imedi /  09 აპრილი 2019, 13:45 / სანდო წყარო

პატრიარქი 9 აპრილზე: ვგრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა

 ილია მეორე

ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა „იმედის დღესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები გაიხსენა. ილია მეორის თქმით, ის გრძნობდა, რომ იმ ღამეს ხალხი არ დაუჯერებდა, თუმცა გადაწყვიტა, მათ გვერდით დამდგარიყო. პატრიარქის თქმით, 9 აპრილი იყო მზადება თავისუფლებისთვის.

„ძალიან ძნელია იმ ღამის გახსენება, რაც მოხდა რუსთაველის გამზირზე. ჩემთან შუაღამისას მოვიდნენ გორგოძე და მერაბ ღუდუშაური. მითხრეს, რომ საშიშროება ელოდებოდა საქართველოს. მთხოვეს, წავსულიყავი და მიმემართა ხალხისათვის. ძალიან მიჭირდა, ვგრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა. მე მოვუწოდე, შესულიყვნენ ქაშვეთში. წინასწარ ვგრძნობდი, რომ უარს მეტყოდნენ, მაგრამ მზად ვიყავი ვყოფილიყავი ჩვენ ხალხთან ერთად. როცა მივმართე, რომ საშიშროება რეალურია, ხალხი გაჩუმდა, სიმშვიდე ჩამოვარდა, მერე დაიყვირეს - არა! ეს იყო მზადყოფნა, ხალხი გრძნობდა, რომ სიკვდილის წინ იმყოფებოდა და წამოვიდა ტანკები. მაგრამ ახალგაზრდები შემომეხვივნენ გარშემო, მე გულიც მომივიდა, რატომ დამიდგნენ წინ. ისინი დადგნენ იმისთვის, რომ დაცვა ყოფილიყო, სროლა თუ იქნებოდა, არ მომხვედროდა“, – აღნიშნა პატრიარქმა.

როგორც ილია მეორე ამბობს, იმ ღამეს ხალხმა მტერს აჩვენა, რომ მტრულად არ იყვნენ განწყობილები.

„ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ესენი წამოვიდოდნენ ასე დაუზოგავად ხალხზე. მე რომ დავბრუნდი სახლში, შევედი სიონის ტაძარში და მიცვალებულები იქ იყვნენ დასვენებული. ეს იყო უმძიმესი საყურებელი“, - განაცხადა პატრიარქმა.

უწმინდესის თქმით, 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, ვის ვებრძვით. 

„უნდა ვიცოდეთ, რომ მტერი არ დაგინდობს. მეტი სიბრძნე გვმართებს. ეს იყო საოცარი თავდადება. ეს იყო ბრძოლა მომავლისათვის, მომავალი თავისუფლებისათვის. არ უნდა დაგვჭირდეს ამდენი მსხვერპლი გაერთიანებისათვის. ჩვენ მუდამ ერთიანი უნდა ვიყოთ, ჩვენ ასეთი ბედი გვაქვს. ქართველი ადამიანი ადვილად სწირავს თავის თავს სამშობლოსათვის, მეგობრებისათვის“, – განაცხადა ილია მეორემ.

დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ყველა სიახლე

კადრი სერიალიდან „ჩერნობილი“

15 ივნისი 2019, 22:48

კულტურა

ჩერნობილის ყოფილმა დირექტორმა HBO-ს სერიალი გააკრიტიკა

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ყოფილმა დირექტორმა იგორ გრამოტკინმა HBO-ს მიერ გადაღებული სერიალი „ჩერნობილი“ გააკრიტიკა და მისი შექმნელები სიცრუეში დაადანაშაულა.

Amazon Spark

15 ივნისი 2019, 22:41

ტექნოლოგიები

Instagram-ის 2 წლის კონკურენტი დაიხურა

სოციალური ქსელი 2017 წელს ამოქმედდა და მას Instagram-ის კონკურენტადაც კი განიხილავდნენ. Amazon Spar-ი სოციალური ქსელი იყო, რომლითაც Amazon Prime-ის მომხმარებლები სარგებლობდნენ და ერთმანეთს შეძენილი პროდუქციის ფოტოებს უზიარებდნენ.

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია

15 ივნისი 2019, 22:18

ტაბლოიდი

მეგან მარკლის და პრინც ჰარის შვილის ინტერნეტში გავრცელებული ფოტო ყალბი აღმოჩნდა

SussexRoyal19 წერდა, რომ სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგიანიამ ახალშობილის მორიგი ფოტო გამოაქვეყნა. ყალბ ანგარიშს 13,000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, რის გამოც ახალი ამბების სააგენტოებმა არჩის „ახალ ფოტოში“ ეჭვი არ შეიტანეს და გაავრცელეს ინფორმაცია.

