imedi /  16 აპრილი 2019, 16:11 / სანდო წყარო

გორში ნარკორეალიზატორის დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ბ.კ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა 2019 წლის 12 აპრილს მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რა დროსაც მოქალაქემ ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალება შეიძინა.

„პოლიციამ ბ.კ. 16 აპრილს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, იმ დროს დააკავა, როდესაც მან მოქალაქეს, 3500 აშშ დოლარის სანაცვლოდ, 10 შეკვრად დაფასოებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება მიჰყიდა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, დაკავების ადგილისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ფული და სეიფში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები"- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა სიახლე

19 ივლისი 2019, 08:25

კულტურა

კახა აბაშიძე Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა

ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების, დსთ-ს და ასევე რუსეთის ხელმძღვანელის პოსტებს შეითავსებს. აბაშიძე Walt Disney Company CIS-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მარინა ჟიგალოვა-ოზკანს შეცვლის, რომელიც კომპანიას 13 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა

სერგეი ლავროვი

19 ივლისი 2019, 08:05

საქართველო

სერგეი ლავროვმა „რუსთავი 2“-ის საქმეზე კომენტარი გააკეთა

"ჩვენ ქართველ ხალხთან მეგობრული ურთიერთობები გვსურს. არ მოგვწონს მცდელობები, რომ „პროდასავლური დამოუკიდებელი“ მედია გამოყენებული იყოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პოტენციალის დასანგრევად“, - განაცხადა ლავროვმა. სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.

სკანდინავიელი ტურისტების მკვლელები

19 ივლისი 2019, 00:42

მსოფლიო

მაროკოში სკანდინავიელი ტურისტების მკვლელებს სიკვდილი მიუსაჯეს

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერებს, რომლებსაც ბრალი მაროკოში ორი სკანდინავიელი ტურისტის მკვლელობაში ედებოდათ, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. 24 წლის დანიელის, ლუიზა ვესტერაგერ იესპერსენისა და 28 წლის ნორვეგიელის, მარენ უელანდის თავმოჭრილი გვამები მაროკოში გასული წლის დეკებმერში აღმოაჩინეს.

 Lotus Evija

19 ივლისი 2019, 00:30

ტექნოლოგიები

ბრიტანული Lotus-ი ახალ სუპერმანქანას შექმნის

ბრიტანული ავტომწარმოებელი Lotus -ი სუპერმანქანების დარგში ლიდერობის დაბრუნებისთვის იბრძვის. კომპანია ახალ ავტომობილ Evija-ს შექმნის, რომლიც კომპანიას ელიტური ავტომობილების ბაზარზე დააბრუნებს. ახალი ელექტრომობილი 2000 ცხენის ძალის სიჩქარეს განავითარებს. კომპანია წარმოებაში პირველ ეტაპზე 130 ავტომობილს ჩაუშვებს.

დონალდ ტრამპი

19 ივლისი 2019, 00:00

მსოფლიო

ამერიკულმა გემმა ჰორმუზის სრუტეში ირანული დრონი ჩამოაგდო

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების გემმა ჰორმუზის სრუტეში ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ტრამპის თქმით, ირანული დრონი ამერიკულ გემს 900 მეტრის მანძილზე მიუახლოვდა და გემისა და მისი ეკიპაჟისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

18 ივლისი 2019, 23:54

ეკონომიკა

ესპანური Inditex-ი 2025 წლიდან ეკოლოგიურ ტანსაცმელს გაყიდის

ტანსაცმლის მწარმოებელი ესპანური Inditex-ი რომელიც ბრენდებს Zara-ს, Pull & Bear-ს, Bershka-ს, Massimo Dutt-ის აერთიანებს 2025 წლისთვის ეკოლოგიურ ტანსაცმელს გაყიდის. ყველა მოდელი ბამბისგან და პოლიესტერისგან იქნება დამზადებული.

ელექტროსადგური ირანში

18 ივლისი 2019, 23:44

მსოფლიო

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სანქციები ირანის 5 მოქალაქისა და 7 კომპანიის წინააღდეგ დაწესდა. უწყების ინფორმაციით, სასანქციო სიაში მოხვედრილი ადამიანები და კომპანიები დაკავშირებულები არიან ირანის ცენტრიფუგული ტექნოლოგიების კომპანიასთან, რომელიც ბირთვული საწვავის გამდიდრების სფეროში მუშაობს.

18 ივლისი 2019, 23:13

ტექნოლოგიები

Google-ი და Facebook-ი პორნოგრაფიული ვებგვერდების მომხმარებლებს უთვალთვალებენ

მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები, მათ შორის Google-ი და Facebook-ი პორნოგრაფიული ვებგვერდების მომხმარებლებს უთვალთვალებენ, მაშინ როდესაც ისინი „ინკოგნიტოს“ ფუნქციით სარგებლობენ. ამის შესახებ პენსილვანიის უნივერსიტეტის, კარნეგი-მელონის უნივერსიტეტისა და Microsoft-ის სპეციალისტების ერთობლივი კვლევის შედეგები მეტყველებს.

ქუთაისის „ტორპედო“
ყაზახეთის „ორდაბასი“

18 ივლისი 2019, 23:12

სპორტი

ქუთაისის „ტორპედო“ ევროპა ლიგას გამოეთიშა

ქუთაისის ტორპედომ ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ყაზახურ ორდაბასს უმასპინძლა. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.

