imedi /  07 აპრილი 2019, 15:10 / სანდო წყარო

თალაკვაძე დიღმის აფეთქებაზე: უნდა დამონტაჟდეს დეტექტორები

უნდა დამონტაჟდეს დეტექტორები, რომლებიც გაზის გაჟონვის შემთხვევაში განგაშის სიგნალს აგზავნიან," - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

,,ბუნებრივი აირის საკითხი მოხმარების პროცესში არის კომპლექსური და ის რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. რა თქმა უნდა მიმწოდებელი კომპანიაც ინაწილებს ამ პასუხისმგებლობას. ჩვენ გვქონდა პარლამენტში მსჯელობა. ახლა არის მომენტი როცა უნდა გავააქტიუროთ რეგულაციები და საუბარია საცხოვრებელში დამონტაჟდეს სპეციალური დეტექტორები, რომელიც გაზის გაჟონვის შემთხვევაში აგზავნის განგაშის სიგნალს და რეაგირებს. ეს უნდა გახდეს სავალდებულო. როგორ შეიძლება მოხდეს ამის უზრუნველყოფა უმოკლეს დროში და ვის ექნება ეს პასუხისმგებლობა, უახლოეს პერიოდში აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად გადავწყვეტთ," - განმარტა არჩილ თალაკვაძემ.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დღეს დიღმის მასივის მე-4 მიკრორაიონში აფეთქება მოხდა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. მათ შორის ერთმა, 21 წლის ახალგაზრდამ სხეულის დამწვრობა მიიღო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით რთულია. დაშავებულთა შორის ერთი ბავშვიცაა. ის 7 თვისაა.

აფეთქების შედეგად დაშავებული პირებიდან ღუდუშაურის კლინიკაში ამ დროისთვის 3 ადამიანია, მათგან ერთ-ერთი დაშავებული მიხაილოვის სახელობის კლინიკიდან გადაიყვანეს. დაშავებულები ადგილზე მოინახულა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, ამ დროისთვის სამივე პაციენტი კონტაქტურია. მათი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უტარდებათ შესაბამისი გამოკვლევები.

მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

ყველა სიახლე

27 თებერვალი 2020, 13:45

საქართველო

თურქეთიდან შემოსული მოქალაქეების ინფორმაციით, სარფის საბაჟო შესაძლოა თურქულმა მხარემ ჩაკეტოს

სარფის საბაჟო შესაძლოა თურქულმა მხარემ ჩაკეტოს, - ამის შესახებ თურქეთიდან საქართველოში შემოსულმა რამდენიმე ადამიანმა განაცხადა. მათივე თქმით, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების გამო თურქეთში პანიკაა. ამბობენ, რომ საეჭვო მგზავრებს ორივე ქვეყნის მედიკოსები ამოწმებენ.

ქუთაისის აეროპორტი ბარი-ქუთაისი

27 თებერვალი 2020, 13:43

საქართველო

ქუთაისის აეროპორტში იტალიიდან ჩაფრენილმა მგზავრებმა სამედიცინო შემოწმება ორივე ქვეყანაში გაიარეს

მგზავრები ამბობენ, რომ საზღვარზე კონტროლი გამკაცრებულია და ორივე შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ორივე ქვეყნაში გაიარეს. მათი უმეტესობა პირბადეებით გადაადგილდება.იტალიიდან ჩამოფრენილი მოქალაქეები ამბობენ, რომ კონკრეტულად ქალაქ ბარში პანიკა არ არის და არც კორონოვირუსის შემთხვევა დაფიქსირებულა.

ამირან გამყრელიძე

27 თებერვალი 2020, 13:43

საქართველო

ამირან გამყრელიძე: გადაკოცნას მოვერიდოთ, ხელის აწევით მიესალმეთ ერთმანეთს

ლუგარის ცენტრი მოლეკულური კვლევებით 41 ნიმუშია გატესტილი, დადასტურებულია 1 შემთხვევა, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მისივე განმარტებით, სავარაუდო შემთხვევების მართვისთვის 4 სამედიცინო დაწესებულებაა გამოყოფილი, თბილისის, ბათუმი, ქუთაისის და ზუგდიდის ინფექციური სტაციონარები.