პიერ ელიოტ ტრიუდო და ჯასტინ ტრუდო

15 ივნისი 2019, 21:57

მსოფლიო

კანადაში სპეცსამსახურებმა ტრიუდოს მამის შესახებ საიდუმლო დოსიე გაანადგურეს

კანადის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურმა ქვეყნის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრიუდოს მამაზე, ყოფილ პრემიერმინისტრ პიერ ელიოტ ტრიუდოზე არსებული დოსიე გაანადგურა. უფროსი ტრიუდო 2000 წლის 28 სექტემბერს გარდაიცვალა.

ფესტივალი Art-გენი

15 ივნისი 2019, 21:30

კულტურა

ხვალ Art-გენი 2019 გაიხსნება

16 ივნისს Art-გენი 2019-ის რეგიონული ტურნე ახმეტით დაიწყება. ღონისძიების ფარგლებში მაყურებელს სხვადასხვა ტიპის გამოფენები და საინტერესო სივრცეები დახვდება. მოეწყობა რეგიონული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. თბილისის ტურს ეთნოგრაფიული მუზეუმი 7-14 ივლისს უმასპინძლებს.

პოლ პოგბა

15 ივნისი 2019, 21:22

სპორტი

„მანჩესტერ იუნაიტედი“ პოგბას მადრიდის „რეალში“ არ უშვებს

ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის აგენტს „სამეფო კლუბთან“ მოლაპარაკებების გამართვა აუკრძალა. მადრიდში გადაბარგების სურვილის მიუხედავად პოგბა „იუნაიტედზე“ ზეწოლას არ გეგმავს და იმედოვნებს, რომ მხარეები მის გადასვლაზე დამოუკიდებლად შეთანხმდებიან.

გადარჩენილი ტურისტები

15 ივნისი 2019, 21:01

საქართველო

მაშველებმა სვანეთში ხალდეს მთაში ტურისტები გადაარჩინეს

„სოფელ ხალდეს მახლობლად მთაში ასული ტურისტები ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ, რადგან ერთ მათგანს ფეხი ჰქონდა დაზიანებული. ფრანგ ტურისტს ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე

15 ივნისი 2019, 20:59

საქართველო

კობახიძე: მოქალაქეთა 2 ჯგუფის დაპირისპირებისას სახელმწიფო შუაში უნდა ჩადგეს

ირაკლი კოკახაძემ „ქრონიკის“ ეთერში ლგბტ თემისა და კონტრაქციის შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, როდესაც მოქალაქეთა ორი ჯგუფი უპირისპირდება ერთმანეთს სახელმწიფოს მხოლოდ შუაში ჩადგომა შეუძლია. მიზეზად კი აგრესიისას და მძაფრი დაპირისპირების პრევენცია დაასახელა.

მამუკა ბახტაძე

15 ივნისი 2019, 20:54

ეკონომიკა

ბახტაძე: ანაკლიის პორტზე პომპეოს განცხადებაში ინტერპრეტაციის არანაირი დიაპაზონი არ არსებობს

საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ეკონომიკური და სატრანსპორტო ჰაბი და ანაკლიის პორტს ამ სტრატეგიაში თავისი განსაკუთრებული როლი აქვს, აქ ინტერპრეტაციის არანაირი დიაპაზონი არ არსებობს, - ასე აფასებს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებას.

ომანის ყურე ნავთობმზიდი

15 ივნისი 2019, 20:19

მსოფლიო

საუდის არაბეთი ომანის ყურეში ნავთობმზიდზე თავდასხმას გამოეხმაურა

„აუციელებელია სწრაფი და დროული რეაგირება მოხდეს, რათა ენერგომომარაგების წინააღმდეგ შექმნილი საფრთხეები თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა. Bloomberg-ის ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევების გამო ბოლო 5 თვეში ნავთობის ფასი სულ მცირე 3.9%-ით გაიზარდა.

თვითმფრინავი

15 ივნისი 2019, 20:00

ეკონომიკა

მსოფლიოში ყველაზე განიერი თვითმფრინავი $400 მილიონად იყიდება

Stratolaunch-ის სიგანე დაახლოებით 117 მეტრია. თვითმფრინავს Boeing 747-ის ექვსი ძრავი აქვს. Vulcan-ი საინვესტიციო კონგლომერატია, რომელიც მილიარდერ პოლ ალენის მფლობელობაშია. ალენი Microsoft-ის თანადამფუძნებელიც იყო, ის გასული წლის ოქტომბერში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ევროკავშირი

15 ივნისი 2019, 19:17

მსოფლიო

ევროკავშირი ბელარუსში სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას გმობს

ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლის მაია კოსიანჩიჩის განცხადება მკვლელობისთვის მსჯავრდებული ბელარუსის მოქალაქის ალექსანდრე ჟილნიკოვის დახვრეტას უკავშირდება.

