imedi /  15 აპრილი 2019, 00:07 / სანდო წყარო

ლევან გოგიჩაიშვილი: დღეს სჭირდებათ მოსამართლეები, რომლებიც გავლენას მარტივად ექვემდებარებიან

ლევან გოგიჩაიშვილი

ლევან გოგიჩაიშვილი

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრის, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პარტიაში ყველა თანხმდებოდა, რომ მოძალადე მოსამართლეები ვადის გასვლისთანავე სასამართლო სისტემაში ვეღარ დაბრუნდებოდნენ. ამის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილმა გადაცემა "იმედი LIVE"-ის ეთერში განაცხადა.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, იმის ბერკეტი, რომ მოძალადე მოსამართლეები სასამართლოში აღარ დარჩებოდნენ, ბიძინა ივანიშვილი იყო, რომელსაც, გოგიჩაიშვილის თქმით, არსებული რეალობის შეცვლის ან კორექტირების სურვილი არ აქვს.

"თქვენ გგონიათ, რომ კანონია პრობლემა? პრობლემა არიან ადამიანები. დღევანდელი კანონმდებლობით იუსტიცის საბჭო უვადოდ ნიშნავს მოსამართლეებს. მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხი ახალ კონსტიტუციაში წინა კონსტიტუციას გადმოჰყვა და არ დაექვემდებარა რევიზიას. და თუ რამეში ვადანაშაულებ ჩემს თავს, არის ის, რომ ვერ შევძელი, ვერ ვიყავი საკმარისი იმისთვის, რომ ეს პროცესი ასე დამთავრებულიყო. ვფიქრობ, ეს სარეფერენდუმო შეკითხვაა, მოსახლეობას უნდა ვკითხოთ არის თუ არა ქვეყანა მზად, მოსამართლეები უვადოდ უნდა დაინიშნონ", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, მას პრეტენზიები აქვს "ქართული ოცნების" ხელმძღვანელთან, რომელიც გოგიჩაიშვილის თქმით, ცდილობს, რომ ეს ადამიანები "უვადოდ დაამაგროს სასამართლოში და ამისთვის ყველა გავლენას იყენებს".

"32 საათის განმავლობაში ადამიანები მეუბნებოდნენ, რომ ეს ხალხი ჩვენ გვჭირდება, რომ მათზე დგას სასამართლო და ეს ხალხი არის ჩვენი სასამართლოს მომავალი. რესურსი აღარ დარჩა გადარწმუნების. ვცდილობდი დამერწმუნებინა პარტია თუ რა რეალობა დადგებოდა "ქართული ოცნებისთვის", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა და დასძინა, რომ ამის გამო მმართველი პარტია პოლიტიკურ ფასს აუცილებლად გადაიხდის. "გადასახდელია ეს პოლიტიკური ფასი. ჩემი აზრით, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ხედვა და ფორმულა, რომ ადრე იყვნენ "ცუდები" და დღეს გახდნენ "კარგები", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისი თქმით, სასამართლო სისტემა არ არის, სასამართლო არის ინდივიდი. 

"მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტი თვითონ მოსამართლეა. დღეს სჭირდებათ მოსამართლეები რომლებიც მარტივად ექვემდებარებიან გავლენას. მათ ბევრი რამ ცუდი გააკეთეს, ამიტომ ძალიან მარტივი და კომფორტულია ამ მოსამართლეების მართვა იმდენად დისკრედიტებულნი არიან", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

ყველა სიახლე

კონცერტი

17 ივნისი 2019, 10:30

კულტურა

ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ დაიწყო

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, წელს, ფესტივალი „ჰუალინგ პარკში“ გრანდიოზულად გაიხსნა.

17 ივნისი 2019, 10:18

საქართველო

შსს ბავშვთა ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ კამპანიას იწყებს

" მომართვიანობის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა გასულ წელს, წინა წელთან შედარებით",- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ უწყება მაქსიმუმს გააკეთებს, რომ დამნაშავეებმა აუცილებლად აგონ პასუხი.

მორეცხვა

17 ივნისი 2019, 10:12

საქართველო

თბილისის ათივე რაიონის ყველა ცენტრალურ ქუჩას ყოველდღიურად მორეცხავენ

„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის ლევან ჯღარკავას თქმით, დედაქალაქის ქუჩების ყოველდღიური მორეცხვა, სპეციალურად შემუშავებული განრიგის მიხედვით, ზამთრის დადგომამდე განხორციელდება.

17 ივნისი 2019, 09:59

მსოფლიო

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებითი სამხედრო ძალის გაგზავნას გეგმავს

ტელეკომპანიის ცნობით, საუბარია სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტის“ გაგზავნაზე, ასევე გამანადგურებლებსა და საბრძოლო გემებზე. ამავე ცნობით, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

17 ივნისი 2019, 09:54

ძალოვნები

შსს-მ ლგბტქ პრაიდის წინააღმდეგ ლეგიონის შექმნის შესახებ ლევან ვასაძის განცხადების შემდეგ გამოძიება დაიწყო

"გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და მოხდება შესაძლო დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირის ქმედების სამართლებრივი შეფასება",- წერია განცხადებაში.

პოლიცია

17 ივნისი 2019, 09:43

ძალოვნები

ჯიქიას ქუჩაზე 3 თვის ჩვილი გარდაიცვალა

გავრცელებული ცნობით, ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები დაბადებიდან ჰქონდა. ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.

დროშები

17 ივნისი 2019, 09:28

მსოფლიო

აშშ: რუსეთმა და ვენესუელამ $209-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმეს

ჯონ ბოლტონის თქმით, ცოტა ხნის წინ, კარაკასმა და მოსკოვმა $209-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმეს. თეთრი სახლის ლიდერის მრჩეველი ამბობს, რომ ამ ქმედებით მადუროს რეჟიმმა რუსეთისგან სამომავლო მხარდაჭერა იყიდა.

მაიკ პომპეო

17 ივნისი 2019, 09:26

მსოფლიო

პომპეო: აშშ ირანისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ყველა ვარიანტს განიხილავს

"დარწმუნებულები ვართ, რომ შევძლებთ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ თეირანმა ბირთვული იარაღი ვერ შექმნას,“- განაცხადა მაიკ პომპეომ. ირანსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ 2015 ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით მიღწეული შეთანხმებიდან გავიდა.

აქცია

17 ივნისი 2019, 09:20

მსოფლიო

რუსეთში ჟურნალისტების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

აქციაზე მისული აქტივისტები რუსეთის მთავრობას ჟურნალისტების უფლებების შელახვაში ადანაშაულებდნენ. გარდა ამისა, მანიფესტანტები „მედუზას“ ჟურნალისტის ივან გოლუნოვის დაკავების ფაქტსაც აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ რუსეთში მთავრობის წინააღმდეგ აზრის თავისუფლად გამოხატვა, სულ უფრო და უფრო რთულდება.

დონალდ ტრამპი

17 ივნისი 2019, 09:07

მსოფლიო

დონალდ ტრამპი თავს პატიოსან ადამიანად მიიჩნევს

"მაწუხებს ის, რომ როდესაც არასწორად არაფერი გაგიკეთებია, პატიოსანი ხარ და ისინი კუდიანებზე ნადირობენ. და არის მიულერი, რომელსაც სძულს ტრამპი და არასდროს ყოფილა ჩემი მომხრე“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მიგრანტები

17 ივნისი 2019, 08:59

მსოფლიო

მექსიკაში 800-მდე არალეგალი მიგრანტი დააკავეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ულტიმატუმის შემდეგ მექსიკამ არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად რეალური ნაბიჯები გადადგა. მექსიკის გავლით აშშ-ში შესვლას მიგრანტები ჰონდურასიდან, გვატემალიდან და სალვადორიდან ცდილობენ.

ნანი ბრეგვაძე

17 ივნისი 2019, 08:57

კულტურა

„თბილისური ეზოების“ ფარგლებში ნანი ბრეგვაძის საღამო გაიმართა

შესრულდა ქართულ კინოფილმებში ნანი ბრეგვაძის მიერ შესრულებული ცნობილი სიმღერები. ასევე ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ნიკოლოზ რაჭველმა და ცირა ელისაშვილმა. პროექტ „თბილისური ეზოების“ ფარგლებში წელს კონცერტი კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება.

მატს ჰუმელსი

17 ივნისი 2019, 08:47

სპორტი

მატს ჰუმელსი „დორტმუნდში“ დაბრუნებას გეგმავს

ერთი ცნობით, "დორტმუნდს" ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდება. მეორე ცნობით კი 20 მილიონი პლუს ბონუსები. ჰუმელსი "ბაიერნმა" "დორტმუნდისგან" 2016 წელს 35 მილიონად შეიძინა.

კაროლ და კარლოს გონები

17 ივნისი 2019, 08:38

ეკონომიკა

Nissan-ის ყოფილი დირექტორის ცოლი ტრამპს დახმარებას სთხოვს

ქალი მოუწოდებს თეთრ სახლს იაპონიაზე ზეწოლა გააძლიერონ და ამ სამართლებრივ დავაში შტატებმა Nissan-ის ყოფილი დირექტორს მხარი დაუჭიროს. მისივე თქმით, მას შემდეგ კარლოს გონი დააკავეს, თავის ქმართან ლაპარაკის საშუალება არ ჰქონია.

ჯოშუა ვანგი

17 ივნისი 2019, 08:20

მსოფლიო

სტუდენტი, რომელიც 2014 წლის აქციების მთავარი სახე იყო, ჰონგ-კონგის მთავრობის გადადგომას ითხოვს

კანონპროეექტის თანახმად, რომელსაც მასშატაბური აქციები მოჰყვა, დაკავებულ პირს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანს, რასაც ჰონგკონგელების დიდი ნაწილი არ ეთანხმება. ამ მასშტაბის საპროტესტო აქცია ჰონგ-კონგში 2014 წლის "ქოლგების მოძრაობის" შემდეგ არ ჩატარებულა.

კაროლინ ვოზნიაცკი

17 ივნისი 2019, 08:11

ტაბლოიდი

დანიელი ჩოგბურთელი კაროლინ ვოზნიაცკი გათხოვდა

საქორწინო ცერემონია ტოსკანას ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა.ცერემონიას 120 სტუმარი ესწრებოდა. სერენა უილიამსი მეჯვარე იყო. პატარძალს ოსკარ დე ლა რენტას კაბა ეცვა. ვოზნიაცკიმ და ლიმ ერთმანეთი 3 წლის წინ გაიცნეს, 2017 წელს კი დაინიშნენ.

შსს

17 ივნისი 2019, 08:01

საქართველო

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები შსს-სთან კონსულტაციებს იწყებენ

"საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით, ჩვენ ვუბრუნდებით მოლაპარაკებების მაგიდას და ვისაუბრებთ იმ უსაფრთხოების გამოწვევებზე, კონკრეტულ დეტალებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია, იყოს გათვალისწინებული ღირსების მარშის ორგანიზებისთვის“, – განაცხადა გიორგი თაბაგარმა.

აფეთქება

17 ივნისი 2019, 01:42

ძალოვნები

ვაშლიჯვარში მანქანა აფეთქდა. ფოტო და ვიდეო

თბილისში, ვაშლიჯვარში საცხოვრებელი კორპუსების ეზოში ავტომობილი აფეთქდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ, მათ ცეცხლი უკვე ჩააქრეს. აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

17 ივნისი 2019, 01:03

კულტურა

Black Eyed Peas-მა სიმღერა Where is the Love ქართველ მსმენელთან ერთად შეასრულა. ვიდეო

"ბლექ სი არენაზე" Black Eyed Peas-ის კონცერტი დასრულდა. წარმოდგენის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი ქართველი მსმენელისა და ჯგუფის მიერ ერთად შესრულებული, ჰიტად ქცეული სიმღერა "Where is the Love" იყო.

17 ივნისი 2019, 00:58

ვიდეო

ქართველმა მსმენელმა სიმღერა "Where is the Love" Black Eyed Peas-თან ერთად იმღერა