imedi /  08 აპრილი 2019, 14:11 / სანდო წყარო

დეპუტატების ნაწილის თქმით არ იცოდნენ რომ დღეს რიგგარეშე სხდომა იყო დანიშნული

კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე დეპუტატების კამათს უსმენს. ოპოზიცია ამბობს, რომ დღეს რიგგარეშე სხდომის შესახებ არაფერი იცოდნენ. დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ის დღეს კომიტეტის სხდომაზე მივიდა პარლამენტში, თუმცა გაირკვა, რომ სესია იყო დანიშნული. 

დეპუტატი თინა ბოკუჩავა კი ამბობს, რომ კობა გვენეტაძეს, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ხალხის წინაშე მეტი პასუხისმგებლობა ავალია, რომ პარლამენტში მაშინ მივიდეს,როდესაც სხდომა უფლებამოსილი იქნება. 

პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი კი, რომელიც სხდომას ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ რიგგარეშე სხდომის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

ქვეყნის მთავარი ბანკირი საბანკო რეგულაციებსა და მის შედეგებზე მოხსენებით კანონმდებლების წინაშე 5 აპრილის წარდგა, თუმცა მოსმენის დასრულება მაშინ ვერ მოესწრო.

ოპოზიციაში გვენეტაძის მაშინდელ მოსმენას უარყოფითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პრობლემების გადაჭრის გეგმა არ წარუდგენია. განსხვავებული პოზიცია აქვთ საპარლამენტო უმრავლესობაში, სადაც აცხადებენ, რომ მათ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

დეპუტატებს განსაკუთრებული ინტერესი „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჰქონდათ.

21 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ „თიბისი ბანკმა" ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა, ბანკმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის. ასევე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბანკიდან მიდის.

ყველა სიახლე

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია

15 ივნისი 2019, 22:18

ტაბლოიდი

მეგან მარკლის და პრინცი ჰარის შვილის ინტერნეტში გავრცელებული ფოტო ყალბი აღმოჩნდა

SussexRoyal19 წერდა, რომ სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგიანიამ ახალშობილის მორიგი ფოტო გამოაქვეყნა. ყალბ ანგარიშს 13,000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, რის გამოც ახალი ამბების სააგენტოებმა არჩის „ახალ ფოტოში“ ეჭვი არ შეიტანეს და გაავრცელეს ინფორმაცია.

პიერ ელიოტ ტრიუდო და ჯასტინ ტრუდო

15 ივნისი 2019, 21:57

მსოფლიო

კანადაში სპეცსამსახურებმა ტრიუდოს მამის შესახებ საიდუმლო დოსიე გაანადგურეს

კანადის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურმა ქვეყნის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრიუდოს მამაზე, ყოფილ პრემიერმინისტრ პიერ ელიოტ ტრიუდოზე არსებული დოსიე გაანადგურა. უფროსი ტრიუდო 2000 წლის 28 სექტემბერს გარდაიცვალა.

ფესტივალი Art-გენი

15 ივნისი 2019, 21:30

კულტურა

ხვალ Art-გენი 2019 გაიხსნება

16 ივნისს Art-გენი 2019-ის რეგიონული ტურნე ახმეტით დაიწყება. ღონისძიების ფარგლებში მაყურებელს სხვადასხვა ტიპის გამოფენები და საინტერესო სივრცეები დახვდება. მოეწყობა რეგიონული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. თბილისის ტურს ეთნოგრაფიული მუზეუმი 7-14 ივლისს უმასპინძლებს.

პოლ პოგბა

15 ივნისი 2019, 21:22

სპორტი

„მანჩესტერ იუნაიტედი“ პოგბას მადრიდის „რეალში“ არ უშვებს

ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის აგენტს „სამეფო კლუბთან“ მოლაპარაკებების გამართვა აუკრძალა. მადრიდში გადაბარგების სურვილის მიუხედავად პოგბა „იუნაიტედზე“ ზეწოლას არ გეგმავს და იმედოვნებს, რომ მხარეები მის გადასვლაზე დამოუკიდებლად შეთანხმდებიან.

