imedi /  07 აპრილი 2019, 23:51 / სანდო წყარო

ნიკა მელიამ დაასახელა რაში არ ეთანხმება მიხეილ სააკაშვილს

ნიკა მელია

ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ის არ ეთანხმება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომ პარლამენტის როლი უნდა დაკნინდეს. ამის შესახებ მან გადაცემა "იმედი LIVE"-ის ეთერში განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, შვეიცარიაში არსებობს საკითხები, რომლეიც რეფერენდუმის გზით წყდება, მაგრამ ის, რომ 2020 წელს ელექტრონული კენჭისყრით ავირჩევთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, მელია ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ის ახლა მზად არ არის,თუმცა დასძენს, რომ ტექნოლოგიები ვითარდება.

"ეს არის შორს მიმავალი გეგმები. სააკაშვილმა თქვა და მისი ხედვა წარმოადგინა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე, ნიკა მელია მას ყველაფერში ვეთანხმები. ბევრი რამ გასაკეთებელია, ჩვენ ვსაუბრობდით, მათ შორის სააკაშვილიც, რომ შიდა პარტიულ არჩევნებზე ელექტრონულ ფორმატში მოხდეს სხვადასხვა თანამდებობაზე თუ საკითხების კენჭის ყრაზე დაყენება, რაც მისასალმებელია და ეს ადრე თუ გვიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ფარგლებში მოხდება. რაც შეეხება სახელმწიფო მოწყობას, როგორ უნდა იყოს ის... ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ჩვენ გაერთიანებული ოპოზიციის ფარგლებში ვმოღვაწეობთ და ამ ყველაფრის თაობაზე ფართო დისკუსია უნდა გაიმართოს. მე იმ ნაწილში არ ვეთანხმები ამ წუთას ბატონ სააკაშვილს, რომ პარლამენტის როლი უნდა დაკნინდეს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნები ელექტრონული უნდა იყოს და ხშირად უნდა ჩატარდეს. სააკაშვილის თქმით, პარლამენტი იქნება, "მაგრამ პარლამენტის ფუნქციები იქნება შეზღუდული". ინტერვიუში მან ასევე თქვა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევაც ელექტრონულად უნდა მოხდეს. 

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

18 თებერვალი 2020, 18:09

საქართველო

ირაკლი კობახიძე ნადირაშვილზე და ხოშტარიაზე: ესენი არიან სასოწარკვეთილი „ნაციონალი დიასახლისები“

„სხდომათა დარბაზში ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც ხელით და გულით საბჭოთა კავშირის და რუსეთის ჰიმნს დაატარებენ, საქართველოს პარლამენტში ნამდვილად არ არის“, - აღნიშნა ირაკლი კომბახიძემ. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საბჭოთა კავშირის ბოლო გადმონაშთია.

სამტრედია მკვლელობა

18 თებერვალი 2020, 18:03

საქართველო

სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

სამტრედიაში მოკლული ქალის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ცოლ-ქმარს კონფლიქტი ჰქონდა, რის გამოც ერთი თვის წინ მამამ შვილი ბათუმიდან სამტრედიაში სახლში წაიყვანა, დღეს კი განქორწინების გასაფორმებლად სამოქალაქო რეესტრში თავად წაიყვანა, მეუღლე კი ბათუმიდან Skype-ით უნდა ჩართულიყო.

აშრაფ ღანი

18 თებერვალი 2020, 17:58

მსოფლიო

აშრაფ ღანი ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად გამოცხადდა

მეორე ადგილზე პრემიერმინისტრი აბდულა აბდულა გავიდა. ოპოზიცია მთავრობას შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს. საპრეზიდენტო არჩევნები ავღანეთში 28 სექტემბერს გაიმართა. შედეგი ხმის მიცემიდან 5 თვეში გამოცხადდა.

უკრაინა სამხედრო

18 თებერვალი 2020, 17:56

მსოფლიო

პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინელი სამხედრო მოკლეს

პრორუსი სეპარატისტების მიერ უკრაინულ პოზიციებზე საარტილერიო ცეცხლის გახსნის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ბრიფინგზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა.

