imedi /  10 აპრილი 2019, 11:59 / სანდო წყარო

კალაძე ბიბლიოთეკარებს: ჩვენი თანამშრომლები ხართ და უკეთეს გარემოში გააგრძელებთ მუშაობას

კახა კალაძე

კახა კალაძე

ბიბლიოთეკების რეფორმის ფარგლებში თანამშრომლების გაშვება არ იგეგმება, თბილისს კი ორი ახალი ბიბლიოთეკა შეემატება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.

კახა კალაძის თქმით, იწყება რეფორმა, რომლის მიხედვითაც ბიბლიოთეკები მედიათეკებში გადავა, რადგან დღეს ბიბლიოთეკებში მძიმე მდგომარეობაა. 

"ადამიანს ელემენტარულად არანაირი სურვილი არ გაუჩნდება, იქ მივიდეს და წიგნი წაიკითხოს. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს. ჩვენ გვახსოვს, რომ ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ხდებოდა ადამიანების გაშვება. მე კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მინდა მოვუწოდო ყველა ბიბლიოთეკის თანამშრომელს, რომ არავინ არსად გიშვებთ, თქვენ ხართ ჩვენი თანამშრომლები და გააგრძელებთ მუშაობას, ოღონდ გააგრძელებთ მუშაობას უფრო კარგ და სუფთა გარემოში", - განაცხადა კახა კალაძემ.

ბიბლიოთეკების რეფორმაზე განცხადება გააკეთა თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამაც. "ამ კვირაში სრულდება რეფორმის პირველი ეტაპი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებში უნდა მოხდეს ბიბლიოთეკების ადაპტირება, სადაც გაერთიანებული არის სამი მედიათეკა, ანუ ორი დამოუკიდებელი სტრუქტურა უნდა ჩამოყალიბდეს ერთ სტრუქტურად.

არ იგეგმება თანამშრომლების გაშვება და ყველა ბიბლიოთეკარი, რომელსაც სურვილი ექნება, რომ ჩვენთან გააგრძელოს თანამშრომლობა, თავიანთ სამუშაო ადგილებზე ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას. ორი ახალი ბიბლიოთეკა შემოემატება თბილისს, ეს არის ვარკეთილში და დიდ დიღომში. პროექტირება დასრულებულია და მულტიფუნქციურ შენობებში ორი ახალი ტიპის სრულად ადაპტირებული ბიბლიოთეკა გაჩნდება", - აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.

ბიბლიოთკების რეფორმის შესახებ ცნობილი გასული წლის თებერვალში, თბილისის მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე გახდა ცნობილი. გასული წლის მარტში თბილისის საკრებულოზე ბიბლიოთეკების გაერთიანების საკითხს მხარი 32-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა. შედეგად, ბიბლიოთეკებისა და მედიათეკების გაერთიანების შედეგად შეიქმნება ახალი ააიპ-ი, სადაც ბიბლიოთეკარები საგამოცდო ტესტირების შედეგად დაინიშნებიან. 

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 აპრილი 2019, 20:38

მსოფლიო

ზელენსკიმ ცესკო საბოლოო შედეგების გამოცხადების გაჭიანურებაში დაადანაშაულა

შოუმენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც 21 აპრილს უკრაინაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაამარცხა და ამომრჩეველთა 73%-ის მხარდაჭერა მიიღო, უკრანის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების გაჭიანურებაში დაადანაშაულა

აეროპორტი

25 აპრილი 2019, 20:38

საქართველო

ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად კონტროლი საქართველოს საზღვრებზეც გამკაცრდება

"ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის დიდი მონაპოვარი, რომელიც ქვეყანას გააჩნია ევროკავშირში თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით, შენარჩუნებული და გამყარებული იყოს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

25 აპრილი 2019, 20:26

საქართველო

მდინარაძე: ნაციონალებსა და „ევროპულ საქართველოს“ ერთი წარსული, აწმყო და მომავალი აქვთ

"ისინი ხან იჩხუბებენ, ხან შერიგდებიან. მათ აქვთ საერთო პრინციპები, საერთო შეხედულებები, რომელიც საზოგადოების შეხედულებებს არ ემთხვევა და არც საზოგადოების ინტერესებს ემთხვევა, არც სასამართლოსთან, არც ადამიანის უფლებებთან, არც ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. წინ გვაქვს ამის ბევრი მაგალითი“, - განაცხადა დეპუტატმა.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი

25 აპრილი 2019, 20:08

საქართველო

არქიმანდრიტი კირიონი: დავით გარეჯში ამ დროისთვის არაფერია შეცვლილი

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის კირიონის განცხადებით, ამ დროისთვის არანაირი ცვლილება არ არის და აზერბაიჯანელ სამხედროებს ისევ დაკავებული აქვთ ის ტერიტორიები და კვლავ არ უშვებენ იქ მომლოცველებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში.

25 აპრილი 2019, 19:57

საქართველო

რა ხდებოდა საერთო სასამართლოებზე კანონპროექტის განხილვისას. მთავარი

"როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ მეორე მოსმენაზე დაბრუნდეს კანონი, თავადაც კარგად იციან, რომ ეს არ არის პრაქტიკული და რეალური საკითხი და გამომდინარეობს იქიდან რაზეც ვისაუბრეთ, რამენაირად მოიპოვონ გავლენები,“- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

25 აპრილი 2019, 19:47

სპორტი

ბასილაშვილმა ბუდაპეშტის ტურნირი წარმატებით დაიწყო

ბუდაპეშტის ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის დებიუტი წარმატებული გამოდგა. მსოფლიოს მე-18 ჩოგანმა ტურნირზე ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, სადაც გერმანელ პეტერ გოიოვჩიკს შეხვდა და 6:3, 0:6, 6:3 დაამარცხა.

აჭარის ტელევიზია

25 აპრილი 2019, 19:31

საქართველო

აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 24 მაისი, ახალი დირექტორი 4 ივნისამდე, გასაუბრების წესით უნდა შეირჩეს. დირექტორს სამი წლის ვადით აირჩევენ. 19 აპრილს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა. გადაწყვეტილებას ოთხმა წევრმა დაუჭირა მხარი.

უმაღლესი განათლება

25 აპრილი 2019, 19:13

საქართველო

ქართულ დიპლომებს და კვალიფიკაციის სერტიფიკატს ევროპაში აღიარებენ

ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განათლების ხარისხის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრი ხდება. გადაწყვეტილება 25 აპრილს, ესტონეთში, ტალინში გამართულ რიგით მე-9 ყოველწლიურ ფორუმზე მიიღეს.

ფესტივალი Coachella

25 აპრილი 2019, 19:06

ტაბლოიდი

ფესტივალ Coachella-ზე ჰერპესის ვირუსის მასობრივი აფეთქება შეინიშნება

მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მუსიკალურ ფესტივალ Coachella-ზე ჰერპესის ვირუსის მასობრივი აფეთქება შეინიშნება. ამის შესახებ გამოცემა TMZ საიტ HerpAlert-ზე დაყრდნობით წერს, რომელიც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ეძღვნება.

25 აპრილი 2019, 19:03

ძალოვნები

გუდამაყრის ხეობაში ხანძარია

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რთული რელიეფის გამო, მეხანძრე-მაშველებს ხანძრის ადგილამდე მისვლა ფეხით უწევთ, რაც ცეცხლის ჩაქრობის შესაძლებლობას ჯერჯერობით არ იძლევა. ვითარებას ართულებს ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაც.

მკერდი

25 აპრილი 2019, 18:58

ტაბლოიდი

სარძევე მილაკების ფოტო სოცქსელში ვირუსული გახდა

ფოტო ქსელში ვირუსული გახდა, დღის განმავლობაში 130 000ზე მეტი მოწონება დაიმსახურა, პოსტი გადაზიარებულია 44 ათასჯერ. ზოგიერთი მომხმარებლი მკერდის კუნთოვანი მასის ნახვამ გააკვირვა. ფოტომ კიდევ უფრო გააქტიურა მსჯელობა ძუძუთი კვების შესახებ.

ირაკლი ღარიბაშვილი და კრისტიან ურსე

25 აპრილი 2019, 18:55

საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი კრისტიან ურსეს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში 5 მარტს დაბრუნდა.

ილია მეორე

25 აპრილი 2019, 18:37

საქართველო

პატრიარქის თქმით ტერაქტები მორწმუნეებში დიდ უარყოფით მუხტს ქმნის

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე შრი-ლანკაზე ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძმიმრებს. პატრიარქის თქმით, როგორც ქრისტიანთა, ისე მუსლიმთა მიმართ გახშირდა ისეთი ქმედებები, რაც მორწმუნეთა შორის დიდ უარყოფით მუხტს ქმნის.

ძებნაში მყოფი პირები

25 აპრილი 2019, 18:33

მსოფლიო

შრი-ლანკაზე ტერაქტების საქმეზე 6 პირზე ძებნა გამოცხადდა

შრი-ლანკის პოლიციამ 21 აპრილს მომხდარი ტერაქტების საქმეზე 6 პირს, მათ შორის 3 ქალს ეძებს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი News 1st-ი ავრცელებს. ეჭვმიტანილების სახელებისა და ფოტოების შემცველი ვიდეო ადგილობრივ მედიასა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

წყალდიდობა ირანში

25 აპრილი 2019, 18:28

საქართველო

სტიქიისგან დაზარალებულ ირანს საქართველო დაეხმარება

საქართველო ირანს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე არსებულ ქონებას გადასცემს, მათ შორის წყლის კონტეინერებს, სასმელი წყლის გასაფილტრ კომპლექსებს, საძილე ტომრებს, საკაცეებსა და საბნებს. გადასაცემი ქონების ჯამური ღირებულება 89 164 ლარია.

მექანიკური ფორთოხალი

25 აპრილი 2019, 18:15

კულტურა

ბერჯესის არქივში „მექანიკური ფორთოხლის“ აქამდე უცნობი გაგრძელება იპოვეს

200-გვერდიან ნაბეჭდ ფურცლებზე ბერჯესის მოსაზრებები წერია ადამიანის ბუნების შესახებ, ნაწერში ასევე განვრცობილია ის მოსაზრებები, რომელსაც მწერალი 1962 წელს გამოცემულ რომანში წერდა. რომანი ეხება არასრულწლოვან დამნაშავეს, რომლის გამოსწორებას, უფრო სწორედ კი "გამოჯანმრთელებას" სახელმწიფო ცდილობს.

გიგა ბოკერია და ზურაბ ჭიაბერაშვილი

25 აპრილი 2019, 18:01

ეკონომიკა

გიგა ბოკერიამ და ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს

"ჩვენ ვემსახურებით ყველა მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში და ასევე უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც არიან რეზიდენტი პირები და მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში. ნუ ვეცდებით თემის პოლიტიზებას“, - აღნიშნა კოტრიკაძემ.

ფარიკაობა

25 აპრილი 2019, 17:59

სპორტი

ფარიკაობაში 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად ბრძოლა იწყება

ფარიკაობაში 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად ბრძოლა იწყება. 26-28 აპრილს სამხრეთ კორეის დედაქალაქი სეული ხმლით ფარიკაობაში გრან პრის უმასპინძლებს.

სამხრეთ აფრიკა

25 აპრილი 2019, 17:59

მსოფლიო

სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში მორიგ ციკლონს ელოდებიან

სამხრეთ ტანზანიასა და ჩრდილოეთ მოზამბიკის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა ციკლონის შესახებ გაფრთხილებულებია. გაეროს ოფიციალური პირების თქმით, ისინი შიშობენ, რომ ციკლონი რეგიონში ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს.

25 აპრილი 2019, 17:56

ტექნოლოგიები

NASA-მ ტელესკოპი Hubble-ის იუბილე მომაკვდავი ვარსკვლავების ფოტოთი აღნიშნა

1990 წლის 24 აპრილს NASA-ს კოსმოსური აპარატი Hubble Space Telescope პირველად გაუშვეს კოსმოსში. ამდენი ხნის განმავლობაში აპარატმა 45 000 ციური ობიექტი შეისწავლა. NASA-მ ტელესკოპის 29-ე იუბილე სპეციალური ფოტოთი აღნიშნა.