imedi /  16 აპრილი 2019, 14:56 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ვენეციის კომისია მოსამართლეებთან დაკავშირებულ კანონპროექტს დადებითად აფასებს

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ვენეციის კომისიამ საერთო სასამართლოების შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე დასკვნა გამოაქვეყნა. 

როგორც პარლამენტის თავჯდომარემ განაცხადა, ვენეციის კომისია ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს დადებითად აფასებს. 

ირაკლი კობახიძის თქმით, არის რამდენიმე რეკომენდაცია და მმართველი გუნდი მზად არის, გაიზიაროს ის რეკომენდაციები, რომელებიც შეესაბამება კონსტიტუციასა და სამართლის ლოგიკას.

20 მარტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

21 იანვარს უზენაესის მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს. 

10 მთავარი პრინციპი, რომელსაც მოსამართლეების დანიშვნაზე უმრავლესობის პროექტი ეფუძნება, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ყველა სიახლე

18 აპრილი 2019, 11:29

საქართველო

თბილისში ჰაერში მყარი ნაწილაკები და აზოტის დიოქსიდი ნორმაზე მაღალია

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგად თბილისში, ატმოსფერულ ჰაერში აზოტის დიოქსიდის(NO2) და მყარი ნაწილაკების(PM10) კონცენტრაცია ნორმაზე მაღალი აღმოჩნდა. ასევე თბილისში გასულ კვირას ჰაერში ტყვიის კონცენტრაციაზე კვლევა 4 ლოკაციაზე ჩატარდა, თუმცა ლაბორატორიულად დადგინდა, რომ ტყვიის შემცველობა არ აღემეტებოდა დასაშვებ ნორმას.

18 აპრილი 2019, 11:29

ეკონომიკა

საქართველოს და კვიპროსის პრეზიდენტებმა ბიზნესფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს

ბიზნეს-ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისიმ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

ღალატი

18 აპრილი 2019, 11:24

ტაბლოიდი

კვლევა: კაცებს ღალატი სახეზე უფრო ეტყობათ, ვიდრე ქალებს

დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მკვლევარების მტკიცებით, კაცების სახის გამომეტყველების მიხედვით ღალატი უფრო ადვილად ამოსაცნობია, ქალების შემთხვევაში კი ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. კვლევის შედეგები ჟურნალ Royal Society Open Science-ში გამოქვეყნდა.

samsung

18 აპრილი 2019, 11:17

ტექნოლოგიები

ამერიკელ ჟურნალისტებს დასატესტად მიცემული დასაკეცეკრანიანი Samsung-ი ორ დღეში გაუფუჭდათ

სულ ცოტა სამი ამერიკელი ჟურნალისტისა და ბლოგერის Samsung Galaxy Fold-ის დასაკეცი სმარტფონებს, რომლებიც მათ ტესტირებისთვის მისცეს, ეკრანები გაუფუჭდა. ყველა მათგანს მობილური ტელეფონი გაფუჭებამდე ორი დღით ადრე მისცეს.

ბრედლი უელში

18 აპრილი 2019, 10:57

კულტურა

შოტლანდიაში Trainspotting 2-ის მსახიობი ბრედლი უელში მოკლეს

შემთხვევაში ედინბურგის ცენტრში მოხდა. თავდამსხმელმა მსახიობს თავში ესროლა. ის შემთხვევის ადგილზე ექიმების მისვლის შემდეგ გარდაიცვალა. ბრედლი უელში 42 წლის იყო. წარსულში ის კრივით იყო დაკავებული, 2009 წელს კი უელში სერიალში Danny Dyer’s Deadliest Men გადაიღეს.

ტაივანი

18 აპრილი 2019, 10:39

მსოფლიო

ტაივანში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთით, ქალაქი ჰუალინი იყო. როგორც Aljazeera იუწყება, მიწისძვრის გამო დროებით შეფერხდა მეტროთი გადაადგილება. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ცნობები ამ ეტაპზე არ ვრცელდება. სკოლებიდან მოსწავლეების სასწრაფო ევაკუაცია მოხდა.

18 აპრილი 2019, 10:33

საქართველო

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა იმართება

სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. შეხვედრაზე გადაწყდება, ვენეციის კომისიის რომელ რეკომენდაციას გაითვალისწინებს „ქართული ოცნება“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა არჩევის კანონპროექტში.

თბილისის მერია

18 აპრილი 2019, 10:30

საქართველო

კალაძე: ლითონის ხიდები მოიხსნება იქ, სადაც ქვეითებისთვის ინფრასტრუქტურა მომზადებულია

თბილისის მერიამ დედაქალაქში საფეხმავლო რკინის ხიდების დემონტაჟი დაიწყო. როგორც მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რკინის კონსტრუქციები იქ მოიხსნება, სადაც ინფრასტრუქტურა მომზადებულია ქვეითთა გადაადგილებისთვის.

18 აპრილი 2019, 10:17

საქართველო

პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო მე-60 ადგილზეა

„ ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა შემცირებულია, თუმცა ხშირად ვრცელდება ინფორმაცია მუქარების შესახებ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის გატაცების საქმის გამოძიებას ჯერ დამაჯერებელი შედეგები არ მოუტანია“- წერია ნგარიშში.