ავღანეთი

18 თებერვალი 2020, 17:52

მსოფლიო

ავღანეთში დრონის თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში დრონის თავდასხმას 11 ადამიანი, მათ შორის 8 ბავშვი ემსხვერპლა. ინფორმაციას TOLOnews-ი ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით ავრცელებს. მომხდარზე სხვა დეტალები არ არის ცნობილი. პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერ არცერთ დაჯგფუებას არ აუღია. 14 თებერვალს აშშ-ის ხელისუფლება და რადიკალური დაჯგუფება „თალიბანი“ შეთანხმდნენ, რომ ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე 7 დღის განმავლობაში ძალადობის დონე შემცირდება.

სასამართლო

18 თებერვალი 2020, 17:50

ძალოვნები

პატარკაციშვილის საქმეზე ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმე დაიკითხა

ბადრი პატარკაციშვილი საქმეზე, ურეკის პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსის, ჯემალ შამათავას უკანონოდ დაკავების საქმეზე გამართულ სხდომაზე მთავარმა საგამოძიებო ორგანომ ერთ-ერთი მთავარი მოწმე წარადგინა. ბადურ ბოტკოველის ჩვენების საფუძველზე ირკვევა, რომ 2006 წელს ის კუდის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ლევან ქარდავამ და გია დგებუაძემ ე.წ მოდულის შენობაში დაიბარეს და შამათავას წინააღმდეგ სქემა შეიმუშავეეს.

ოზი ოსბორნი

18 თებერვალი 2020, 17:42

კულტურა

ოზი ოსბორნმა პარკინსონის დაავადების გამო ჩრდილოამერიკული ტურნე გააუქმა

მომღერალმა ოზი ოსბორნმა ჩრდილოამერიკული ტურნე გააუქმა და პარკინსონის დაავადების მკურნალობას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 71 წლის როკ-მომღერალს პარკინსონის დაავადება ერთი თვის წინ დაუდგინეს, მიმდინარე წლის აპრილში კი ის სამკურნალოდ შვეიცარიაში გაემგზავრება.

გია ვოლსკი

18 თებერვალი 2020, 17:38

საქართველო

გია ვოლსკი ოპოზიციაზე: რა უნდათ, არჩევნები უნდათ, პიკეტირება, დესტაბილიზაცია თუ რევოლუციური სცენარის განვითარება?

„თუკი ჩვენ 100/50-ზე ვთავაზობთ, ეს უკეთესია მათი იდეების რეალიზაციისათვის და გაუგებარი პოზიციაა, რომ ამაზე არ თანხმდებიან. რა უნდათ, არჩევნები უნდათ, პიკეტირება, დესტაბილიზაცია თუ რევოლუციური სცენარის განვითარება? რა უნდათ, რისკენ მიისწრაფვიან, გაუგებარია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ეკა ბესელია

18 თებერვალი 2020, 17:19

საქართველო

ეკა ბესელია: პროკურატურაში ირაკლი შოთაძის დაბრუნება პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებაა, რომელსაც სჭირდება სანდოობის გარანტიები

„ირაკლი შოთაძის დაბრუნება გენერალურ პროკურორად, არის პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდება სანდოობის გარანტიები. თუმცა შოთაძეს პროკურატურაში დიდი გავლენები ჰქონდა, ამიტომ მისი დაბრუნება ამასაც უკავშირდება“, - ეს განცხადება პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ პირველი tv-ს ეთერში გააკეთა.

18 თებერვალი 2020, 17:10

მსოფლიო

ჰააგის სასამართლომ რუსეთს „იუკოსის“ ყოფილი აქციონერებისთვის 50 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა

ჰააგის სააპელაციო სასამართლომ, საოლქო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა და რუსეთს „იუკოსის“ ყოფილი აქციონერებისთვის 50 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა. აღსანიშნავია, რომ რუსულ მხარეს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება ნიდერლანდების უზენაეს სასამართლოში შეუძლია.

18 თებერვალი 2020, 16:59

ეკონომიკა

ბათუმში თამბაქოს მწარმოებლებმა და რეალიზატორებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს

მათი თქმით, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებისგან გაფრთხილება მიიღეს, რომ უაქციზო თამბაქოს ხვალიდან ჩამოართმევენ. ისინი ხელისუფლებას დაპირებას ახსენებენ, ამბობენ, რომ ახალი რეგულაციების პირობებში, აზრი ეკარგება თამბაქოს მოყვანას და ეს კულტურა მაღამთიან აჭარაში შეიძლება, საერთოდ გაქრეს.

