imedi /  08 აპრილი 2019, 08:48 / სანდო წყარო

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკების გავრცელება დასჯადი ხდება

რუკა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკების გავრცელება მხოლოდ სისხლის სამართლის წესით არ დაისჯება. კანონდამრღვევებს პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული წესითაც დაეკისრებათ და მათთვის ფულადი ჯარიმებიც განისაზღვრება.

ირაკლი სესიაშვილმა და ოთარ ჩრდილელმა პარლამენტს „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები შარშან წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკების დამზადება, წარმოება და გამოყენება ჯარიმით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ამავე პროექტით, ამ ქმედებისთვის იურიდიული პირი ჯარიმით და საქმიანობის უფლების ჩამორთმევით დაისჯება. ამავე თემაზე ინიცირებისთვის მზად არის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების ახალი პროექტი, რომლის გათვალისწინებით, ასეთი დარღვევების გამო ფიზიკური პირი 100, ხოლო იურიდიული 150 ლარით დაჯარიმდება.

ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

28 თებერვალი 2020, 14:23

საქართველო

ამირან გამყრელიძე: შემოვიფარგლოთ ვირტუალური კომუნიკაციით

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ის რეკომენდაციები კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომელიც მოსახლეობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. პირველი რეკომენდაციაა, რომ თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, თავი შევიკავოთ იმ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც ვირუსი ყველაზე მეტად არის გავრცელებული.

ამირან გამყრელიძე

28 თებერვალი 2020, 14:13

საქართველო

ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც 26 აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ლუიზა ვინტონი

28 თებერვალი 2020, 14:10

საქართველო

ლუიზა ვინტონი: მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის განახლებული სისტემა კიდევ ერთი ოქროს ვარსკვლავია დემოკრატიული რეფორმების გზაზე

„ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ეს კონკრეტული რეფორმა, როგორც ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი რეფორმის შემადგენელი ნაწილი. საჯარო მომსახურების, ადმინისტრირების რეფორმა საკვანძო ნაწილია პრემიერ-მინისტრის მიერ გატარებული ბევრად უფრო ფართო რეფორმისა. ეს საკვანძო ელემენტი მორგებულია კომპლექსურობაზე,“ - აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

28 თებერვალი 2020, 14:01

ძალოვნები

ჭოპორტში დედისა და დის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 თებერვალს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფისა და დანის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა დედას - 1957 წელს დაბადებულ ც.ქ.-ს და დას - 1977 წელს დაბადებულ თ.ქ.-ს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ორივე ქალი გარდაიცვალა.

ირაკლი ბერაია

28 თებერვალი 2020, 14:01

საქართველო

ირაკლი ბერაია რუსეთის მხრიდან კომპენსაციის გადახდის საკითხზე პირობების დაყენებას ევროსასამართლოს გადაწყვეტილების უხეშ დარღვევას უწოდებს

რუსეთის მხრიდან კომპენსაციის გადახდის საკითხზე პირობების დაყენება ევროსასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განუცხადა. მისივე თქმით, პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას თავს არიდებს, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებას.

თურქეთი

28 თებერვალი 2020, 13:41

მსოფლიო

თურქეთი: რუსულ მხარეს თურქული ნაწილების დისლოკაციის შესახებ წინასწარ შევატყობინეთ

თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საჰაერო დარტყმის საპასუხოდ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა საარტილერიო და საჰაერო დარტყმები განახორციელეს ასადის რეჟიმის 200-მდე ობიექტზე. თურქეთის არმიამ 5 ვერტმფრენი, 23 ტანკი, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და 309 სამხედრო გაანადგურა. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ხულუს აკარმა განაცხადა.

28 თებერვალი 2020, 13:35

მსოფლიო

იდლიბში სიტუაციის გამწვავების ფონზე თურქეთში რუსეთის საელჩოს დაცვა თურქულ სპეცრაზმს დაეკისრა

იდლიბში სიტუაციის გამწვავების ფონზე, თურქეთში რუსეთის საელჩოს დაცვა თურქულ სპეცრაზმს დააკისრეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში რუსეთის საელჩო ავრცელებს. „გუშინდელი საღამოდან თურქეთში ჩვენი საელჩოსა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოებას თურქეთის პოლიციის სპეცრაზმი იცავს. თურქული მხარე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველა ზომას მიმართავს“, - აცხადებენ საელჩოში.

თეა წულუკიანი

28 თებერვალი 2020, 13:26

საქართველო

თეა წულუკიანი: თუ საარჩევნო სისტემაზე კომპრომისი ვერ მოიძებნა, დასანანი იქნება

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, თუ მოკლე ვადაში ვერ შეთანხმდნენ ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველა ამ მოდელის ფარგლებში წამართავს საარჩევნო კამპანიას, რაც დღეს არის. ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. „რა თქმა უნდა, ყველანი ამ მოდელის ფარგლებში წარვმართავთ კამპანიას იმისთვის, რომ საქართველოში მორიგი მაღალი ხარისხის არჩევნები ჩატარდეს“.

თეა წულუკიანი

28 თებერვალი 2020, 13:19

საქართველო

აბაშაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა აბაშაში 76-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. მინისტრმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა, ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ცენტრი აბაშისა და მიმდებარე 36 სოფლის 23 000 მეტ მცხოვრებელს მოემსახურება.

