imedi /  10 აპრილი 2019, 00:09 / სანდო წყარო

ივანიშვილი: ემიგრანტები საქართველოში გადამზადდებიან და ევროპაში ლეგალურად დასაქმდებიან

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, წლის ბოლოსთვის უკვე იქნება კონკრეტული ციფრები იმასთან დაკავშირებით რომ ლეგალურად დასაქმდნენ საქართველოს მოქალაქეები განვითარებულ ქვეყნებში. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა "პირისპირ"-ის ეთერში თქვა.

"ჩვენ მოვახერხებთ თუ ეს პროექტი გამოვიდა და დიდი ალბათობით გამოვა, ემიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში გადამზადდება და ლეგალურად, ევროპული ხელფასებით დასაქმდებიან. იაფ ფრენებსაც დავამატებთ, რომ თვეში ერთხელ სახლში დაბრუნდნენ.

ნაადრევად, სანამ ევროკავშირის წევრობას მივიღებთ, ჩვენ შევძლებთ, რომ მოქალაქეები ამაყად, ლეგალურად და არა მალულად დასაქმდნენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ პარალელურად ადგილობრივი ეკონომიკა უნდა გაძლიერდეს. 

ყველა სიახლე

Mac Desktop აპლიკაცია

16 ივნისი 2019, 00:20

ტექნოლოგიები

Mac desktop-ზე Twitter-ის აპლიკაცია ისევ გამოჩნდება

როგორც Twitter-მა განაცხადა, პლატფორმაზე აპლიკაციის დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც Apple-მა პროექტი Catalyst-ი გამოუშვა macOS 10.15 Catalina-სთვის. Twitter-მა MAC-ის აპლიკაციის მხარდაჭერა 2018 წლის მარტში შეწყვიტა. Twitter-მა MAC-ის აპლიკაცია 2015 წლის ოქტომბერში გამოუშვა.

უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრები

16 ივნისი 2019, 00:08

სპორტი

უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა

უკრაინის ნაკრები ფეხბურთში 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. პოლონეთში გამართული ჩემპიონატის ფინალში უკრაინელმა ფეხბურთელებმა სამხრეთ კორეის ნაკრები 3:1 დაამარცხეს. უკრაინელთა რიგებში დუბლით თავი ვლადისლავ სუპრიაგამ გამოიჩინა, კიდევ ერთი გოლი კი ქართული წარმოშობის ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა.

ევროპის ყველაზე დიდი გრაფიტი

15 ივნისი 2019, 23:34

კულტურა

პარიზში ევროპის ყველაზე დიდი გრაფიტი შექმნეს

გრაფიტის ნახვა მე-7 პავილიონის სახურავიდან არის შესაძლებელი. პროექტის დიზაინერი ოლივიე ლანდესი ამბობს, რომ გრაფიტის შექმნის იდეა საგამოფენო ცენტრის წარმომადგენელს მოუვიდა, რომელიც 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებისთვის ცენტრის მოდერნიზაციის პროექტზეა პასუხისმგებელი.

სი ძინპინი  ვლადიმერ პუტინი

15 ივნისი 2019, 23:26

ტაბლოიდი

ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტს დაბადების დღეზე ნაყინი აჩუქა

სი ძინპინს 66 წლისა გახდა. ჩინეთში მსგავს ამბებს თითქმის არ აშუქებენ მედიასაშუალებები. უცნობია ნაყინის არომატი. ჩინურ მედიას ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. სამაგიეროდ გაირკვა, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგას ჩინური ჩაის აჩუქა.

კახა ბექაური

15 ივნისი 2019, 23:07

საქართველო

კახა ბექაური: ტყუილია რომ ცვლილება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენაა მიმართული

„ტყუილია, რომ ეს ცვლილება მიმართულია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ, არანაირი კავშირი სიძულვილის ენას არ აქვს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან“, - განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ქრონიკა.

კადრი სერიალიდან „ჩერნობილი“

15 ივნისი 2019, 22:48

კულტურა

ჩერნობილის ყოფილმა დირექტორმა HBO-ს სერიალი გააკრიტიკა

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ყოფილმა დირექტორმა იგორ გრამოტკინმა HBO-ს მიერ გადაღებული სერიალი „ჩერნობილი“ გააკრიტიკა და მისი შექმნელები სიცრუეში დაადანაშაულა.

Amazon Spark

15 ივნისი 2019, 22:41

ტექნოლოგიები

Instagram-ის 2 წლის კონკურენტი დაიხურა

სოციალური ქსელი 2017 წელს ამოქმედდა და მას Instagram-ის კონკურენტადაც კი განიხილავდნენ. Amazon Spar-ი სოციალური ქსელი იყო, რომლითაც Amazon Prime-ის მომხმარებლები სარგებლობდნენ და ერთმანეთს შეძენილი პროდუქციის ფოტოებს უზიარებდნენ.

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია

15 ივნისი 2019, 22:18

ტაბლოიდი

მეგან მარკლის და პრინც ჰარის შვილის ინტერნეტში გავრცელებული ფოტო ყალბი აღმოჩნდა

SussexRoyal19 წერდა, რომ სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგიანიამ ახალშობილის მორიგი ფოტო გამოაქვეყნა. ყალბ ანგარიშს 13,000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, რის გამოც ახალი ამბების სააგენტოებმა არჩის „ახალ ფოტოში“ ეჭვი არ შეიტანეს და გაავრცელეს ინფორმაცია.

პიერ ელიოტ ტრიუდო და ჯასტინ ტრუდო

15 ივნისი 2019, 21:57

მსოფლიო

კანადაში სპეცსამსახურებმა ტრიუდოს მამის შესახებ საიდუმლო დოსიე გაანადგურეს

კანადის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურმა ქვეყნის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრიუდოს მამაზე, ყოფილ პრემიერმინისტრ პიერ ელიოტ ტრიუდოზე არსებული დოსიე გაანადგურა. უფროსი ტრიუდო 2000 წლის 28 სექტემბერს გარდაიცვალა.

ფესტივალი Art-გენი

15 ივნისი 2019, 21:30

კულტურა

ხვალ Art-გენი 2019 გაიხსნება

16 ივნისს Art-გენი 2019-ის რეგიონული ტურნე ახმეტით დაიწყება. ღონისძიების ფარგლებში მაყურებელს სხვადასხვა ტიპის გამოფენები და საინტერესო სივრცეები დახვდება. მოეწყობა რეგიონული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. თბილისის ტურს ეთნოგრაფიული მუზეუმი 7-14 ივლისს უმასპინძლებს.

პოლ პოგბა

15 ივნისი 2019, 21:22

სპორტი

„მანჩესტერ იუნაიტედი“ პოგბას მადრიდის „რეალში“ არ უშვებს

ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის აგენტს „სამეფო კლუბთან“ მოლაპარაკებების გამართვა აუკრძალა. მადრიდში გადაბარგების სურვილის მიუხედავად პოგბა „იუნაიტედზე“ ზეწოლას არ გეგმავს და იმედოვნებს, რომ მხარეები მის გადასვლაზე დამოუკიდებლად შეთანხმდებიან.

გადარჩენილი ტურისტები

15 ივნისი 2019, 21:01

საქართველო

მაშველებმა სვანეთში ხალდეს მთაში ტურისტები გადაარჩინეს

„სოფელ ხალდეს მახლობლად მთაში ასული ტურისტები ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ, რადგან ერთ მათგანს ფეხი ჰქონდა დაზიანებული. ფრანგ ტურისტს ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე

15 ივნისი 2019, 20:59

საქართველო

კობახიძე: მოქალაქეთა 2 ჯგუფის დაპირისპირებისას სახელმწიფო შუაში უნდა ჩადგეს

ირაკლი კოკახაძემ „ქრონიკის“ ეთერში ლგბტ თემისა და კონტრაქციის შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, როდესაც მოქალაქეთა ორი ჯგუფი უპირისპირდება ერთმანეთს სახელმწიფოს მხოლოდ შუაში ჩადგომა შეუძლია. მიზეზად კი აგრესიისას და მძაფრი დაპირისპირების პრევენცია დაასახელა.

