imedi /  16 აპრილი 2019, 17:07 / სანდო წყარო

ოპოზიციის მოსაზრებით, ვენეციის კომისიის დასკვნა კრიტიკულია, უმრავლესობის თქმით კი პოზიტიური

მოსამართლეების დანიშვნა

ვენეციის კომისიის დასკვნის მიღების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, დასკვნა დადებითია. რაც შეეხება რეკომენდაციებს, პარლამენტის თავმჯდომარე მზად არის მათ გასათვალისწინებლად, ასევე ეცდება უმრავლესობის სხვა წევრებიც დაარწმუნოს.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები უკვე გაკეთდა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციას მოუწევს, რომ თვალი გაუსწოროს კომისიის პოზიტიურ და დადებით შეფასებას. მისი თქმით, საკითხები, რომლებზეც უმრავლესობა საუბრობდა, სრულად შეესაბამება ევროსაბჭოს ძირითად რეკომენდაციებს, რაც ვენეციის კომისიამაც დაადასტურა. დასკვნას პოზიტიურად აფასებს უმრავლესობის წევრი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით კი, მას კითხვის ნიშნები აქვს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდების მოხსნის შესახებ. "დაბლა რგოლში მოსამართლეებმა უნდა იცოდნენ, რომ უზენაეს სასამართლოში არიან ადამიანები, ვინც თავის ავტორიტეტს არა მხოლოდ განვლილი გზით ან ბიოგრაფიით ამტკიცებენ, არამედ იმ გამოცდითაც, რომლის გავლაც მოუხდებათ", - თქვა გია ვოლსკიმ. 

რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებას, "ევროპული საქართველოს" წევრის, დეპუტატ ოთარ კახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნა ხელისუფლებისთვის "სერიოზული დარტყმაა". "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით კი, ვენეციის კომისიამ ხელისუფლებას ორიანი დაუწერა.

ვენეციის კომისიის დასკვნა შეაფასა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამაც. მისი განცხადებით, ეს დასკვნა არის ყველაზე მწარე ალიყური მმართველი პარტიისთვის. "როდესაც ვენეციის კომისია გეუბნება, რომ ისეთი დაბალი ნდობა აქვს საზოგადოებაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ რეკომენდაცია გასცა ამ პარლამენტმა ყველა მოსამართლე ახლა არ აირჩიოს და ახალმა პარლამენტმა აიღოს ეს მანდატი, ეს ნიშნავს, რომ არა მარტო საბჭოს, არამედ არც პარლამენტს აქვს ნდობა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ვენეციის კომისიის 14-გვერდიან დოკუმენტში საერთო სასამართლოების შესახებ მომზადებული კანონპროექტია შეფასებული და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის წესზე რეკომენდაციებს მოიცავს. ვენეციის კომისია გამოყოფს ხუთ ძირითად რეკომენდაციას. მათ შორის, უნდა გადაიხედოს არამოსამართლე კანდიდატებისათვის გამოცდის ჩაბარების აუცილებლობა. ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად არის კანდიდატი, გამორიცხული უნდა იყოს კანდიდატების შერჩევა-ნომინირების ყველა პროცედურისგან.  

21 იანვარს უზენაესის მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს. 

10 მთავარი პრინციპი, რომელსაც მოსამართლეების დანიშვნაზე უმრავლესობის პროექტი ეფუძნება, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ყველა სიახლე

გლუშკოვები

25 აპრილი 2019, 13:50

ძალოვნები

სასამართლომ ინტერპოლით ძებნილი ძმები გლუშკოვები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

გლუშკოვების უფლებადამცველი ლალი აფციაურის ინფორმაციით, ძმებს, რუსეთის ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით დევნის, ამის დასაფარად კი ბრალი თაღლითობისა და ქრთამის აღების მუხლით წარუდგინეს. პროკურატურამ აღკვეთის შეცვლის თაობაზე შუამდგომლობა საექსტრადაციო ვადების ამოწურვის გამო დააყენა.

ეგვიპტე

25 აპრილი 2019, 13:34

მსოფლიო

ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამასთან, სინაის ნახევარკუნძულის რამდენიმე რაიონში, რომელიც ისრაელსა და ღაზის სექტორს ესაზღვრება, კომენდანტის საათი დაწესდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი უცნობია. მანამდე მთავრობამ ისლამისტ მებრძოლებთან ბრძოლის ფარგლებში სინაის ნახევარკუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

კარლოს გონი

25 აპრილი 2019, 13:22

მსოფლიო

Nissan-ის ყოფილი დირექტორი 4.5 მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება

გონი გასული წლის ნოემბერში ფინანსური მაქინაციების ბრალდებით დააპატიმრეს, 2019 წლის მარტში კი ის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მეორედ გონი აპრილის დასაწყისში დააკავეს და ახალი ბრალი წაუყენეს, საქმე ეხება ავტოკონცერნ Nissan-ის თანხების მითვისებას, რისთვისაც გონი სპეციალურად შემუშავებულ სქემას იყენებდა.

ეკა ბესელია

25 აპრილი 2019, 13:05

საქართველო

ეკა ბესელიამ დეპუტატების და მესამე სექტორის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ ორგანიზებული შეხვედრა, რომელიც მოსამართლეების დანიშვნის საკითხს შეეხებოდა, პროტესტის ნიშნად დატოვა. შეხვედრას მესამე სექტორი და დეპუტატები ესწრებოდნენ.

დემონტაჟი

25 აპრილი 2019, 12:58

საქართველო

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მეტროს შახტის დემონტაჟი დაიწყო

ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე არსებული მეტროს 50-ე შახტის დემონტაჟი დაიწყო. პროექტი 3 თვეში უნდა დასრულდეს და და ვაჟა ფშაველას გამზირზე დაახლოებით 200 მეტრიან მონაკვეთზე ახალი სამანქანო გზა და გამწვანებული ტერიტორია მოეწყობა.

ქურდობა

25 აპრილი 2019, 12:55

ძალოვნები

გავრცელდა ვიდეო თუ როგორ გარბიან არასრულწლოვნები ბათუმში მაღაზიის გაქურდვის შემდეგ

ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე მობილური მაღაზიების მეპატრონემ, რომლის დაწესებულებაც სავარაუდოდ არასრულწლოვნებმა გაქურდეს, imedinews-ს ვიდეო მიაწოდა. ვიდეოზე აღბეჭდილია სამი ადამიანი. ვიდეოში ჩანს როგორ სხდებიან ისინი ტაქსიში მაღაზიის გაქურდვის შემდეგ.

25 აპრილი 2019, 12:53

კულტურა

HBO-მ შეიძლება „სამეფო კარის თამაშების“ აზიური ვერსია გადაიღოს

კომპანია HBO-ს წარმომადგენელმა ჯესიკა კამ-ენგლმა თქვა, რომ შეიძლება „სამეფო კარის თამაშების“ აზიური ვერსია გადაიღონ. ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter-ი წერს. მისი თქმით, პრობლემა მხოლოდ პროდიუსერების ნაკლებობა, რომლებიც მასშტაბურ პროექტის სათავეში ჩაუდგებიან.

ევროკავშირი

25 აპრილი 2019, 12:37

საქართველო

ევროკავშირი საქართველოში 3 ახალ გარემოსდაცვით პროექტს იწყებს

საქართველოში ევორკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ეს ახალი ინიციატივები საქართველოს დაეხმარება, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორებში და ხელს შეუწყობს გარემოსა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის უკეთესად დაცვას.

პროფესიული განათლება

25 აპრილი 2019, 12:28

ეკონომიკა

პროფესიული გადამზადების კურსებზე სწავლა 1426-მა ბენეფიციარმა დაიწყო

თბილისსა და 11 მუნიციპალიტეტში არსებულ პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსები 2-დან 4 თვემდე გრძელდება. პროგრამაში, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო, 30 პროფესიული სასწავლებელია ჩართული.

25 აპრილი 2019, 12:26

მსოფლიო

უმაღლესმა რადამ უკრაინული ერთადერთ სახელმწიფო ენად გამოაცხადა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ცხოვრების ყველა სფეროში უკრაინის ენის ექსკლუზიური გამოყენების შესახებ კანონი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „112-უკრაინა“ ავრცელებს. კანონის მიღების გამო, პარლამენტის წინ პარალელურად აქცია იმართებოდა.

ჯონი დეპი

25 აპრილი 2019, 12:10

ტაბლოიდი

ჯონი დეპი რუს მოცეკვავეზე ქორწინდება

დეპმა და გლენმა ერთმანეთის 2018 წელს ლოს-ანჯელესში წვეულებაზე გაიცნეს. გოგო იქ დასასვენებლად იყო ჩასული და მსახიობი ვერ იცნო, რომელიც მასთან გასაცნობად მივიდა. როგორც დეპის მეგობრები ამბობენ, მსახიობი რუსეთში ჩასვლას და შეყვარებულის მშობლების გაცნობას აპირებს.

თელასი

25 აპრილი 2019, 12:07

ეკონომიკა

„თელასის“ მიერ ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მოხმარების მოცულობის კლება გამოწვეულია იმით, რომ ელექტროენერგიის ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელი - კომპანია „ბი ეფ დი სი ჯორჯია“, ელექტროენერგიის თავისუფალი ბაზრის მონაწილე გახდა და კომპანია „თელასისგან“ შესყიდვებს აღარ ანხორციელებს.

25 აპრილი 2019, 12:04

ძალოვნები

შინდისში 5 მოზარდი ავარიაში მოჰყვა

თვითმხილველების თქმით ავტომობილი გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა და სავარაუდოდ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიციაა მობილიზებული.

ანჯელინა ჯოლი

25 აპრილი 2019, 12:01

ტაბლოიდი

ანჯელინა ჯოლი ანდერძით 116 მილიონს ერთ-ერთ შვილს დაუტოვებს

მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ანდერძი დაწერა, რომლის მიხედვითაც ის ქონების დიდი ნაწილის დატოვებას 17 წლის შვილისთვის, მედოქსისთვის აპირებს. ჯოლის ქონება 116 მილიონ დოლარს შეადგენს. მედოქსმა მშობლების, ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის განქორწინების პროცესში მხარი დედას დაუჭირა.

აკაკი ბობოხიძე

25 აპრილი 2019, 11:52

საქართველო

აკაკი ბობოხიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

„ნაციონალურ მოძრაობას“ 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე კოორდინირებული მუშაობის წინადადებით მივმართეთ და შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ შუალედურ არჩევნებზე 7 საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ და 6 საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველოს“ შერჩეულ კანდიდატებს დავუჭერდით მხარს. სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მარნეულსა და ჭიათურაში შეთანხმება დაარღვია“, – განაცხადა ბობოხიძემ.

ქურდობა

25 აპრილი 2019, 11:51

ძალოვნები

ბათუმში არასრულწლოვნებმა 20 ათასი ლარის მობილურები მოიპარეს

ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მობილურების მაღაზია არასრულწლოვნებმა გაქურდეს. შემთხვევა დილით 06:30 საათზე მოხდა. მფლობელის, ფატმა თურმანიძის თქმით, წაღებულია 20 ათასი ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები. შსს-ს ცნობით, გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.

პენსია

25 აპრილი 2019, 11:46

საქართველო

პროფკავშირები მთავრობას პენსიის ოდენობის განსაზღვრის მეთოდის შეცვლისკენ მოუწოდებენ

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს საზოგადოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი - როგორ უნდა იზრდებოდეს მომავალში სახელმწიფო პენსია ასაკით პენსიონერთათვის. მათი თქმით, 90-იან წლებში პენსია საქართველოში სმბოლურ დატვირთვას ატარებდა.

თორნიკე სოლოღაშვილი

25 აპრილი 2019, 11:37

საქართველო

ჟენევაში მომუშავე ქართველი კარდიოქირურგის ისტორია, რომელმაც 2500-ზე მეტი ბავშვი გადაარჩინა

36 წლის ქართველ კარდიოქირურგს 2500-ზე მეტი ბავშვისთვის აქვს სიცოცხლე ნაჩუქარი. თორნიკე სოლოღაშვილი ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა კარდიოქირურგია. ექიმის თქმით, განსაკუთრებით რთული შემთხვევები რომლებზეც უმუშავია, ყოველთვის მის მეხსიერებაში რჩება.

კიმ ჩენ ინი
ვლადიმერ პუტინი

25 აპრილი 2019, 11:36

მსოფლიო

რა კომენტარები გააკეთეს პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ოფიციალური შეხვედრის შემდეგ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან დახურული შეხვედრა შეაფასა. „ჩვენ საკმაოდ დეტალური საუბარი გვქონდა. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ისტორიაზე და ორმხრივი კავშირის განვითარებაზე“, - განაცხადა პუტინმა

25 აპრილი 2019, 11:22

ტაბლოიდი

პუტინთან შეხვედრის წინ კიმ ჩენ ინის სკამს დეზინფექცია ჩაუტარეს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის შეხვედრის წინ, კიმ ჩენ ინის დამხმარებმა სკამის დეზინფექცია გააკეთეს, რომელზეც კიმი უნდა დამჯდარიყო. თვითმხილველის ვიდეო გამოცემა Life Shot-ი ავრცელებს.