Imedi /  07 აპრილი 2019, 21:58 / სანდო წყარო

საქართველოში დღეს მიწისძვრა მეორედ მოხდა

თბილისის დროით, 21:37 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ონთან დაფიქსირდა. 

მიწისძვრის სიმძლავრე 3.7 მაგნიტუდას შეადგენდა.

საქართველოში მიწისძვრა დღის პირველ ნახევარშიც მოხდა. ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან 21 კილომეტრში, სოფელი ზემო ქედთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 4.6 მაგნიტუდა შეადგინა.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

27 თებერვალი 2020, 13:23

საქართველო

ამირან გამყრელიძე: ჩვენთვის ირანი უფრო მეტ საფრთეს წარმოადგენდა და ეს ისევ ასეა

ჩინეთში ვითარება უმჯობესდება, თუმცა ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი 400-500-ს აღწევს, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

27 თებერვალი 2020, 13:21

საქართველო

უხანიდან სამშობლოში ევაკუირებულ უკრაინის 89 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

„89 ევაკუირებულს, რომლებიც ახლა სანჟაღში კარანტინში იმყოფებიან, კორონავირუსი არ დაუდასტურდა“, - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა. მისივე თქმით, ევაკუირებული პირების ბიოლოგიური მასალის მოლეკულარულ-გენეტიკურმა კვლევებმა ვირუსი არ გამოავლინა.

კორონავირუსი რუმინეთი

27 თებერვალი 2020, 13:20

მსოფლიო

კორონავირუსის პირველი შემთხვევა რუმინეთშიც გამოვლინდა

პაციენტს კონტაქტი ჰქონდა იტალიის მოქალაქესთან, რომელიც ცოტა ხნის წინ რუმინეთში იმყოფებოდა. რუმინეთი უკვე მესამე სახელმწიფოა, სადაც დღეს კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადება დანიასა და ესტონათში გამოვლინდა.

27 თებერვალი 2020, 13:19

ძალოვნები

ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის ქობულეთის კლინიკაშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.

საუდის არაბეთი

27 თებერვალი 2020, 13:12

მსოფლიო

კორონავირუსის გამო საუდის არაბეთმა მექასა და მედინაში სალოცავად შესვლა დროებით შეაჩერა

კორონავირუსის გავრცელების ფონზე, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ მექასა და მედინაში სალოცავად შესვლა დროებით შეაჩერა, - ამის შესახებ სამეფოს საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი. „სამეფოში შემოსვლა უმრის მოსახდენად და ალ-მასჯიდ ან-ნაბავის მეჩეთის მონახულების მიზნით, დროებით შეჩერებულია“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

განათლები სამინისტრო

27 თებერვალი 2020, 13:07

საქართველო

განათლების სამინისტრო სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერებას არ გეგმავს

პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს. კერძოდ, მოსწავლეთა ჯანმრთელობის, სასწავლო პროცესის ეფექტურობისა და სკოლებში ჯანმრთელი გარემოს შესაქმნელად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების დასაცავად სკოლებში მოთხოვნები კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ სკოლების მონიტორინგის პროცესი უფრო ინტენსიური გახდება, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი გართულება.

27 თებერვალი 2020, 12:48

საქართველო

თბილისში 10 500 გულშემატკივარზე გათვლილი, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი აშენდება

პროექტის ჯამური ღირებულება 71 მილიონი ლარია, საიდანაც 50 მილიონი ლარი მიმდინარე წლის, ხოლო 21 მილიონი - მომავალი წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, სახელმწიფო დაახლოებით 130 მილიონ ლარს ზოგავს, რამდენადაც თავდაპირველი პროექტის ღირებულება თითქმის 250 მილიონ ლარს შეადგენდა.

სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი

27 თებერვალი 2020, 12:47

საქართველო

სარფის საბაჟოზე ირანის ერთ მოქალაქეს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს

კორონავირუსთან დაკავშირებით სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საეჭვო პირები მოწმდებიან. როგორც საბაჟოზე მგზავრებმა განაცხადეს, შემოწმების შემდეგ ირანის ერთ მოქალაქეს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს. მათი თქმით, ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოწმდებიან.

ჩინეთი

27 თებერვალი 2020, 12:37

მსოფლიო

ჩინეთში პირბადეების გამოშვების მოცულობა შვიდჯერ გაიზარდა

კორონავირუსის გავრცელების ფონზე ჩინეთში პირბადეების გამოშვების მოცულობა 7-ჯერ გაიზარდა. როგორც ჩინური გამოცემა Xinhuanet-ი იუწყება, ჩინეთში, დღეში 76 მილიონ სამედიცინო და დამცავ პირბადეს უშვებენ. ჩინეთის ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ კომპანიებმა საერთო ჯამში, შიდაბაზარზე არსებული დეფიციტის აღმოფხვრა შეძლეს.

