imedi /  09 აპრილი 2019, 20:11 / სანდო წყარო

პარლამენტის თავმჯდომარემ დოჰაში ვიზიტი დაასრულა

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის (IPU) რიგით 140-ე ასამბლეის მუშაობაში იღებდა მონაწილეობას, დოჰაში ვიზიტი დაასრულა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

დღის განმავლობაში, შეხვედრები გაიმართა ფიჯის პარლამენტის თავმჯდომარეს რადუ ეპელი ნაილატიკაუსთან, ტონგას საკანონმდებლო ასამბლეის თავმჯდომარე ლორდ ფაკაფანუასთან და ახალი ზელანდიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის ვიცესპიკერ ენ ტოლისთან.

საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას შეაჯამა. მისი შეფასებით, ვიზიტი იყო წარმატებული და ასამბლეის ფარლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მისივე განცხადებით, 140- ე ასამბლეაზე გადაწყდა, რომ ახალგაზრდა პარლამენტართა მე-7 მსოფლიო კონფერენციას 2020 წელს საქართველო უმასპინძლებს.

“დღეს სრულდება ჩვენი ვიზიტი საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში. გვქონდა ძალიან შედეგიანი ვიზიტი, მონაწილეობა მივიღეთ სხვადასხვა ფორმატში, დისკუსიებში, გვქონდა, ასევე, არაერთი ორმხრივი შეხვედრა 20-მდე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური კუთხით, კულტურული თანამშრომლობის საკითხებზე გვქონდა საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასამბლეაზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მომავალ წელს გაიმართება ახალგაზრდა პოლიტიკოსების, დეპუტატების გლობალური სამიტი საქართველოში და ეს ღონისძიება იქნება ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმული საერთაშორისო საპარლამენტო კავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარებისკენ. ასევე, შევხვდით IPU-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და მასთანაც გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია ჩვენი ქვეყნისა და ორგანიზაციის თანამშრომლობის თაობაზე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ვიზიტის შეჯამებისას.

ყველა სიახლე

პოლიტიკა

25 ივნისი 2019, 19:53

საქართველო

ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებაზე 26 ივნისს იმსჯელებენ

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაზე ხვალ იმსჯელებენ. საკითხს იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტების სხდომაზე განიხილავენ. დეპუტატი გია ვოლსკი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ყველა აუცილებელი პროცედურის და სამართლიანი განხილვის განხილვის შედეგად მიიღება.

ნიკა მელია

25 ივნისი 2019, 19:47

საქართველო

ნიკა მელია ამბობს, რომ ბრალის წარდგენა მისთვის პატივია

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ნიკა მელიამ პროკურატურის განცხადებასთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გააკეთა. ნიკა მელიას თქმით, მან პირდაპირი ეთერით გაიგო, რომ ბრალი წაუყენეს, რაც შეეხება იმას აპირებს თუ არა ხვალ პროკურატურაში მისვლას, მელიას ეს ჯერ არ გადაუწყვეტია.

25 ივნისი 2019, 19:42

ტექნოლოგიები

ელექტრო ავტომობილების ძველი აკუმულატორები შესაძლოა სტადიონების გასანათებლად გამოიყენონ

ლაპარაკია ექვსი ევროპული საფეხბურთო სტადიონის განათებაზე. ამერიკული კომპანია Eaton-ი, რომელიც ამისთვის Nissan Leaf-ის აკუმულატორებს იყენებს, ჯერჯერობით უცნობ საფეხბურთო სტადიონებთან მართავს მოლაპარაკებებს. Eaton-ის ვიცეპრეზიდენტი ქრეიგ მაკდონელი განმარტავს, რომ პროექტით ევროპის მასშტაბით საფეხბურთო სტადიონების გაერთიანებაა დაინტერესებული.

ნიკა მელია

25 ივნისი 2019, 19:32

საქართველო

ნიკა მელიას გამო ბიუროს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ვიდეო

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით მსჯელობენ. ამ საკითხზე საუბრის დროს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

საპროტესტო აქცია შეკვეთილში

25 ივნისი 2019, 19:21

საქართველო

შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან „ნაციონალების“ აქცია მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აქტივისტები შეკვეთილში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციას მართავენ. მათ „ბლექ სი არენიდან“ მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეები შეძახილებს „ბიძინა მოვდივარ“ და „გახარია წადი“ სკანდირებენ.

ნიკა მელია

25 ივნისი 2019, 19:15

საქართველო

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებაზე მსჯელობენ

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით მსჯელობს. პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით მიმართა.

დონალდ ტრამპი

25 ივნისი 2019, 19:11

მსოფლიო

ტრამპი გაუპატიურების ბრალდებაზე: ის ქალი ჩემს გემოვნებაში არ ჯდება

„სრული პატივისცემით ვიტყვი: ჯერ ერთი, ის ჩემს გემოვნებაში არ ჯდება. და მეორე - ეს არასოდეს მომხდარა. ეს სრული სიცრუეა. მე მის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცი, ამ ქალს არ ვიცნობ. საშინელებაა, რომ ადამიანებს ასეთი განცხადებების გაკეთება შეუძლია“, - განაცხადა ტრამპმა გამოცემა The Hill-თან ინტერვიუში.

ევროსაბჭო

25 ივნისი 2019, 19:08

მსოფლიო

უკრაინამ ევროსაბჭოში თავისი წარმომადგენელი კონსულტაციებისთვის გაიწვია

უკრაინამ ევროსაბჭოში თავისი მუდმივი წარმომადგენელი დმიტრი კულები კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა პაველ კლიმკინმა დაწერა. "ევროპის საბჭომ დაკარგა ჩვენი ნდობა და მისი დაბრუნება განსაკუთრებით რთული იქნება", - დაწერა კლიმკინმა.

ნიკა მელია

25 ივნისი 2019, 18:52

ძალოვნები

ნიკა მელიას ბრალი წაუყენეს

პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა. პროკურორის განცხადებით, 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.

ხატია არდაზაშვილი 
სპიკერი მოსამართლე

25 ივნისი 2019, 18:40

ძალოვნები

სააპელაციო სასამართლომ აქციაზე დაკავებული 55 ადამიანი გაათავისუფლა

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ 20 ივნისის მოვლენების დროს მომხდარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტები სპეციალურ ბრიფინგზე შეაჯამა. სპიკერი მოსამართლის ხატია არდაზაშვილის ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცული პალატის გადაწყვეტილებით 55 პირი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.

ოქრო

25 ივნისი 2019, 18:38

ეკონომიკა

ოქროს ფასმა ბოლო 6 წლის მაქსიმუმს მიაღწია

ოქროს ღირებულებამ მსოფლიო ბაზარზე 6 წლის განმავლობაში მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. ვაჭრობის შედეგად 1 უნციის ფასმა 1439,21 დოლარს მიაღწია, რაც 1,4%-იან ზრდას ნიშნავს. ამასთან, ვერცხლი 0,3%-ით, პლატინა - 0,2%-ით, პალადიუმი კი 0,8%-ით გაიაფდა.

ზვიად ციკოლია

25 ივნისი 2019, 18:22

ტექნოლოგიები

ქართული ელექტრომობილების დიზაინზე ზვიად ციკოლია იმუშავებს

ციკოლიას თქმით, ქართული ბრენდის ქვეშ ელექტრომობილის დიზაინს სწორედ ის შექმნის, თუმცა დიზაინერი კონკრეტულ თარიღებს ჯერ ვერ ასახელებს. მისი განმარტებით, დიზაინის შექმნამდე ჯერ ქარხნის აშენებაა დაგეგმილი. „ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. დიზაინის შექმნამდე ჯერ უამრავი რამ არის გასაკეთებელი. ჯერ ამის თქმა შემიძლია. დეტალები „აი გრუპის“ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი“, - განმარტა ზვიად ციკოლიამ.

ნათია თურნავა მარიამ ქვრივიშვილი

25 ივნისი 2019, 18:21

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ტურიზმის გამოწვევების განეიტრალებაზე ვმუშაობთ

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი აჭარაში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს რომ გვერდში დაუდგეს გამოწვევების წინაშე მდგომ ტურისტულ სექტორს.

სმარტფონები

25 ივნისი 2019, 18:19

ტექნოლოგიები

კვლევა: გლობალურ სატელეფონო ქსელზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

კვლევაში ვკითხულობთ, რომ ჰაკერებმა კიბერთავდასხმა ჩინეთის ტერიტორიიდან განახორციელეს. მათი თქმით, ისინი სავარაუდოდ მთავრობამ დააფინანსა მსგავსი ქმედების განსახორციელებლად. ამერიკულ-ებრაული კიბერუსაფრთხოების კომპანია ამბობს, რომ ყველაფერი ჩინური ჯგუფი APT10-ის კვალზე მიანიშნებს. სურეის უნივერსიტეტის უსაფრთხოების მკვლევართა ჯგუფი აცხადებს, რომ თავდასხმის მასშტაბები შემაშფოთებელია.

არჩილ თალაკვაძე

25 ივნისი 2019, 18:03

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: 2024 წლიდან საარჩევნო ბარიერი კვლავ ძალაში იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომერე არჩილ თალაკვაძემ დღეს პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი კვლავ ძალაში იქნება. მისი თქმით ხელისუფლებამ საზოგადოების დაკვეთა შეასრულა და გამოთქვა მზაობა, რომ 2020 წელს პროპორციულმა არჩევნებმა გადმოიწიოს. თალაკვაძის განმარტებით, 0%-იანი ბარიერი ერთჯერადი იქნება.

კახა კალაძე

25 ივნისი 2019, 17:59

საქართველო

კახა კალაძე: ჩვენთან ტურისტების, მათ შორის რუსი ტურისტების უსაფრთხოება სრულად დაცულია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში ტურისტების უსაფრთხოება დაცულია, მათ შორის დაცულია რუსი ტურისტების უსაფრთხოებაც. ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებს ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვების საპასუხოდ უთხრა.

25 ივნისი 2019, 17:49

ეკონომიკა

მდიდარი ამერიკელები სიმდიდრის გადასახადის შემოღებას ითხოვენ

წერილის ავტორების აზრით, აშშ-ს აკისრია ზნეობრივი, ეთიკური და ეკონომიკური პასუხისმგებლობა, რათა მათ ქონებას კიდევ უფრო დიდი გადასახადი დაუწესოს. მათი მტკიცებით, ეს გადასახადი კლიმატური კრიზისის დაძლევის, ეკონომიკის გაძლიერების, ჯანდაცვის გაუმჯობესების, დემოკრატიის განმტკიცების და თანაბარი შესაძლებლობების შექმნის წინაპირობა გახდება.

არჩილ თალაკვაძე

25 ივნისი 2019, 17:43

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ყველა პოლიტიკოსი ვალდებულია პასუხისმგებლობის ტვირთით იცხოვროს

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა. ის საზოგადოებას და კოლეგებს დაჰპირდა, რომ თავმჯდომარის პოზიციაზე "პირუთვნელად, მაქსიმალური ძალისხმევითა და გონივრული გადაწყვეტილებებით" იმუშავებს.

ლაშა გოგია  გია გულორდავა

25 ივნისი 2019, 17:25

ძალოვნები

ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცემერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე, ვიცემერი გია გულორდავა დამნაშავედ ცნო. თითოეულს სასჯელის სახედ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, ოთხი წლით პირობითი მსჯავრი მიესაჯა.

ვალუტის კურსი

25 ივნისი 2019, 17:15

ეკონომიკა

1 ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.83 ლარი გახდა

დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსები დაადგინა. ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 დოლარის ღირებულება 2.83 ლარია. ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც. 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.22 ლარს აჭარბებს.