ნაზანინ ზახარი-რეტკლიფი

15 ივნისი 2019, 19:14

მსოფლიო

ირანში დაკავებულმა ნაზანინ ზახარი-რეტკლიფმა შიმშილობა განაახლა

სოლიდარობის ნიშნად რეტკლიფის თავისი ქმარიც შეუერთდა. საკვების მიღებაზე უარის თქმის მიზანი ცოლის უპირობო გათავისუფლებაა. ზახარი-რეტკლიფი 2016 წლის აპრილში დააკავეს. მას ჯაშუშობის ბრალდებით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და მისი ქმარი ირანში არ შეუშვეს. ნაზანინი ბრალდებას უარყოფს.

ზუზანა ჩაპუტოვა

15 ივნისი 2019, 19:03

მსოფლიო

სლოვაკეთში პრეზიდენტის ინაგურაცია გაიმართა

სლოვაკეთში პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვას ინაგარუცია გაიმართა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩაპუტოვამ, რომელიც სლოვაკეთის პირველი ქალი პრეზიდენტია, ფიცი პარლამენტის სპეციალურ სესიაზე დადო. საბჭოთა კავშირის და ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ ზუზანა ჩაპუტოვა ქვეყნის რიგით მე-5 პრეზიდენტია.

Huawei-ს სმარტფონი

15 ივნისი 2019, 18:35

ტექნოლოგიები

Huawei ზოგიერთი სმარტფონის დაბლოკილ ეკრანზე რეკლამებს აჩვენებს

სმარტფონის მფლობელები ირწმუნებიან, რომ სმარტფონების დაბლოკილ ეკრანზე Booking.com-ის რეკლამა გამოჩნდა. მომხდარზე Huawei-სა და Booking.com-ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. რა გახდა ამის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ბოლო პერიოდში Huawei უამრავი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.

აქცია თბილისში

15 ივნისი 2019, 18:28

საქართველო

„თბილისი პრაიდი“ ლევან ვასაძის განცხადებაზე სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს

„თბილისი პრაიდი“ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებას Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ლევან ვასაძის განცხადება მუქარაა და რეალურ საფრთხეს შეიცავს, ამიტომ შსს-მ გამოძიება უნდა დაიწყოს.

მოგადიშო

15 ივნისი 2019, 18:18

მსოფლიო

სომალის დედაქალაქში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოს ცენტრში მომხდარ ორ ძლიერ აფეთქებას 8 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია ამის შესახებ Agence France-Presse-ს საკუთარმა წყაროებმა დაუდასტურეს. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

Facebook

15 ივნისი 2019, 18:03

ტექნოლოგიები

კვლევა: აშშ-ში პოლიციის ასობით მოქმედი და ყოფილი ოფიცერი ექსტრემისტული Facebook-ჯგუფების წევრია

არაკომერციულმა საინფორმაციო ორგანიზაცია Reveal News-მა მთლიანობაში დაახლოებით 400 ადამიანი გამოავლინა. ცნობილი გახდა, რომ Facebook-ჯგუფებში ასობით მოქმედმა და პოლიციის ყოფილმა ოფიცრებმა სიძულვილის ენა არაერთხელ გამოიყენეს. მომხდარს Facebook-ი ჯერ არ გამოხმაურებია.

რეპერი 2Pac-ი

15 ივნისი 2019, 18:01

კულტურა

ყოფილმა გამომძიებელმა 2Pac-ის რეალური მკვლელი დაასახელა

ყოფილმა დეტექტივმა, რომელიც რეპერ 2Pac-ის მკვლელობას იძიებდა, რეალური მკვლელის ვინაობა დაასახელა. ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის გადამდგარმა გამომძიებელმა გრეგ კედინგმა რეპერის მკლელობის საქმის აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრა.

მყინვარწვერი

15 ივნისი 2019, 17:36

საქართველო

მთა მყინვარწვერის რეალური სიმაღლე გაირკვა

საპილოტე პროექტის ფარგლებში საქართველოში მთა მყინვარწვერის რეალური სიმაღლე დადგინდა. ექვსი დღის განმავლობაში ექსპედიციის წევრებმა გეოდეზიური ხელსაწყოების და თანამედროვე აპარატურის გამოყენებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მთის სტრუქტურა გამოიკვლიეს.