ტაქსები

18 აპრილი 2019, 10:14

საქართველო

ტაქსის მძღოლები ითხოვენ B კატეგორიის მძღოლებს ტრაფარეტის დადგმის უფლება მიეცეთ

ტაქსის მძღოლებმა, რომლებიც თბილისის მერიის მიერ ტაქსის მიმართულებით დაგეგმილ რეფორმას აპროტესტებენ, საგანგებო განცხადება გააკეთეს. განცხადება საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, არჩილ არჯევანიძემ გააკეთა. მისი თქმით, ტაქსის მძღოლები მზად არიან საპროტესტო აქციებიდან მოლაპარაკებების რეჟიმში გადაინაცვლონ.

სუსი

18 აპრილი 2019, 09:55

ძალოვნები

სუსმა ქრთამის აღების ბრალდებით გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავა

გამოძიებამ დაადგინა, რომ ზვიად დ. თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, საქართველოს მოქალაქეს გლდანის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებაში და შესრულებული სამუშაოების ჩაბარებაში დაეხმარა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და ეტაპობრივად გამოართვა 1700 ლარი.

ჰეროინი

18 აპრილი 2019, 09:38

ძალოვნები

პოლიციამ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დ.კ.-ს პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება (327 გრამი) – „ჰეროინი“ ამოიღეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალბანეთი

18 აპრილი 2019, 09:25

მსოფლიო

ალბანეთის მოქალაქეებს შესაძლოა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლება შეუჩერდეთ

კონსესუსის შემთხვევაში, ევროკომისიას წარედგინება განაცხადი, რომელიც უვიზო მიმოსვლის სწრაფი შეჩერების პროცედურის დაწყებას ითვალისწინებს. ნიდერლანდების შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ დისკუსიის მიზეზი ალბანური მაფიის დანაშაულებრივი ქმედებები გახდა.

ტარიელ ონიანი

18 აპრილი 2019, 09:07

მსოფლიო

რუსული მედია: ტარიელ ონიანს რუსეთიდან ესპანეთში გააძევებენ

მას ამ ეტაპზე 40 დღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ონიანი ციხეში 19 მაისამდე დარჩება. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ პატიმრობის ვადის ამოწურვისთანავე ტარიელ ონიანის ესპანეთში ექსტრადირება მოხდება.

უკრაინა მეზღვაურები

18 აპრილი 2019, 08:54

მსოფლიო

რუსეთმა ქერჩის სრუტეში დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურებს პატიმრობა გაუხანგრძლივა

სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა იმართება. დაკავების და პატიმრობის ფაქტს გმობენ კიევში. მეზღვაურების გათავისუფლებისა და გემების დაბრუნების მოთხოვნით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ საზღვაო სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა.

თურქეთი დაკავება

18 აპრილი 2019, 08:46

ძალოვნები

თურქეთში ბინების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

ეჭვმიტანილების ბინების ჩხრეკისას პოლიციამ აღმოაჩინა მოპარული ნივთების ნაწილი. მათ შორის, ტელეფონები, საათები და სხვა ძვირფასეულობა. დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები ნიკა ტ, ავაზი უ, რატი გ. და როლანდი უ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებით, ეჭვმიტანილებს მოპარული ნივთები ნაქირავებ ბინაში ჰქონდათ შენახული.

ჩრდილოეთ კორეა

18 აპრილი 2019, 08:36

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ ტაქტიკური იარაღი გამოსცადა

ვიეტნამში, დონალდ ტრამპთან ბოლო აუდიენციის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეამ ახალი ტიპის იარაღის გამოცდის შესახებ პირველად განაცხადა. ექსპერტების შეფასებით, ფხენიანის ეს ქმედება ამერიკის შეერთებულ შტატებზე ზეწოლის მცდელობაა.

დევნილები

18 აპრილი 2019, 08:28

საქართველო

კარდიოლოგიური განყოფილების ყოფილ შენობაში შეჭრილმა დევნილებმა იქაურობა დატოვეს

უნებართვოდ შეჭრილებს ჯანდაცვის სამინიტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია შეხვდა. მოლაპარაკებების შემდეგ დევნილებმა და სოციალურად დაუცველებმა შენობა დატოვეს. ისინი დღეს, 12ტ საათზე ჯანდაცვის სამინისტროში დაიბარეს.

ამინდი

18 აპრილი 2019, 08:17

საქართველო

საქართველოში უამინდობა კიდევ 2 დღეს გაგრძელდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნავარაუდევია ჰაერის ტემპერატურის დაცემა, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან კი წვიმა. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში, ტემპერატურა 15 გრადუსამდე გათბება.

უამინდობა

18 აპრილი 2019, 08:09

საქართველო

ამინდის გაუარესებამ ავტომაგისტრალებზე პრობლემები შექმნა

გზა მთელი დღის განმავლობაში იწმინდებოდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენტაციებს ელოდებიან იმის შესახებ, თუ როდის გააგრძელონ გზის გაწმენდა, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული დროის დასახელება უჭირთ.