imedi /  12 აპრილი 2019, 14:02 / სანდო წყარო

ბათუმის საკრებულოში პოლიცია ამ დრომდე რჩება

ბათუმის საკრებულოში სხდომა განახლდა, თუმცა პოლიცია ადგილზე ამ დრომდე რჩება. დღეს ბათუმის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება ორჯერ მოხდა. ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაუპირისპირდნენ.

დეპუტატებს შორის კონფლიქტი "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებას მოჰყვა, რომლის მიხედვით მერია საჯარო ინფორმაციას მალავს. კერძოდ, საუბარია სსიპ-ებსა და აიპ-ებში დასაქმებული ადამიანების სიის გამოთხოვაზე.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ინფორმაციას მერია არ გასცემს, ამის მიზეზი კი არის ის, რომ მუნიციპალურ ორგანოში ნეპოტიზმია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საჭირო ინფორმაცია უწყებამ გასცა, თუმცა უმცირესობა ახლა უკვე პერსონალურ მონაცემებს ითხოვს.

"ნაციონალური მოძრაობა ამ ხნის განმავლობაში არც ერთ სხდომას ბოლომდე არ დასწრებია. არც ბიუროს მუშაობაში მონაწილეობენ. ისინი კამერების წინ ხმაურობენ, თითქოს მოსახლეობას აჩვენებენ, რომ მუშაობენ. ეს მათი ტაქტიკაა. ისინი დეზინფორმაციის გავრცელებით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. მომზადებულები მოვიდნენ და გააკეთეს ის, რაც მოხდა", - განაცხადა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე. 

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

ყველა სიახლე

26 ივნისი 2019, 13:47

მსოფლიო

ანექსირებულ ყირიმში სწავლებისას ორი რუსი სამხედრო დაიღუპა

ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევა პოლიგონზე "ძველი ყირიმი" მოხდა. მანევრის შესრულებისას ორივე სამხედრო დაიღუპა. სამხედრო უწყების ცნობით, სამხედროებმა დროულად ვერ მოახერხეს პარაშუტის თოკებისგან გათავისუფლება, რაც გახდა მათი დახრჩობის მიზეზი.

დავით უსუფაშვილი

26 ივნისი 2019, 13:32

საქართველო

უსუფაშვილმა განმარტა რა შედეგები ექნება ივანიშვილისა და სააკაშვილისთვის პროპორციულ არჩევნებს

"შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი საარჩევნო პროპორციულ სისტემასა და მელიას დაკავებასაც ეხმიანება. როგორც უსუფაშვილი აცხადებს, მშვიდ ვითარებაში ჩატარებული პროპორციული არჩევნებით, ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულ ძალაუფლებას კარგავს, ხოლო სააკაშვილი მას ვერ მოიპოვებს.

26 ივნისი 2019, 13:21

მსოფლიო

ჩინეთში მარცვლეულის მოსავალს მავნებელი ჭიაყელა მასობრივად შეესია

Reuters-ის ცნობით, ჩინეთის 19 პროვინციაში მავნებელი ჭიაყელა მასობრივად გავრცელდა. ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ჭიაყელა მარცვლეულის ყანებში დაახლოებით 333,000 ჰა ტერიტორიაზეა გავრცელებული. ჩინეთის მთავრობის ინფორმაციით, მავნებლებს ერთი ღამის განმავლობაში მარცვლეულის ასობით ჰექტრისთვის ზიანის მიყენება შეუძლიათ, რაც ჩინეთის კვების სექტორს საფრთხეს უქმნის.

26 ივნისი 2019, 13:18

ეკონომიკა

27 ივნისიდან ირანი ურანის გამდიდრების პროცესს დააჩქარებს

27 ივნისის შემდეგ ირანი ურანის გამდიდრების ტემპებს დააჩქარებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ატომური ენერგიის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ბეჰრუზ კამალვანდიმ განაცხადა. მისივე განცხადებით, გამდიდრებული ურანის მარაგი უკვე საკმაოდ არის გაზრდილი, 27 ივნისს კი ეს მარაგი 300 კილოგრამს გადააჭარბებს.

