imedi /  16 აპრილი 2019, 22:55 / სანდო წყარო

შალვა შავგულიძე განმარტავს რატომ არ გაასაჩივრა გირგვლიანის საქმე სააპელაციოში

შალვა შავგულიძე

შალვა შავგულიძე

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ ვრცლად განმარტა თუ რატომ არ გაასაჩივრა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გამოტანილი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში. ამის შესახებ მან გადაცემაში „პირისპირ“ ილაპარაკა.

შალვა შავგულიძის განცხადებით, მაშინდელი კანონმდებლობის მიხედვით, დაზარალებულს კანონით უფლება არ ჰქონდა სააპელაციო სასამართლოსთვის მოეთხოვა არც საქმის უკან, გამოძიებაში დაბრუნება და არც კვალიფიკაციის შეცვლა-დამძიმება. მისი განმარტებით, დაზარალებულს შეეძლო მხოლოდ მოეთხოვა განაჩენით მინიჭებული იმ კვალიფიკაციის ფარგლებში სასჯელის ზომის გამკაცრება:

„მაგრამ დაზარალებულის ინტერესში არ შედიოდა იმ ოთხი მსჯავრდებულის ორი წლით მეტი ექნებოდა მისჯილი თუ არა. დაზარალებულის ინტერესში შედიოდა ის, რომ იმ მსჯავრდებულების ქმედებას მისცემოდა სწორი კვალიფიკაცია, ვინაიდან იყო დაკვალიფიცირებული სხეულის დაზიანება, რასაც გაუფრთხილებლობით მოჰყვა სიკვდილი, სინამდვილეში კი ჩვენ ვიცოდით, რომ იქ იყო განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში. ანუ დაზარალებულის ინტერესი იყო სწორი კვალიფიკაცია, და მეორე გვინდოდა რომ ამ დანაშაულში თანამონაწილე ყველა პირი ყოფილიყო მხილებული. ამისთვის საჭირო იყო საქმის უკან დაბრუნება. მაგრამ ჩვენ ვერც კვალიფიკაციის შეცვლას მოვითხოვდით, ვერც გამოძიებაში საქმის უკან დაბრუნებას მოვითხოვდით, ჩვენ რომ მოგვეთხოვა მხოლოდ სასჯელის ნაწილში დამძიმება და ეს რომ დაეკმაყოფილებინა სასამართლოს მოხდება შემდეგი რამ - მე ვეღარ გავასაჩივრებდი ვერც საკასაციო ინსტანციაში, ვეღარ მივმართავდი ვერც ევროპული სასამართლოს, და გირგვლიანის საქმე სააპელაციო სასამართლოში დამთავრდებოდა“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

9 აპრილს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ გირგვლიანის საქმეში შალვა შავგულიძე თამაშის მონაწილე იყო.

21 მარტს პარტიებმა „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანების შესახებ განაცხადეს. სანდრო გირგვლიანის საქმის ყოფილი ადვოკატის, შალვა შავგულიძის იმ პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანება, რომელსაც ის წარსულში დანაშაულებრივი რეჟიმის შემქმნელებს უწოდებდა, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. 19 მაისის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ამ ორი პარტიის კანდიდატი შალვა შავგულიძე იქნება.

ყველა სიახლე

პრინცი უილიამი

27 ივნისი 2019, 10:55

ტაბლოიდი

პრინცი უილიამი წინააღმდეგი არაა თავისი შვილი გეი იყოს

როგორც პრინცმა უილიამმა მედიასთან განმარტა, მისთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა როგორი რეაქცია ექნება ამაზე საზოგადოებას. განცხადება სამეფო ოჯახის წევრმა ლონდონში, იმ არაკომერციულ ორგანიზაციაში სტუმრობისას გააკეთა, რომელიც ახალგაზრდა ლგბტ ადამიანებთან მუშაობს.

27 ივნისი 2019, 10:33

მსოფლიო

მადაგასკარზე ჭყლეტას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა

მომხდარის დეტალები უცნობია, თუმცა გავრცელებული ცნობით, ჭყლეტა მას შემდეგ დაიწყო, რაც აღლუმის დასრულების შემდეგ ხალხი სტადიონიდან გასვლას ცდილობდა, თუმცა პოლიციას კარები დახურული ჰქონდა. გასულ წელს ამავე სტადიონზე მატჩის დროს მომხდარ ჭყლეტას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.