18 ივლისი 2019, 22:52

ტექნოლოგიები

BBC: 2021 წელს ევროპაში ელექტრომობილების რაოდენობა გასამმაგდება

ელექტრომობილების რაოდენობა ევროპაში 2021 წლისთვის გასამმაგდება. ინფორმაციას BBC ევროპის ეკოლოგიაზე ლობისტების ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, 2021 წელს ავტომწარმოებლები ბაზარზე ელექტრომობილის 214 მოდელს გამოიტანენ. 2018 წლის ბოლოს ამ მაჩვენებელმა 60 შეადგინა.

ზვიად შალამბერიძე

18 ივლისი 2019, 22:45

საქართველო

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დანიშნეს

ზვიად შალამბერიძე 2001-2004 წლებში გაერო-ს განვითარების პროგრამაში მუშაობდა, შემდეგ კი კერძო სექტორში, მათ შორის სადაზღევო კომპანიებში – „ჯი პი აი ჰოლდინგი“ და „ირაო“. 2015-2019 წლებში შპს „ფრეგოს“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული მენეჯერი იყო.

18 ივლისი 2019, 22:06

საქართველო

საგარეო უწყება: დავით გარეჯში 14 ივლისის მსგავსი ინციდენტების გამეორებას არ დავუშვებთ

იმედს ვიტოვებთ, აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დასრულდება სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ დავით გარეჯის საკითხზე განაცხადა.

კადრი ფილმიდან „იგი 2“

18 ივლისი 2019, 21:50

კულტურა

„იგი 2“-ის ტრეილერი გამოქვეყნდა

„იგი 2“-ში სტივენ კინგის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმის პირველი ნაწილის გმირები ზრდასრულ ასაკში მშობლიურ ქალაქ დერიში ბრუნდებიან, სადაც კვლავ გაიღვიძა ძველმა ბოროტებამ, რომელმაც ასახვა ჯამბაზ პენივაიზში ჰპოვა.

კორი ჰენრი

18 ივლისი 2019, 21:47

კულტურა

ბათუმში შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს კორი ჰენრი გახსნის

ბათუმი დღეიდან შავი ზღვის რიგით მეცამეტე ჯაზ-ფესტივალს მასპინძლობს. როგორც ყოველთვის, ფესტივალი მელომანებს ჯაზისა და სხვა მუსიკალური მიმდინარეობების სინთეზს შესთავაზებს. ფესტივალს, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, დღეს კორი ჰენრი გახსნის.

18 ივლისი 2019, 21:27

საქართველო

15 არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ წარმოქმნილ ახალ მოცემულობას, რომელიც ქართული მყიფე დემოკრატიისათვის დიდი გამოწვევაა“, - ნათქვამია განცხადებაში.

პაატა სალია

18 ივლისი 2019, 21:19

საქართველო

სალია: გვარამიამ მითხრა რომ მის კაბინეტში ვერ შევიდოდი

ნიკა გვარამია არ არის არხის გენერალური დირექტორი, შესაბამისად, მას როგორც გენერალური დირექტორს არ აქვს არანაირი უფლებების განხორციელების საფუძველი. ის აქ დირექტორის რანგში უკანონოდ იმყოფება, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის შენობის დატოვების შემდეგ ტელეკომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

18 ივლისი 2019, 21:10

საქართველო

ზურაბიშვილი: ევროპულმა სასამართლომ საქართველოსთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „რუსთავი 2“- თან დაკავშირებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გამომეხმაურა. „ევროპულმა სასამართლომ საქართველოსთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო“ - აცხადებს ზურაბიშვილი.

ორთავიანი კუ

18 ივლისი 2019, 20:38

ტექნოლოგიები

მალაიზიაში ორთავიანი კუ იპოვეს

მალაის არქიპელაგის კუნძულ მაბულზე ბუნებისდამცველებმა ორთავიანი კუ იპოვეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. მეცნიერების თქმით, სამეცნიერო ცენტრში დაბადებულ 13 ათას კუს შორის ასეთი შემთხვევა აქამდე არ დაფიქსირებულა. ბიოლოგი დევიდ მაკანი ამბბოს, რომ თითოეული თავი გარემოზე დამოუკიდებლად რეაგირებს და სუნთქავს.

18 ივლისი 2019, 20:37

მსოფლიო

მსოფლიოში გადაშენების პირას მყოფი თუთიყუშის იშვიათი სახეობა გადარჩა

ახალ ზელანდიაში გადაშენების პირას მყოფი თუთიყუშის იშვიათი სახეობა გადარჩა. ბოლო 10 წლის განმავლობაში თუთიყიშის ეს სახეობა არ მრავლდებოდა. 2019 წლის სეზონზე კი ამ თუთიყუშის 150 ბარტყი გამოიჩეკა. მეცნიერების შეფასებით, ფრინველის გადაშენება მტაცებლების თავდასხმებმა განაპირობა.

პაატა სალია

18 ივლისი 2019, 20:20

საქართველო

პაატა სალია „რუსთავი 2“-ში მივიდა

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი „რუსთავი2“-ში მივიდა. პაატა სალია იმედოვნებს, რომ თანამშრომლებთან ურთიერთობა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება. „რუსთავი2“-ს ახალი დირექტორი აცხადებს, რომ გვარამია დირექტორი აღარ არის და თუ პრეტენზიები აქვს კონტრაქტის მიხედვით შეუძლია სასამართლოს მიმართოს.