26 ივნისი 2019, 13:17

ძალოვნები

პეკინზე დანით შეიარაღებული თავდამსხმელი „აიპლიუსის“ მაღაზიაში შეიჭრა

თბილისში, პეკინის გამზირზე „აიპლიუსის“ მაღაზიის დაყაჩაღება სცადეს. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს. „პეკინზე, აიპლიუსის მაღაზიაში 1 ადამიანი შეეცადა მაღაზიის დაყაჩაღებას, თუმცა მან ვერ შესძლო მარაზიის დაყაჩაღება, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იგი ადგილზე დააკავეს. გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს

პროკურატურა

26 ივნისი 2019, 13:14

ძალოვნები

აქციაზე დაკავებული 51 ადამიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის პროტესტები, რომლის თანახმადაც, 21 ივნისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეფარდებული სახდელის ზომა - პატიმრობის ვადა 51 პირის მიმართ შეიცვალა და შემცირდა.

26 ივნისი 2019, 13:13

საქართველო

სალომე სამადაშვილმა ვანო ზარდიაშვილს უსირცხვილო უწოდა

„უსირცხვილო, ნამუსგარეცხილ ადამიანებს მე პასუხის ღირსად საქართველოს პარლამენტში არ ვთვლი, - ამ სიტყვებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ვანო ზარდიაშვილს მიმართა.

26 ივნისი 2019, 13:03

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებმა მიგრანტებისთვის $4.5 მილიარდის გამოყოფას მხარი დაუჭირეს

როგორც დემოკრატები ამბობენ, ეს თანხა ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე არსებულ მიგრანტთა თავშესაფარში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას უნდა მოხმარდეს და არა მექსიკასთან კედლის მშენებლობას ან საიმიგრციო პატრულირებას. თუმცა, ახლა დოკუმენტმა სენატში უნდა გაიაროს მოსმენა, რომელსაც რეპუბლიკელები აკონტროლებენ.

კარლო კოპალიანი

26 ივნისი 2019, 13:00

საქართველო

კარლო კოპალიანი: როდის დამთავრდება გამოძიება მათ მიმართ ვინც 9 წელი დედას ტირობდა ამ ქვეყანას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს კარლო კოპალიანს აინტერესებს როდის დამთავრდება წინა ხელისუფლების პირების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება. მისი განცხადებით წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან კოჰაბიტაცია არ შეიძლება და "ასეთ ადამიანებთან ლაპარაკიც შეუძლებელია".

26 ივნისი 2019, 12:50

საქართველო

ადვოკატი: თუ ხელისუფლებას არ სურს ხელკეტიანების ნაცვლად იარაღიანი ადამიანები, დიალოგის გზით უნდა წავიდეთ

რუსთაველის გამზირზე 20 ივნისის აქციაზე დაკავებული ექვსი პირის ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლებამ დიალოგის გზას უნდა მიმართოს."ეს არ ნიშნავს წახალისებას, თუ ეს გზა არ იქნება არჩეული და ხელისუფლება წავა დესტრუქციული გზით, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ უფრო მძიმე და მკაცრ სცენარს“, - განაცხადა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ.

Ford Puma

26 ივნისი 2019, 12:49

ტექნოლოგიები

გერმანიაში Ford Puma-ს ახალი მოდელი წარადგინეს. ფოტო

ავტომობილის სამიზნე აუდიტორიას ევროპული ბაზარი წარმოადგენს, სადაც ის ჰიბრიდული დანადგარით - 48-ვოლტიანი სტარტერ-გენერატორით იქნება წარმოდგენილი, 3-ცილინდრიანი ბენზინიანი ძრავის EcoBoost-ის მოცულობა კი 1 ლიტრი იქნება. რაც შეეხება ტრანსმისიას, Ford Puma ექვსსაფეხურიან მექანიკაზე იმუშავებს. მოგვიანებით ბაზარზე დიზელზე მომუშავე მოდიფიკაციაც გამოჩნდება.

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 12:46

საქართველო

პარლამენტთან ნიკა მელიას მხარდამჭერები იკრიბებიან

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დეპუტატ ნიკა მელიას მხარდამჭერები იკრიბებიან. ისინი ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ტურიზმი

26 ივნისი 2019, 12:40

ეკონომიკა

El Español: საქართველო სტუმართმოყვარე და თბილი ქვეყანაა

სტატია საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეძღვნება. ავტორი საუბრობს თბილისის ღირსშესანიშნაობების, ტურისტული მარშრუტების, ისტორიული უბნების და არქიტექტურის შესახებ. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია საუკუნოვან ტრადიციებსა და სტუმართმოყვარე ხალხზე.

ჰუავეი

26 ივნისი 2019, 12:35

ტექნოლოგიები

NYT: ტრამპის აკრძალვის მიუხედავად, ამერიკული კომპანიები Huawei-ს პროდუქციას აწვდიან

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები, დონალდ ტრამპის მიერ გამოცემული აკრძალვის შესახებ ბრძანების მიუხედავად, აგრძელებენ ჩინური კომპანია Huawei-სთვის პროდუქციის მიწოდებას. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 ივნისი 2019, 12:27

ეკონომიკა

ტაქსის მძღოლებმა ავტომანქანის ფერის შეცვლის ვაუჩერი 10 აგვისტომდე უნდა აიღონ

კახა კალაძის თქმით, ვაუჩერის გამოყენების ბოლო ვადა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბერია. შესაბამისად, ტაქსების მძღოლებმა ავტომანქანის ფერის შეცვლა (შეღებვა, ან თეთრი ფირის გადაკვრა) პირველ ოქტომბრამდე უნდა განახორციელონ.

26 ივნისი 2019, 12:20

საქართველო

აუტისტური სპექტრის მქონეთა რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართული ბავშვების ასაკი 18 წლამდე იზრდება

თბილისის მერია „აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას“ 2015 წლის ივლისიდან ახორციელებს. ამ პერიოდში პროგრამის ბიუჯეტი რვაჯერ გაიზრდა და დღეისთვის, 1000 ბავშვის მომსახურებაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ამოქმედების დროს მასში 325 ბავშვი იყო ჩართული.

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 12:19

საქართველო

მელია: ისეთი დაბნეულები არიან, ჩემს დაპატიმრებაზე მიმართვა შეიძლება თბილისის ზოოპარკს გაუგზავნონ

დაპატიმრების შემთხვევაში კეთდება მიმართვა პენიტენციურ დაწესებულებაში, რომ შემოდის პატიმარი, მაგრამ ესენი ისეთი დაბნეულები არიან, მადლობელი დავრჩები, თუ თბილისის ზოოპარკზე არ გააკეთებენ მიმართვას, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიმდინარე მოვლენები.

26 ივნისი 2019, 12:10

საქართველო

ლატვიელმა ბლოგერმა საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლი გადაიღო. ვიდეო

ლატვიელი ბლოგერმა ალექსანდრ ალიმოვმა საქართველოს შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა. ალექსანდრ ალიმოვმა გადამღებ ჯგუფთან ერთად საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა. ვიდეოში იმერეთის, აჭარისა და სვანეთის ტურისტული ღირსშესანიშნაობებია წარმოდგენილი.

26 ივნისი 2019, 12:07

ეკონომიკა

ტაქსის მომსახურების გადახდა QR-კოდით იქნება შესაძლებელი

A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელ პირებს QR-კოდი გადაეცემათ, რომლის საშუალებითაც, მგზავრები მომსახურების საფასურის გადახდას შეძლებენ,-ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

სალომე სამადაშვიილ

26 ივნისი 2019, 11:58

საქართველო

სალომე სამადაშვილი უმრავლესობის წევრს: ხმა ჩაიგდე

პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისევ ხმაური და დაპირისპირებაა. დეპუტატები ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით მსჯელობენ და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. სალომე სამადაშვილმა უმრავლესობის დეპუტატს მიმართა და "ხმის ჩაგდება" მოსთხოვა.