imedi /  15 აპრილი 2019, 08:20 / სანდო წყარო

პარლამენტში მოსამართლეებზე უმრავლესობის კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ

პარლამენტი

პარლამენტი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს.

"მეორე მოსმენით ვიწყებთ საერთო სასამართლოების შესხებ ორგანული კანონის პროექტის განხილვას და გვაქვს მოლოდინი, რომ საკომიტეტო განხილვის შემდეგ კიდევ უფრო დაიხვეწება არსებული პროექტი. ვფიქრობთ, ეს არის უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფს პროცედურების გამჭვირვალობასა და ღიაობას, რაც გულისხმობს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა წარდგინებისა და არჩევის პროცესს. ერთ-ერთი საინტერესო მოდელი იქნება სწორედ ინკლუზიურობიდან გამომდინარე. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები. ამ კონსულტაციების შედეგად, ვენეციის კომისიისგან მივიღეთ პირობა, რომ მიმდინარე კვირაში გვექნება დასკვნა და ეს იქნება საჯარო. აქედან გამომდინარე, ეს ნიშნავს, რომ პლენარული სხდომისთვის, სადაც აღნიშნული კანონი მეორე მოსმენით დამტკიცდება, უკვე საჯარო იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.

20 მარტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

21 იანვარს უზენაესის მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს. 

10 მთავარი პრინციპი, რომელსაც მოსამართლეების დანიშვნაზე უმრავლესობის პროექტი ეფუძნება, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ყველა სიახლე

ფილმი

13 ნოემბერი 2019, 00:54

კულტურა

სონიკის შემქმნელებმა მისი გარეგნობა შეცვალეს და ფილმის ახალი ტრეილერი გამოაქვეყნეს

სტუდია Paramount-მა სრულმეტრაჟიანი ფილმის Sonic The Hedgehog-ის ტრეილერი გამოაქვეყნა. ფილმი კინოთეატრებში 2019 წლის ნოემბერში უნდა გამოსულიყო, თუმცა მთავარი გმირის შესახებ დაწყებული მასობრივი კრიტიკის გამო, სტუდიამ პრემიერა გადადო.

კატალონია

13 ნოემბერი 2019, 00:42

მსოფლიო

კატალონიელმა რადიკალებმა ესპანეთისა და საფრანგეთის დამაკავშირებელი გზები გადაკეტეს

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე რადიკალებმა ესპანეთისა და საფრანგეთის დამაკავშირებელი გზები გადაკეტეს. ინფორმაციას ამის შესახებ კატალონიური პოლიცია ავრცელებს. „​სან-გრეგორის რაიონში მდებარე ავტომაგისტრალი AP-7 მანიფესტაციის გამო ორივე მიმართულებით მთლიანად გადაკეტილია“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილი

13 ნოემბერი 2019, 00:20

ძალოვნები

ღარიბაშვილი: „ოცნების“ გონივრული პოლიტიკის პირობებში შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პრაგმატული, სწორი და გონივრული პოლიტიკის პირობებში შეიარაღებული კონფლიქტის გამეორების საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი. ამის შესახებ მან „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „SWOT ანალიზი“ განაცხადა.

ტექნოლოგიები

13 ნოემბერი 2019, 00:18

ტექნოლოგიები

როგორ განვასხვაოთ ორიგინალი ტექნიკა ყალბისაგან

ტექნიკის შეძენის დროს მომხმარებელი არც თუ ისე მცირე თანხას იხდის, შესაბამისად უნდა, რომ ის ხარვეზის გარეშე იყოს და არა რამდენიმე თვე, არამედ უფრო მეტ ხანსაც იმუშაოს. თუმცა არსებობენ გამყიდველები, რომლებიც ტექნიკას დაბალ ფასად ყიდიან, რაც შეიძლება პროდუქტის სისუსტის ან დეფექტის ნიშანი იყოს.

დონალდ ტრამპი

12 ნოემბერი 2019, 23:54

მსოფლიო

ტრამპი: „ისლამური სახელმწიფოს“ ახალი ლიდერის ადგილსამყოფელიც ვიცით

31 ოქტომბერს „ისლამურმა სახელმწიფომ“ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის გარდაცვალება დაადასტურა და მის შემცვლელად აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ქურაიში დაასახელა. მანამდე ტრამპმა დაწერა, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა ალ-ბაღდადის სავარაუდო შემცვლელის ლიკვიდირება შეძლეს, თუმცა მისი ვინაობა არ გაამხილა.