მამუკა ბახტაძე

15 ივნისი 2019, 20:54

ეკონომიკა

ბახტაძე: ანაკლიის პორტზე პომპეოს განცხადებაში ინტერპრეტაციის არანაირი დიაპაზონი არ არსებობს

საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ეკონომიკური და სატრანსპორტო ჰაბი და ანაკლიის პორტს ამ სტრატეგიაში თავისი განსაკუთრებული როლი აქვს, აქ ინტერპრეტაციის არანაირი დიაპაზონი არ არსებობს, - ასე აფასებს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებას.

ომანის ყურე ნავთობმზიდი

15 ივნისი 2019, 20:19

მსოფლიო

საუდის არაბეთი ომანის ყურეში ნავთობმზიდზე თავდასხმას გამოეხმაურა

„აუციელებელია სწრაფი და დროული რეაგირება მოხდეს, რათა ენერგომომარაგების წინააღმდეგ შექმნილი საფრთხეები თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა. Bloomberg-ის ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევების გამო ბოლო 5 თვეში ნავთობის ფასი სულ მცირე 3.9%-ით გაიზარდა.

თვითმფრინავი

15 ივნისი 2019, 20:00

ეკონომიკა

მსოფლიოში ყველაზე განიერი თვითმფრინავი $400 მილიონად იყიდება

Stratolaunch-ის სიგანე დაახლოებით 117 მეტრია. თვითმფრინავს Boeing 747-ის ექვსი ძრავი აქვს. Vulcan-ი საინვესტიციო კონგლომერატია, რომელიც მილიარდერ პოლ ალენის მფლობელობაშია. ალენი Microsoft-ის თანადამფუძნებელიც იყო, ის გასული წლის ოქტომბერში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ევროკავშირი

15 ივნისი 2019, 19:17

მსოფლიო

ევროკავშირი ბელარუსში სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას გმობს

ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლის მაია კოსიანჩიჩის განცხადება მკვლელობისთვის მსჯავრდებული ბელარუსის მოქალაქის ალექსანდრე ჟილნიკოვის დახვრეტას უკავშირდება.

ნაზანინ ზახარი-რეტკლიფი

15 ივნისი 2019, 19:14

მსოფლიო

ირანში დაკავებულმა ნაზანინ ზახარი-რეტკლიფმა შიმშილობა განაახლა

სოლიდარობის ნიშნად რეტკლიფის თავისი ქმარიც შეუერთდა. საკვების მიღებაზე უარის თქმის მიზანი ცოლის უპირობო გათავისუფლებაა. ზახარი-რეტკლიფი 2016 წლის აპრილში დააკავეს. მას ჯაშუშობის ბრალდებით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და მისი ქმარი ირანში არ შეუშვეს. ნაზანინი ბრალდებას უარყოფს.

ზუზანა ჩაპუტოვა

15 ივნისი 2019, 19:03

მსოფლიო

სლოვაკეთში პრეზიდენტის ინაგურაცია გაიმართა

სლოვაკეთში პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვას ინაგარუცია გაიმართა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩაპუტოვამ, რომელიც სლოვაკეთის პირველი ქალი პრეზიდენტია, ფიცი პარლამენტის სპეციალურ სესიაზე დადო. საბჭოთა კავშირის და ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ ზუზანა ჩაპუტოვა ქვეყნის რიგით მე-5 პრეზიდენტია.

Huawei-ს სმარტფონი

15 ივნისი 2019, 18:35

ტექნოლოგიები

Huawei ზოგიერთი სმარტფონის დაბლოკილ ეკრანზე რეკლამებს აჩვენებს

სმარტფონის მფლობელები ირწმუნებიან, რომ სმარტფონების დაბლოკილ ეკრანზე Booking.com-ის რეკლამა გამოჩნდა. მომხდარზე Huawei-სა და Booking.com-ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. რა გახდა ამის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ბოლო პერიოდში Huawei უამრავი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.