18 თებერვალი 2020, 16:54

მსოფლიო

ირლანდიაში 1 წლის წინ გაუჩინარებული გემი ქარიშხალმა გამორიყა

1 წელზე მეტი გავიდა და ირლანდიის სანაპიროზე, ქარიშხალმა „დენისმა“ გემი გამორიყა. სამგზავრო გემი ტანზანიიდან 2018 წელს გავიდა, ხოლო ოქტომბერში ამერიკის სახმელეთო დაცვამ 10-კაციანი ეკიპაჟი გადაარჩინა.

ოლიმპიადა

18 თებერვალი 2020, 16:41

სპორტი

ევროპის ოლიმპიური კომიტეტი 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად საქართველოს მზადყოფნას დადებითად აფასებს

დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ კომიტეტის სპორტული დირექტორი პიტერ ბრული, ასევე კომისიის წევრები სტრატოს კარეტოსი და აზერ ალიევი, ოფიციალური შეხვედრები გამართა საქართველოს მთავრობისა და სამინისტროების წარმომადგენლებთან, მათ შორის ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან.

გია ვოლსკი

18 თებერვალი 2020, 16:35

საქართველო

გია ვოლსკი: გვახსოვს გენერალური პროკურორი, რომელიც პრეზიდენტის მითითებით წყვეტდა, ვინ უნდა დაეჭირათ და ვისთვის ბიზნესი უკანონოდ „აეხიათ“

ვიცე-სპიკერის თქმით, არ ახსენდება არც ერთი გახმაურებული საქმე, რომელიც უყურადღებოდ დარჩა. „ასე მგონია, ყველა თემას, რაც გაჟღერდა, უახლოეს მომავალში უნდა გაეცეს პასუხი. მათ შორის, სამართლიანობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, სპეციალური საგამოძიებო დეპარტამენტი, რომელიც ამისთვის შეიქმნა, გაცილებით უფრო ინტენსიურად უნდა მუშაობდეს“, - აცხადებს გია ვოლსკი.

მაიკლ ბლუმბერგი

18 თებერვალი 2020, 16:29

მსოფლიო

მაიკლ ბლუმბერგმა გასულ კვირას Facebook-ში რეკლამაზე $9 მილიონი დახარჯა

აშშ-ში „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატობის პრეტენდენტმა, მაიკლ ბლუმბერგმა გასულ კვირას Facebook-ში რეკლამაზე 9 მილიონი დოლარი დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მონაცემებზე დაყრდნობით Fox Business-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

18 თებერვალი 2020, 16:26

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: პრორუსი სეპარატისტები სამშვიდობო პროცესის ჩაშლას ცდილობენ

მისივე თქმით, უკრაინა მტკიცედ გასცემს პასუხს აგრესიას. „ეს არამხოლოდ ცინიკური პროვოკაციაა, რომლის მიზანია დებალცევოს ჭრილობაზე თითის დაჭერა, არამედ დონბასში სამშვიდობო პროცესის ჩაშლის მცდელობაა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი

18 თებერვალი 2020, 16:18

საქართველო

დიმიტრი ცქიტიშვილი ირაკლი შოთაძეზე: არ მგონია, ამ თანამდებობაზე ექვსი წელი გაძლოს

„ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად არჩევა ხელს არ შეუწყობს პროკურატურის მხრიდან ნდობის გაძლიერებას. ეს ხელს არ შეუწყობს „ქართული ოცნების“, როგორც დემოკრატიული ძალის იმიჯის დამკვიდრებას“, - ასეთი შეფასება გააკეთა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად მეორედ არჩევასთან დაკავშირებით.

რატი იონათამიშვილი

18 თებერვალი 2020, 16:14

საქართველო

რატი იონათამიშვილი: შოთაძე სამართლიანობასთან ასოცირდება

შოთაძის სახელი ასოცირდება სამართლიანობის აღდგენასთან და ამ მხრივ მისი მუშაობა ეფექტური იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტში, ირაკლი შოთაძის კენჭისყრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

18 თებერვალი 2020, 16:11

ძალოვნები

სამტრედიაში განქორწინებისთვის ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,1992 წელს დაბადებული გ.ა. სამტრედიაში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი შოთაძე

18 თებერვალი 2020, 16:10

საქართველო

ირაკლი შოთაძე: ჩემი პრიორიტეტები იქნება პროკურატურის გაძლიერება, საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება და სამართლიანობის აღდგენა

პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორის პოსტზე დამტკიცების შემდეგ, ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. შოთაძემ იმ პრიორიტეტებსა და ამოცანებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც გენერალურ პროკურატურაში გეგმავს.