imedi /  12 აპრილი 2019, 15:01 / სანდო წყარო

სოფო ჯაფარიძემ პრემიერის თანაშემწის პოსტი დატოვა

სოფო ჯაფარიძე

სოფო ჯაფარიძე

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის თანაშემწე სოფო ჯაფარიძე თანამდებობა ტოვებს. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა.

ჯაფარიძე თანამდებობიდან წასვლის მიზეზებს არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ სასურველი იქნებოდა, მის შემცვლელს უფრო მეტი ადამიანური და ფინანსური რესურსი ჰქონდეს.

„გაცნობებთ, რომ ვემშვიდობები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და პრემიერმინისტრის თანაშემწის პოზიციას (მალე გაცნობებთ საით გამიწევია).

მანამდე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს (მნიშვნელობა არ აქვს რომელ უწყებაში, ორგანიზაციაში თუ სექტორში არიან ისინი დასაქმებულნი, რა პოზიციაზე, ა.შ.) წარმატებული თანამშრომლობისთვის, პროფესიული თუ ადამიანური მხარდაჭერისთვის. იგივე ეხება ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამა თუ იმ ფორმით გვერდში მედგა.

მიუხედავად იმისა, რომ არც ძალისხმევა დამიკლია საქმისთვის და არც მონდომება, ვისურვებდი მეტის გაკეთება შემძლებოდა. გულწრფელად მინდა, რომ ის ადამიანი, ვინც გადაიბარებს ჩემ საქმიანობას, სახელმწიფომ უზრუნველყოს მეტი რესურსით (როგორც ადამიანური, ისე ფინანსურით) იმისათვის, რომ შეძლოს თავისი მოვალეობების უკეთ განხორციელება.

ამ პოზიციაზე მუშაობა იყო ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად, უკიდეგანოდ დიდი პასუხისმგებლობა. იყო დღეებიც, როდესაც მიფიქრია, რომ სხვადასხვა სახის გამოწვევებს უბრალოდ ვეღარ გავუმკლავდებოდი, თუმცა გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ თუ ადამიანს გიყვარს საქმე, რომელსაც აკეთებ და გული შეგტკივა მიზეზზე (cause) ყველაფერს გაუმკლავდები (ბუნებრივია იმ ადამიანების მხარდაჭერით, რომლებსაც ზევით მადლობა გადავუხადე).

არ დავიწყებ იმის ჩამოთვლას, თუ რა გავაკეთე და რა ვერ გავაკეთე, ამას თქვენ უკეთ შეაფასებთ და დროც თავისას იზამს. გარდა ამისა, ნამდვილად მეუხერხულება საკუთარ თავზე საუბარი, ვფიქრობ ეს ის ნაწილია, რომელიც სხვებს უნდა ვანდო.

ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: ძალიან მნიშვნელოვანია თვითკრიტიკულობა, გუნდური სულისკვეთება, კარგი კოორდინაცია და გრძელვადიან პერსპექტივაში სხვადასხვა გამოწვევებისთვის თვალის გასწორება. ნამდვილად არ არის დრო არაჯანსაღი კონკურენციისთვისა და ინდივიდულური პიარისთვის. არ არის აუცილებელი ყველას ერთმანეთი მოგვწონდეს (აქაც ისევე ყველა სექტორში დასაქმებულ ადამიანს ვგულისხმობ) და ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები ვიყოთ, თუმცა აუცილებელია კონსტრუქციულობა და ერთმანეთის პატივისცემა (რასაც, ბუნებრივია, დამსახურება სჭირდება). იმედი მაქვს, რომ თქვენი პატივისცემა დავიმსახურე“, - წერს ჯაფარიძე.

ადამიანის უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერის თანაშემწის თანამდებობას სოფო ჯაფარიძე 2014 წლიდან იკავებდა.

ყველა სიახლე

ნავი

26 აპრილი 2019, 00:43

მსოფლიო

ვენესუელაში ნავის ჩაძირვის შემდეგ 33 ადამიანს ეძებენ

ვენესუელაში ნავის ჩაძირვის შედეგად უგზო-უკვლოდ სულ მცირე 33 ადამიანი დაიკარგა. ამის შესახებ გამოცემა El Nacional წერს. ნავის ჩაძირვის მიზეზი მისი გადატვირთულობა გახდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

დონალდ ტრამპი  რობერტ მიულერი

26 აპრილი 2019, 00:37

მსოფლიო

ტრამპი უარყოფს ცნობას, რომ რობერტ მიულერის გათავისუფლება სცადა

საქმეზე გამოძიება 22 მარტს დასრულდა. დასკვნის მიხედვით, არ იკვეთება შეთქმულებისა თუ კონსპირაციის არცერთი ფაქტი. აგრეთვე, არ დგინდება ტრამპისა და მისი გარემოცვის რომელიმე წევრის მხრიდან სახელმწიფოს ღალატის არცერთი შემთხვევა.

ემანუელ მაკრონი

26 აპრილი 2019, 00:18

მსოფლიო

მაკრონი: ღია საზღვრების პოლიტიკა ვეღარ მუშაობს

შენგენის ზონაში შედის ევროპის 26 სახელმწიფო, რომლებმაც 1985 წელს სოფელ შენგენში (ლუქსემბურგი) ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას. შენგენის ზონა ჰგავს ერთგვარ სახელმწიფოს, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო ტურისტულ ზონისათვის, რომლის გარე საზღვრები მკაცრად კონტროლდება, ხოლო შიგნით საპასპორტო შემოწმება არ ხორციელდება.

ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი

25 აპრილი 2019, 23:32

მსოფლიო

ერდოღანი შესაძლოა ყირიმში ჩავიდეს

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტისთვის მზადება იწყება. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შესაბამისი ბრძანება კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

25 აპრილი 2019, 23:11

საქართველო

ბათუმში ელექტრომობილების მფლობელებმა შიმშილობა დაიწყეს

იქვე განათავსეს ელექტრომობილები. ისინი ზღვისპირა პარკში მუშაობის გაგრძელების უფლებას მხოლოდ მიმდინარე წელს ითხოვენ. როგორც მოშიმშილეები, ამბობენ დათმობაზე არ წავლენ. თუმცა, გარკვეულ კომპრომისზე უარს არ ამბობენ. კერძოდ, მზად არიან დაწესდეს რეგულაციები და შემცირდეს ელექტრომობილების რაოდენობაც.

25 აპრილი 2019, 23:04

ძალოვნები

გუდამაყარში მეხანძრეები ცეცხლს სპეცაღჭურვილობით აქრობენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გუდამაყრის ხეობაში ხანძრის ღია კერები ამ ეტაპზე არ ფიქსირდება. ადგილზე მეხანძრე-მაშველების რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. გუდამაყრის ხეობაში ხანძრის ადგილზე მანქანებით მისვლა ვერ ხერხდება.

შემთხვევის ადგილი

25 აპრილი 2019, 22:57

მსოფლიო

მოსკოვში საქართველოს მოქალაქემ კაცი მოკლა და თავი მოიკლა

მოსკოვში საქართველოს 60 წლის მოქალაქემ კაცი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, თუმცა მთავარ ვერსიად შურისძიებას განიხილავს. მედიის ინფორმაციით, აბდულაევმა მოკლული შვილის გამო შური იძია, რომელიც აზარტული თამაშების შედეგად დაგროვებული დიდი ვალის გადაუხდელობის გამო მოკლეს.

25 აპრილი 2019, 22:57

საქართველო

ტალინში საქართველოსადმი მიძღვნილი სკვერი გაიხსნება

"ამ მწვანე სივრცის ტერიტორიაზე გასულ წელს ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, თეა ახვლედიანმა და ტალინის მერმა, ტაავი აასმა, ესტონეთის რესპუბლიკაში 1920-1921 წლებში მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გახსნეს,"- წერია განცხადებაში.

მიხეილ გორბაჩოვი

25 აპრილი 2019, 22:45

მსოფლიო

მიხეილ გორბაჩოვი საავადმყოფოში მოხვდა

ამის შესახებ რუსულ მედიას გორბაჩოვის შესახებ გადაღებული ფილმის რეჟისორმა ანდრე სინგერმა განუცხადა. 41-ე მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე რეჟისორების ვერნერ ჰერცოგისა და ანდრე სინგერის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი „შეხვედრა გორბაჩოვთან“ აჩვენეს, რომლის პრემიერაზე სსრკ-ის ყოფილი პრეზიდენტიც უნდა ჩამოსულიყო.

ფილმი „შურისმაძიებლები“

25 აპრილი 2019, 22:37

კულტურა

„შურისმაძიებლების“ მთავარი ვარსკვლავების ჰონორარები გახდა ცნობილი

კინოსტუდია Marvel-ის ფილმების მთავარი როლების შემსრულებლების ჰონორარები გახდა ცნობილი. ინფორმაციას მსახიობების ანაზღაურების ოდენობის შესახებ გამოცემა Just Jared-ი ავრცელებს.

ქვევრი

25 აპრილი 2019, 22:34

ეკონომიკა

აშშ-ში საქართველოს საელჩოს წინ ქვევრს დადგამენ

"სულ მალე საქართველოს საელჩოს წინ ქუჩას დაამშვენებს ქართული ქვევრი. ბედნიერები ვართ რომ დღეს დაუზიანებლად მივიღეთ ჩვენი ძვირფასი ტვირთი დიდი ხნის ლოდინის შემდეგ. მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნული ღვინის სააგენტოს,"- წერია განცხადებაში.

ვლადიმერ პუტინი

25 აპრილი 2019, 22:17

მსოფლიო

პუტინს პასპორტებზე კიევის რეაქცია „უცნაურად“ მოეჩვენა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კომენტარი გააკეთა საერთაშორისო კრიტიკაზე, რომელიც თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის მცხოვრებლებისთვის რუსეთის პასპორტების აღების პროცედურების გამარტივებას მოჰყვა.

ოტო უარმბიერი

25 აპრილი 2019, 21:53

მსოფლიო

მედია: ფხენიანი კომაში მყოფი ამერიკელის მკურნალობის გამო 2 მილიონ დოლარს ითხოვდა

ჩრდილოეთ კორეა აშშ-სგან 2017 წელს ფხენიანში გასამართლებული და სამშობლოში დაბრუნებისთანავე გარდაცვლილი ამერიკელი სტუდენტის ოტო უარმბიერის მკურნალობის ხარჯების დაფარვას ითხოვდა. გამოცემა The Washington Post-ის ინფორმაციით, 2 მილიონი დოლარის გადახდის გარეშე ჩრდილოეთ კორეა უარმბიერის აშშ-სთვის გადაცემაზე უარს აცხადებდა.

კობა გვენეტაძე

25 აპრილი 2019, 21:45

ეკონომიკა

კობა გვენეტაძე: რეგულაცია კი არ ზღუდავს, არამედ აჯანსაღებს სისტემას

"ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, რეგულაციაში ტექნიკური ცვლილებები არ შეიძლება შევიდეს. თუმცა, რეგულაციის მთავარი პრინციპი, რომ სესხი გაიცეს მხოლოდ გადახდისუნარიანობის შეფასების საფუძველზე, არ შეიცვლება“, – წერს კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ევროსაბჭო

25 აპრილი 2019, 21:11

საქართველო

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშს თბილისში აფასებენ

საქართველოს მორიგი მხარდაჭერა ევროპიდან. რუსეთი აგრესორია და საქართველოს რეგიონების ოკუპაციას განაგრძობს. ეს არის ჩანაწერი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშიდან, რომელშიც მოსკოვის ქმედება კიდევ ერთხელ მკაცრად არის გაკრიტიკებული.

25 აპრილი 2019, 21:08

საქართველო

მეტროსადგურების სრული რეაბილიტაციისთვის $17 მილიონს აზიის განვითარების ბანკი გამოყოფს

საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ, მას შემდეგ გახდა, რაც მწყობრიდან გამოსულმა გადამცემმა ხაზმა 24 აპრილს, გოცირიძის სადგურზე შეფერხება გამოიწვია. თბილისის მთავრობა მეტროსადგურების სრულ რეაბილიტაციას იწყებს.

შრი-ლანკა

25 აპრილი 2019, 21:07

მსოფლიო

შრი-ლანკაზე ტერაქტებს არა 359 არამედ 253 ადამიანი ემსხვერპლა

21 აპრილს შრი-ლანკაზე ტერაქტების სერიას არა 359, არამედ 253 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს ორმა ადგილობრივმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.

დავით-გარეჯი

25 აპრილი 2019, 21:00

საქართველო

რა ვითარებაა დავით გარეჯში. ვიდეო

დავით ზალკალიანის განმარტებით, ქართულმა მხარემ მომხდარზე მყისიერი რეაგირება მოახდინა და აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან კომუნიკაცია დაამყარა. შეგახსენებთ, რომ მსგავსი ინციდენტები პირველი არ არის.დღეს არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) თქვა, რომ უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს.

ბრიუსელი

25 აპრილი 2019, 20:48

საქართველო

ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლის იუბილესთვის ემზადებიან

მინისტერიალის მეორე დღეს ბრიუსელი მაღალი დონის კონფერენციას უმასპინძლებს. ბელგიაში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე. ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნებთან ერთად შეაფასებს განვლილ 10 წელს, მიღწევებს და გამოწვევებს.

აეროპორტი

25 აპრილი 2019, 20:38

საქართველო

ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად კონტროლი საქართველოს საზღვრებზეც გამკაცრდება

"ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის დიდი მონაპოვარი, რომელიც ქვეყანას გააჩნია ევროკავშირში თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით, შენარჩუნებული და გამყარებული იყოს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.