imedi /  10 აპრილი 2019, 15:19 / სანდო წყარო

დევნილებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულების გამოქვეყნება გადაიდო

თბილისში საცხოვრებელი ფართის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულების სია დღეს აღარ გამოქვეყნდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, თბილისში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადი 11 000-მდე იძულებით გადაადგილებულმა ოჯახმა შეავსო. განაცხადების რაოდენობის გამო კი ქულების მინიჭების პროცესი შეფერხდა.

"წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე თითოეული ოჯახისთვის ქულის მინიჭების პროცედურა გარკვეულ დროს საჭიროებს. ეს პროცესი მაქსიმალურად მოკლე ვადაში დასრულდება და წინასწარი ქულების, სია სამინისტროს ვებგვერდზე, მიმდინარე წლის 15 აპრილს გამოქვეყნდება.  

სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ, დამატებითი დოკუმენტაცია წარმოადგინონ, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მათთვის მინიჭებულ წინასწარ ქულებზე. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულების კორექტირება მოხდება", - აღნიშნულია განცხადებაში

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრო უახლოეს მომავალში თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინას 800 დევნილ ოჯახს გადასცემს.

ყველა სიახლე

კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია

19 ივნისი 2019, 09:34

მსოფლიო

პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ესკორტი 83 წლის ქალს დაეჯახა

სამეფო ოჯახში აცხადებენ, რომ მომხდარის გამო შეწუხებულები არიან. მითუმეტეს, რომ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ინციდენტისას კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია ლონდონიდან უინძორისკენ მიემართებოდნენ. წყვილი აპირებს დაშავებულ ქალს ყვავილების თაიგული გაუგზავნოს.

ტეილორ სვიფტი

19 ივნისი 2019, 09:33

კულტურა

ლგბტ თემის მხარდამჭერ ტეილორ სვიფტის კლიპს უკვე 30-მილიონამდე ნახვა აქვს. ვიდეო

სვიფტმა ახალი მუსიკალური კლიპი You Need To Calm Down გამოუშვა. კლიპში მომღერლები კეტი პერი და ადამ ლაბერტი, მსახიობი რაიან რეინოლდსი, ასევე ტელეწამყვანი ელენ დეჯენერესი. სვიფტის მეშვიდე სტუდიური ალბომის Lover რელიზი 23 აგვისტოს შედგება.

კიმ კარდაშიანი

19 ივნისი 2019, 09:19

ტაბლოიდი

კიმ კარდაშიანმა შვილების ემოციური ფოტო გააზიარა

"ჩემი ბიჭები",- წერს კიმი. ფოტოზე 3 წლის სეინტი ახალშობილ უმცროსს ძმას ეფერება. ამერიკელ ვარსკვლავებს, კიმ კარდაშიანს და კანიე უესტს ოთხი შვილი ჰყავთ, რომელთაგან ბოლო ორი სუროგაციის გზით გაჩნდა.

წვიმა

19 ივნისი 2019, 09:11

საქართველო

საქართველოში დღეს წვიმა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი

ასევე საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნა, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება. მათივე ცნობით, 21 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

19 ივნისი 2019, 09:03

მსოფლიო

აშშ-ში სატვირთო გემიდან მილიარდი დოლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს

სამართალდამცველების ცნობით, გემს ნარკოტიკული საშუალება ფილადელფიიდან ჩილეში, შემდეგ კი ევროპაში უნდა გადაეტანა. პოლიციამ გემის კეიპაჟის ყველა წევრი დააკავა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

19 ივნისი 2019, 08:59

ძალოვნები

112-ში მთელი ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა

"ასევე, მიმდინარეობს თბილისის მდინარეების: ვერე, დიღმის წყალი, გლდანის ხევი, ლეღვთა ხევი, კრწანისის ხევი, ორხევი, ვარაზის ხევი, ხევძმარის წყლის დონის მონიტორინგი. სიტუაცია თბილისის მდინარეებზე სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება,"- წერია განცხადებაში.

თინათინ ზოიძე

19 ივნისი 2019, 08:54

ეკონომიკა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს თინათინ ზოიძე უხელმძღვანელებს

თინათინ ზოიძეს ტურიზმის სფეროში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს, აქედან 9 წელი ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სააგენტოში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2015 წლიდან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელძღვანელობდა.

ლომისის მამათა მონასტერი

19 ივნისი 2019, 08:49

საქართველო

დღეს ლომისობაა

მლოცველებს სწამთ, რომ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გამორჩეული ძალის მქონეა. ისინი სალოცავს შინაურ ცხოველს, უმეტესად, ცხვარს სწირავენ და სჯერათ, რომ სათხოვარი, რომლითაც ისინი ტაძარში მიდიან, აუსრულდებათ. ლომისა წმინდა გიორგის სახელობის უძველესი სალოცავია. განეკუთვნება IX-X საუკუნეებს.

კლინიკა

19 ივნისი 2019, 08:47

ძალოვნები

მსჯავრდებულს, რომელმაც უცხო სხეულები გადაყლაპა, ოპერაცია ჩაუტარდა

როგორც უწყებაში აცხადებენ 6-დან 8 აპრილამდე პერიოდში მსჯავრდებულს გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა; შიმშილობის მიზეზად ასახელებდა, რომ არის უდანაშაულო და მოითხოვდა მისი სისხლის სამართლის საქმის გადახედვას. 3 ივნისს მსჯავრდებულს შესთავაზეს ოპერაციული მკურნალობა, რაზეც უარი განაცხადა.

პოლიცია

19 ივნისი 2019, 08:43

ძალოვნები

რუსთავში კაცის მიერ ძმისშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ექიმი ამბობს, რომ უდანაშაულოა

ფსიქიკური პრევენციის ცენტრის ექიმი რუსთავში ბიძის მიერ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. მას ბრალი ედება სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შეხვედრა

19 ივნისი 2019, 08:37

ტექნოლოგიები

ბლოკჩეინკომპანია Input Output HK Ltd-ის ექსპერტები საქართველოს ეწვევიან

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძისა და IOHK-ის აღმასრულებელი დირექტორის ჩარლზ ჰოსკინსონის შეხვედრაზე გახდა ცნობილი. შეხვედრაზე განიხილეს ასევე ბიზნესისა და სახელმწიფო სერვისების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

დონალდ ტრამპი

19 ივნისი 2019, 08:27

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ფლორიდაში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას ილაპარაკა. "ვაპირებთ, ამერიკას დიდება შევინარჩუნო".- დასძინა თეთრი სახლის ლიდერმა. ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წელს არის დაგეგმილი.

თბილისი

19 ივნისი 2019, 08:18

საქართველო

თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას მასპინძლობს

რიგით 26-ე ასამბლეა დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საზეიმო მიღებით გაიხსნება. ღონისძიებაში 24 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს. ორგანიზაციის მიზანი, ქრისტიანული ფასეულობების პოპულარიზაცია, რელიგიური ექსტრემიზმის შემცირება და ადამიანის უფლებების განმტკიცებაა.

მიშელ პლატინი

19 ივნისი 2019, 08:08

სპორტი

მიშელ პლატინი გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს

გამოძიება ეჭვობს, რომ პლატინიმ კორუფციული გარიგებებით, გავლენა მოახდინა FIFA-ს იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც 2022 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ყატარში ჩატარებას ეხება.

ბაღები

19 ივნისი 2019, 08:00

საქართველო

საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს იწყება

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, დარეგისტრირებული ბავშვის მშობელმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს კონკრეტულ საბავშვო ბაღში. ეს დოკუმენტებია: დაბადების მოწმობის ასლი; ორი ფოტოსურათი (ბიომეტრიული); ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა; მშობლების პირადობის მოწმობის ასლი.

ვულკანი

19 ივნისი 2019, 00:57

ტაბლოიდი

თვითმფრინავიდან მგზავრმა მექსიკაში მოქმედი ვულკანი გადაიღო. ვიდეო

თვითმფრინავის მგზავრმა მექსიკაში მოქმედი ვულკანი გადაიღო. ვიდეო ABC News-ის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა. ვიდეოში პოპოკატეპეტლის ვულკანი ჰაერში ფერფლის მასას ისვრის, წარმოქმნილი კვამლის ფერი კი მზის ჩასვლის გამო ვარდისფერია.

ფრანჩესკო ტოტი

19 ივნისი 2019, 00:48

სპორტი

მედია: „რომა“ ტოტის სასამართლოში უჩივლებს

საფეხბურთო კლუბ „რომას“ მფლობელი ჯეიმს პალოტა უკმაყოფილოა კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელისა და ყოფილი ტექნიკური დირექტორის ფრანჩესკო ტოტის განცხადებებით. იტალიური მედიის ინფორმაციით, პალოტა აპირებს, კლუბის ყოფილ კაპიტანს სასამართლოში უჩივლოს, ვინაიდან თვლის, რომ ტოტის კრიტიკამ გუნდის იმიჯი დააზარალა.

მთვარე

19 ივნისი 2019, 00:42

ტექნოლოგიები

Apollo-ს ასტრონავტებმა მთვარეზე პირველი დაჯდომიდან 50 წლის იუბილე აღნიშნეს

87 წლის უოლტერ კანინგჰემი აპოლო 11 მისიის წევრი იყო, 87 წლის ელ უორდენი აპოლო 15-ის, ხოლო 83 წლის ჩარლი დიუკმა, რომელმაც მთვარეზე აპოლო 16-ის მისიის ფარგლებში გაიარა, ავიაშოუზე საზოგადოებას გამოცდილების შესახებ მოუთხრო.

თვითმფრინავი

19 ივნისი 2019, 00:21

ეკონომიკა

ფილიპინურმა ავიაგადამზიდავმა Airbus-ს 31 თვითმფრინავი შეუკვეთა

შეთანხმების მიხედვით, ფილიპინური კომპანია Airbus-ისგან მცირე ზომის, A321XLR ტიპის სამგზავრო თვითმფრინავებს იყიდის. შეთახნმების ღირებულება 6 მილიარდი დოლარია. შეთანხმებაში ასევე მითითებულია 16 A330neo-ტიპის და 5 A320neo ტიპის ვერტმფრენების შესახებ, რომლებიც ძირითადად საშუალო მანძილზე ფრენისთვის გამოიყენება.

ვენესუელა-კოლუმბიის საზღვარი

19 ივნისი 2019, 00:19

მსოფლიო

ვენესუელა-კოლუმბიის საზღვარზე აფეთქებებს 12 ადამიანი ემსხვერპლა

ინციდენტი ვენესუელის სოფელ ბოკა-დე-გრიტაში მოხდა, რომელიც კოლუბმიის ნორტე-დე-სანტანდერის დეპარტამენტთან საზღვრის მახლობლად მდებარეობს. უცნობმა პირებმა რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს, რის შედეგადაც დაიღუპა 12 და დაშავდა 10 ადამიანი.