imedi /  17 აპრილი 2019, 10:49 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში კვიპროსის პრეზიდენტს ხვდება

პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ​კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ნიკოს ანასტასიადისს ხვდება.

შეხვედრის დაწყებამდე კვიპროსის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილია პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთანაც. კვიპროსის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად კათოლიკოს-პატრიარქსაც შეხვდება. გაიმართება საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი, რომელშიც  ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოსა და კვიპროსის პრეზიდენტები მიიღებენ მონაწილეობას.

კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 16 აპრილს ეწვია. 

 

 

ყველა სიახლე

Ford Puma

26 ივნისი 2019, 12:49

ტექნოლოგიები

გერმანიაში Ford Puma-ს ახალი მოდელი წარადგინეს. ფოტო

ავტომობილის სამიზნე აუდიტორიას ევროპული ბაზარი წარმოადგენს, სადაც ის ჰიბრიდული დანადგარით - 48-ვოლტიანი სტარტერ-გენერატორით იქნება წარმოდგენილი, 3-ცილინდრიანი ბენზინიანი ძრავის EcoBoost-ის მოცულობა კი 1 ლიტრი იქნება. რაც შეეხება ტრანსმისიას, Ford Puma ექვსსაფეხურიან მექანიკაზე იმუშავებს. მოგვიანებით ბაზარზე დიზელზე მომუშავე მოდიფიკაციაც გამოჩნდება.

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 12:46

საქართველო

პარლამენტთან ნიკა მელიას მხარდამჭერები იკრიბებიან

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დეპუტატ ნიკა მელიას მხარდამჭერები იკრიბებიან. ისინი ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ტურიზმი

26 ივნისი 2019, 12:40

ეკონომიკა

El Español: საქართველო სტუმართმოყვარე და თბილი ქვეყანაა

სტატია საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეძღვნება. ავტორი საუბრობს თბილისის ღირსშესანიშნაობების, ტურისტული მარშრუტების, ისტორიული უბნების და არქიტექტურის შესახებ. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია საუკუნოვან ტრადიციებსა და სტუმართმოყვარე ხალხზე.

ჰუავეი

26 ივნისი 2019, 12:35

ტექნოლოგიები

NYT: ტრამპის აკრძალვის მიუხედავად, ამერიკული კომპანიები Huawei-ს პროდუქციას აწვდიან

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები, დონალდ ტრამპის მიერ გამოცემული აკრძალვის შესახებ ბრძანების მიუხედავად, აგრძელებენ ჩინური კომპანია Huawei-სთვის პროდუქციის მიწოდებას. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 ივნისი 2019, 12:27

ეკონომიკა

ტაქსის მძღოლებმა ავტომანქანის ფერის შეცვლის ვაუჩერი 10 აგვისტომდე უნდა აიღონ

კახა კალაძის თქმით, ვაუჩერის გამოყენების ბოლო ვადა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბერია. შესაბამისად, ტაქსების მძღოლებმა ავტომანქანის ფერის შეცვლა (შეღებვა, ან თეთრი ფირის გადაკვრა) პირველ ოქტომბრამდე უნდა განახორციელონ.

26 ივნისი 2019, 12:20

საქართველო

აუტისტური სპექტრის მქონეთა რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართული ბავშვების ასაკი 18 წლამდე იზრდება

თბილისის მერია „აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას“ 2015 წლის ივლისიდან ახორციელებს. ამ პერიოდში პროგრამის ბიუჯეტი რვაჯერ გაიზრდა და დღეისთვის, 1000 ბავშვის მომსახურებაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ამოქმედების დროს მასში 325 ბავშვი იყო ჩართული.

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 12:19

საქართველო

მელია: ისეთი დაბნეულები არიან, ჩემს დაპატიმრებაზე მიმართვა შეიძლება თბილისის ზოოპარკს გაუგზავნონ

დაპატიმრების შემთხვევაში კეთდება მიმართვა პენიტენციურ დაწესებულებაში, რომ შემოდის პატიმარი, მაგრამ ესენი ისეთი დაბნეულები არიან, მადლობელი დავრჩები, თუ თბილისის ზოოპარკზე არ გააკეთებენ მიმართვას, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიმდინარე მოვლენები.

26 ივნისი 2019, 12:10

საქართველო

ლატვიელმა ბლოგერმა საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლი გადაიღო. ვიდეო

ლატვიელი ბლოგერმა ალექსანდრ ალიმოვმა საქართველოს შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა. ალექსანდრ ალიმოვმა გადამღებ ჯგუფთან ერთად საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა. ვიდეოში იმერეთის, აჭარისა და სვანეთის ტურისტული ღირსშესანიშნაობებია წარმოდგენილი.

26 ივნისი 2019, 12:07

ეკონომიკა

ტაქსის მომსახურების გადახდა QR-კოდით იქნება შესაძლებელი

A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელ პირებს QR-კოდი გადაეცემათ, რომლის საშუალებითაც, მგზავრები მომსახურების საფასურის გადახდას შეძლებენ,-ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

სალომე სამადაშვიილ

26 ივნისი 2019, 11:58

საქართველო

სალომე სამადაშვილი უმრავლესობის წევრს: ხმა ჩაიგდე

პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისევ ხმაური და დაპირისპირებაა. დეპუტატები ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით მსჯელობენ და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. სალომე სამადაშვილმა უმრავლესობის დეპუტატს მიმართა და "ხმის ჩაგდება" მოსთხოვა.

კახა კალაძე

26 ივნისი 2019, 11:54

საქართველო

სასწრაფოს ბრიგადებს რომლებიც აქციაზე დაშავებულებს ეხმარებოდნენ ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

კახა კალაძის თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები 20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. კალაძემ ასევე მადლობა გადაუხადა მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც აქციის ღამეს მუშაობდნენ.

ლევან გოგიჩაიშვილი

26 ივნისი 2019, 11:46

საქართველო

გოგიჩაიშვილი: გული მერევა თქვენზე, კომიტეტის სხდომაზე ამის სათქმელად შემოვედი

თქვენთან იმიტომ შემოვედი, რომ გითხრათ - გული მერევა თქვენზე, - ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დამსწრე დეპუტატებს. ამის პასუხად იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, სხდომის ერთ-ერთმა წამყვანმა ანრი ოხანაშვილმა გოგიჩაიშვილს უზრდელი უწოდა.

26 ივნისი 2019, 11:39

ძალოვნები

პროკურატურა: გამოცხადების ვალდებულების მიუხედავად, მელიამ სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას თავი აარიდა

როგორც უწყებაში აცხადებენ, პარლამენტის წინ 2019 წლის 20-21 ივნისს გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს 10:00 საათზე ბრალდების წარდგენის მიზნით მელია გენერალურ პროკურატურაში იყო დაბარებული.

ნინო ლომჯარია

26 ივნისი 2019, 11:32

საქართველო

ლომჯარია: აქციაზე მყოფი ყველა პოლიტიკოსი ვალდებული იყო თავიდან აეცილებინა პოლიციასთან შეტაკება

რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას და ბრალს ამ შემთხვევაში ნიკა მელიას როლი რა იყო და შეგროვებული მტკიცებულებები რამდენად საკმარისია იმისთვის, რომ ამ კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით მას ბრალი წარადგინოს, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს და დღეს კომენტარს ვერ გააკეთებს.

კრისტიან ურსე

26 ივნისი 2019, 11:23

საქართველო

კრისტიან ურსე: პროპორციული სისტემის დანერგვა დემოკრატიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე პროპორციულ საარჩევნო სისტემის დანერგვას ეხმაურება. მისი განცხადებით, ამ ინიციატივის ძალაში შესასვლელად საჭიროა ყველა საპარლამენტო აქტორის ჩართულობა, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები სათანადო უმრავლესობამ მიიღოს.

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 11:21

საქართველო

ნიკა მელია პლენარულ სხდომას დაესწრება, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კი არ შევა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი ნიკა მელია აცხადებს, რომ პარლამენტში გასამართ პლენარულ სხდომას დაესწრება, თუმცა როგორც მან თქვა, ის არ აპირებს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შევიდეს.

თურქეთის პოლიცია

26 ივნისი 2019, 11:10

ძალოვნები

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა, ერთი მძიმედ დაშავდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულები და დაშავებული ერთი ოჯახის წევრები არიან. შემთხვება 03:45 საათზე, ავტობანის ფაზარის მონაკვეთზე, ტრაპიზონიდან 120 კილომეტრში მოხდა. დაშავებული ქალაქ რიზეს კლინიკაში არის მოთავსებული.

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 11:09

საქართველო

ნიკა მელია პარლამენტში მივიდა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია პარლამენტში მივიდა, მაგრამ ჯერ არ შესულა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც პროკურორი მის მიმართ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე პარლამენტისგან თანხმობას ითხოვს.

გიორგი კონდახაშვილი

26 ივნისი 2019, 10:59

ძალოვნები

ადვოკატი: ნიკა მელიას მიმალვის საფრთხე აბსურდულია

გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტს მიმართა აბსურდული ბრალდებებით, რათა ნიკა მელიას შეუწყდეს იმუნიტეტი, თითქოს მას აქვს 2 პასპორტი, არის მისი მიმალვის საფრთხე და არის აუცილებელი მისი დაკავება- ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა ჟურნალისტებს გენერალურ პროკურატურაში განუცხადა, სადაც ის ბრალდების დადგენილების ჩასაბარებლად მივიდა.

ამირან გულუაშვილი

26 ივნისი 2019, 10:45

საქართველო

პროკურორი: არსებობს ნიკა მელიას მიმალვის საფრთხე

ამირან გულუაშვილმა ასევე განმარტა, რომ შესაძლოა მელიამ მოწმეებზე ზეგავლენა მოახდინოს რომ მათ არ მისცენ საწინააღმდეგო ჩვენება. მისივე მტკიცებით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლოა მელიამ ახალი დანაშაული ჩაიდინოს.