imedi /  16 აპრილი 2019, 18:35 / სანდო წყარო

ილია მეორე: ნოტრ-დამის ხანძარმა მთელი ევროპის შუა საუკუნეების მშვენება უმოწყალოდ დააზიანა

ილია მეორე

ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საფრანგეთის პრეზიდენტსა და რომის პაპს წერილები გაუგზავნა, სადაც უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ნოტრ-დამის ხანძრის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„თქვენო უწმინდესობავ, გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილსა და თანაგრძნობას გუშინ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარი ხანძრის გამო. მეტად დიდია ეს განსაცდელი, მაგრამ ვიმედოვნებთ, ყოველივე მალე აღდგება და განახლდება.შევთხოვთ ღმერთს, ყველა ადამიანშიც განახლდეს და აღდგეს რწმენა, სასოება და სიყვარული. ლოცვასა შინა თქვენი მომხსენებელი, ილია მეორე“, - ვკითხულობთ ილია მეორის წერილში, რომელიც მან რომის პაპ ფრანცისკეს გაუგზავნა.

„თქვენო აღმატებულებავ, მთელი მსოფლიო შეშფოთებით ადევნებდა თვალს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ მომხდარ ხანძარს, რომელმაც არა მარტო ამ ქალაქისა და საფრანგეთის, არამედ მთელი ევროპის შუა საუკუნეების მშვენება ასე უმოწყალოდ დააზიანა. დიდია ჩვენი გულისტკივილიც და გვინდა, თანაგრძნობა გამოვუცხადოთ ფრანგ ხალხს, საფრანგეთის ხელისუფლებას, კარდინალსა და სასულიერო დასს. ვწუხვართ, ძალიან ვწუხვართ“, - ნათქვამია პატრიარქის წერილში, რომელიც რომელიც ილია მეორემ ემანუელ მაკრონს გაუგზავნა.

მანამდე საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს მსოფლიო ლიდერებიც გამოეხმაურნენ.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს გაჩნდა, რის გამოც ტაძრის სახურავი ჩაინგრა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი XII-XIV საუკუნეებშია აშენებული. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

რატომ არის ხანძარი ნოტრ-დამში კატასტროფა ევროპისთვის ვრცელი სტატია ამ ბმულზე წაიკითხეთ.

ყველა სიახლე

ფილმი „შურისმაძიებლები“

25 აპრილი 2019, 22:37

კულტურა

„შურისმაძიებლების“ მთავარი ვარსკვლავების ჰონორარები გახდა ცნობილი

კინოსტუდია Marvel-ის ფილმების მთავარი როლების შემსრულებლების ჰონორარები გახდა ცნობილი. ინფორმაციას მსახიობების ანაზღაურების ოდენობის შესახებ გამოცემა Just Jared-ი ავრცელებს.

ქვევრი

25 აპრილი 2019, 22:34

ეკონომიკა

აშშ-ში საქართველოს საელჩოს წინ ქვევრს დადგამენ

"სულ მალე საქართველოს საელჩოს წინ ქუჩას დაამშვენებს ქართული ქვევრი. ბედნიერები ვართ რომ დღეს დაუზიანებლად მივიღეთ ჩვენი ძვირფასი ტვირთი დიდი ხნის ლოდინის შემდეგ. მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნული ღვინის სააგენტოს,"- წერია განცხადებაში.

ვლადიმერ პუტინი

25 აპრილი 2019, 22:17

მსოფლიო

პუტინს პასპორტებზე კიევის რეაქცია „უცნაურად“ მოეჩვენა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კომენტარი გააკეთა საერთაშორისო კრიტიკაზე, რომელიც თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის მცხოვრებლებისთვის რუსეთის პასპორტების აღების პროცედურების გამარტივებას მოჰყვა.

