imedi /  07 აპრილი 2019, 14:47 / სანდო წყარო

ილია მეორემ სასულიერო პირები დააჯილდოვა

ილია მეორე

ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სასულიერო პირები დააჯილდოვა. ცერემონია  სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. 

კონკრეტულად რამდენიმე დეკანოზს მეორე ჯვრის ტარების უფლება მისცეს, რამდენიმე მღვდელ-მონაზონი კი იღუმენის ხარისხში აიყვანეს და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვეს.

ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაოდ იქადაგა კიდეც.

"ყველას გილოცავთ ხარების დღესასწაულს. ეს არის ისეთი დიდი დღესასწაული, ხალხი ამბობს, რომ ფრინველიც, ჩიტიც ბუდეს არ იკეთებს, ადიდებს ღმერთსა. დღეს ზეიმია სიყვარულისა, ყოველმა ჩვენთაგანმა სიხარული უნდა მიანიჭოს თავის ახლობლებს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა და ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ",- თქვა პატრიარქმა.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.

ყველა სიახლე

ზაქარია ქუცნაშვილი

20 ივნისი 2019, 13:46

საქართველო

ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტიდან შეძახილებით გააცილეს. ვიდეო

მას შემდეგ რაც პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა,ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა, დარბაზიდან გამოსულ ქუცნაშვილს მოქალაქეებმა მოღალატე უწოდეს და შეძახილების ფონზე გააცილეს.

კახა კალაძე

20 ივნისი 2019, 13:42

საქართველო

კახა კალაძე: მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, დაუშვებელია რაც დღეს ხდება

მოვითხოვ, დაუყონებლივ შეწყდეს სხდომა. ქართველები ვართ, ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, პატრიოტები ვართ, ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ამ დროს მგონია, რომ არ არის მისაღები ის, რაც დღეს ხდება. რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი რეაგირება მოყვება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

20 ივნისი 2019, 13:40

ვიდეო

ემზარ კვიციანი სხდომათა დარბაზში დეპუტატებს დაუპირისპირდა

20 ივნისი 2019, 13:39

ტაბლოიდი

ჯასტინ ბიბერი უსახლკაროს დაეხმარა

25 წლის ვარსკვლავი პაპარაცებმა მაღაზიიდან გამოსვლისას დააფიქსირეს. გაირკვა, რომ მომღერალმა კაცს პირად თვითმფრინავში ჩაჯდომამდე 40 დოლარი აჩუქა. ჯასტინ ბიბერი 2018 წლის სექტემბერში დაოჯახდა. პოპის პრინცმა ქორწინება მხოლოდ ერთი თვის შემდეგ აღიარა და სოციალურ ქსელში ჰეილი ბოლდუინთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

იმპიჩმენტი

20 ივნისი 2019, 13:37

საქართველო

ვატო შაქარაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება მოითხოვა

თბილისის საკრებულოს წევრი ვატო შაქარაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადეს. შაქარაშვილმა ბანერი გააკეთა რომელზეც წერია: კობახიძე=გავრილოვს.

20 ივნისი 2019, 13:35

ვიდეო

ზაქარია ქუცნაშვილს პარლამენტში მოღალატე უწოდეს

20 ივნისი 2019, 13:32

საქართველო

პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები ტრანსფარანტებით იმ გასასვლელთან დგანან, საიდანაც რუსები უნდა გამოვიდნენ. ამასთან. დემონსტრანტებმა შენობასთან ვლადიმერ პუტინის ფოტოები დაწვეს.

ლევან ვასაძე

20 ივნისი 2019, 13:21

ძალოვნები

ლევან ვასაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც imedinews-ს შსს-ში უთხრეს, ვასაძეს უკანონო ფორმირებების შექმნის ხელმძღვანელობისა და მასში გაწევრიანების ფაქტებზე დაკითხავენ, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება მიმდინარეობს.

ბიძინა ივანიშვილი

20 ივნისი 2019, 13:16

საქართველო

ივანიშვილი: დაუშვებელია, პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი რაიმე სახის ფორუმს ხელმძღვანელობდეს

ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია და, რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა“.

ზურაბ ჯაფარიძე

20 ივნისი 2019, 13:06

საქართველო

ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. ჯარაფირიძის განცხადებით ის რაც დღეს საქართველოს პარლამენტში მოხდა სირცხვილია. პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა.

ჰაერის ხარისხის მზომი სადგური

20 ივნისი 2019, 13:03

საქართველო

მყარი ნაწილაკების კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბებას სპეციალისტები სინოპტიკურ პროცესს უკავშირდებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები ისაზღვრება. გაზომვის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

ზაქარია ქუცნაშვილი

20 ივნისი 2019, 12:56

საქართველო

ზაქარია ქუცნაშვილმა მოიბოდიშა და თქვა რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს

პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან სხდომათა დარბაზში მომხდარი ინციდენტის გამო მოიბოდიშა. მან ბოდიში მოუხადა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დეპუტატებსაც.

გურამ ფალავანდიშვილი

20 ივნისი 2019, 12:52

ძალოვნები

გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს

შსს-ს განმარტებით, ფალავანდიშვილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

 ფილიპე ზდარი

20 ივნისი 2019, 12:51

კულტურა

Cassius-ის წევრი დაიღუპა

ფილიპე სერბონეჟის (ცნობილი, როგორც Zdar-ი) მოულოდნელი დაღუპვის შესახებ ინფორმაციას არტისტის აგენტი ავრცელებს. „ის მოულოდნელად, პარიზის ერთ-ერთი მაღალსართულიანი შენობიდან გადავარდა“, - განმარტა სებასტიან ფარანმა. ფილიპე ზდარმა „კასიუსი“ ჰუბერტ ბლანკ-ფრანკარდთან (ცნობილი, როგორც Boom Bass) ერთად 1996 წელს შექმნა.

ასამბლეა

20 ივნისი 2019, 12:41

საქართველო

პროტესტის შემდეგ პარლამენტში მართლმადიდებლობის საკითხებზე ასამბლეა შეწყდა

პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა, ასამბლეა სხვა ადგილზე ჩატარდება. ამის შესახებ ასამბლეის გენმდივანმა ანდრიას მიხაილიდისმა "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" პროტესტის შემდეგ განაცხადა.

Tbilisi Open Air

20 ივნისი 2019, 12:35

საქართველო

Tbilisi Open Air-ზე წასვლის მსურველებისთვის უფასო ავტობუსები იმოძრავებენ

ავტობუსები 14:00 საათიდან 03:00-საათამდე მეტროსადგურ „დელისიდან“ ლისის ტბის მიმართულებით 10-15 წუთის ინტერვალით გავლენ. Tbilisi Open Air 2019 წელს 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. შემსრულებლებს შორის, რომლებიც თბილისში Open Air-ის ფარგლებში ჩამოვლენ არიან Franz Ferdinand, Unkle და Mogwai.

ქართველი ექიმები

20 ივნისი 2019, 12:28

საქართველო

ბათუმში გარდაცვლილი 4 წლის ბიჭის დედა მკურნალი ექიმის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

შორენა იაკობაძე ამბობს, რომ საქმე სამედიცინო რეგულირების სააგენტომ შეისწავლა და პედიატრ კარინა აბგარიანს ოთხი თვით ლიცენზია შეუჩერა. მისივე თქმით, სააგენტო საქმეს ორი წელი სწავლობდა, პასუხი რამდენიმე დღის წინ მიიღო. იაკობაძე აპირებს, სასამართლოში ექიმის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს.

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია

20 ივნისი 2019, 12:22

სპორტი

ტაეკვონდოს ფედერაცია: დაპირისპირებაში ჩართულ პირებს მოვუწოდებთ იმოქმედონ კანონის ფარგლებში

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია გმობს ყოველგვარ ძალადობას და მოუწოდებს დაპირისპირებაში ჩართული პირებს, გადააფასონ საკუთარი ქმედება და იმოქმედონ კანონის ფარგლებში. ამის შესახებ ფედერაცია თავის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერს.

მარკო ჯამპაოლო

20 ივნისი 2019, 12:20

სპორტი

„მილანის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

გასულ სეზონში "მილანმა" 68 ქულით იტალიის ჩემპიონატში მეხუთე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩა, რის გამოც გატუზოს წასვლა და კლუბის ხელმძღვანელებს ახალი მთავარი მწვრთნელის მოძებნა მოუწიათ. ჯამპაოლოს დებიუტი როსონერიში 24 ივლისს, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის გათამაშებაში, მიუნხენის "ბაიერნთან" შედგება.

არჩილ თალაკვაძე

20 ივნისი 2019, 12:08

საქართველო

თალაკვაძე: პარლამენტში რუსი დეპუტატების ადგილი არ არის, კონფერენცია უნდა შეწყდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას ეხმიანება და აცხადებს, რომ კონფერენცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ადგილი არ არის.