imedi /  15 აპრილი 2019, 16:15 / სანდო წყარო

მამუკა ბახტაძე: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კატასტროფა გვაქვს

პრემიერი

მამუკა ბახტაძე
ვასილიკა-ვიორიკა დენჩილას

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კატასტროფაა. ამის შესახებ პრემიერმა რუმინელ კოლეგა ვასილიკა-ვიორიკა დენჩილასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ჩვენს კოლეგებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. შეხვედრებზე განვიხილეთ საქართველოში არსებული ძალიან მტკივნეული გამოწვევები.

რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას. სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით კატასტროფულია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვაქვს ჰუმანიტარული კატასტროფა ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღესვე მამუკა ბახტაძე რუმინეთის პრეზიდენტს შეხვდა. აუდიენციისას მხარეებმა მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებზე, ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს.

ყველა სიახლე

ასამბლეა

20 ივნისი 2019, 12:41

საქართველო

პროტესტის შემდეგ პარლამენტში მართლმადიდებლობის საკითხებზე ასამბლეა შეწყდა

პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა, ასამბლეა სხვა ადგილზე ჩატარდება. ამის შესახებ ასამბლეის გენმდივანმა ანდრიას მიხაილიდისმა "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" პროტესტის შემდეგ განაცხადა.

Tbilisi Open Air

20 ივნისი 2019, 12:35

საქართველო

Tbilisi Open Air-ზე წასვლის მსურველებისთვის უფასო ავტობუსები იმოძრავებენ

ავტობუსები 14:00 საათიდან 03:00-საათამდე მეტროსადგურ „დელისიდან“ ლისის ტბის მიმართულებით 10-15 წუთის ინტერვალით გავლენ. Tbilisi Open Air 2019 წელს 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. შემსრულებლებს შორის, რომლებიც თბილისში Open Air-ის ფარგლებში ჩამოვლენ არიან Franz Ferdinand, Unkle და Mogwai.

ქართველი ექიმები

20 ივნისი 2019, 12:28

საქართველო

ბათუმში გარდაცვლილი 4 წლის ბიჭის დედა მკურნალი ექიმის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

შორენა იაკობაძე ამბობს, რომ საქმე სამედიცინო რეგულირების სააგენტომ შეისწავლა და პედიატრ კარინა აბგარიანს ოთხი თვით ლიცენზია შეუჩერა. მისივე თქმით, სააგენტო საქმეს ორი წელი სწავლობდა, პასუხი რამდენიმე დღის წინ მიიღო. იაკობაძე აპირებს, სასამართლოში ექიმის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს.

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია

20 ივნისი 2019, 12:22

სპორტი

ტაეკვონდოს ფედერაცია: დაპირისპირებაში ჩართულ პირებს მოვუწოდებთ იმოქმედონ კანონის ფარგლებში

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია გმობს ყოველგვარ ძალადობას და მოუწოდებს დაპირისპირებაში ჩართული პირებს, გადააფასონ საკუთარი ქმედება და იმოქმედონ კანონის ფარგლებში. ამის შესახებ ფედერაცია თავის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერს.

მარკო ჯამპაოლო

20 ივნისი 2019, 12:20

სპორტი

„მილანის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

გასულ სეზონში "მილანმა" 68 ქულით იტალიის ჩემპიონატში მეხუთე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩა, რის გამოც გატუზოს წასვლა და კლუბის ხელმძღვანელებს ახალი მთავარი მწვრთნელის მოძებნა მოუწიათ. ჯამპაოლოს დებიუტი როსონერიში 24 ივლისს, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის გათამაშებაში, მიუნხენის "ბაიერნთან" შედგება.

არჩილ თალაკვაძე

20 ივნისი 2019, 12:08

საქართველო

თალაკვაძე: პარლამენტში რუსი დეპუტატების ადგილი არ არის, კონფერენცია უნდა შეწყდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას ეხმიანება და აცხადებს, რომ კონფერენცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ადგილი არ არის.

მეტროსადგური რუსთაველი

20 ივნისი 2019, 12:07

ძალოვნები

მეტროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ 1 ადამიანი დააკავა

მეტროსადგურ „რუსთაველზე“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1986 წელს დაბადებული ნიკოლოზ ჩალიგავა დააკავა, რომელიც მიმალვას ცდილობდა. შინაგან საქმეტა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ჩალიგავა ვაშლიჯვრის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.

დათა ჩხეიძე

20 ივნისი 2019, 12:01

სპორტი

ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვეს

ფინალურ დღეს 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში დათა ჩხეიძემ ფინალში წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. 60 კილოში კი ნიკა ბროლაძემ ბრინჯაო მოიპოვა. იტალიაში ჩემპიონობა მძიმეწონოსანმა მათე გოქაძემ იზეიმა, რომელმაც ფინალში რუსეთის წარმომადგენელი საიდ მუსაევი დაამარცხა. მთლიანობაში საქართველოს ანგარიშზე ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაოა.

სალომე ზურაბიშვილი

20 ივნისი 2019, 12:01

საქართველო

პრეზიდენტი: რა მართლმადიდებლური კავშირი შეიძლება იყოს ოკუპანტთან, რომელიც ებრძვის ყველა ქრისტიანულ წესს

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში დღეს მომხდარ ამბავს Facebook-ზე ეხმიანება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს".