ოტო უარმბიერი

25 აპრილი 2019, 21:53

მსოფლიო

მედია: ფხენიანი კომაში მყოფი ამერიკელის მკურნალობის გამო 2 მილიონ დოლარს ითხოვდა

ჩრდილოეთ კორეა აშშ-სგან 2017 წელს ფხენიანში გასამართლებული და სამშობლოში დაბრუნებისთანავე გარდაცვლილი ამერიკელი სტუდენტის ოტო უარმბიერის მკურნალობის ხარჯების დაფარვას ითხოვდა. გამოცემა The Washington Post-ის ინფორმაციით, 2 მილიონი დოლარის გადახდის გარეშე ჩრდილოეთ კორეა უარმბიერის აშშ-სთვის გადაცემაზე უარს აცხადებდა.

კობა გვენეტაძე

25 აპრილი 2019, 21:45

ეკონომიკა

კობა გვენეტაძე: რეგულაცია კი არ ზღუდავს, არამედ აჯანსაღებს სისტემას

"ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, რეგულაციაში ტექნიკური ცვლილებები არ შეიძლება შევიდეს. თუმცა, რეგულაციის მთავარი პრინციპი, რომ სესხი გაიცეს მხოლოდ გადახდისუნარიანობის შეფასების საფუძველზე, არ შეიცვლება“, – წერს კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ევროსაბჭო

25 აპრილი 2019, 21:11

საქართველო

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშს თბილისში აფასებენ

საქართველოს მორიგი მხარდაჭერა ევროპიდან. რუსეთი აგრესორია და საქართველოს რეგიონების ოკუპაციას განაგრძობს. ეს არის ჩანაწერი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშიდან, რომელშიც მოსკოვის ქმედება კიდევ ერთხელ მკაცრად არის გაკრიტიკებული.

25 აპრილი 2019, 21:08

საქართველო

მეტროსადგურების სრული რეაბილიტაციისთვის $17 მილიონს აზიის განვითარების ბანკი გამოყოფს

საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ, მას შემდეგ გახდა, რაც მწყობრიდან გამოსულმა გადამცემმა ხაზმა 24 აპრილს, გოცირიძის სადგურზე შეფერხება გამოიწვია. თბილისის მთავრობა მეტროსადგურების სრულ რეაბილიტაციას იწყებს.

შრი-ლანკა

25 აპრილი 2019, 21:07

მსოფლიო

შრი-ლანკაზე ტერაქტებს არა 359 არამედ 253 ადამიანი ემსხვერპლა

21 აპრილს შრი-ლანკაზე ტერაქტების სერიას არა 359, არამედ 253 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს ორმა ადგილობრივმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.

დავით-გარეჯი

25 აპრილი 2019, 21:00

საქართველო

რა ვითარებაა დავით გარეჯში. ვიდეო

დავით ზალკალიანის განმარტებით, ქართულმა მხარემ მომხდარზე მყისიერი რეაგირება მოახდინა და აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან კომუნიკაცია დაამყარა. შეგახსენებთ, რომ მსგავსი ინციდენტები პირველი არ არის.დღეს არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) თქვა, რომ უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს.

ბრიუსელი

25 აპრილი 2019, 20:48

საქართველო

ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლის იუბილესთვის ემზადებიან

მინისტერიალის მეორე დღეს ბრიუსელი მაღალი დონის კონფერენციას უმასპინძლებს. ბელგიაში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე. ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნებთან ერთად შეაფასებს განვლილ 10 წელს, მიღწევებს და გამოწვევებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 აპრილი 2019, 20:38

მსოფლიო

ზელენსკიმ ცესკო საბოლოო შედეგების გამოცხადების გაჭიანურებაში დაადანაშაულა

შოუმენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც 21 აპრილს უკრაინაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაამარცხა და ამომრჩეველთა 73%-ის მხარდაჭერა მიიღო, უკრანის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების გაჭიანურებაში დაადანაშაულა

აეროპორტი

25 აპრილი 2019, 20:38

საქართველო

ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად კონტროლი საქართველოს საზღვრებზეც გამკაცრდება

"ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის დიდი მონაპოვარი, რომელიც ქვეყანას გააჩნია ევროკავშირში თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით, შენარჩუნებული და გამყარებული იყოს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

25 აპრილი 2019, 20:26

საქართველო

მდინარაძე: ნაციონალებსა და „ევროპულ საქართველოს“ ერთი წარსული, აწმყო და მომავალი აქვთ

"ისინი ხან იჩხუბებენ, ხან შერიგდებიან. მათ აქვთ საერთო პრინციპები, საერთო შეხედულებები, რომელიც საზოგადოების შეხედულებებს არ ემთხვევა და არც საზოგადოების ინტერესებს ემთხვევა, არც სასამართლოსთან, არც ადამიანის უფლებებთან, არც ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. წინ გვაქვს ამის ბევრი მაგალითი“, - განაცხადა დეპუტატმა.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი

25 აპრილი 2019, 20:08

საქართველო

არქიმანდრიტი კირიონი: დავით გარეჯში ამ დროისთვის არაფერია შეცვლილი

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის კირიონის განცხადებით, ამ დროისთვის არანაირი ცვლილება არ არის და აზერბაიჯანელ სამხედროებს ისევ დაკავებული აქვთ ის ტერიტორიები და კვლავ არ უშვებენ იქ მომლოცველებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში.

25 აპრილი 2019, 19:57

საქართველო

რა ხდებოდა საერთო სასამართლოებზე კანონპროექტის განხილვისას. მთავარი

"როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ მეორე მოსმენაზე დაბრუნდეს კანონი, თავადაც კარგად იციან, რომ ეს არ არის პრაქტიკული და რეალური საკითხი და გამომდინარეობს იქიდან რაზეც ვისაუბრეთ, რამენაირად მოიპოვონ გავლენები,“- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

25 აპრილი 2019, 19:47

სპორტი

ბასილაშვილმა ბუდაპეშტის ტურნირი წარმატებით დაიწყო

ბუდაპეშტის ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის დებიუტი წარმატებული გამოდგა. მსოფლიოს მე-18 ჩოგანმა ტურნირზე ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, სადაც გერმანელ პეტერ გოიოვჩიკს შეხვდა და 6:3, 0:6, 6:3 დაამარცხა.

აჭარის ტელევიზია

25 აპრილი 2019, 19:31

საქართველო

აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 24 მაისი, ახალი დირექტორი 4 ივნისამდე, გასაუბრების წესით უნდა შეირჩეს. დირექტორს სამი წლის ვადით აირჩევენ. 19 აპრილს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა. გადაწყვეტილებას ოთხმა წევრმა დაუჭირა მხარი.

უმაღლესი განათლება

25 აპრილი 2019, 19:13

საქართველო

ქართულ დიპლომებს და კვალიფიკაციის სერტიფიკატს ევროპაში აღიარებენ

ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განათლების ხარისხის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრი ხდება. გადაწყვეტილება 25 აპრილს, ესტონეთში, ტალინში გამართულ რიგით მე-9 ყოველწლიურ ფორუმზე მიიღეს.

ფესტივალი Coachella

25 აპრილი 2019, 19:06

ტაბლოიდი

ფესტივალ Coachella-ზე ჰერპესის ვირუსის მასობრივი აფეთქება შეინიშნება

მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მუსიკალურ ფესტივალ Coachella-ზე ჰერპესის ვირუსის მასობრივი აფეთქება შეინიშნება. ამის შესახებ გამოცემა TMZ საიტ HerpAlert-ზე დაყრდნობით წერს, რომელიც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ეძღვნება.

25 აპრილი 2019, 19:03

ძალოვნები

გუდამაყრის ხეობაში ხანძარია

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რთული რელიეფის გამო, მეხანძრე-მაშველებს ხანძრის ადგილამდე მისვლა ფეხით უწევთ, რაც ცეცხლის ჩაქრობის შესაძლებლობას ჯერჯერობით არ იძლევა. ვითარებას ართულებს ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაც.