imedi /  06 აპრილი 2019, 19:50 / სანდო წყარო

საპატრიარქო ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადებას გამოეხმაურა

საქართველოს საპატრიარქომ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. 

„2018 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, 12 მაისი გამოცხადდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ.

ჩვენი ქვეყნის უმთავრესი მატიანე „ქართლის ცხოვრება" გვაუწყებს, რომ შემდგომად უფლის ამაღლებისა, რაჟამს მოციქულებმა წილი ყარეს, საქართველოს მოქცევა წილად ხვდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს.

ივერიაში სამოგზაუროდ განმზადებულ ზეციურ დედოფალს გამოეცხადა უფალი და უბრძანა, რომ დარჩენილიყო იერუსალიმში, ხოლო საქართველოში თავისი ხელთუქმნელი ხატით წარმოეგზავნა მოციქული ანდრია პირველწოდებული.

ხელთუქმნელი ხატის, შემდგომში აწყურისად წოდებულის, შესახებ მაცხოვარმა ბრძანა, რომ იგი ღვთისმშობლის წილ ანუ მის ნაცვლად დამკვიდრდებოდა ქართველთა მცველად უკუნისამდე ჟამთა ანუ ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე.

წილხვდომილობა – ქვეყნის თვითმყოფადობის განმსაზღვრელი

2 ათასი წლის მანძილზე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობა ანუ იდენტობა. ღვთისმშობელმა განაპირობა არა მარტო ჩვენი სულიერება, არამედ ასევე შგვაძლებინა შეგვექმნა საკაცობრიო მნიშვნელობის კულტურა, აგვეშენებინა და გადაგვერჩინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა“ - ნათქვამია განცხადებაში. 

„ღვთისმშობლის შეწევნა ისევე როგორც წარსულში, დღესაც უდიდესი ძალაა ჩვენი ქვეყნისა. ზეციური დედოფლის წყალობით აღდგა და ვითარდება ქართული სახელმწიფოებრიობა.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში მეტად რთულად და წინააღმდეგობრივად მიმდინარეობს პროცესი ათეისტური ძალადობის შედეგად დაზიანებული ეროვნული ცნობიერების გაჯანსაღებისა.

ეროვნულ თვითმყოფადობასთან გაუცხოება, რასაც გლოვობდა ილია, აკაკი, ვაჟა და ბოლო საუკუნეების ყველა ღირსეული მამულიშვილი, არის მთავარი მიზეზი თანამედროვე საზოგადოების გათითოკაცებისა, უდიდესი სულიერი და ეროვნული ფასეულობების მქონე ქვეყანაში სამოქალაქო თანხმობისა და კონსოლიდაციის დეფიციტისა. მტკიცე სულიერი საძირკვლის გარეშე ქვეყნის აღმშენებლობის ყოველგვარი მცდელობა მარცხისათვის არის განწირული.

ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობა სულიერი და ინტელექტუალური ძალების ერთიანობაში ჩამოყალიბდა და საუკუნეების მანძილზე ერთ მთლიან სამწყსოდ კრავდა ჩვენს ერს. დღეს ეს საძირკველი შერყეულია, ერთობა დარღვეულია; მისი აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ ისეთ გარემოში, რომელიც უზრუნველყოფს ღვთის ძალაზე დაფუძნებულ კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობას.

სწორედ ღვთაებრივ ნებასა და ენერგიებთან ადამიანურის შეერთების ანუ სინერგიული კავშირის აღდგენის მიზნით დააფუძნა უწმინდესმა სულიერებისა და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი ელიას მთაზე სამების ლავრაში. ასევე მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება ისეთი მუზეუმი, რომელიც შესთავაზებს ჩვენ საზოგადოებას ფასეულობით განათლებას, ანუ ისეთ ცოდნას, რომელიც ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის გათვალისწინებით იქნება შემუშავებული; ცოდნას, რომელიც არა მარტო წარმოაჩენს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის სულიერ მნიშვნელობას, არამედ თავად იქნება ნაყოფი სარწმუნოებისა და მეცნიერების, სულიერებისა და ინტელექტის ერთიანობისა. სამების ლავრისა და ღვთისმშობლის სავანის გარშემო გაერთიანებით საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრი მონაწილე ხდება ეროვნული თვითმყოფადობისა და სულიერი ფასეულობების აღდგენის პროცესისა“- ნათქვამია განცხადებაში. 

წილხვდომილობა – სამოქალაქო მშვიდობისა და თანხმობის საფუძველი

საქართველოში ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე არსებობდა შემწყნარებლობის ანუ ტოლერანტობის მაღალი კულტურა. ღვთისმშობლის წყალობით ამ სათნოებამ ჩვენს ერში უმაღლეს საფეხურს მიაღწია. ღვთისმშობლისადმი თაყვანისცემის განახლება ყველა სხვა სათნოებებთან ერთად ჩვენ საზოგადოებაში აღადგენს ასევე შემწყნარებლობის მდიდარ ტრადიციას. ეს იქნება სასარგებლო არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ასევე ტოლერანტობის სერიოზული დეფიციტის მქონე თანამედროვე მსოფლიოსათვის.

ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობა ვითარცა ქვეყნის იდენტობისა და უსაფრთხოების აღმნიშვნელი თარიღი, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნისა, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისათვის სახალხო დღესასწაულის ხასიათს შეიძენს.

საქართველოს მოსახლეობის მიერ ღვთისმშობლის წილხვდომილობის როგორც ქვეყნის თვითმყოფადობის მთავარი მახასიათებლის გაცნობიერება გახდება საწინდარი სამოქალაქო თანხმობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა.

წილხვდომილობა – პრივილეგია თუ პასუხისმგებლობა

ღვთისმშობლის მფარველობა არ ნიშნავს ჩვენს პრივილეგიას სხვა ერებთან შედარებით. უფალი ყოველ ერს მისი ჯვრის შესაბამის ძალას ანიჭებს. თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე იმპერიებისა და ძლიერი სახელმწიფოებით გარშემორტყმული ჩვენი მცირერიცხოვანი ერი დაუსრულებელი აგრესიის პირობებში ცხოვრობდა.

ღვთისმშობლის მფარველობა რომ არა, გამუდმებით ყოფნა–არყოფნის ზღვარზე მყოფი ჩვენი ხალხი ვერ გაუძლებდა ამდენ სისხლისღვრასა და ტანჯვა–წამებას.

ის ვინც საქართველოსადმი ღვთისმშობლის გამორჩეულ წყალობას ერის პრივილეგიად მიიჩნევს, ცუდ სამსახურს უწევს თავის ქვეყანას. პრივილეგიის განცდა ერის უპირობო გადარჩენის ცრუ–რწმენას ბადებს, რაც თავის მხრივ იწვევს ამპარტავანებასა და სიფხიზლის მოდუნებას.

ღვთისმშობლის შეწევნა არის უდიდესი ძალა ჩვენი ერისა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღვთის წყალობა მხოლოდ მაშინ გამოიღებს ჩვენში კეთილ ნაყოფს, როდესაც საზოგადოება იქნება ერთგული ჭეშმარიტი მრწამსისა და მასზე დაფუძნებული ცხოვრების წესისა.

ღვთისმშობლის წილხვდომილობის, როგორც პასუხისმგებლობის განცდა, განაპირობებდა ჩვენს ეროვნულ აღმავლობას და პირიქით, ამ გამორჩეული წყალობის პრივილეგიად მიჩნევა იწვევდა განსაცდელების გამრავლებასა და საზოგადოებაში სულიერი დაკნინების პროცესის დაწყებას.

ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულის აღნიშვნა უპირველესად ნიშნავს ქვეყნის ისტორიაში ჩვენი ზეციური მფარველის მიერ გაწეული ღვაწლის გახსენებასა და გაცნობიერებას. თავდაპირველი მისია ღვთისმშობლისა საქართველოში ქრისტიანობის შემოტანა და გავრცელება იყო. ამ მიზნის განსახორციელებლად ზეციურმა დედოფალმა ჩვენს ქვეყანაში პირველ საუკუნეში თავისი ხელთუქმნელი ხატით წარმოგზავნა ანდრია პირველწოდებული, ხოლო IV საუკუნის დასაწყისში ვაზის ჯვრით მოციქულთასწორი წმინდა ნინო. წმინდა ანდრიასა და წმინდა ნინოს ცხოვრებაში იმთავითვე აისახა ქრისტიანობის მოწამეობრივი გზა საქართველოში.

წელს ჩვენი ერი საგანგებოდ აღნიშნავს ამ ორი წმინდანის მეოხებით ქრისტანობის საქართველოში შემოსვლას. ანდრია პირველწოდებულის ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის დღეს, 12 მაისს, ჩვენი ეკლესიის მიერ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის დაწესებით ჩვენ ფაქტიურად აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის დასაბამიდან 2000 წელს. მეტად სიმბოლურია, რომ ამ უდიდეს ზეიმს ღვთის განგებით დაემთხვა წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის 1700 წლისთავი.

საეკლესიო დღესასწაული არ არის მხოლოდ ისტორიული ფაქტის გახსენება, იგი ასევე წარმოადგენს კონკრეტული ისტორიული მოვლენის ჟამს ღვთის მიერ გარდამოვლენილი კურთხევის განახლებას. წმინდა ანდრიასა და წმინდა ნინოს შემობრძანებით მონიჭებული ღვთის მადლი გახდა საფუძველი ჩვენი ერის ჭეშმარიტ სარწმუნოებაში გამთლიანებისა. ამ კურთხევის განახლება შესაძლებელია გახდეს გვირგვინი უკანასკნელი ოთხი ათეული წლის მანძილზე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ქართლის მეორედ მოქცევისა.

დღეს, როდესაც ჩვენი ერი მძიმე სულიერი კრიზისის შემდეგ კვლავ უბრუნდება თავის ფესვებს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ღვთისმშობლისადმი საყოველთაო თაყვანისცემის ტრადიციის აღდგენას, რამეთუ ზეციური დედოფალი ბრძანდება ჩვენი ღვთივდადგენილი განმანათლებელი და წინამძღვარი სულიერი ამაღლების გზაზე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულის დაწესება. ამავე მიზნით შენდება ღვთისმშობლის სავანე მახათას მთაზე.

ვევედროთ უფალს, რათა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, მოციქული ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ნინოს შეწევნით 2019 წელი საქართველოსათვის გახდეს დასაბამი უპირველესად სულიერი, ხოლო შემდგომ ტერიტორიული გამთლიანებისა“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

ყველა სიახლე

ჯონი დეპი

25 აპრილი 2019, 12:10

ტაბლოიდი

ჯონი დეპი რუს მოცეკვავეზე ქორწინდება

დეპმა და გლენმა ერთმანეთის 2018 წელს ლოს-ანჯელესში წვეულებაზე გაიცნეს. გოგო იქ დასასვენებლად იყო ჩასული და მსახიობი ვერ იცნო, რომელიც მასთან გასაცნობად მივიდა. როგორც დეპის მეგობრები ამბობენ, მსახიობი რუსეთში ჩასვლას და შეყვარებულის მშობლების გაცნობას აპირებს.

თელასი

25 აპრილი 2019, 12:07

ეკონომიკა

„თელასის“ მიერ ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მოხმარების მოცულობის კლება გამოწვეულია იმით, რომ ელექტროენერგიის ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელი - კომპანია „ბი ეფ დი სი ჯორჯია“, ელექტროენერგიის თავისუფალი ბაზრის მონაწილე გახდა და კომპანია „თელასისგან“ შესყიდვებს აღარ ანხორციელებს.

25 აპრილი 2019, 12:04

ძალოვნები

შინდისში 5 მოზარდი ავარიაში მოჰყვა

თვითმხილველების თქმით ავტომობილი გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა და სავარაუდოდ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიციაა მობილიზებული.

ანჯელინა ჯოლი

25 აპრილი 2019, 12:01

ტაბლოიდი

ანჯელინა ჯოლი ანდერძით 116 მილიონს ერთ-ერთ შვილს დაუტოვებს

მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ანდერძი დაწერა, რომლის მიხედვითაც ის ქონების დიდი ნაწილის დატოვებას 17 წლის შვილისთვის, მედოქსისთვის აპირებს. ჯოლის ქონება 116 მილიონ დოლარს შეადგენს. მედოქსმა მშობლების, ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის განქორწინების პროცესში მხარი დედას დაუჭირა.

აკაკი ბობოხიძე

25 აპრილი 2019, 11:52

საქართველო

აკაკი ბობოხიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

„ნაციონალურ მოძრაობას“ 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე კოორდინირებული მუშაობის წინადადებით მივმართეთ და შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ შუალედურ არჩევნებზე 7 საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ და 6 საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველოს“ შერჩეულ კანდიდატებს დავუჭერდით მხარს. სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მარნეულსა და ჭიათურაში შეთანხმება დაარღვია“, – განაცხადა ბობოხიძემ.

ქურდობა

25 აპრილი 2019, 11:51

ძალოვნები

ბათუმში არასრულწლოვნებმა 20 ათასი ლარის მობილურები მოიპარეს

ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მობილურების მაღაზია არასრულწლოვნებმა გაქურდეს. შემთხვევა დილით 06:30 საათზე მოხდა. მფლობელის, ფატმა თურმანიძის თქმით, წაღებულია 20 ათასი ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები. შსს-ს ცნობით, გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.

პენსია

25 აპრილი 2019, 11:46

საქართველო

პროფკავშირები მთავრობას პენსიის ოდენობის განსაზღვრის მეთოდის შეცვლისკენ მოუწოდებენ

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს საზოგადოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი - როგორ უნდა იზრდებოდეს მომავალში სახელმწიფო პენსია ასაკით პენსიონერთათვის. მათი თქმით, 90-იან წლებში პენსია საქართველოში სმბოლურ დატვირთვას ატარებდა.

თორნიკე სოლოღაშვილი

25 აპრილი 2019, 11:37

საქართველო

ჟენევაში მომუშავე ქართველი კარდიოქირურგის ისტორია, რომელმაც 2500-ზე მეტი ბავშვი გადაარჩინა

36 წლის ქართველ კარდიოქირურგს 2500-ზე მეტი ბავშვისთვის აქვს სიცოცხლე ნაჩუქარი. თორნიკე სოლოღაშვილი ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა კარდიოქირურგია. ექიმის თქმით, განსაკუთრებით რთული შემთხვევები რომლებზეც უმუშავია, ყოველთვის მის მეხსიერებაში რჩება.

კიმ ჩენ ინი
ვლადიმერ პუტინი

25 აპრილი 2019, 11:36

მსოფლიო

რა კომენტარები გააკეთეს პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ოფიციალური შეხვედრის შემდეგ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან დახურული შეხვედრა შეაფასა. „ჩვენ საკმაოდ დეტალური საუბარი გვქონდა. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ისტორიაზე და ორმხრივი კავშირის განვითარებაზე“, - განაცხადა პუტინმა

25 აპრილი 2019, 11:22

ტაბლოიდი

პუტინთან შეხვედრის წინ კიმ ჩენ ინის სკამს დეზინფექცია ჩაუტარეს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის შეხვედრის წინ, კიმ ჩენ ინის დამხმარებმა სკამის დეზინფექცია გააკეთეს, რომელზეც კიმი უნდა დამჯდარიყო. თვითმხილველის ვიდეო გამოცემა Life Shot-ი ავრცელებს.

დევა კასელი

25 აპრილი 2019, 11:13

ტაბლოიდი

მონიკა ბელუჩის და ვინსენტ კასელის შვილი Dolce & Gabbana-ს რეკლამაში გადაიღეს

მსახიობ მონიკა ბელუჩის და ვინსენტ კასელის 14 წლის შვილი დევა კასელი Dolce & Gabbana-ს სარეკლამო პროექტის სახე გახდა. ახლახან დევა კომპანიის გადაღებებზე დააფიქსირეს, რომელიც იტალიის ქალაქ რაველოს ქუჩებში მიმდინარეობდა.

ჭიაკოკონობა

25 აპრილი 2019, 11:12

საქართველო

„ჭიაკოკონობის“ გამო თბილისში საგანგებო სიტუაციების სამსახურმა 30-მდე ზარი მიიღო

არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი. ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომები გატარდება, რაც 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმებას გულისხმობს.

სალომე ზურაბიშვილი

25 აპრილი 2019, 11:07

საქართველო

სალომე ზურაბიშვილმა სერბეთის ვიცეპრემიერს საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა სთხოვა

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ სერბეთი ყოველთვის, ყველა დონეზე, ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭერს მხარს.

ოპერა

25 აპრილი 2019, 10:57

კულტურა

გადანერგილი ფილტვების მქონე ამერიკელი სოპრანო 35 წლისა გარდაიცვალა

თილმან-დიკს ფილტვის ჰიპერტენზიის დიაგნოზი 2004 წელს დაუსვეს, სიცოცხლის შესანარაჩუნებლად კი მას ორჯერ სასწრაფოდ გაუკეთეს ფილტვის გადანერგვის ოპერაცია. ავადმყოფოების მიუხედავად, მომღერალმა კარიერა გააგრძელდა. მისმა ოჯახმა თილმან-დიკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე გაავრცელა.

ლიბია

25 აპრილი 2019, 10:42

მსოფლიო

ტრამპმა გენერალ ჰაფტარს ტრიპოლიზე იერიშში მხარდაჭერა გამოუცხადა

როგორც გამოცემა წერს, ასეთი განცხადებები შეერთებული შტატების ოფიციალურ პოზიციასთან თანხვედრაშია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 7 აპრილს განაცხადა, რომ ვაშინგტონი ტრიპოლიში ჰაფტარის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგია და საომარი მოქმედებების შეწყვეტას მოითხოვს.

25 აპრილი 2019, 10:34

ტექნოლოგიები

Facebook-ს სამიდან ხუთ მილიარდამდე ჯარიმა ემუქრება

აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის გამოძიების შედეგების მიხედვით, Facebook-ს, მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გაჟონვისთვის, 3-5 მილიარდი დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება. ამის შესახებ Facebook-ის ადმინისტრაცია აცხადებს.

25 აპრილი 2019, 10:18

ტექნოლოგიები

ანტარქტიდაზე ათასობით პინგვინი ზღვაში ჩაიძირა

მეცნიერები აცხადებენ, რომ ყინულოვანი შელფის კოლონია მთლიანად ჩაიძირა და პოპულაციის აღდგენის ნიშნები არ არსებობს. გარდა ამისა, ექსპერტების თქმით, მათ გამრავლებაზე მუშაობას ამჟამად აზრი არ აქვს, რადგან გიგანტური აისბერგი რამდენიმე ხანში მთლიანად გაანადგურებს ტერიტორიას.

მეტრო

25 აპრილი 2019, 10:18

საქართველო

თბილისის მეტროს კაბელების განახლება ივნისში დაიწყება

თბილისის „მეტროპოლიტენში“ ელექტროსადენებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელი შეიცვლება. ამის შესახებ თბილისის მერმა მეტროს ნაძალადევი-გოცირიძის მონაკვეთის დათვალიერებისას განაცხადა, სადაც ხანძარი გაჩნდა.

ჟან-პიერ მარიელი

25 აპრილი 2019, 09:49

კულტურა

ფრანგი მსახიობი ჟან-პიერ მარიელი გარდაიცვალა

ფრანგი მსახიობი ჟან-პიერ მარიელი გარდაიცვალა. ის 87 წლის იყო. მსახიობმა 100-ზე მეტ ფილმში ითამაშა და საფრანგეთის მთავარ კინოპრემია სეზარზე 7-ჯერ იყო წარდგენილი. ჟან-პიერ მარიელი ისეთ ფილმებში მონაწილეობდა, როგორებიცაა „ძარცვა“, „შაგრენის ტყავი“ და „დიდი ტურნე“.

პეტრო პოროშენკო

25 აპრილი 2019, 09:26

მსოფლიო

პოროშენკო: პუტინი დონბასის ანექსიისთვის ემზადება

განცხადება გაკეთდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც. ვაშინგტონში ვლადიმერ პუტინის ამ ბრძანებას პროვოკაციად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს არღვევს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, ამგვარი ქმედებები მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა.