imedi /  09 აპრილი 2019, 23:52 / სანდო წყარო

ივანიშვილი: ქართული ფილმების და ისტორიული სერიალების გადაღება უნდა დავიწყოთ

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით საქართველოში კინოინდუსტრია უნდა აღორძინდეს და ქვეყანაში ქართული ფილმების, სერიალების, მათ შორის ისტორიული სერიალების გადაღება უნდა დაიწყოს. ამის შესახებ მან გადაცემა "პირისპირ"-ის ეთერში განაცხადა.

"ამ მდარე სერიალებით მივდივართ იქამდე, რომ ჩვენ შეიძლება საზოგადოება დავკარგოთ და არა არჩევნები. შესაბამისად მაქსიმალურ მობილიზებას ვაკეთებთ. მათ შორის "ქართუ ფონდი" მიიღებს მონაწილეობას დაფინანსებაში. კინოწარმოება უნდა აღორძინდეს. ჩვენ ჩვენი ისტორია უნდა ვაჩვენოთ და არა ეს მდარე სერიალები. ამ მიმართულებით ჩვენ მკვეთრ ნაბიჯებს გადავდგამთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყველა სიახლე

თბილისის ბიუჯეტი

18 თებერვალი 2020, 18:47

ეკონომიკა

საკრებულომ თბილისის ბიუჯეტის 217 მილიონი ლარით გაზრდას მხარი დაუჭირა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები 31 ხმით 1 წინააღმდეგ დაამტკიცეს. დედაქალაქის ბიუჯეტი 217 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამში მილიარდ 239 მილიონი ლარით განისაზღვრა. საკრებულოს უმრავლესობის წევრების ინფორმაციით, ბიუჯეტის დიდი ნაწილი ძველი, ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლებას და ავტოპარკის განახლებას მოხმარდება.

18 თებერვალი 2020, 18:47

ტექნოლოგიები

მუსიკოსი თავის ტვინის ოპერაციის მიმდინარეობისას ვიოლინოზე უკრავს. ვიდეო

53 წლის მევიოლინე დაგმარ ტერნერი უკრავდა თავისი ტვინის ოპერაციის მიმდინარეობის დროს, იმისთვის, რომ ქირურგებს მისი ტვინის ის ნაწილი არ დაეზიანებინათ, რომელიც მუსიკაზე აგებს პასუხს, - ინფორმაციას ამის შესახებ twitter გვერდზე The Independent ავრცელებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

18 თებერვალი 2020, 18:39

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი 17 მარტს დაიწყება

ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ბრალდებები დაკავშირებულია მექრთამეობასთან, თაღლითობასა და ნდობის ბოროტად გამოყენებასთან. ეს არის ისრაელის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ბრალს მთავრობის მოქმედ ხელმძღვანელს უყენებენ. ნეთანიაჰუ თავს უდანაშაულოდ თვლის.

აჭარის ტელევიზია

18 თებერვალი 2020, 18:35

საქართველო

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო საშტატო ცვლილებებს სავარაუდოდ ხვალ დაამტკიცებს

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ საშტატო ცვლილებები ხვალ უნდა დაამტკიცოს. სხდომა 10:00 საათზე დაიწყება. დასწრებას საინფორმაციო სამსახურის გუნდი გეგმავს. გაიფიცებიან თუ არა ჟურნალისტები ბორდის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ტელევიზიის თანამშრომელთან ნაწილი მიიჩნევს, რომ სამსახურიდან არასასურველ კადრებს იშორებენ. მათივე თქმით, საფრთხეშია სარედაქციო დამოუკიდებლობა. ისინი პასუხიმგებლობას დირექტორსა და ბორდს აკისრებენ.

ირაკლი კობახიძე

18 თებერვალი 2020, 18:30

საქართველო

ირაკლი კობახიძე: კონსენსუსი არ არის ის, რასაც ულტიმატუმად „ნაციონალური მოძრაობა“ დააყენებს

მისი თქმით, თუ კონსენსუსი არის ის, რასაც ულტიმატუმად „ნაციონალური მოძრაობა“ დააყენებს, ეს სხვა რამეა. „ჩვენ დიალოგისთვის ყველასთან მზად ვართ, ყველაში იგულისხმება ყველა და ვფიქრობ, რომ არის რესურსი იმისა, შეთანხმებას მივაღწიოთ“, - განაცხადა კობახიძემ.

