imedi /  17 აპრილი 2019, 14:19 / სანდო წყარო

პარლამენტი მოსამართლეებზე უმრავლესობის კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე დღეს მეორე მოსმენით იმსჯელებს. თუმცა სხდომის გახსნამდე ამავე საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორის და სასამართლოს წარმომადგენლებს შეხვდა.

განიხილეს ვენეციის კომისიის დასკვნა. ცნობილია, რომ მმართველი გუნდი რეკომენდაციების ნაწილს გაითვალისწინებს, ნაწილს - არა. 

მხარეებმა რეკომენდაციები დეტალურად განიხილეს და მოსაზრებები გამოთქვეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონკრეტულ რეკომენდაციების შესახებ მსჯელობა უმრავლესობის ფორმატში წარიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მათ შორის, საუბარია ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებას და ინტერესთა კონფლიქტს უკავშირდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეეცდება, კოლეგები რეკომენდაციების გაზიარების საჭიროებაში დაარწმუნოს.

ვინც ამბობს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა დადებითია, ცრუობს ან საკუთარ თავს იტყუებს, - ამის შესახებ განცხადებას ეკა ბესელია აკეთებს. "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა ამ თემაზე ბრიფინგი გამართეს. როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ერთადერთი, რაც მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას გაკრიტიკებული არ აქვს, მხოლოდ კანონპროექტის სათაურია, დანარჩენი ყველაფერი კი კრიტიკის საგანია.

საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე ვენეციის კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა 16 აპრილს გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია გამოყოფს ხუთ ძირითად რეკომენდაციას. მათ შორის, უნდა გადაიხედოს არამოსამართლე კანდიდატებისათვის გამოცდის ჩაბარების აუცილებლობა. ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად არის კანდიდატი, გამორიცხული უნდა იყოს კანდიდატების შერჩევა-ნომინირების ყველა პროცედურისგან. 

ყველა სიახლე

ვლადიმერ პუტინი

25 აპრილი 2019, 14:08

მსოფლიო

პუტინი უკრაინის არჩევნებზე: ეს არის პოროშენკოს პოლიტიკის სრული კრახი

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის საპრეზიდენო არჩევნებზე პირველი კომენტარი გააკეთა. ვლადიმერ პუტინმა კენჭისყრის შედეგები პოროშენკოს პოლიტიკას დაუკავშირა. „რა არის აქ შესაფასებელი? ეს არის პოროშენკოს პოლიტიკის სრული კრახი"- განაცხადა პუტინმა.

25 აპრილი 2019, 14:03

ტაბლოიდი

ამერიკელი ასტროლოგიური ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ახალგაზრდის ისტორია, რომელშიც ის ჰყვება, რომ ოთახის ერთობლივ ქირაზე უარი უთხრეს, რადგან ის ზოდიაქოს ნიშნით თხის რქა იყო. ამ ისტორიას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და პროფესიონალმა იურისტებმა გამოთქვეს აზრები იმასთან დაკავშირებით, შესაძლებელია თუ არა ზოდიაქოს ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია.

საოკუპაციო ხაზი

25 აპრილი 2019, 13:57

ეკონომიკა

ნიქოზთან მდებარე საოკუპაციო ხაზთან ადგილობრივმა კაკლის და ნუშის ნერგები გააშენა

ფერმერმა გიორგი მჭედლიძემ ის სოფლის მეურნეობის პროექტის „დანერგე მომავალი” ფარგლებში, შექმნა, რომელიც გაფართოებასა და ახალი ჯიშების გამრავლებაზეა ორიენტირებული. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, ფერმერები განსხვავებული პირობებით ისარგებლებენ.

25 აპრილი 2019, 13:56

ტაბლოიდი

იტალიელმა ფერმერმა ლეონარდო და ვინჩის პორტრეტი ტრაქტორით დახატა

იტალიელმა ფერმერმა დარიო გამბარინმა მინდორში ტრაქტორით ლეონარდო და ვინჩის პორტრეტი დახატა. ამისთვის მან 2,5 ჰექტარი ფართობი გამოიყენა. შედევრის შესაქმნელად, განბარინს 8 საათი დასჭირდა.

ეგვიპტე

25 აპრილი 2019, 13:34

მსოფლიო

ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამასთან, სინაის ნახევარკუნძულის რამდენიმე რაიონში, რომელიც ისრაელსა და ღაზის სექტორს ესაზღვრება, კომენდანტის საათი დაწესდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი უცნობია. მანამდე მთავრობამ ისლამისტ მებრძოლებთან ბრძოლის ფარგლებში სინაის ნახევარკუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

კარლოს გონი

25 აპრილი 2019, 13:22

მსოფლიო

Nissan-ის ყოფილი დირექტორი 4.5 მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება

გონი გასული წლის ნოემბერში ფინანსური მაქინაციების ბრალდებით დააპატიმრეს, 2019 წლის მარტში კი ის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მეორედ გონი აპრილის დასაწყისში დააკავეს და ახალი ბრალი წაუყენეს, საქმე ეხება ავტოკონცერნ Nissan-ის თანხების მითვისებას, რისთვისაც გონი სპეციალურად შემუშავებულ სქემას იყენებდა.

ეკა ბესელია

25 აპრილი 2019, 13:05

საქართველო

ეკა ბესელიამ დეპუტატების და მესამე სექტორის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ ორგანიზებული შეხვედრა, რომელიც მოსამართლეების დანიშვნის საკითხს შეეხებოდა, პროტესტის ნიშნად დატოვა. შეხვედრას მესამე სექტორი და დეპუტატები ესწრებოდნენ.

დემონტაჟი

25 აპრილი 2019, 12:58

საქართველო

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მეტროს შახტის დემონტაჟი დაიწყო

ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე არსებული მეტროს 50-ე შახტის დემონტაჟი დაიწყო. პროექტი 3 თვეში უნდა დასრულდეს და და ვაჟა ფშაველას გამზირზე დაახლოებით 200 მეტრიან მონაკვეთზე ახალი სამანქანო გზა და გამწვანებული ტერიტორია მოეწყობა.

ქურდობა

25 აპრილი 2019, 12:55

ძალოვნები

გავრცელდა ვიდეო თუ როგორ გარბიან არასრულწლოვნები ბათუმში მაღაზიის გაქურდვის შემდეგ

ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე მობილური მაღაზიების მეპატრონემ, რომლის დაწესებულებაც სავარაუდოდ არასრულწლოვნებმა გაქურდეს, imedinews-ს ვიდეო მიაწოდა. ვიდეოზე აღბეჭდილია სამი ადამიანი. ვიდეოში ჩანს როგორ სხდებიან ისინი ტაქსიში მაღაზიის გაქურდვის შემდეგ.

25 აპრილი 2019, 12:53

კულტურა

HBO-მ შეიძლება „სამეფო კარის თამაშების“ აზიური ვერსია გადაიღოს

კომპანია HBO-ს წარმომადგენელმა ჯესიკა კამ-ენგლმა თქვა, რომ შეიძლება „სამეფო კარის თამაშების“ აზიური ვერსია გადაიღონ. ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter-ი წერს. მისი თქმით, პრობლემა მხოლოდ პროდიუსერების ნაკლებობა, რომლებიც მასშტაბურ პროექტის სათავეში ჩაუდგებიან.

ევროკავშირი

25 აპრილი 2019, 12:37

საქართველო

ევროკავშირი საქართველოში 3 ახალ გარემოსდაცვით პროექტს იწყებს

საქართველოში ევორკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ეს ახალი ინიციატივები საქართველოს დაეხმარება, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორებში და ხელს შეუწყობს გარემოსა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის უკეთესად დაცვას.

პროფესიული განათლება

25 აპრილი 2019, 12:28

ეკონომიკა

პროფესიული გადამზადების კურსებზე სწავლა 1426-მა ბენეფიციარმა დაიწყო

თბილისსა და 11 მუნიციპალიტეტში არსებულ პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსები 2-დან 4 თვემდე გრძელდება. პროგრამაში, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო, 30 პროფესიული სასწავლებელია ჩართული.

25 აპრილი 2019, 12:26

მსოფლიო

უმაღლესმა რადამ უკრაინული ერთადერთ სახელმწიფო ენად გამოაცხადა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ცხოვრების ყველა სფეროში უკრაინის ენის ექსკლუზიური გამოყენების შესახებ კანონი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „112-უკრაინა“ ავრცელებს. კანონის მიღების გამო, პარლამენტის წინ პარალელურად აქცია იმართებოდა.

ჯონი დეპი

25 აპრილი 2019, 12:10

ტაბლოიდი

ჯონი დეპი რუს მოცეკვავეზე ქორწინდება

დეპმა და გლენმა ერთმანეთის 2018 წელს ლოს-ანჯელესში წვეულებაზე გაიცნეს. გოგო იქ დასასვენებლად იყო ჩასული და მსახიობი ვერ იცნო, რომელიც მასთან გასაცნობად მივიდა. როგორც დეპის მეგობრები ამბობენ, მსახიობი რუსეთში ჩასვლას და შეყვარებულის მშობლების გაცნობას აპირებს.

თელასი

25 აპრილი 2019, 12:07

ეკონომიკა

„თელასის“ მიერ ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მოხმარების მოცულობის კლება გამოწვეულია იმით, რომ ელექტროენერგიის ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელი - კომპანია „ბი ეფ დი სი ჯორჯია“, ელექტროენერგიის თავისუფალი ბაზრის მონაწილე გახდა და კომპანია „თელასისგან“ შესყიდვებს აღარ ანხორციელებს.

25 აპრილი 2019, 12:04

ძალოვნები

შინდისში 5 მოზარდი ავარიაში მოჰყვა

თვითმხილველების თქმით ავტომობილი გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა და სავარაუდოდ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიციაა მობილიზებული.

ანჯელინა ჯოლი

25 აპრილი 2019, 12:01

ტაბლოიდი

ანჯელინა ჯოლი ანდერძით 116 მილიონს ერთ-ერთ შვილს დაუტოვებს

მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ანდერძი დაწერა, რომლის მიხედვითაც ის ქონების დიდი ნაწილის დატოვებას 17 წლის შვილისთვის, მედოქსისთვის აპირებს. ჯოლის ქონება 116 მილიონ დოლარს შეადგენს. მედოქსმა მშობლების, ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის განქორწინების პროცესში მხარი დედას დაუჭირა.

აკაკი ბობოხიძე

25 აპრილი 2019, 11:52

საქართველო

აკაკი ბობოხიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

„ნაციონალურ მოძრაობას“ 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე კოორდინირებული მუშაობის წინადადებით მივმართეთ და შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ შუალედურ არჩევნებზე 7 საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ და 6 საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველოს“ შერჩეულ კანდიდატებს დავუჭერდით მხარს. სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მარნეულსა და ჭიათურაში შეთანხმება დაარღვია“, – განაცხადა ბობოხიძემ.

ქურდობა

25 აპრილი 2019, 11:51

ძალოვნები

ბათუმში არასრულწლოვნებმა 20 ათასი ლარის მობილურები მოიპარეს

ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მობილურების მაღაზია არასრულწლოვნებმა გაქურდეს. შემთხვევა დილით 06:30 საათზე მოხდა. მფლობელის, ფატმა თურმანიძის თქმით, წაღებულია 20 ათასი ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები. შსს-ს ცნობით, გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.

პენსია

25 აპრილი 2019, 11:46

საქართველო

პროფკავშირები მთავრობას პენსიის ოდენობის განსაზღვრის მეთოდის შეცვლისკენ მოუწოდებენ

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს საზოგადოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი - როგორ უნდა იზრდებოდეს მომავალში სახელმწიფო პენსია ასაკით პენსიონერთათვის. მათი თქმით, 90-იან წლებში პენსია საქართველოში სმბოლურ დატვირთვას ატარებდა.