გადარჩენილი ტურისტები

15 ივნისი 2019, 21:01

საქართველო

მაშველებმა სვანეთში ხალდეს მთაში ტურისტები გადაარჩინეს

„სოფელ ხალდეს მახლობლად მთაში ასული ტურისტები ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ, რადგან ერთ მათგანს ფეხი ჰქონდა დაზიანებული. ფრანგ ტურისტს ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე

15 ივნისი 2019, 20:59

საქართველო

კობახიძე: მოქალაქეთა 2 ჯგუფის დაპირისპირებისას სახელმწიფო შუაში უნდა ჩადგეს

ირაკლი კოკახაძემ „ქრონიკის“ ეთერში ლგბტ თემისა და კონტრაქციის შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, როდესაც მოქალაქეთა ორი ჯგუფი უპირისპირდება ერთმანეთს სახელმწიფოს მხოლოდ შუაში ჩადგომა შეუძლია. მიზეზად კი აგრესიისას და მძაფრი დაპირისპირების პრევენცია დაასახელა.

მამუკა ბახტაძე

15 ივნისი 2019, 20:54

ეკონომიკა

ბახტაძე: ანაკლიის პორტზე პომპეოს განცხადებაში ინტერპრეტაციის არანაირი დიაპაზონი არ არსებობს

საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ეკონომიკური და სატრანსპორტო ჰაბი და ანაკლიის პორტს ამ სტრატეგიაში თავისი განსაკუთრებული როლი აქვს, აქ ინტერპრეტაციის არანაირი დიაპაზონი არ არსებობს, - ასე აფასებს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებას.

ომანის ყურე ნავთობმზიდი

15 ივნისი 2019, 20:19

მსოფლიო

საუდის არაბეთი ომანის ყურეში ნავთობმზიდზე თავდასხმას გამოეხმაურა

„აუციელებელია სწრაფი და დროული რეაგირება მოხდეს, რათა ენერგომომარაგების წინააღმდეგ შექმნილი საფრთხეები თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა. Bloomberg-ის ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევების გამო ბოლო 5 თვეში ნავთობის ფასი სულ მცირე 3.9%-ით გაიზარდა.

თვითმფრინავი

15 ივნისი 2019, 20:00

ეკონომიკა

მსოფლიოში ყველაზე განიერი თვითმფრინავი $400 მილიონად იყიდება

Stratolaunch-ის სიგანე დაახლოებით 117 მეტრია. თვითმფრინავს Boeing 747-ის ექვსი ძრავი აქვს. Vulcan-ი საინვესტიციო კონგლომერატია, რომელიც მილიარდერ პოლ ალენის მფლობელობაშია. ალენი Microsoft-ის თანადამფუძნებელიც იყო, ის გასული წლის ოქტომბერში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ევროკავშირი

15 ივნისი 2019, 19:17

მსოფლიო

ევროკავშირი ბელარუსში სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას გმობს

ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლის მაია კოსიანჩიჩის განცხადება მკვლელობისთვის მსჯავრდებული ბელარუსის მოქალაქის ალექსანდრე ჟილნიკოვის დახვრეტას უკავშირდება.

ნაზანინ ზახარი-რეტკლიფი

15 ივნისი 2019, 19:14

მსოფლიო

ირანში დაკავებულმა ნაზანინ ზახარი-რეტკლიფმა შიმშილობა განაახლა

სოლიდარობის ნიშნად რეტკლიფის თავისი ქმარიც შეუერთდა. საკვების მიღებაზე უარის თქმის მიზანი ცოლის უპირობო გათავისუფლებაა. ზახარი-რეტკლიფი 2016 წლის აპრილში დააკავეს. მას ჯაშუშობის ბრალდებით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და მისი ქმარი ირანში არ შეუშვეს. ნაზანინი ბრალდებას უარყოფს.

ზუზანა ჩაპუტოვა

15 ივნისი 2019, 19:03

მსოფლიო

სლოვაკეთში პრეზიდენტის ინაგურაცია გაიმართა

სლოვაკეთში პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვას ინაგარუცია გაიმართა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩაპუტოვამ, რომელიც სლოვაკეთის პირველი ქალი პრეზიდენტია, ფიცი პარლამენტის სპეციალურ სესიაზე დადო. საბჭოთა კავშირის და ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ ზუზანა ჩაპუტოვა ქვეყნის რიგით მე-5 პრეზიდენტია.

Huawei-ს სმარტფონი

15 ივნისი 2019, 18:35

ტექნოლოგიები

Huawei ზოგიერთი სმარტფონის დაბლოკილ ეკრანზე რეკლამებს აჩვენებს

სმარტფონის მფლობელები ირწმუნებიან, რომ სმარტფონების დაბლოკილ ეკრანზე Booking.com-ის რეკლამა გამოჩნდა. მომხდარზე Huawei-სა და Booking.com-ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. რა გახდა ამის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ბოლო პერიოდში Huawei უამრავი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.

აქცია თბილისში

15 ივნისი 2019, 18:28

საქართველო

„თბილისი პრაიდი“ ლევან ვასაძის განცხადებაზე სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს

„თბილისი პრაიდი“ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებას Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ლევან ვასაძის განცხადება მუქარაა და რეალურ საფრთხეს შეიცავს, ამიტომ შსს-მ გამოძიება უნდა დაიწყოს.

მოგადიშო

15 ივნისი 2019, 18:18

მსოფლიო

სომალის დედაქალაქში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოს ცენტრში მომხდარ ორ ძლიერ აფეთქებას 8 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია ამის შესახებ Agence France-Presse-ს საკუთარმა წყაროებმა დაუდასტურეს. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

Facebook

15 ივნისი 2019, 18:03

ტექნოლოგიები

კვლევა: აშშ-ში პოლიციის ასობით მოქმედი და ყოფილი ოფიცერი ექსტრემისტული Facebook-ჯგუფების წევრია

არაკომერციულმა საინფორმაციო ორგანიზაცია Reveal News-მა მთლიანობაში დაახლოებით 400 ადამიანი გამოავლინა. ცნობილი გახდა, რომ Facebook-ჯგუფებში ასობით მოქმედმა და პოლიციის ყოფილმა ოფიცრებმა სიძულვილის ენა არაერთხელ გამოიყენეს. მომხდარს Facebook-ი ჯერ არ გამოხმაურებია.

რეპერი 2Pac-ი

15 ივნისი 2019, 18:01

კულტურა

ყოფილმა გამომძიებელმა 2Pac-ის რეალური მკვლელი დაასახელა

ყოფილმა დეტექტივმა, რომელიც რეპერ 2Pac-ის მკვლელობას იძიებდა, რეალური მკვლელის ვინაობა დაასახელა. ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის გადამდგარმა გამომძიებელმა გრეგ კედინგმა რეპერის მკლელობის საქმის აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრა.

მყინვარწვერი

15 ივნისი 2019, 17:36

საქართველო

მთა მყინვარწვერის რეალური სიმაღლე გაირკვა

საპილოტე პროექტის ფარგლებში საქართველოში მთა მყინვარწვერის რეალური სიმაღლე დადგინდა. ექვსი დღის განმავლობაში ექსპედიციის წევრებმა გეოდეზიური ხელსაწყოების და თანამედროვე აპარატურის გამოყენებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მთის სტრუქტურა გამოიკვლიეს.

15 ივნისი 2019, 17:32

საქართველო

თავისუფლების მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია დასრულდა

თბილისში, თავისუფლების მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია დასრულდა. პარტიის წარმომადგენლებმა დავით გარეჯის გარშემო განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს.პატრიოტთა ალიანსის“ აქციის პარალელურად, თბილისის საკრებულოს შენობიდან „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ბანერი „ნატო აქაურობას“ გამოფინეს.

სალომე ზურაბიშვილი

15 ივნისი 2019, 17:22

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი საქართველო-ნატოს ურთიერთობაზე კარასინის განცხადებას გამოეხმაურა

პრეზიდენტმა თქვა, რომ გრიგორი კარასინის შეშფოთება ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების შესახებ მისთვის სიახლე არ არის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრისა და მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში ღიად თქვა, რომ რუსეთს საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ სურს.