გიორგი მარგველაშვილი

28 თებერვალი 2020, 13:05

საქართველო

გიორგი მარგველაშვილი მაჟორიტარად შესაძლო კენჭისყრაზე: დუშეთის ბაზარში ეს მეც მითხრეს, მაგრამ კონსულტაციები არ მქონია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დუშეთის მაჟორიტარად შესაძლო კენჭისყრაზე საუბრისას ამბობს, რომ ასეთი კონსულტაციები არ ჰქონია. ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა. „დღეს რომ ჩავედი დუშეთის ბაზარში, ეს მეც მითხრეს, მაგრამ კონსულტაციები არ მქონია. მინდა მადლობა ვუთხრა ქალბატონებს, რომლებმაც დუშეთის ბაზარში ეს მითხრეს და მხარი დამიჭირეს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ნიღაბი

28 თებერვალი 2020, 13:01

საქართველო

„საქართველოს ფოსტამ“ ქვეყნის ფარგლებს გარეთ საფოსტო გზავნილით პირბადის გაგზავნა აკრძალა

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აკრძალვის მიუხედავად, გამგზავნის მიერ სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნის შემთხვევაში, საფოსტო გზავნილი შესაძლებელია, დაექვემდებაროს ჩამორთმევას ან უკან დაბრუნებას“, – ნათქვამია განცხადებაში და ასევე მითითებულია, რომ მსგავს შემთხვევაში, გამგზავნს არ აუნაზღაურდება მის მიერ გადახდილი საფოსტო გზავნილის გაგზავნის ღირებულება.

ზაზა ავალიანი

28 თებერვალი 2020, 13:00

საქართველო

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში 15 ადამიანს აკვირდებიან

საკარანტინო სივრცის დამატების აუცილებლობა ეპიდემიის გავრცელებისთანავე შეიქმნა. იზოლირებულ ფლიგელში დაკვირვების ქვეშ ამჟამად იმყოფება 15 მოქალაქე, აქედან 1 პირი იტალიის, ხოლო დანარჩენი 14 საქართველოს მოქალაქეა, რომლებიც შემოყვანილი არიან, როგორც აეროპორტიდან, ასევე სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტებიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაზა ავალიანმა განუცხადა.

მონღოლეთის პრეზიდენტი ხალტმაგინ ბატულგა

28 თებერვალი 2020, 12:53

მსოფლიო

მონღოლეთის პრეზიდენტი 14-დღიან კარანტინში მოათავსეს

ჩინეთში ვიზიტის შემდეგ მონღოლეთის პრეზიდენტი ხალტმაგინ ბატულგა 14-დღიან კარანტინში მოათავსეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მონღოლეთის პრეზიდენტი ჩინეთში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ მონღოლეთის პრეზიდენტი და მისი დელეგაციის წევრები პრევენციის მიზნით 14-დღიან იზოლაციაში მოათავსეს.

კობი-გუდაურის გზა

28 თებერვალი 2020, 12:46

ძალოვნები

გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განხადებით, ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით, ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 12:00 საათიდან 19:00 საათამდე აკრძალულია.

28 თებერვალი 2020, 12:44

მსოფლიო

ეუთოში აშშ-ის მისიის წარმომადგენელი: აშშ მოწადინებულია, რეგიონში რუსული მავნე გავლენის ფონზე საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეინარჩუნოს

აშშ მხარს დაუჭერს საქართველოს უფლებას, თავისუფალი იყოს რუსეთის კიბერთავდასხმებისგან, - განაცხადა ეუთოში აშშ-ის მისიის წარმომადგენელმა, ჰარი კამიანმა. „აშშ მოწადინებულია, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეინარჩუნოს რეგიონში რუსული მავნე გავლენის ფონზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - განაცხადა ჰარი კამიანმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

28 თებერვალი 2020, 12:39

მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: სირიაში თურქი სამხედროები „ბოევიკებს“ შორის იმყოფებოდნენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქი სამხედროები, რომლებიც სირიის ძალების ცეცხლის ქვეშ მოჰყვნენ, „ბოევიკებს“ შორის იმყოფებოდნენ. ამის შესახებ რუსეთის მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. „27 თებერვალს დასახლებულ პუნქტ ბეხუნის რაიონში თურქი სამხედროები სირიის შეიარაღებული ძალების ცეცხლის ქვეშ მოჰყვნენ. თურქი სამხედროები ტერორისტული ფორმირებების საბრძოლო რიგებში იმყოფებოდნენ“, - განაცხადეს რუსეთის თავდაცვის უწყებაში.

28 თებერვალი 2020, 12:34

ძალოვნები

სოფელ დარჩელში ავარიაში გარდაცვლილებს შორის ცოლ-ქმარია

ზუგდიდში, სოფელ დარჩელში ავარიისას გარდაცვლილთა შორის ცოლ-ქმარია. ავარიას სულ 3 ადამიანი ემსხვერპლა. ავტომობილში, რომელიც ბორდიურს შეეჯახა, სულ 4 ადამიანი იჯდა. ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

28 თებერვალი 2020, 12:30

ძალოვნები

არსებული ინფორმაციით, ჭოპორტში კაცმა დედა და და მოკლა

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა საკუთარი ოჯახის წევრები, დედა და და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. დედა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ახალგაზრდა ქალი - საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება

28 თებერვალი 2020, 12:24

საქართველო

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მოხალისეების მობილიზება დაიწყო

კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოს წითელი ჯვარის საზოგადოებამ მოხალისეების მობილიზება დაიწყო. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მათი მოხალისეები 14 გამშვებ პუნქტზე თერმო-სკრინინგის პროცესში ჩაერთვებიან.

ციხე

28 თებერვალი 2020, 12:09

ძალოვნები

ქუთაისის ციხეში პატიმრები შიმშილობენ

ადვოკატების თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას 4 ადამიანი მიმართავს, აქედან ერთ-ერთი პატიმარი თვეზე მეტია შიმშილობს, რის გამოც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.