გიორგი ვაშაძე

27 თებერვალი 2020, 12:25

საქართველო

გიორგი ვაშაძე: ხელისუფლებას ახალი ვერსია აქვს - 110-40-ზე, თუმცა ჩვენ ამას ვერ დავეთანხმებით

„ხელისუფლება იზოლაციაშია - ან მთლიანად გადაუსვამს დიპლომატების მოთხოვნას ხაზს, ან გონს მოეგება, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელმაც საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასთან დიალოგის აღდგენის აუცილებლობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

გიგი წერეთელი

27 თებერვალი 2020, 12:20

საქართველო

გიგი წერეთელი: კორონავირუსთან დაკავშირებით „ევროპული საქართველო“ პანიკის საფუძველს ვერ ხედავს

კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოებაში არის ბევრი კითხვა და შეშფოთება, თუმცა ამის აუცილებლობა არ გვაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ფრაქციის თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა განუცხადა.

აზერბაიჯანი

27 თებერვალი 2020, 12:20

მსოფლიო

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო: საბაჟოდან ამოღებული კადრებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქეს ტემპერატურა ნორმაში ჰქონდა

უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ და სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო სააგენტომ სხვა შესაბამის სტრუქტურებთან ერთად დაუყოვნებლივ ჩაატარეს გამოძიება. უწყებაში აღნიშნავენ, რომ გაანალიზებული იყო საბაჟოდან ამოღებული კადრები, როდესაც საქართველოს მოქალაქე კონტროლს გადიოდა და დადგინდა, რომ მას სხეულის ტემპერატურა ნორმაში ჰქონდა და ცვლილება არ შეინიშნებოდა.

სამხრეთ კორეა

27 თებერვალი 2020, 12:10

მსოფლიო

კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, სამხრეთ კორეაში პრეზიდენტის გადადგომას მილიონზე მეტი ადამიანი ითხოვს

კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გართულების გამო, სამხრეთ კორეაში ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. ამ მიზნით შექმნილ პეტიციას 1 მილიონ 17 ათასი ადამიანი აწერს ხელს. ინფორმაციას koreatimes-ი ავრცელებს. პეტიცია სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზეა განთავსებული. პეტიციის ავტორები ქვეყნის პრეზიდენტს, მუნ ჩჟე ინს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მან ეფექტური ზომები ვერ მიიღო ქვეყანაში კორონავირუსის თავიდან აცილებისა და შეკავების მიზნით.

თბილისის მერია

27 თებერვალი 2020, 12:06

საქართველო

„გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამა დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნა

დედაქალაქის მერია, მიმდინარე წელს, თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 180 ბენეფიციარის დაფინანსებას გეგმავს და ერთი პაციენტის დასაფინანსებლად წელიწადში 24 ათასამდე ლარს გამოყოფს.

გენადი არველაძე

27 თებერვალი 2020, 11:52

ეკონომიკა

გენადი არველაძე: ევროკავშირი გახლავთ საუკეთესო მაგალითი, სადაც სრულად ხდება ქართული საექსპორტო პროდუქტის ათვისება

ევროკავშირი გახლავთ საუკეთესო მაგალითი, სადაც სრულად ხდება ქართული საექსპორტო პროდუქტის ათვისება. 2014 წლის შემდეგ, როდესაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში შევიდა, ევროკავშირში ქართული წარმოშობის პროდუქტების კუთხით 22%-იანი წილი 31%-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისში“ მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე განაცხადა.

მარინა ეზუგბაია

27 თებერვალი 2020, 11:44

საქართველო

ინფექციურ საავადმყოფოში 3 ახალი პაციენტია შეყვანილი

ინფექციურ საავადმყოფოში 3 ახალი პაციენტია შემოყვანილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. მისი თქმით, აქედან ერთი იტალიის მოქალაქეა. დაუდგინდება თუ არა სამ ახალ პაციენტს კორონავირუსი, დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

საბავშვო ბაღი

27 თებერვალი 2020, 11:40

საქართველო

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის ბაღებს რეკომენდაციებს სთავაზობს

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დედაქალაქის 181 საჯარო ბაღს ახალი კორონავირუსისგან თავის არიდების მიზნით დამატებით საპრევენციო ღონისძიებები, საინფორმაციო ბროშურები და რეკომენდაციები გაუგზავნა.

ჯონი ივანიშვილი

27 თებერვალი 2020, 11:34

ძალოვნები

პატიმრების წამებისთვის გასამართლებულმა „მატროსოვის ციხის“ დირექტორის ყოფილმა მოადგილემ საპატიმრო დატოვა

ჯონი ივანიშვილი 2013 წელს დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან და ციხის დირექტორმა ვლადიმერ კაპანაძემ შეიმუშავეს მსჯავრდებულთა მიმართ მოპყრობის არაკანონიერი მეთოდები და პატიმრებს აწამებდნენ და აშინებდნენ.

საარჩევნო სისტემა

27 თებერვალი 2020, 11:30

საქართველო

მმართველი გუნდის წევრები და ოპოზიცის ლიდერები დიპლომატებს ხვდებიან

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდის წევრები და ოპოზიცის ლიდერები შეიკრიბნენ. დიპოლომატებთან შეხვედრაზე პოლიტიკოსები მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და საარჩევნო კანონმდებლობზე ისაუბრებენ. მხარეები იმედოვნებენ, რომ არაფრომალური შეხვედრები დიალოგის გაგრძელების წინაპირობა იქნება.

27 თებერვალი 2020, 11:15

მსოფლიო

სტრასბურგში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა

სტრასბურგში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო შვიდი დაშავდა. ხანძრის გაჩენის მიზეზები ჯერ დადგენილი არ არის.