გია ვოლსკი

18 თებერვალი 2020, 18:28

საქართველო

გია ვოლსკი: სიმბოლურია, რომ ეს ადამიანები კვლავ რუსული ჰიმნით დაიარებიან პარლამენტში

"საბჭოთა და რუსული ჰიმნი ერთი და იგივე მელოდიაა და ხატოვნად რომ ვთქვათ, თავისივე მელოდიით შემოვიდნენ" - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ირაკლი შოთაძის პროკურორად არჩევის შემდეგ განუცხადა.

ალი ხამენეი

18 თებერვალი 2020, 18:19

მსოფლიო

ალი ხამენეი: „ტიტანიკის“ დიდებულებამ არ დაიცვა ის ჩაძირვისგან, არც ამერიკის დიდება დაიცავს მას ჩაძირვისგან

როგორც „ტიტანიკის“ დიდებულებამ არ დაიცვა ის ჩაძირვისგან, ასევე ამერიკის დიდება არ დაიცავს მას ჩაძირვისგან, - ამის შესახებ Twitter-ზე ირანის უზენაესმა ლიდერმა, ალი ხამენეიმ დაწერა. ირანის უზენაესი ლიდერი გენერალ ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციასაც შეეხო.

სოზარ სუბარი

18 თებერვალი 2020, 18:10

საქართველო

სოზარ სუბარი: ელენე ხოშტარიას, რომელსაც განათლება მოსკოვში აქვს მიღებული, როგორც ჩანს საბჭოთა ჰიმნი მოენატრა

„როგორც ჩანს ქალბატონ ელენე ხოშტარიას ნოსტალგია შემოაწვა თავის სტუდენტურ წლებზე. ადამიანი, რომელიც სწავლობდა მოსკოვის საერთაშოისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში, თან უშიშროების მიმართულებით. მანდ შემთხვევითი ადამიანები არ ხვდებოდნენ და არ ამთავრებდნენ. ალბათ, ამ ჰიმნზე დგებოდა დილით, ამ ჰიმნზე იძინებდა ღამით და დიდი ხანია საჯაროდ ამის მოსმენის სიამოვნება არ ჰქონია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ირაკლი კობახიძე

18 თებერვალი 2020, 18:09

საქართველო

ირაკლი კობახიძე ნადირაშვილსა და ხოშტარიაზე: ესენი არიან სასოწარკვეთილი „ნაციონალი დიასახლისები“

„სხდომათა დარბაზში ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც ხელით და გულით საბჭოთა კავშირის და რუსეთის ჰიმნს დაატარებენ, საქართველოს პარლამენტში ნამდვილად არ არის“, - აღნიშნა ირაკლი კომბახიძემ. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საბჭოთა კავშირის ბოლო გადმონაშთია.

მიზეილ ჩხენკელი და ჯასთინ მაკენზი სმიტი

18 თებერვალი 2020, 18:06

საქართველო

მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩთან განათლების სფეროში თანამშრომლობის დეტალები განიხილა

მიხეილ ჩხენკელმა ლონდონში, „განათლების მსოფლიო ფორუმის“ ფარგლებში ბრიტანულ საგანმანათლებლო და საგამომცემლო ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრები შეაჯამა და საქართველოს განათლების სივრცეში მსხვილი ბრიტანული საგამომცემლო ორგანიზაციების ინტეგრირების მნიშვნელობას გაუსხვა ხაზი.

სამტრედია მკვლელობა

18 თებერვალი 2020, 18:03

საქართველო

სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

სამტრედიაში მოკლული ქალის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ცოლ-ქმარს კონფლიქტი ჰქონდა, რის გამოც ერთი თვის წინ მამამ შვილი ბათუმიდან სამტრედიაში სახლში წაიყვანა, დღეს კი განქორწინების გასაფორმებლად სამოქალაქო რეესტრში თავად წაიყვანა, მეუღლე კი ბათუმიდან Skype-ით უნდა ჩართულიყო.

აშრაფ ღანი

18 თებერვალი 2020, 17:58

მსოფლიო

აშრაფ ღანი ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად გამოცხადდა

მეორე ადგილზე პრემიერმინისტრი აბდულა აბდულა გავიდა. ოპოზიცია მთავრობას შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს. საპრეზიდენტო არჩევნები ავღანეთში 28 სექტემბერს გაიმართა. შედეგი ხმის მიცემიდან 5 თვეში გამოცხადდა.

უკრაინა სამხედრო

18 თებერვალი 2020, 17:56

მსოფლიო

პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინელი სამხედრო მოკლეს

პრორუსი სეპარატისტების მიერ უკრაინულ პოზიციებზე საარტილერიო ცეცხლის გახსნის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ბრიფინგზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა.

ავღანეთი

18 თებერვალი 2020, 17:52

მსოფლიო

ავღანეთში დრონის თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში დრონის თავდასხმას 11 ადამიანი, მათ შორის 8 ბავშვი ემსხვერპლა. ინფორმაციას TOLOnews-ი ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით ავრცელებს. მომხდარზე სხვა დეტალები არ არის ცნობილი. პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერ არცერთ დაჯგფუებას არ აუღია. 14 თებერვალს აშშ-ის ხელისუფლება და რადიკალური დაჯგუფება „თალიბანი“ შეთანხმდნენ, რომ ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე 7 დღის განმავლობაში ძალადობის დონე შემცირდება.

სასამართლო

18 თებერვალი 2020, 17:50

ძალოვნები

პატარკაციშვილის საქმეზე ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმე დაიკითხა

ბადრი პატარკაციშვილი საქმეზე, ურეკის პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსის, ჯემალ შამათავას უკანონოდ დაკავების საქმეზე გამართულ სხდომაზე მთავარმა საგამოძიებო ორგანომ ერთ-ერთი მთავარი მოწმე წარადგინა. ბადურ ბოტკოველის ჩვენების საფუძველზე ირკვევა, რომ 2006 წელს ის კუდის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ლევან ქარდავამ და გია დგებუაძემ ე.წ მოდულის შენობაში დაიბარეს და შამათავას წინააღმდეგ სქემა შეიმუშავეეს.

ოზი ოსბორნი

18 თებერვალი 2020, 17:42

კულტურა

ოზი ოსბორნმა პარკინსონის დაავადების გამო ჩრდილოამერიკული ტურნე გააუქმა

მომღერალმა ოზი ოსბორნმა ჩრდილოამერიკული ტურნე გააუქმა და პარკინსონის დაავადების მკურნალობას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 71 წლის როკ-მომღერალს პარკინსონის დაავადება ერთი თვის წინ დაუდგინეს, მიმდინარე წლის აპრილში კი ის სამკურნალოდ შვეიცარიაში გაემგზავრება.

გია ვოლსკი

18 თებერვალი 2020, 17:38

საქართველო

გია ვოლსკი ოპოზიციაზე: რა უნდათ, არჩევნები უნდათ, პიკეტირება, დესტაბილიზაცია თუ რევოლუციური სცენარის განვითარება?

„თუკი ჩვენ 100/50-ზე ვთავაზობთ, ეს უკეთესია მათი იდეების რეალიზაციისათვის და გაუგებარი პოზიციაა, რომ ამაზე არ თანხმდებიან. რა უნდათ, არჩევნები უნდათ, პიკეტირება, დესტაბილიზაცია თუ რევოლუციური სცენარის განვითარება? რა უნდათ, რისკენ მიისწრაფვიან, გაუგებარია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ეკა ბესელია

18 თებერვალი 2020, 17:19

საქართველო

ეკა ბესელია: პროკურატურაში ირაკლი შოთაძის დაბრუნება პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებაა, რომელსაც სჭირდება სანდოობის გარანტიები

„ირაკლი შოთაძის დაბრუნება გენერალურ პროკურორად, არის პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდება სანდოობის გარანტიები. თუმცა შოთაძეს პროკურატურაში დიდი გავლენები ჰქონდა, ამიტომ მისი დაბრუნება ამასაც უკავშირდება“, - ეს განცხადება პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ პირველი tv-ს ეთერში გააკეთა.

18 თებერვალი 2020, 17:10

მსოფლიო

ჰააგის სასამართლომ რუსეთს „იუკოსის“ ყოფილი აქციონერებისთვის 50 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა

ჰააგის სააპელაციო სასამართლომ, საოლქო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა და რუსეთს „იუკოსის“ ყოფილი აქციონერებისთვის 50 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა. აღსანიშნავია, რომ რუსულ მხარეს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება ნიდერლანდების უზენაეს სასამართლოში შეუძლია.

18 თებერვალი 2020, 16:59

ეკონომიკა

ბათუმში თამბაქოს მწარმოებლებმა და რეალიზატორებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს

მათი თქმით, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებისგან გაფრთხილება მიიღეს, რომ უაქციზო თამბაქოს ხვალიდან ჩამოართმევენ. ისინი ხელისუფლებას დაპირებას ახსენებენ, ამბობენ, რომ ახალი რეგულაციების პირობებში, აზრი ეკარგება თამბაქოს მოყვანას და ეს კულტურა მაღამთიან აჭარაში შეიძლება, საერთოდ გაქრეს.