WhatsApp

27 ივნისი 2019, 10:10

ტექნოლოგიები

WhatsApp-ზე დაწერილი სტატუსი Facebook-ზეც გაზიარდება

WhatsApp-ის სტატუსი Instagram „სთორის“ მსგავსი ფუნქციაა, რომელის მეშვეობითაც სურათის, ტექსტის ან ვიდეოს გაზიარებაა შესაძლებელი. სტატუსი გამოქვეყნებიდან 24 საათში ავტომატურად იშლება. WhatsApp-ზე სტატუსის ფუნქცია 2017 წელს ამოქმედდა.

27 ივნისი 2019, 10:09

მსოფლიო

ვენაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

აფეთქება 5-სართულიან კორპუსში მოხდა. შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა. მაშველებმა იქ მცხოვრები ადამიანების ევაკუაცია განახორციელეს. წინასწარი ცნობით, აფეთქება შესაძლოა ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. სხვა დეტალები უცნობია.

27 ივნისი 2019, 09:55

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა მიგრანტების დახმარების შესახებ წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერილი კანონპროექტი დაბლოკა

ამ კანონპროექტის მიზანი მიგრანტი ბავშვებისთვის პირობების გაუმჯობესება იყო. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შემოღებული ახალი საიმიგრაციო წესების თანახმად, დაკავებული მიგრანტებს საზღვარზე შვილებს ართმევენ დ სპეციალურ ბანაკში გადაჰყავთ, სანამ მათი მშობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

27 ივნისი 2019, 09:25

ეკონომიკა

ტალინიდან ბათუმში პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა

ტალინიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა. ესტონეთის დედაქალაქიდან ჩამოფრენილ მგზავრებს ფოლკლორული შოუთი დახვდნენ, ქართული ღვინის დეგუსტაციაც მოეწყო. რეისით ბათუმს 180 ტურისტი ესტუმრა, რომელთა 90%-იც რეგიონში ერთი კვირით დარჩენას და მოგზაურობას გეგმავს.

ფხენიანი, ჩრდილოეთ კორეა

27 ივნისი 2019, 09:11

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეაში ავსტრალიელი სტუდენტი დააკავეს

29 წლის ალეკ სიგლი ფხენიანში ცხოვრობს და კიმ ირ სენის უნივერისტეტში მაგისტრატურაზე სწავლობს, სადაც კორეულ ლიტერატურას ეუფლება. მისი ოჯახის თქმით, ისინი ვერ ადასტურებენ დააკავეს თუ არა სიგლი. სხვა დეტალები ამ დროისთის უცნობია.

რუსეთი ავიაკატასტროფა

27 ივნისი 2019, 08:55

მსოფლიო

რუსეთში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა

შემთხვევა ნიჟნეანგარსკის აეროპორტში მოხდა. ბორტზე სულ 43 მგზავრი იყო. გავრცელებული ცნობით, აფრენიდან ცოტა ხანში თვითმფრინავს ერთ-ერთმა უმტყუნა, რის გამოც ეკიპაჟმა აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. დაშვებისას თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს 100 მეტრით გაცდა, შენობას შეეჯახა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა.

ტრამპი-პუტინი

27 ივნისი 2019, 08:39

მსოფლიო

ტრამპი და პუტინი ერთმანეთს 28 ივნისს შეხვდებიან

მანამდე დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესახებ საკუთარ მოლოდინებზე ისაუბრა. „მე მექნება კარგი საუბარი, თუმცა რას ვიტყვი, ეს თქვენი საქმე არ არის“-ასე მიმართა თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებს იაპონიაში გამგზავრებამდე.

ბილი დრაგო

27 ივნისი 2019, 08:27

კულტურა

ამერიკელი მსახიობი ბილი დრაგო გარდაიცვალა

ის ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა. მიზეზი კი უცნობია. ბილი დრაგომ (ნამდვილი სახელია უილიამ იუჯინ ბეროუზი) კარიერა 1979 წელს დაიწყო. მისი ყველაზე ცნობილი როლია ფრენკ ნიტი ფილმში „ხელშეუხებელნი“. სულ დრაგომ 107 ფილმსა და სერიალში მიიღო მონაწილეობა.

27 ივნისი 2019, 07:56

საქართველო

რუსეთის საკითხზე საქართველოსა და სხვა ქვეყნების დელეგაციებმა ევროსაბჭოში ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციისათვის ხმის უფლების აღდგენასთან დაკავშირებით ესტონეთის, საქართველოს, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და უკრაინის ერთობლივი განცხადება გავრცელდა.

ლოს-ანჯელესი,
კალიფორნია, აშშ

27 ივნისი 2019, 00:56

კულტურა

გამოქვეყნდა 800 მუსიკოსის სია. მათი სიმღერები კალიფორნიაში ხანძრის შემდეგ დაიკარგა

NYT-ის მონაცემებით, Universal-მა, „ფენიქსის პროექტის“ ფარგლებში მუსიკალური ჩანაწერების მეხუთედზე მეტის აღდგენა ვერ შეძლო. ხანძრიდან ორი წლის შემდეგ პროექტი დახურა. გაზეთის ცნობით, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ პროგრამა ძალიან ძვირი უჯდებოდა ან რომ ასლებს უკვე ვეღარ მიაგნებდა.

ემინემი

27 ივნისი 2019, 00:39

კულტურა

რეპერ ემინემს მამა გარდაეცვალა

მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი რეპერის ემინემის მამა მარშალ ბრიუს მერზეს - უმცროსი 67 წლისა გარდაიცვალა. გამოცემა TMZ-ის ცნობით, ემინემი ხშირად კითხულობდა რეპს მამის შესახებ და წუხდა, რომ მან ადრეულ ასაკში მიატოვა.

 სოფიო ქაცარავა

27 ივნისი 2019, 00:36

საქართველო

სოფო ქაცარავა: თბილისში რომ ვყოფილიყავი მელიასთვის მანდატის დროებით შეჩერებას ხმას მივცემდი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო ქაცარავამ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საქმეში სოლიდარობა მმართველ გუნდს სტრასბურგიდან გამოუცხადა. „თბილისში სესიაზე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მივცემდი ხმას მელიასთვის მანდატის დროებით შეჩერებას“.

 იანის ადეტოკუნბო

27 ივნისი 2019, 00:01

სპორტი

NBA-ის საუკეთესო კალათბურთელი ცნობილია

NBA-ის (ნაციონალური საკალთბურთო ასოციაცია) სეზონის საუეთესო კალათბურთელად იანის ადეტოკუნბო დასახელდა. „მილუოკი ბაქსის“ ფორვარდი საშუალოდ საკალათბურთო მატჩში 28 ქულას აგროვებს. მისი გუნდი კი NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში საუკეთესო გახდა და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა.

თიკო ქობულაშვილი

26 ივნისი 2019, 23:58

საქართველო

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს სპიკერებმა ახალი გეგმა გააცნეს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 27 ივნისს ისევ 19:00 საათზე განახლდება, რის შემდეგაც მსველობას მმართველი პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მოაწყობენ მსვლელობას. ამის შესახებ პროტესტის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ღონისძიების სპიკერებმა თქვეს.

მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი

26 ივნისი 2019, 23:31

საქართველო

ევროსაბჭოს ახალ გენერალურ მდივნად ხორვატი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი აირჩიეს

ხორვატი პოლიტიკოსი ამ თანამდებობაზე ტორბიორნ იაგლანდს ჩაანაცვლებს. ნორვეგიელ ლიდერს უფლებამოსილების ვადა 2019 წლის ოქტომბერში ეწურება. მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი პოსტს 2024 წლამდე დაიკავებს. ბურიჩი ხორვატიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრია.

ნათია თურნავა

26 ივნისი 2019, 23:27

ეკონომიკა

თურნავა: ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ დაემუქრება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მაკროეკონომიკა არის ჯანსაღი და გრძლვადიან პერსპექტივაში ლარს საფრთხე არ ემუქრება. ეს კომენტარი ეკონომიკის მინისტრმა ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

26 ივნისი 2019, 23:00

თემა

რა ორგანიზაციაა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და რატომ დაუბრუნა მან ხმის უფლება რუსეთს?

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) რუსეთის დელეგაციას უფლებამოსილება აღუდგინა. მანამდე ორგანიზაციამ მიიღო შესწორებები, რომლებიც რუსულ დელეგაციას ყველა უფლებას,მათ შორის, ხმის უფლებას უბრუნებდა, რაც მას 2014 და 2015 წლებში ჩამოართვეს. სხვა ქვეყნების დეპუტატებმა ამ პროცესის დაბლოკვა მხოლოდ რამდენიმე დღით შეძლეს. უკრაინის დელეგაცია აცხადებდა, რომ რუსეთის დაბრუნების შემთხვევაში მისი დელეგაცია დროებით დატოვებდა ორგანიზაციას;უკრაინელებთან ერთად ფაქტს აპროტესტებდაქართული დელეგაციაც. ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა უკვე უწოდა რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილებას სამარცხვინო.

26 ივნისი 2019, 22:49

საქართველო

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ინდუსტრიულმა ჰოლდინგი Aigroup -მა ცენტრალურ მოედანზე ოფიციალური პრეზენტაცია გამართა,რომლის ფარგლებში ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტი წარადგინა. ღონისძიება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნა.