყარო

ზუგდიდში ქართულმა ოცნებამ მერობის კანდიდატად გიორგი შენგელია წარადგინა

გიორგი შენგელია

გიორგი შენგელია

მმართველმა გუნდა ზუგდიდში შუალედურ არჩევნებში მერობის კანდიდატად გიორგი (გეგა) შენგელია წარადგინა. ღონისძიებას დადიანების სასახლე მასპინძლობდა.

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ზუგდიდელებს მიმართა და უკეთესი ზუგდიდის აშენების პირობა დადო. გიორგი შენგელია ზუგდიდელებს ინფრასტრუქტურული პროექტების მათ ინტერესებზე მორგებას დაჰპირდა. ილაპარაკა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზეც. 

მეორბის კანდიდატის წარდგენისას სიტყვით გამოვიდა პრემიერმინისტრი, რომელმაც ზუგდიდის მერობის კანდიდატის პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი და მას უალტერნატივო უწოდა. მამუკა ბახტაძემ სამეგრელოში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის ანაკლიის პორტზე ილაპარაკა. ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. 

„თქვენი ულამაზესი ქალაქი და ეს ულამაზესი კუთხე ყოველთვის, ყველასთვის იყო სამშობლოს სიყვარულის, პატრიოტიზმის და ერთგულების მაგალითის მიმცემი. ამ ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში იწყება ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი, ულამაზესი აფხაზეთი. დარწმუნებული ვარ აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ჩვენი ერთსულოვნებით შევძლებთ ჩვენს აფხაზ მოქალაქეებთან ერთად ერთიანი და ძლიერი საქართველოს შექმნას,“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ზუგდიდელების წინაშე სიტყვით წარსდგა თბილისის მერიც. კალაძის თქმით, ყველა ზუგდიდელის პრობლემის მოგვარება მხოლოდ ადგილობრივების რჩევების გათვალისწინებით არის შესაძლებელი.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რეგიონების განვითარება, განსაკუთრებით, სამეგრელოს წინსვლა იმიტომ, რომ ზუგდიდი ყველაზე ახლოსაა აფხაზეთთან. ჩვენ ყველას უნდა ვაჩვენოთ, როგორ ვითარდება ჩვენი ქალაქები, როგორ ვითარდება ჩვენი რეგიონები. რა თქმა უნდა, წინსვლა გარდაუვალია, მაგრამ ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ერთად დგომა. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ, მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, თუმცა დამეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი. ჯერ კიდევ არსებობს სოციალური პრობლემები. რა თქმა უნდა, ქვეყანა ეკონომიკურად კიდევ უნდა განვითარდეს, კიდევ უნდა გავძლიერდეთ, კიდევ უნდა განვითარდეს რეგიონები და ქალაქები, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი, ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ კეთილდღეობა უნდა იგრძნოს საკუთარ თავზე. ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

კალაძის შემდეგ ტრიბუნა დაიკავა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა და ზუგდიდელებს უთხრა, რომ დასაკარგი დრო აღარ არის. უმრავლესობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქართველი ხალხის წინაშე არსებულ გამოწვევებზეც. სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილი ხაზგასმით შეეხო ოკუპაციის თემას და საზოგადოებას საერთო მიზნის გარშემო ქვეყნის გაერთიანებისკენ ბრძოლისკენ მოუწოდა. 

„თუ ჩვენ ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს არ ვაჩვენეთ, რომ ვართ სტაბილურად, ვართ ძლიერები, ვართ ერთიანები და ვვითარდებით, ჩვენ მათ ვერ დავარწმუნებთ იმაში, რომ გაერთიანების დრო დადგა. ამიტომ, ეს უნდა გვახსოვდეს. ჯერ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს საერთო მიზნის გარშემო და ეს მიზანი უნდა იყოს ერთიანი ძლიერი სახელმწიფო. ამის შემდეგ ჩვენ უნდა შემოვიერთოთ ჩვენი ძმები და დები, დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზეთი,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

ყველა სიახლე

ბექა ბასილაია

25 ივნისი 2019, 11:49

ძალოვნები

ადვოკატი ბექა ბასილაია შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს

ადვოკატი ბექა ბასილაია შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, შიმშილობას იწყებს. მან ამის შესახებ განცხადება, დღეს საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დაწყებამდე განაცხადა.

25 ივნისი 2019, 11:48

საქართველო

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური ლიდერები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მსჯელობენ

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისში პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიცია მსჯელობს. კერძოდ, შეხვედრაზე ახალი საარჩევნო სისტემის კანონმდებლობა და საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხები განიხილება, თუ რა ცვლილებები უნდა აისახოს კონსტიტუციაში.

ლუბა გოლოვინა

25 ივნისი 2019, 11:35

კულტურა

ბატუტზე ხტომაში ლუბა გოლოვინამ ევროპულ თამაშებზე მედალი მოიპოვა

გოლოვინამ საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ საუკეთესო ექვსეულში მოხვდა და ფინალში ასპარეზობის უფლება მიიღო. ლუბა ფინალში უკეთ გამოვიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა. დღეს ლუბა გოლოვინა და თეონა ჯანჯღავა სინქრონულ ხტომებში იასპარეზებენ.

Apple

25 ივნისი 2019, 11:29

ეკონომიკა

Apple-ი სამუშაო ადგილებს ზრდის

საუბარია 2,000 ადამიანზე, რომელსაც ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაასაქმებს. Apple-ის ოფისი სიეტლში Amazon-თან რამდენიმე მეტრში იქნება განთავსებული. გადაწყვეტილება 2018 წელს დაანონსებული გეგმას გააორმაგებს.

კუს ტბა

25 ივნისი 2019, 10:59

საქართველო

თბილისის ზღვისა და კუს ტბის წყლის ხარისხი ცნობილია

პარამეტრზე კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდა. ჩატარებული ანალიზების შედეგების მიხედვით, კუს ტბისა და თბილისის ზღვის სინჯებში ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ დაფიქსირებულა.

25 ივნისი 2019, 10:47

მსოფლიო

Bloomberg-ი: აშშ-მა იაპონიასთან შესაძლოა „უსაფრთხოების შეთანხმება“ დაარღვიოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იაპონიასთან დადებული „უსაფრთხოების შეთანხმებიდან“ გამოსვლის საკითხს განიხილავს, წერს Bloomberg-ი. გამოცემის ცნობით, საქმე ეხება დოკუმენტს, რომლის თანახმადაც იაპონიაზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ-მა სამხედრო დახმარება უნდა გაუწიოს.

25 ივნისი 2019, 10:45

ვიდეო

ევროსაბჭოს წინ საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები აქციას მართავენ

25 ივნისი 2019, 10:27

საქართველო

ევროსაბჭოს წინ საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას აპროტესტებენ

ევროსაბჭოს შენობის წინ საპროტესტო აქცია იმართება. საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას აპროტესტებენ, რომელიც რუსეთის დელეგაციას დაბრუნების საშუალებას აძლევს. მიღებულ რეზოლუციაში წერია, რომ ასამბლეის წევრებს არ უნდა შეუჩერდეთ ან გაუუქმდეთ კენჭისყრის,სიტყვით გამოსვლის, ასამბლეასა და მის ორგანოებში საკუთარი წარმომადგენლების ყოლის უფლება.

25 ივნისი 2019, 09:59

კულტურა

ფესტივალ Mountain Set: Kazbegi-ს ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ

დღეს საღამოს გამოვაცხადებთ ფესტივალის ახალ ლოკაციას და სრულ ინფორმაციას.ჩვენ ყველას თქვენი თანადგომა გვჭირდება ისე, როგორც არასდროს. არავის მივცეთ საშუალება მუსიკის მოსმენის, ცეკვის და ბედნიერების გაზიარების უფლება შეგვიზღუდონ"- წერენ ორგანიზატორები.

გურამ კაშია

25 ივნისი 2019, 09:16

სპორტი

გურამ კაშია თავის გულშემატკივრებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს

საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია და ჰოლანდიური „ვიტესის“ ექს კაპიტანი Insagram-ზე თავის გამომწერებს მიმართავს და საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს. ქართველი ფეხბურთელი ამ ფორმით ტურიზმის მხარდამჭერ კამპანიას შეუერთდა.

25 ივნისი 2019, 08:39

მსოფლიო

რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შეჩერებული ხმის მიცემის უფლება დაუბრუნდება

რუსეთის დელეგაცია სამწლიანი პაუზის შემდეგ დღეიდან საპარლამენტო ასამბლეას უბრუნდება. 118 ხმით 62-ის წინააღმდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის დელეგაციას ყირიმის ანექსიის გამო შეჩერებულ ხმის უფლებას უბრუნებს.

25 ივნისი 2019, 08:25

საქართველო

გუდაურში ადგილობრივებმა ფესტივალ Mountain Set: Kazbegi-ს ტერიტორია დაარბიეს

გუდაურში ფესტივალ Mountain Set: Kazbegi-ს ტერიტორია დაარბიეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა: დაზიანებულია ინვენტარი და წაღებულია სამუშაო იარაღები. ფესტივალის ორგანიზატორების ცნობით, ტერიტორიაზე ასობით ადამიანი კონკრეტული პირების ორგანიზებით შეიჭრა, რომლებსაც ფესტივალის ჩატარება არ სურდათ და ორგანიზატორებს მანამდეც ემუქრებოდნენ.

