imedi /  11 აპრილი 2019, 11:09 / სანდო წყარო

მერია ტაქსის მძღოლებს სთავაზობს, თუ გადაღებვა არ უნდათ, მანქანას თეთრი ფირი გადააკრან

ტაქსები

თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ რეფორმის შესახებ საზოგადოება და ტაქსის მძღოლები ინფორმირებულები იყვნენ. 

"კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ რეფორმა, ერთი მხრივ, ითვალისწინებს დედაქალაქში მდგომარეობის გაუმჯობესებას ტაქსის სერვისის მიწოდების თვალსაზრისით, ხოლო, მეორე მხრივ, ტაქსის მფლობელებისთვის ამ სერვისის განსახორციელებლად ხელშემწყობი პირობების შექმნას", - განაცხადა ილია ელოშვილმა და ის სარგებელი ჩამოთვალა, რაც A კატეგორიის ტაქსებს ექნება:

• მუნიციპალიტეტმა რეგისტრირებული A კატეგორიის ტაქსებისთვის საგანგებოდ გამოყო უფასო საპარკინგე ადგილები;

• რეგისტრირებულ A კატეგორიის ტაქსებს გადაეცემათ მანათობელი ნიშანი;

• თეთრი ფერის სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით გადაეცემათ ღებვის ვაუჩერი, რომელიც მძღოლის დანახარჯებს არ იწვევს;

• მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის და ტაქსის სერვისის გასაუმჯობესებლად ტაქსის მფლობელებს გადაეცემათ ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი;

• მათ გაუჩნდებათ კიდევ ერთი შემოსავლის წყარო რეკლამის განთავსების სანაცვლოდ;

• გარდა ამისა, ისინი თავისუფლები იქნებიან საშემოსავლო გადასახადისგან.

ილია ელოშვილის თქმით, თბილისი იმსახურებს იმას, რომ ქალაქში დადიოდნენ მოწესრიგებული, თეთრი ფერის, სუფთა ტაქსები. "თეთრი ფერით გადაღების ნაცვლად, ტაქსის მძღოლები გადააკრავენ ფირს მანქანას, ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ თეთრი ფერით შეღებვა, მათი განცხადებით იწვევს მანქანის ფასის დავარდნას, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ამ დათმობაზე წასვლა", - განაცხადა ელოშვილმა. 

მისი თქმით, ყველა მხარე თანხმდება, რომ რეფორმა აუცილებელი და გარდაუვალია. "ეს მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, ტაქსის სერვისით მოსარგებლე ადამიანებისთვის და ამ სერვისის გამწევი, რეგისტრირებული 27 000 პირისთვის", - განაცხადა ილია ელოშვილმა და დასძინა, რომ თბილისის მერია არ განიხილავს რეფორმის გადავადების საკითხს, თუმცა მსჯელობს რეფორმის პროცესში გარკვეული კორექტირების თაობაზე, გადაწყვეტილება კი ამის შესახებ უახლოეს დღეებში იქნება მიღებული.

ყველა სიახლე

26 ივნისი 2019, 10:09

მსოფლიო

კიმ კარდაშიანის საცვლების ხაზმა Kimono იაპონელების გაღიზიანება გამოიწვია

ამერიკელმა მოდელმა კიმ კარდაშიანმა სხეულის მაკორექტირებელი თეთრეულის ხაზი გამოუშვა, რომელსაც Kimono ჰქვია. როგორც კიმი ამბობს, რომ ბრენდის გამოშვებაზე 15 წლის განმავლობაში ფიქრობდა, აქტიური მუშაობა კი გასულ წელს დაიწყო.

ბექა ბასილაია

26 ივნისი 2019, 10:00

ძალოვნები

აქციაზე დაკავებული ყველა ადამიანი გაათავისუფლეს

"მას შემდეგ, რაც ჩემი საჩივარი გავიწვიე, პროკურატურამ საჯაროდ განაცხადა, რომ სასამართლოს მიმართავდა ყველას გათავისუფლების მოთხოვნით. ამით პროკურატურას შერცხვენილი სახის ჩამორეცხვა უნდოდა, მაგრამ ეს უსუსური მცდელობაა გავრილოვის ღამის გადაფარვის", - განაცხადა ბასილაიამ.

ფატო იალოუ

26 ივნისი 2019, 09:40

მსოფლიო

მის გამბია ყოფილ პრეზიდენტს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

როგორც 23 წლის გოგო იხსენებს, სექსუალური ძალადობა 2015 წელს მოხდა. იაია ჯამე მაშინ ქვეყნის პრეზიდენტი იყო. გამბიის ყოფილი პირველი პირი ბრალდებას უარყოფს. ახალგაზრდა ქალი ითხოვს, 54 წლის ჯამე სასამართლოს წინაშე წარდგეს და კანონის შესაბამისად დაისაჯოს.

26 ივნისი 2019, 09:34

ეკონომიკა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 12 ახალი ევროპული ავიამიმართულება დაინიშნება

შეთანხმებას ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და უნგრული დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air -ის ლოგისტიკის დირექტორმა, ანდრაშ სებოკმა.

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 09:29

ძალოვნები

ნიკა მელია დღეს პროკურატურაშია დაბარებული

20 ივნისის ღამეს პარლამენტთან მელიას მიერ განხორციელებულ ქმედებებში, პროკურატურა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს. კითხვაზე აპირებს თუ არა დღეს პროკურატურაში მისვლას "ნაციონალური მოძრობის ლიდერი", მელიას ეს ჯერ არ გადაუწყვეტია. ნიკა მელია ამბობს, რომ ბრალის წარდგენა მისთვის პატივია.

26 ივნისი 2019, 09:19

მსოფლიო

ამერიკელი ადვოკატი: მიგრანტი ბავშვები მშივრები, ავადმყოფები, ჭუჭყიანები და შეშინებულები არიან

"ბავშვები საკნებში არიან ჩაკეტილები, საპირფარეშო ღია საკნის ცენტრშია, ბავშვებს აქვე უწევთ ჭამა და ძილი. თუმცა არც საკვები და წყალი არ მიეწოდებათ შესაბამისად,"- განმარტავს ადვოკატი. ამავე ცნობით, 250 ბავშვი ტეხასის სასაზღვრო სადგურიდან თავშესაფარში გადაიყვანეს.

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 09:15

საქართველო

პარლამენტში ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობენ

09:00 საათზე საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება, რომელზე დასწრების საშუალება თავად ნიკა მელიას და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებს ექნებათ.

26 ივნისი 2019, 09:11

ტექნოლოგიები

სან-ფრანცისკოში ელექტრონული სიგარეტების გაყიდვა აკრძალეს

ეს ამერიკული ქალაქი მსოფლიოში პირველია, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სანამ აშშ-ის მთავრობა მოქალაქეებზე ელექტრონული სიგარეტების მავნე ზეგავლენას შეაფასებს, იქამდე მათი გაყიდვა უნდა აირძალოს.

მკვლელობა

26 ივნისი 2019, 09:05

ძალოვნები

ხულოში 45 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

მკვლელობა სოფელ ხიხაძირში 25 ივნისს მოხდა. უცნობია, მკვლელობის მიზეზი. შსს დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს. გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

26 ივნისი 2019, 09:01

საქართველო

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე დღეს 19:00 საათზე განახლდება

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია. თუ გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას არ დატოვებს, საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე გაგრძელდება. 20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა.

Kygo

26 ივნისი 2019, 08:54

კულტურა

Kygo-მ ახალი დუეტი დააანონსა

ნორვეგიელმა დიჯეიმ Kygo-მ ახალი დუეტი დააანონსა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. ,,როგორ ფიქრობთ, ვისთან ერთად?'',- სვამს კითხვას მუსიკოსი. თაყვანიმსცემლები ვარაუდობენ, რომ უცნობი მომღერალი შესაძლოა სელენა გომესი, კამილა კაბეიო ან უიტნი ჰიუსტონი იყოს.

გოგა ბითაძე

26 ივნისი 2019, 08:39

სპორტი

გოგა ბითაძემ Adidas-თან კონტრაქტი გააფორმა

მანამდე გოგა დრაფტზე „ინდიანა პეისერსმა“ აიყვანა. მას 19-ნომრიანი მაისურა გადასცეს. გოგა ბითაძე 20 ივნისს ოფიციალურად გახდა პლანეტის ყველაზე ძლიერი საკალათბურთო ლიგის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

პინკი

26 ივნისი 2019, 08:32

ტაბლოიდი

პინკის კონცერტზე ლესბოსელი წყვილი დაინიშნა. ვიდეო

ამერიკელი მომღერლის პინკის კონცერტზე უჩვეულო შემთხვევა მოხდა. გლაზგოში მიმდინარე კონცერტისას მომღერლის ფანმა სარამ თავის მეგობარ გოგოს ხელი სთხოვა. სპეციალურად ამისთვის პინკმა კონცერტი რამდენიმე წუთით შეყვიტა. მუსიკოსმა ლესბოსელი წყვილის დანიშვნის გამო ცრემლები ვერ შეიკავა.

მიხეილ სააკაშვილი

26 ივნისი 2019, 08:22

მსოფლიო

სააკაშვილის პარტია რადის არჩევნებში მონაწილეობას შეძლებს

კიევის მეექვსე სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაავალა უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმეორედ განიხილოს პარტიის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და დაარეგისტრიროს კანდიდატები.

ღვინო

26 ივნისი 2019, 08:06

ეკონომიკა

DW: ევროპაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გაიზარდა

ევროპელი მეღვინეები აღნიშნავენ, რომ ქართული ღვინო საკმაოდ ხარისხიანია და „როსპოტრებნადზორის“ მიერ ქართული ღვინის შესახებ გაკეთებული განცხადებები „პოლიტიკურად მოტივირებულია“.

კლიმატის ცვლილება

26 ივნისი 2019, 00:58

მსოფლიო

გაერო: მსოფლიოს კლიმატური აპარტეიდი ემუქრება

ანგარიშის თანახმად, ისეთი ბუნებრივი მოვლენები როგორიც არის გვალვა, წყალდიდობები, შტორმები სულ უფრო გახშირდება. ანგარიშის თანახმად, 2030 წლისთვის მსოფლიოში კლიმატური ცლილებებისგან გამოწვეული პროცესების გამო 120 მილიონამდე ადამიანი შესაძლოა გაღარიბდეს.

მიანმარი

26 ივნისი 2019, 00:46

მსოფლიო

მიანმარის ხელისუფლებამ როჰინჯა მუსლიმებით დასახლებულ შტატში ინტერნეტი გათიშა

ხელისუფლების მფლობელობაში არსებულმა ტელესაკომუნიკაციო ოთხმა კომპანიამ კავშირგაბმულობის სამინისტროს მითითებით რაკჰაინის შტატში სადაც ძირითადად ეთნიკურ უმცირესობაში მყოფი როჰინჯა მუსლიმები ცხოვრობენ, ინტერნეტი გაუთიშა.

მარიხუანის ლეგალიზაცია

26 ივნისი 2019, 00:43

მსოფლიო

ილინოისში მარიხუანის ლეგალიზაცია მოხდა

ილინოისი გახდა აშშ-ის მე-11 შტატი, სადაც მარიხუანის ლეგალიზაცია მოხდა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ჯეი რობერტ პრიცკერმა განაცხადა. მისივე თქმით, ილინოისი, სადაც სრულწლოვანთათვის მარიხუანის მოხმარება სრულად ლეგალური გახდა, „დემოკრატიის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს“.

ნაომი კემპბელი

26 ივნისი 2019, 00:30

კულტურა

ნაომი კემპბელი: მოდის ინდუსტრიაში კანის ფერის თემა ისევ გამოწვევაა

სუპერმოდელ ნაომი კემპბელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოდის ინდუსტრიაში კანის მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხები გაუმჯობესდა, ძველებურად მაინც "დიდ საქმედ" ითვლება როდესაც მოდის ცნობილი ჟურნალების გარეკანზე ფერადკანიანია გამოსახული.

მამუკა ბახტაძე

26 ივნისი 2019, 00:13

საქართველო

მამუკა ბახტაძე: სტუმარმასპინძლობა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფასეულობაა

პრემიერის განმარტებით, ტურიზმს განსაკუთრებული ეკონომიკური დატვირთვის გარდა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, ვინაიდან საქართველოს სტუმრებს საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.