imedi /  08 აპრილი 2019, 23:16 / სანდო წყარო

რუსთავის ეპარქიამ სასულიერო პირების დაპირისპირების ვიდეო გამოაქვეყნა

„იმედის კვირაში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ რუსთავის ეპარქიამ Facebook-ის გვერდზე იმ შეხვედრის კადრები გაავრცელა, სადაც ბერი გაბრიელის მტკიცებით, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

„ბოლო პერიოდში დიდი აღშფოთება გამოიწვია რუსთავის ეპარქიაში, ბერი გაბრიელის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა. გვესმის უამრავი ცილისმწამებლური მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, თითქოს მას რუსთავის ეპარქიის სამღვდელოება ფიზიკურად გაუსწორდა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გავასაჯაროოთ იმ კრების ვიდეო მასალა, რომელზეც მოხდა აღნიშნული დაპირისპირება. დაე საზოგადოებამ თუ მრევლმა თვითონ განსაჯოს მტყუან-მართალი"- ნათქვამია ვიდეოს აღწერაში.

 

რუსთავის პეტრე-პავლეს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრისა და მონასტრის ბერის დაპირისპირების მიზეზი „ფეისბუქლაივები“ და პირდაპირ ეთერში წაკითხული ლოცვები გახდა.

„იმედის კვირასთან“ საუბარში ბერი გაბრიელი ამბობს, რომ მღვდლებმა მიტროპოლიტის თანდასწრებით სცემეს. ცემის ფაქტს არ ადასტურებს ტაძრის წინამძღვარი.

ინციდენტის თვითმხილველი იხსენებს, რომ 26 მარტს, სასულიერო პირების შეხვედრისას, მეუფის სატრაპეზოდან ხმაური გაიგო.

ასევე თვითმხილველების თქმით, ბერმა გაბრიელმა მეუფე იოანეს და 14 სასულიერო პირს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და საცემადაც გაიწია, რის შემდეგაც ის ეპარქიის ტერიტორიას გაარიდეს.

ყველა სიახლე

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

19 აპრილი 2019, 12:24

მსოფლიო

მედია: ნოტრ-დამში ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვა გახდა. ამის შესახებ ფრანგულ პოლიციაში წყაროზე დაყრდნობით Associated Press წერს. სავარაუდოდ, ხანძრის გაჩენა ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება.

საპროტესტო აქცია მალიში

19 აპრილი 2019, 12:08

მსოფლიო

მალის მთავრობა გადადგა

გასულ თვეს ეთნიკური ნიადაგის ფონზე მალიში რამდენიმე ადამიანი მოკლეს. მალის პრეზიდენტი იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტამ განმარტა, რომ პრემიერმინისტრისა დ მინისტრების თხოვნა გადადგომის შესახებ დააკმაყოფილა. 2012 წლის შემდეგ, მალიში მშვიდობიან მოქალაქეებს ალ ქაიდასთან დაკავშირებული ექსტრემისტები ესხმიან თავს.

სექსუალური შევიწროება

19 აპრილი 2019, 12:08

მსოფლიო

ქუჩაში ქალების სექსუალური შევიწროება არგენტინაში კანონით დაისჯება

ქუჩაში ქალების სექსუალური შევიწროება არგენტინაში სისხლის სამართლის დანაშაულად აღიარეს. კანონს მხარი პარლამენტის ზედა პალატამ - სენატმა დაუჭირა. ლათინოამერიკული საზოგადოებრივი მოძრაობა MuMaLa-ს მონაცემებით, ქალების თითქმის 100 პროცენტი ქუჩაში შევიწროების მსხვერპლი ხდება.

დავით სერგეენკო

19 აპრილი 2019, 12:06

საქართველო

სერგეენკო ქობულიაზე: ასე არ დავარქმევდი, რომ მოხსნეს

"რაც შეეხება კონსულტაციებს, ვიცოდი, რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა, თუმცა მე თვითონ კონსულტაციებში არ ვმონაწილეობდი, რადგან ეს ამ შემთხვევაში არ არის ჩვენი სამინისტროს ფუნქცია. კონსულტაციებზე წამოჭრილი არგუმენტები და ის ფაქტორები, რამაც ეს ცვლილებები განაპირობა, ჩემთვის უცნობია,"-განაცხადა სერგეენკომ.

 თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი

19 აპრილი 2019, 12:04

კულტურა

ოპერაში ღონისძიება „ევროპა ნოსტრა საქართველოში“ გაიმართება

ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და ევროპა ნოსტრას გენერალური მდივანი სნეშკა ქაიდვლიგ-მიხაილოვიჩი დაესწრებიან.

19 აპრილი 2019, 11:58

ძალოვნები

ვარკეთილში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

ვარკეთილში ლიბერთი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს. ამის შესახებ ინფორმაცია Imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს. სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს და დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს.

მეგან მარკლი

19 აპრილი 2019, 11:50

ტაბლოიდი

მეგან მარკლი მშობიარობის შემდგომ ფოტოგადაღებაზე უარს ამბობს

ამ ნაბიჯით ამერიკელი პრინცესა კიდევ ერთ ტრადიციას დაარღვევს, რომელსაც სამეფო ოჯახის წევრი ქალები აქამდე იცავდნენ. მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ბავშვს აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში ელოდებიან. წყვილი აპირებს მშობიარობის დეტალები და გარემოებები საიდუმლოდ შეინახოს.

ფეხბურთელები

19 აპრილი 2019, 11:44

სპორტი

პროფესიონალი ფეხბურთელები სოცმედიას ბოიკოტს უცხადებენ

პროტესტის ეს ფორმა ფეხბურთელებმა მას შემდეგ აირჩიეს, რაც ადგილობრივ თუ საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე სეზონში სოციალურ მედიაში შეურაცმხყოფელი გზავნილები გასაჯაროვდა. რამდენიმე დღის წინ „მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტან ეშლი იანგზე Twitter-ზე რასისტული შინაარსის შეტყობინებები გავრცელდა.

თვითმფრინავი

19 აპრილი 2019, 11:34

ეკონომიკა

თბილისიდან სალონიკისა და კუნძულ კრეტის მიმართულებით ავიარეისები განახლდება

თბილისი-სალონიკი-თბილისის მიმართულებით ფრენა BOEING 737 – 30 ტიპის თვითმფრინავებით 21 მაისიდან 17 სექტემბრამდე კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ სამშაბათს განხორციელდება. ბილეთის ღირებულება ერთი მიმართულებით 305 ლარიდან დაიწყება.17 ივნისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები კუნძული კრეტას მიმართულებით დაინიშნება.

ლაირა მაკქი

19 აპრილი 2019, 11:27

მსოფლიო

ჩრდილოეთ ირლანდიაში არეულობების დროს ჟურნალისტი მოკლეს

ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ლონდონდერიში არეულობების შედეგად 29 წლის ჟურნალისტი მოკლეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. ლაირა მაკი ოლსტერში მომხდარ კონფლიქტს დეტალურად აშუქებდა. პოლიცია მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

ექსპორტი

19 აპრილი 2019, 11:15

ეკონომიკა

საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი შემცირდა, დსთ-ის ქვეყნებში კი გაიზარდა

ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.5 პროცენტით გაიზარდა და 553.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2019 წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 196.0 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 6.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 23.7 პროცენტს შეადგენს.

თბილისის „ლოკომოტივი“

19 აპრილი 2019, 11:04

სპორტი

თბილისის „ლოკომოტივი“ „ატლეტიკოს“ შეხვდება

საქართველოს 19-წლამდელთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი, თბილისის „ლოკომოტივი“ ხმელთაშუაზღვის საერთაშორისო ტურნირზე MIC 2019-ზე წარმატებით ასპარეზობს. სულიკო დავითაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფში 3 შეხვედრიდან 2 მოიგო და ტურნირის ფინალურ რაუნდში გავიდა.

ვლადიმერ პუტინი

19 აპრილი 2019, 10:59

მსოფლიო

რუსულ მედიაში პუტინის ლანძღვა შესაძლოა დასჯადი გახდეს

რუსეთში მიღებული ახალი კანონით, ხელისუფლების შეურაცხყოფად ითვლება ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას საზოგადოების, სახელმწიფოს, მისი სიმბოლოების, კონსტიტუციის და ხელისუფლების ორგანოების მიმართ.

კამერა

19 აპრილი 2019, 10:44

საქართველო

აჭარის ტელევიზიის ოპერატორების ნაწილი გაიფიცა

აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხზე ბორდი დღეს იმსჯელებს. სხდომა 13:00 საათზეა დანიშნული. ნათია კაპანაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას საბჭოს ორი წევრი ითხოვს, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე. გადაყენების მიზეზებად სატელევიზიო რეიტინგის კლებას, პრიორიტეტების შეუსრულებლობას, ბორდთან კომუნიკაციის არქონას ასახელებენ.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი

19 აპრილი 2019, 10:28

საქართველო

დავით ბაგრატიონი: არ ვაპირებ სამეფო სახლის სახელი დავუტოვო გადაშენების პირას მყოფ უმცროს შტოს

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი და მისი მამა ნუგზარი ყოფილ სიძეს, დავით ბაგრატიონ მუხრანელს სასამართლოში უჩიოდნენ. სამოქალაქო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთაზე მიმდინარეობდა, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ გრუზინსკების სარჩელის წარმოება შეწყვიტა.

19 აპრილი 2019, 10:18

საქართველო

მოსამართლეების არჩევის წესზე უმრავლესობის კანონპროექტის განხილვა დღეს გაგრძელდება

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, განსახილველად წარმოდგენილი კანონპროექტით, რეგულირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის პროცედურა.

ხალიფა ჰაფტარი

19 აპრილი 2019, 09:40

მსოფლიო

ლიბიის ხელისუფლებამ ამბოხებული არმიის გენერლის დაკავების განკარგულება გასცა

ლიბიელი ამბოხებულების არმიის გენერალის ხალიფა ჰაფტარის მიერ განხორციელებული საომარი მოქმედებების შემდეგ 561 ადამიანი დაიჭრა.

19 აპრილი 2019, 09:15

მსოფლიო

კანადაში ზვავის ჩამოწოლას სავარაუდოდ სამი პროფესიონალი მთამსვლელი ემსხვერპლა

BBC-ის ინფორმაციით, ინციდენტი ალბერტას პროვინციაში, ბანის ეროვნული პარკში მოხდა, როდესაც ერთი ამერიკელი და ორი ავსტრიელი მთამსვლელი ზღვის დონიდან 3295 მეტრზე მდებარე მწვერვალ ჰოუვსის დალაშქვრას ცდილობდა.

19 აპრილი 2019, 08:55

მსოფლიო

ნოტრ-დამის ხანძრისას თავგანწირვისთვის ფრანგ მეხანძრეებს ოქროს მედლებით დააჯილდოებენ

სახურავის და შპილის ჩამონგრევის შემდეგ ტაძარში რამდენიმე ქანდაკების ჩამოშლის საფრთხე არსებობს. უსაფრთოების უზრუნველყოფის გამო მეხანძრეები საგამოძიებო უწყებებს ტაძარში შესვლის და კვლევის დაწყების უფლებას ჯერ არ აძლევენ.

გეგა გეგეშიძე
ზურაბ დათუნაშვილი

19 აპრილი 2019, 08:23

საქართველო

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის საქმის არსებითი განხილვა დღეს გაიმართება

გეგა გეგეშიძის ადვოკატი მარინა ქურციკიძე რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს. ადვოკატის ინფორმაციით, ერთ-ერთ ქვეყანაში ფიზიკური დაპირისპირების გამო, ზურაბ დათუნაშვილს შენგენის ზონის ერთ-ერთ ქვეყანაში შესვლა ერთი წლით აეკრძალა.