25 ივნისი 2019, 08:14

ძალოვნები

სააპელაციო სასამართლომ აქციაზე დაკავებული 41 ადამიანი გაათავისუფლა

20 ივნისს აქციაზე დაკავებულთა ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა სააპელაციო სასამართლოში დღეს გაგრძელდება. ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილი უკვე განიხილეს და 41 ადამიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, 2 კი უდანაშაულოდ ცნეს. საქმეების ნაწილს მოსამართლე ლევან მურუსიძე განიხილავდა.

25 ივნისი 2019, 07:59

საქართველო

დღეს პარლამენტი ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

დღეს პარლამენტი ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. უმრაველესობამ არჩილ თალაკვაძის კანიდატურა შეარჩია. პროცედურის მიხედვით, თავმჯდომარეობის კანდიდატი პარლამენტის წინაშე 20-წუთიანი სიტყვით წარდგება, ამის შემდეგ დეპუტატებს მას კითხვებს დაუსვამენ, რასაც თალაკვაძის მხრიდან პასუხები, შემდეგ კი პოლიტიკური დებატები მოჰყვება.

სალომე ზურაბიშვილი
ანჯეი დუდა

25 ივნისი 2019, 00:59

საქართველო

პოლონეთის პრეზიდენტმა ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარში საქართველოს დახმარება აღუთქვა

ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონელ კოლეგას გვერდში დგომისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის. საუბრის ბოლოს საქართელოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ბევრი პოლონელი ტურისტი ესტუმრება. სატელეფონო საუბარი ანდჯეი დუდას ინიციატივით გაიმართა.

მუჰამედ ჯავად ზარიფი

25 ივნისი 2019, 00:44

მსოფლიო

აშშ-ის ახალ სანქციებს თეირანში გამოეხმაურნენ

მუჰამედ ჯავად ზარიფის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს ომი მეტად სწყურია, ვიდრე დიპლომატია. 24 ივნისს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სანქციების ახალ პაკეტს, რომელიც ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეიზე და სხვა ირანელ მაღალჩინოსნებზე ვრცელდება.

25 ივნისი 2019, 00:29

საქართველო

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ირგვლივ წრე შეკრეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს

რუსთველის გამზირზე აქცია დასრულდა. მანამდე მისმა მონაწილეებმა პარლამენტის შენობას წრე შემოარტყეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აქციები გაგრძელდება, სანამ არ გადადგება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და არ გათავისუფლდებიან 20 ივნისის ღამეს დაკავებული აქციის მონაწილეები.

სათამაშოების ისტორია 4

24 ივნისი 2019, 23:49

კულტურა

ანიმაციამ „სათამაშოების ისტორია 4“ კინოგაქირავების რეკორდი მოხსნა

ანიმაციურმა ფილმმა ლათინურ ამერიკასა და ევროპაში მხოლოდ შაბათ-კვირას $238 მილიონი გამოიმუშავა. „სათამაშოების ისტორია 4“-მა მოლოდინები ვერ გაამართლა ჩინეთში. იმედი გაუცრუვდათ აშშ-შიც. სათამაშოების ისტორია პირველად 24 წლის წინ, 1995 წელს გამოვიდა.

ვლადიმერ ჭინჭარაული

24 ივნისი 2019, 23:35

სპორტი

აშშ-ში ჩემპიონატზე ქართველმა პარამსროლელმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

აშშ-ში, ფორ ბენინგში მიმდინარე აშშ-ის თოფის და პისტოლეტის სროლის ნაციონალურ ჩემპიონატზე, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის სახელით მოასპარეზე ვლადიმერ ჭინჭარაულმა, თოფით პარა სროლის R4 კატეგორიაში, ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ულიანა სუპრუნი

24 ივნისი 2019, 23:31

საქართველო

უკრაინელი მინისტრი საქართველოში მიმდინარე აქციებს ქართულ ენაზე გამოეხმაურა

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ულიანა სუპრუნი თბილისში მიმდინარე აქციებს ქართულ და უკრაინულ ენაზე გამოეხმაურა. "რუსეთი - ოკუპანტი" და "პუტინი - ხ*უილო" -- ჭეშმარიტება, რომელიც არ იცვლება, - წერს ულიანა სუპრუნი მიკრობლოგ Twitter-ზე.