პაატა იმნაძე

27 თებერვალი 2020, 13:42

საქართველო

პაატა იმნაძე: ნიღბის არასწორად გამოყენება საფრთხილოა

„გინახავთ ბევრი, რომ ხელს მოიკიდებს, ჩამოსწევს ნიღაბს და მერე ისევ გაიკეთებს. ამით რისკი იზრდება, რადგან ამ ნიღაბზე რაც მოხვდა ვირუსები, ხელი რომ მოვკიდე, ხელზე გადმოვიდა. მერე ხელი თვალში ამოვისვი, სახეს შევეხე და შევიტანე ვირუსები კონცენტრირებული ნიღბიდან ჩემივე ხელით. ამიტომაც ნიღბის ტარებას უნდა თავისი არამარტო წესის ცოდნა, არამედ კარგად გათავისება. მაგალითად, ის აუცილებლად უნდა მოიხსნა ყურების მხრიდან (თასმებით) და არა წინა, სახის მხრიდან. ამიტომაც არის, რომ ძალიან საფრთხილოდ მიგვაჩნია ნიღბის რჩევა მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა იმნაძემ

სამხრეთ ოსეთი საზღვარი

27 თებერვალი 2020, 13:26

ძალოვნები

ოკუპანტებმა აძვის მკვიდრი ელდარ გუნდიშვილი მეორედ გაიტაცეს

ოკუპანტებმა აძვის მკვიდრი გაიტაცეს. ელდარ გუნდიშვილის უკანონო დაკავებას ადასტურებს სუს-ი. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად.

ამირან გამყრელიძე

27 თებერვალი 2020, 13:23

საქართველო

ამირან გამყრელიძე: ჩვენთვის ირანი უფრო მეტ საფრთეს წარმოადგენდა და ეს ისევ ასეა

ჩინეთში ვითარება უმჯობესდება, თუმცა ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი 400-500-ს აღწევს, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

27 თებერვალი 2020, 13:21

მსოფლიო

უხანიდან სამშობლოში ევაკუირებულ უკრაინის 89 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

„89 ევაკუირებულს, რომლებიც ახლა სანჟაღში კარანტინში იმყოფებიან, კორონავირუსი არ დაუდასტურდა“, - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა. მისივე თქმით, ევაკუირებული პირების ბიოლოგიური მასალის მოლეკულარულ-გენეტიკურმა კვლევებმა ვირუსი არ გამოავლინა.

კორონავირუსი რუმინეთი

27 თებერვალი 2020, 13:20

მსოფლიო

კორონავირუსის პირველი შემთხვევა რუმინეთშიც გამოვლინდა

პაციენტს კონტაქტი ჰქონდა იტალიის მოქალაქესთან, რომელიც ცოტა ხნის წინ რუმინეთში იმყოფებოდა. რუმინეთი უკვე მესამე სახელმწიფოა, სადაც დღეს კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადება დანიასა და ესტონათში გამოვლინდა.

27 თებერვალი 2020, 13:19

ძალოვნები

ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის ქობულეთის კლინიკაშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.

საუდის არაბეთი

27 თებერვალი 2020, 13:12

მსოფლიო

კორონავირუსის გამო საუდის არაბეთმა მექასა და მედინაში სალოცავად შესვლა დროებით შეაჩერა

კორონავირუსის გავრცელების ფონზე, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ მექასა და მედინაში სალოცავად შესვლა დროებით შეაჩერა, - ამის შესახებ სამეფოს საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი. „სამეფოში შემოსვლა უმრის მოსახდენად და ალ-მასჯიდ ან-ნაბავის მეჩეთის მონახულების მიზნით, დროებით შეჩერებულია“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

განათლები სამინისტრო

27 თებერვალი 2020, 13:07

საქართველო

განათლების სამინისტრო სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერებას არ გეგმავს

პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს. კერძოდ, მოსწავლეთა ჯანმრთელობის, სასწავლო პროცესის ეფექტურობისა და სკოლებში ჯანმრთელი გარემოს შესაქმნელად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების დასაცავად სკოლებში მოთხოვნები კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ სკოლების მონიტორინგის პროცესი უფრო ინტენსიური გახდება, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი გართულება.

27 თებერვალი 2020, 12:48

საქართველო

თბილისში 10 500 გულშემატკივარზე გათვლილი, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი აშენდება

პროექტის ჯამური ღირებულება 71 მილიონი ლარია, საიდანაც 50 მილიონი ლარი მიმდინარე წლის, ხოლო 21 მილიონი - მომავალი წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, სახელმწიფო დაახლოებით 130 მილიონ ლარს ზოგავს, რამდენადაც თავდაპირველი პროექტის ღირებულება თითქმის 250 მილიონ ლარს შეადგენდა.

სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი

27 თებერვალი 2020, 12:47

საქართველო

სარფის საბაჟოზე ირანის ერთ მოქალაქეს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს

კორონავირუსთან დაკავშირებით სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საეჭვო პირები მოწმდებიან. როგორც საბაჟოზე მგზავრებმა განაცხადეს, შემოწმების შემდეგ ირანის ერთ მოქალაქეს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს. მათი თქმით, ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოწმდებიან.

ჩინეთი

27 თებერვალი 2020, 12:37

მსოფლიო

ჩინეთში პირბადეების გამოშვების მოცულობა შვიდჯერ გაიზარდა

კორონავირუსის გავრცელების ფონზე ჩინეთში პირბადეების გამოშვების მოცულობა 7-ჯერ გაიზარდა. როგორც ჩინური გამოცემა Xinhuanet-ი იუწყება, ჩინეთში, დღეში 76 მილიონ სამედიცინო და დამცავ პირბადეს უშვებენ. ჩინეთის ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ კომპანიებმა საერთო ჯამში, შიდაბაზარზე არსებული დეფიციტის აღმოფხვრა შეძლეს.

გიორგი ვაშაძე

27 თებერვალი 2020, 12:25

საქართველო

გიორგი ვაშაძე: ხელისუფლებას ახალი ვერსია აქვს - 110-40-ზე, თუმცა ჩვენ ამას ვერ დავეთანხმებით

„ხელისუფლება იზოლაციაშია - ან მთლიანად გადაუსვამს დიპლომატების მოთხოვნას ხაზს, ან გონს მოეგება, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელმაც საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასთან დიალოგის აღდგენის აუცილებლობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

გიგი წერეთელი

27 თებერვალი 2020, 12:20

საქართველო

გიგი წერეთელი: კორონავირუსთან დაკავშირებით „ევროპული საქართველო“ პანიკის საფუძველს ვერ ხედავს

კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოებაში არის ბევრი კითხვა და შეშფოთება, თუმცა ამის აუცილებლობა არ გვაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ფრაქციის თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა განუცხადა.

აზერბაიჯანი

27 თებერვალი 2020, 12:20

მსოფლიო

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო: საბაჟოდან ამოღებული კადრებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქეს ტემპერატურა ნორმაში ჰქონდა

უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ და სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო სააგენტომ სხვა შესაბამის სტრუქტურებთან ერთად დაუყოვნებლივ ჩაატარეს გამოძიება. უწყებაში აღნიშნავენ, რომ გაანალიზებული იყო საბაჟოდან ამოღებული კადრები, როდესაც საქართველოს მოქალაქე კონტროლს გადიოდა და დადგინდა, რომ მას სხეულის ტემპერატურა ნორმაში ჰქონდა და ცვლილება არ შეინიშნებოდა.

სამხრეთ კორეა

27 თებერვალი 2020, 12:10

მსოფლიო

კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, სამხრეთ კორეაში პრეზიდენტის გადადგომას მილიონზე მეტი ადამიანი ითხოვს

კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გართულების გამო, სამხრეთ კორეაში ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. ამ მიზნით შექმნილ პეტიციას 1 მილიონ 17 ათასი ადამიანი აწერს ხელს. ინფორმაციას koreatimes-ი ავრცელებს. პეტიცია სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზეა განთავსებული. პეტიციის ავტორები ქვეყნის პრეზიდენტს, მუნ ჩჟე ინს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მან ეფექტური ზომები ვერ მიიღო ქვეყანაში კორონავირუსის თავიდან აცილებისა და შეკავების მიზნით.

თბილისის მერია

27 თებერვალი 2020, 12:06

საქართველო

„გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამა დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნა

დედაქალაქის მერია, მიმდინარე წელს, თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 180 ბენეფიციარის დაფინანსებას გეგმავს და ერთი პაციენტის დასაფინანსებლად წელიწადში 24 ათასამდე ლარს გამოყოფს.

გენადი არველაძე

27 თებერვალი 2020, 11:52

ეკონომიკა

გენადი არველაძე: ევროკავშირი გახლავთ საუკეთესო მაგალითი, სადაც სრულად ხდება ქართული საექსპორტო პროდუქტის ათვისება

ევროკავშირი გახლავთ საუკეთესო მაგალითი, სადაც სრულად ხდება ქართული საექსპორტო პროდუქტის ათვისება. 2014 წლის შემდეგ, როდესაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში შევიდა, ევროკავშირში ქართული წარმოშობის პროდუქტების კუთხით 22%-იანი წილი 31%-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისში“ მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე განაცხადა.