მიხეილ სააკაშვილი

12 ნოემბერი 2019, 23:52

საქართველო

სააკაშვილმა აკინის ფილმი გააკრიტიკა

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გააკრიტიკა. „რა გეფილმებათ, მეგობრებო, საშინელებათა ფილმში ცხოვრობთ, ოღონდ რეალში“, - განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, „არის რაღაც საზღვრები, რაც არ ჯდება ქრისტიანობის ფარგლებში“.

დილან ჰერნანდესი

12 ნოემბერი 2019, 23:41

მსოფლიო

სან-დიეგოს უნივერსიტეტში სტუდენტის გარდაცვალებაში საძმოები არიან ეჭვმიტანილები

სან-დიეგოს უნივერსიტეტის 19 წლის სტუნდეტის გარდაცვალების გამო უნივერსიტეტში მოქმედი 14 საძმო ეჭვქვეშ არიან. არსებული ინფორმაციით, სტუდენტი სწორედ საძმოს მიერ გამართული წვეულების შემდეგ, მეორე დღეს მოხვდა საავადმყოფოში, რამდენიმე დღეში კი გარდაიცვალა.

ვუნდერკინდი

12 ნოემბერი 2019, 23:00

ტაბლოიდი

9 წლის ნიდერლანდელი ვუნდერკინდი უნივერსიტეტის დიპლომს მიიღებს

ლორან სიმონსი რამდენიმე თვეში ეინდჰოვენის ტექნიკურ უნივერსიტეტს დაამთავრებს. ის ელექტროტექნიკის ფაკულტეტზე სწავლობს, უნივერსიტეტში კი სულ რაღაც 1 წლის წინ ჩააბარა. ბიჭის IQ 145-ია, მას ფოტოგრაფიული მეხსიერება აქვს, თავად ლორანის თქმით, მისი საყვარელი საგანი მათემატიკაა.

დავით ზალკალიანი

12 ნოემბერი 2019, 22:54

საქართველო

ზალკალიანი: საქართველო არ ერევა სხვა ქვეყნების ელჩების შერჩევაში

„საქართველო აშშ-ის ელჩის შერჩევის პროცესში არ მონაწილეობს. დიპლომატიური წესია, რომ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება მიიღოს გადაწყვეტილება ელჩის კანდიდატურაზე. ჩვენ ვერ ვერევით იმაში, თუ ვინ უნდა დაინიშნოს ელჩად. ამაზე ბევრჯერ გაიცა პასუხი“, - განაცხადა ზალკალიანმა.

კორეა

12 ნოემბერი 2019, 22:26

მსოფლიო

სამხრეთ კორეაში მოკლული 47000 ღორის სისხლი მდინარეში ჩაიღვარა

ძლიერი წვიმიანი ამინდების შედეგად სამარხიდან, სადაც მოკლული ღორები იყვნენ დასაფლავებულები, სისხლი მიწისქვეშა დინებით მდინარე იმჯინგანში ჩავიდა. აფრიკული ღორის გრიპი გადამდები და განუკურნებელია დაავადება, რომლითაც ღორები ინფიცირდებიან.

ევო მორალესი

12 ნოემბერი 2019, 22:20

მსოფლიო

ევო მორალესი: ბოლივიაში ჩემი სიცოცხლე საფრთხეში იყო, თუმცა ბრძოლა გრძელდება

ბოლივიის ყოფილმა პრეზიდენტმა ევო მორალესმა მექსიკაში თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზი დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მეხიკოში ჩასულმა მორალესმა პრესკოფერენცია გამართა და განაცხადა, რომ თანამდებობა დატოვა, რათა ქვეყანაში სისხლისღვრა არ მომხდარიყო.

apple card

12 ნოემბერი 2019, 21:50

ეკონომიკა

Goldman Sachs-ი სექსიზმში დადანაშაულების შემდეგ Apple Card-ზე ლიმიტებს გადახედავს

ბანკი Goldman Sachs-ი სექსიზმში დადანაშაულების შემდეგ Apple Card-ის მფლობელებისთვის საკრედიტო ლიმიტების შესწორების იდეით გამოვიდა. ამის შესახებ ბანკის ამერიკული ფილიალის აღმასრულებელმა დირექტორმა კერი ჰალიომ განაცხადა.

12 ნოემბერი 2019, 21:24

საქართველო

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მსჯელობა პარლამენტში 13 ნოემბერს გაგრძელდება

პარლამენტში უმრავლესობაში გამართული კონსულტაციის შედეგად გადაწყდა, რომ ხვალ, 13 ნოემბერს უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები კიდევ ერთხელ შეაჯერებენ პოზიციებს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

Instagram Reels

12 ნოემბერი 2019, 21:23

ტექნოლოგიები

Instagram-მა მოკლე ვიდეოების დამუშავების აპლიკაციის ტესტირება დაიწყო

Reels-ში 15-წამიანი ვიდეოების გადაღება, მათზე მუსიკისა და ეფექტების დადება და შემდეგ ისტორიებში ან სპეციალურ საჯარო განყოფილებაში, Top Reels-ში გამოქვეყნება შეიძლება. ახალი ფუნქცია ჯერჯერობით მხოლოდ ბრაზილიის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი.

დუბაი დატბორილი

12 ნოემბერი 2019, 20:55

მსოფლიო

დუბაიში მსოფლიოს ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი დაიტბორა. ვიდეო

დუბაიში მდებარე მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო და გასართობი ცენტრი Dubai Mall-ი ხანგრძლივი წვიმის გამო დაიტბორა. სავაჭრო ცენტრში გადაღებულ ვიდეოს გამოცემა Mirror-ი ავრცელებს. კადრებზე ჩანს, რომ ჭერიდან წყალი ძლიერი ნაკადით ჩამოდის. გამოცემის ცნობით, დატბორვის გამო სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი გასასვლელი დაიბლოკა.

12 ნოემბერი 2019, 20:51

საქართველო

მოქალაქემ პარლამენტთან პროტესტის ნიშნად თმა მოიჭრა

მოქალაქემ პარლამეტთან პროტესტის ნიშნად თმა მოიჭრა, როგორც მან თქვა, ამ ქმედებით პატრიარქის შეურაცხყოფა გააპროტესტა. ინციდენტი პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოხდა. კონკრეტულად რას გულისხმობდა პატრიარქის შეურაცხყოფაში მოქალაქეს არ უთქვამს.

სასამართლო

12 ნოემბერი 2019, 20:31

მსოფლიო

ტაილანდში პოლიციის გადამდგარმა გენერალმა სასამართლოში ორი ადამიანი მოკლა

შემთხვევა ჩანთხაბურის პროვინციის სასამართლოში მოხდა, სადაც მიწის ნაკვეთის საკუთრების საქმე განიხილებოდა. სროლა მაშინ დაიწყო, როდესაც მხარეები დარბაზში მოსამართლეს ელოდებოდნენ, რომელსაც 10-წლიან დავაზე გადაწყვეტილება უნდა გამოეცხადებინა.

პროპორციული არჩევნები

12 ნოემბერი 2019, 20:29

საქართველო

პარლამენტთან პროპორციული არჩევნების მოთხოვნით აქცია „არ გაბედო“ მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს სახელწოდებით "არ გაბედო!". აქციის მონაწილეები პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მოითხოვენ. როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა თქვა, პარლამენტში დღეს გამოიკვეთა, რომ "უმნიშვნელოვანესი რეფორმა საფრთხეშია".

მატეუშ მორავეცკი

12 ნოემბერი 2019, 20:10

მსოფლიო

პოლონეთის მთავრობა გადადგა

460-ადგილიან სეიმში იაროსლავ კაჩინსკის პარტიას 235 დეპუტატი ეყოლება. ეს შედეგი მას მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს პარტიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტს ისევ მატეუშ მორავეცკი უხელმძღვანელებს.

ჰონგ-კონგი

12 ნოემბერი 2019, 20:08

მსოფლიო

ჰონგ-კონგში სტუდენტ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

შეტაკებას წინ უძღოდა ჰონგ-კონგის პოლიციის უფროსის განცხადება, რომლის თანახმადაც არეულობამ ქალაქი "სრული დაშლის ზღვარზე" მიიყვანა. დემონსტრატები გუშინ აქციის მონაწილისთვის პოლიციელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ფაქტს აპროტესტებდნენ. ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.