თვითმფრინავი

20 ივნისი 2019, 11:53

მსოფლიო

აშშ ადასტურებს რომ დრონი ირანმა ჩამოაგდო

მანამდე ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ირანის საჰაერო სივრცეში შეჭრისთვის აშშ-ის უპილოტო მფრინავი აპარატი - დრონი ჩამოაგდეს. თავისმხრივ აშშ უარყოფს, რომ დრონი ირანის საერო სივრცეში დაფრინავდა. მომხდარმა აშშ-სა და ირანს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა.

ზაქარია ქუცნაშვილი

20 ივნისი 2019, 11:52

საქართველო

ქუცნაშვილი ჩუგოშვილს: დიპლომატიური ქაჯობაა როცა ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა პერსონაზე დაგყავს

პარლამენტის უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ვიცესპიკერ თამარ ჩუგოშვილის Facebook-სტატუსს ეხმიანება. როგორც ქუცნაშვილი ამბობს, პოლიტიკოსს არ აქვს უფლება იყოს სუსტი და თავისი კომფორტით ან დოსკონფორმტით ისაუბროს.

რუსეთი

20 ივნისი 2019, 11:43

საქართველო

„ევროპელებმა“ სპიკერატის ადგილი დაიკავეს, რითაც ამ ადგილიდან გავრილოვის გამოსვლა გააპროტესტეს. ვიდეო

პარლამენტში "ევროპულმა საქართველოს" წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ადგილი დაიკავეს, საიდანაც ცოტა ხნის წინ რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს მიმართა.

ლუიზა ვინტონი

20 ივნისი 2019, 11:33

საქართველო

გაეროს ელჩი საქართველოში პრაიდზე: ვიმედოვნებთ შსს უზრუნველყოფს ადამიანების უსაფრთხოებას

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა „თბილისის პრაიდთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომ ლგბტ თემისა და საქართველოში არსებული სხვა უმცირესობათა უფლებების დასაცავად უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო.

მამუკა ბახტაძე

20 ივნისი 2019, 11:20

საქართველო

მამუკა ბახტაძემ საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის შესახებ კონფერენცია გახსნა

როგორც მამუკა ბახტაძემ განმარტა, საქართველო დაინტერესებულია მეტი კერძო ინვესტიცია მოიზიდოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში. „დაინტერესებული ვართ, მეტი კერძო ინვესტიცია ვიხილოთ ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტებში და საჯარო-კერძო პარტნიორობის სააგენტო არის უნიკალური პლატფორმა ამ მიზნის მისაზღწევად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

20 ივნისი 2019, 11:19

ძალოვნები

ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურებაში ბრალდებულს 22-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა რ.ვ.-მ, რომელიც მეგობარ ქალთან მ.მ-სთან ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა, 2018 წლის ივნისიდან-ნოემბრის ჩათვლით მ.მ-ს არასრულწლოვან შვილთან, სხვადასხვა დროს სამჯერ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება, ასევე ისარგებლა 7 წლის გოგონას უმწეო მდგომარეობით და გააუპატიურა.

თამარ ჩუგოშვილი

20 ივნისი 2019, 11:15

საქართველო

თამარ ჩუგოშვილი: რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში გამანადგურა

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსი დეპუტატის ნახვამ "გაანადგურა". ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში რუსეთის დუმის დეპუტატები დღეს პირველად გამოჩნდნენ.

თბილისის მეტრო

20 ივნისი 2019, 11:12

საქართველო

თვითმხილველი ჟურნალისტი საყურიან ბიჭზე თავდასხმის დეტალებს ჰყვება

როგორც ჟურნალისტი თეონა მანაგაძე სოციალურ ქსელში წერს, ის ერთ-ერთ მეტროსადგურში ინციდენტს შეესწრო, სადაც „განსხვავებული ვიზუალის მქონე“ ორ ადამიანს აგრესიულად განწყობილი ბიჭი დაუპირისპირდა. ჟურნალისტის თქმით, ის აგრესიით გამოირჩეოდა და ყვიროდა, რომ „საყურეებიანი ბიჭები ქართველობას არცხვენენ“.

20 ივნისი 2019, 10:39

საქართველო

საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას გავრილოვი პარლამენტის სპიკერის ადგილიდან უძღვება

პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და ქართული ოცნების წევრს ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

20 ივნისი 2019, 10:28

საქართველო

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის „მწვანე ნუსხაში“ საქართველოს დაცული ტერიტორიების გაწევრიანება იგეგმება

ამ მიზნით, საქართველოს IUCN-ის ოფიციალური წარმომადგენლობა ეწვია, რომელთაც შერჩეულ ექსპერტების ჯგუფთან შეხვედრა გამართეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს „მწვანე ნუსხაში“ გაწევრიანების სტანდარტებისა და კომპონენტების შესახებ. „მწვანე ნუსხა“ 2014 წელს შეიქმნა და მასში დაცული ტერიტორიების გაწევრიანებისთვის 4 კომპონენტის დაკმაყოფილებაა საჭირო, რასაც 50 ინდიკატორი ზომავს.

20 ივნისი 2019, 10:27

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლა ფინალურ ეტაპზე გადადის

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნების ფინალურ ეტაპზე ორი კანდიდატი განაგრძობს ბრძოლას. არჩევნების მორიგ ტურში 4 კანდიდატიდან კენჭისყრის მსურველების რაოდენობა სამამდე შემცირდება. შედეგები თბილისის დროით დაახლოებით 16:00 საათზე გახდება ცნობილი.