imedi /  10 აპრილი 2019, 14:25 / სანდო წყარო

ბახტაძემ ჟვანიას სიტყვები გაიმეორა: მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. პრემიერმა მიმართვა 9 აპრილის მოვლენებით დაიწყო.

"მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ ისე ცხადად მახსოვს, თითქოს გუშინ იყო. 1989 წლის 9 აპრილს მცირე ერი გაერთიანდა თავისუფლებისა და სუვერენული არსებობის დასაცავად. იმ დღეს ქართველმა ერმა გაბედა გაერთიანებისა და სიტყვის თავისუფლებით ესარგებლა საბჭოთა კავშირში. ეს მცდელობა სისხლით ჩაახშეს, თუმცა მათი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის არ ყოფილა დაკარგული. იმ ტრაგიკული მოვლენიდან 2 წლის შემდეგ ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ამ ბრძოლითა და მსხვერპლით საქართველომ დაიბრუნა თავისი ევროპული იდენტობა, რაც ასე შორს გვეჩვენებოდა 30 წლის წინ.
ზუსტად ამ მიზეზის გამო ჩემი დღევანდელი გამოსვლა თქვენს წინაშე ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ჩემი ქვეყნის ერთიანობას და თავისუფლებას. იმ წლების შემდეგ ბევრი გამოწვევა შეგვხვდა და მათ მიუხედავად მაინც ბევრის მიღწევა მოვახერხეთ. თითქმის შეუძლებელი შევძელით,"- თქვა ბახტაძემ.

პრემიერმა გატარებული რეფორმები შეაჯამა. ილაპარაკა სასამართლოში არსებულ ვითარებაზე და ადამიანის უფლებების კუთხით გატარებულ რეფორმებზე.

"სულ რაღაც 7 წლის წინ საქართველოს სერიოზული გამოწვევების წინაშე იდგა სამართლის უზენაესობისა და დამოუკიდებელი სასამართლოს მუშაობის სფეროში. მნიშვნელოვანი წინსვლა ვიქონიეთ, რაც ყველაზე კარგად აქ - სტრასბურგში - იზომება და ფასდება. ფაქტობრივად, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო არის იმ ნაკლოვანებებისა და გაუმჯობესებების საუკეთესო მაჩვენებელი, რაც ადამიანის უფლებების სფეროში გვაქვს. მეტმა ადამიანმა დაიწყო სამართლის ძიება და მიღწევა ეროვნულ დონეზე, თან ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქმის გასაჩივრების აუცილებლობის გარეშე. ეს დასტურდება საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელების მნიშვნელოვნად შემცირებული რაოდენობით. ასე მაგალითად, 2011 წელს ევროპის სასამართლოს 395 პირმა მიმართა, ხოლო 2018 წელს მხოლოდ ამის მეოთხედმა. 

აღსრულების კუთხით, მინისტრთა კომიტეტის საბოლოო რეზოლუცია ჯამში გაიცა საქართველოდან შესულ 76 საქმეზე. მათი 80 პროცენტი 2013 წლამდე დასრულდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ახლანდელი მთავრობა ქმედითად აღასრულებს ევროპის სასამართლოს განჩინებებს.

2013 წლიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი საერთო სასამართლოებიდან მიმართვიანობა 5-ზე მეტად გაიზარდა. ადრე რეალურად  იყო. ადმინისტრაციული სამართლის დარღვევებზე პატიმრობის მაჩვენებელმა 68 პროცენტით იკლო. ამასთანავე, ბოლო წლებში სასამართლო დარბაზები გაიხსნა მედიისთვის და სრული გამჭვირვალობაა უზრუნველყოფილი სასამართლოს მუშაობის პროცესში,"- განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერმა ოკუპაციის პრობლემაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროსაც ილაპარაკა.

"ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია; ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. 300 ათას იძულებით ადგილნაცვალ პირზე მეტი ვერ ბრუნდება სახლში და ყოველდღე განვიცდით მავთულხლართების, ოკუპირებული ტერიტორიების დეპოპულაციის, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და ზოგადი მდგომარეობის პრობლემას, რაც სხვა არაფერია თუ არა ჰუმანიტარული კატასტროფა - ამ ტერმინის ყველა განზომილებით. 

ამ რეგიონების გაზრდილი მილიტარიზაცია სრული ტემპით მიმდინარეობს და ყოველწუთიერად იზრდება დეპოპულაციის მაჩვენებელი. მძიმე ჰუმანიტარული, სოციოეკონომიკური და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის მაჩვენებელმა 5-6-ჯერ იკლო ოკუპაციის დღიდან. შედეგად მივიღეთ საქართველოს შუაგულში რუსეთის სამხედრო ბაზები. ჯერ ისევ ვიმყოფებით საქართველოს მოქალაქეების გატაცებების, წამებისა და მკვლელობის საფრთხის წინაშე. არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და 18 წლის დავით ბაშარული ბოლოდროინდელ მსხვერპლთა სახელებია.

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე - ირაკლი კვარაცხელია - უკანონოდ დააკავეს ბუნდოვან გარემოებებში მისი გარდაცვალების მიზეზები კვლავ გაურკვეველია. ერთი რამ ნათელია: საქართველოს მოქალაქე უკანონოდ იქნა დაკავებული უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონოდ აგებულ სამხედრო ბაზაზე,"- დასძინა ბახტაძემ.

დღეს, 20 წლის შემდეგ, მსურს, აქვე გავიმეორო მისი სიტყვები, „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 20 წლის წინ 1999 წლის 27 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ ამ შესანიშნავ დარბაზში ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ისტორიულ მომენტში თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა. მკაფიოდ მახსოვს ეს ფრაზა და დღეს 20 წლის შემდეგ მსურს აქვე გავიმეორო მისი სიტყვები: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი!“ იმ ისტორიული დღიდან 20 წელია გასული და სიმბოლურია, რომ წელს ჩვენ ჩავიბარებთ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას; იმ ორგანიზაციის თავმჯდომარეობას, რომელიც ჩვენი გზის მთავარი მხარდამჭერია და ახლა ჩვენი ჯერია მივიღოთ ევროსაბჭოს ჩირაღდანი და მომდევნო თაობებს გადავაბაროთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღესვე, ევროპის საბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება. 

სტრასბურგში ვიზიტის დასასრულ პრემიერი სტუმრებს საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებულ ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლებს.

ყველა სიახლე

17 ივნისი 2019, 01:03

კულტურა

Black Eyed Peas-მა სიმღერა Where is the Love ქართველ მსმენელთან ერთად შეასრულა. ვიდეო

"ბლექ სი არენაზე" Black Eyed Peas-ის კონცერტი დასრულდა. წარმოდგენის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი ქართველი მსმენელისა და ჯგუფის მიერ ერთად შესრულებული, ჰიტად ქცეული სიმღერა "Where is the Love" იყო.

17 ივნისი 2019, 00:58

ვიდეო

ქართველმა მსმენელმა სიმღერა "Where is the Love" Black Eyed Peas-თან ერთად იმღერა

ბლექ აიდ ფის

17 ივნისი 2019, 00:53

კულტურა

Black Eyed Peas-ის წევრებს სცენის წინ პატარა ბიჭის ცეკვა მოეწონათ და სცენაზე აიყვანეს. ვიდეო

Black Eyed Peas-ის კონცერტის დროს ჯგუფის წევრებმა სცენის წინ მოზარდი ბიჭი შენიშნეს, რომლის ცეკვაც სავარაუდოდ ძალიან მოეწონათ. მათ ბავშვი სცენაზე მიიწვიეს და მასთან ერთად დაახლოებით ორი სიმღერის განმავლობაში ცეკვავდნენ.

17 ივნისი 2019, 00:37

ვიდეო

Black Eyed Peas-მა სცენაზე საცეკვაოდ პატარა ბიჭი მიიწვია

17 ივნისი 2019, 00:28

მსოფლიო

ინდოეთში მწვავე ენცეფალიტის სინდრომს 83 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში სავარაუდოდ ენცეფალიტის სინდრომით 83 ადამიანი დაიღუპა. თურქული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ბავშვია. ჯანდაცვის სამინისტრომ მთავრობისგან დაავადებასთან საბრძოლველად შესაბამისი ზომების გატარების დირექტივა მიიღო.

დავით ზალკალიანი

17 ივნისი 2019, 00:20

საქართველო

ზალკალიანი დავით გარეჯზე: კულუარებს მიღმა მოლაპარაკებებს არ ვაპირებთ

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მას შემდეგ რაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით პროცესების განახლება დაიწყო ხელისუფლებამ, პირველი რაც გაკეთდა იყო ის რომ კომისია სრულად განახლდა. "მნიშვნელოვანია, რომ ამ უაღრესად მნიშვნელოვან თემაზე საზოგადოებაში კონსენსუსი გვქონდეს".

ირმა ინაშვილი

16 ივნისი 2019, 23:58

საქართველო

ინაშვილი: ხშირად ლგბტ ჯგუფები ჩაგრავენ უმრავლესობას

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ლგბტქ პრაიდის წინააღმდეგ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადება შეაფასა. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ უმცირესობა, კონკრეტულად კი ლგბტქ ჯუფი ხშირად ჩაგრავს უმრავლესობას. „მიდის შეტევა მართლმადიდებლობის და ეკლესიის წინააღმდეგ“.

კლაუს მედსენი

16 ივნისი 2019, 23:37

მსოფლიო

გერმანიის ქალაქის მერი უცხოელი პირველად გახდა

ბიზნესმენმა 57 პროცენტით დაამარცხა მეტოქე. კოპენჰაგენში დაბადებული კლაუს მედსენი გერმანიაში 1992 წლიდან ცხოვრობდა, რის შემდეგაც როსტოკში დასახლდა, თუმცა გერმანიის მოქალაქეობა არ მიუღია. ამ ქალაქს უცხოელი მერი პირველად ეყოლება.

პრაიდი

16 ივნისი 2019, 23:32

საქართველო

„თბილისი პრაიდი“ ლევან ვასაძის დღევანდელ განცხადებებზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს

თბილისში, ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით "თბილისი პრაიდი" შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ამის შესახებ "თბილისი პრაიდის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

სალომე ზურაბიშვილი

16 ივნისი 2019, 23:19

სპორტი

პრეზიდენტმა უშუისტებს ჩინეთში მიღწეული წარმატება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრებს, ჩინეთში გარმართულ ასპარეზობაში ხუთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლის მოპოვება მიულოცა. პრეზიდენტის თქმით, ეს ახალგაზრდები ჩვენი მომავალია.

ფეხსაცმელი

16 ივნისი 2019, 23:10

ტაბლოიდი

9 საინტერესო ისტორიული ფაქტი ქუსლიანი ფეხსაცმლის შესახებ

საიდან იღებს სათავეს და როგორ ვითარდებოდა ელეგანტური, ზოგჯერ კი მტკივნეული - ქუსლიანი ფეხსაცმლის ისტორია? BBC Rado 4-მა მოამზადა სტატია, რომელშიც ქუსლიანი ფეხსაცმლის ისტორიის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას.

16 ივნისი 2019, 22:34

მსოფლიო

ლიონში ფრანგმა ჯარისკაცებმა შეიარაღებულ კაცს ესროლეს

Euronews-ის ცნობით, თავდამსხმელი ფეხშია დაჭრილი. პოლიციის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძებიება, თუმცა თავდასხმის ორგანიზატორის ვინაობა და მისი მოტივი უცნობია. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მედია წერს, რომ მისი მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

უამინდობა

16 ივნისი 2019, 22:23

მსოფლიო

ევროპაში უამინდობამ მსხვერპლი გამოიწვია

ევროპის ნაწილში უამინდობამ წყალდიდობა და მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. euronews-ის ცნობით, აღმოსავლეთ ევროპაში, ლიონში დაახლოებით ჩოგბურთის ზომის სეტყვამ ავტომობილები დააზიანა. დაიტბორა სამანქანო გზები და დაზიანდა სახლები. უამინდობამ პრობლემები შექმნა პოლონეთშიც.

გლობალური დათბობა

16 ივნისი 2019, 21:59

ტექნოლოგიები

კვლევა: აშშ-ში ძლიერი სიცხის გამო ათასობით ადამიანს სიკვდილი ემუქრება

თუკი გლობალური დათბობა ზოგჯერ შორეულ ან აბსტრაქტულ საფრთხედ გვეჩვენება, ახალი კვლევის მიხედვით, ეს პრობლემა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. კვლევის თანახმად, გარემოში სათბური გაზების გამოყოფის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადაუდგმელობას ფატალური შედეგი მოჰყვება.

16 ივნისი 2019, 21:54

ვიდეო

ლევან ვასაძე ლეგიონის შექმნით იმუქრება

16 ივნისი 2019, 21:53

სპორტი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ერთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ერთა ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა ხელბურთელებმა ტურნირის ფინალში კუბის ნაკრები 10-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 31:21 დაამარცხეს. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ახალგაზრდა ხელბურთელი გიორგი ცხოვრებაძე იყო.

16 ივნისი 2019, 21:38

ვიდეო

ადა მარშანია: ჩვენს ჯიშზე დგას ეს ქვეყანა

16 ივნისი 2019, 21:36

ვიდეო

სალომე ზურაბიშვილი: მე ყველას პრეზიდენტი ვარ

16 ივნისი 2019, 21:36

საქართველო

„ყაზტრანსგაზი“ მოსახლეობას აფრთხილებს

ფრინველების ბუდობის და შემდგომ პერიოდში იმ ადამიანების მოწამვლა-გარდაცვალების რისკები იზრდება, რომლებსაც სახლში აკრძალული, ღია კამერიანი გაზის დანადგარები კუსტარულად აქვთ დამონტაჟებული. ამ შინარსის განცხადებით „ყაზტრანსგაზი“ მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს.

16 ივნისი 2019, 21:34

ვიდეო

ტოჩინოშინი საქართველოშია