imedi /  17 აპრილი 2019, 19:18 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: ყოველდღიურად წითელას 15-25 შემთხვევა ფიქსირდება

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

საქართველოში ყოველდღიურად წითელას 15-25 შემთხვევა ფიქსირდება, – წერს 1tv, საქართველოს პირველ არხზე დაყრდნობით.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველ არხს განუცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით წითელას შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია, შემდეგ მოდის დასავლეთ საქართველოს რეგიონები – იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, მომდევნო კი, კახეთია.

ოფიციალური მონაცემებით, წელს წითელას 3 172 შემთხვევა დასტურდება.

„იანვრიდან, ამ წლის განმავლობაში გვაქვს წითელას 3 172 შემთხვევა, რაც მეტია, ვიდრე შარშან მთელი წლის განმავლობაში ანუ წითელას ეპიდაფეთქება ჯერ კიდევ გრძელდება და აცრების გარდა ვერაფერი შეაჩერებს. დღევანდელი მდგომარეობით, გეგმური აცრების გარდა, დამატებით ვაქცინაცია დაახლოებით 118 ათასმა ადამიანმა ჩაიტარა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ვიდრე აცრილთა რაოდენობა 350 ათასს არ მიაღწევს, ინფექცია უკან არ დაიხევს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ინფექცია ძირითადად 20-დან 40-წლის ასაკობრივ ჯგუფში ვრცელდება. ძირითადად ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც 90-იან წლებში არ აცრილან ან წითელა არ გადაუტანიათ. ამასთან, გამყრელიძე განმარტავს, რომ წითელას შემთხვევები მაღალია 0-დან ერთ წლამდე ბავშვებში. „წითელას საწინააღმდეგო იმუნიტეტი ბავშვს დედიდან გადაეცემა. თუ დედა აცრილია ან გადატანილი აქვს წითელა, ბავშვი დაბადებიდან პირველი რვა თვის განმავლობაში დაცულია“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ორსულებსა და მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს, ცხელებისა და გამონაყარის გარდა, ყურადღება მიაქციონ პირის ღრუს. ვირუსს განვითარების რთული ფორმებიც ახასიათებს და ხშირად, ფილტვების ანთებით მიმდინარეობს.

2019 წლის პირველ კვარტალში წითელათი დაავადების შემთხვევების რიცხვი 4-ჯერ გაიზარდა. Euronews-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოხსენებაში წერია. 

იანვრიდან მარტის ჩათვლით მსოფლიოში დაავადების 112 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 28 000 იყო.

ყველა სიახლე

მაიკ პომპეო და ნარენდრა მოდი

26 ივნისი 2019, 14:09

მსოფლიო

გამწვავებული ორმხრივი ურთიერთობის ფონზე პომპეო ინდოეთში ჩავიდა

შეხვედრის შესახებ დეტალები არ ვრცელდება. ცნობილია, რომ პომპეო მოგვიანებით შეხვდება ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც. ვიზიტი შედგა ვაჭრობის და გადასახადების საკითხებთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე, რომელიც ორმხრივ ურთიერთობაში დაძაბულობას იწვევს.

რობოტების გამოყენება

26 ივნისი 2019, 14:02

ეკონომიკა

2030 წლისთვის რობოტები 20 მილიონამდე სამუშაო ადგილს დაიკავებენ

2030 წლისთვის მსოფლიოში რობოტები საწარმოო სექტორში 20 მილიონამდე სამუშაო ადგილს დაიკავებენ. ამის შესახებ ანალიტიკური კომპანია Oxford Economics-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს. Oxford Economics-ის მტკიცებით, თითოეული რობოტი 1,6 საწარმოო პოზიციას დაიკავებს. ეს პროცესი ყველაზე საგრძნობლად იმ რეგიონებზე აისახება, სადაც დასაქმებულების უნარები უფრო დაბალია, რის გამოც ეკონომიკა უფრო სუსტი, უმუშევრობა კი უფრო მაღალია.

26 ივნისი 2019, 13:59

კულტურა

ჩინეთში იაპონური ანიმე Spirited Away პირველად უჩვენეს

ჩინეთის ბილეთების გაყიდვის აპლიკაციის Maoyan-ის მონაცემების თანახმად, Spirited Away-ის მფლობელმა კომპანიამ The Studio Ghibli film-მა ჩინეთის კინოთეატრებში ჩვენებებით $27.7 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. აქამდე ჩინელები Spirited Away-ის პირატული ვებგვერდების ან DVD-ის საშუალებით უყურებდნენ.

26 ივნისი 2019, 13:56

ეკონომიკა

96-წლიანი არსებობის შემდეგ გერმანული კომპანია Loewe წარმოებას აჩერებს

ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებელი გერმანული კომპანია Loewe 1 ივლისიდან მუშაობას აჩერებს. კომპანია ძირითადად ტელევიზორებს და აკუსტიკურ მოწყობილობებს უშვებდა. თუ 1 ივლისამდე კომპანია რამენაირად თანხას ვერ იშოვის, მაშინ სამსახურის გარეშე 400-მდე ადამიანი დარჩება.

26 ივნისი 2019, 13:55

მსოფლიო

აშშ უკრაინას სამხედრო ობიექტების მშენებლობისთვის 4 მილიონ დოლარს გამოუყოფს

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა 4 მილიონ დოლარს მომავალი 2 წლის განმავლობაში მიიღებს. სოლიდური თანხით ამუნიციის 6 უსაფრთხო საწყობის მშენებლობა დაფინანსდება, რაც უკრანას ნატოს სტანდარტებთან დაახლოებაში დაეხმარება.

სამხედროები

26 ივნისი 2019, 13:54

მსოფლიო

ავღანეთში ამერიკელი სამხედროები დაიღუპნენ

თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც ამ ქვეყნაში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. სამხედრო უწყების ცნობაში არაფერია ნათქვამია, თუ რა ვითარებაში დაიღუპნენ ამერიკელი სამხედროები. დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ვინაობა ცნობილი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათი დაღუპვის შესახებ ცნობას ოჯახის წევრებს შეატყობინებენ.

26 ივნისი 2019, 13:47

მსოფლიო

ანექსირებულ ყირიმში სწავლებისას ორი რუსი სამხედრო დაიღუპა

ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევა პოლიგონზე "ძველი ყირიმი" მოხდა. მანევრის შესრულებისას ორივე სამხედრო დაიღუპა. სამხედრო უწყების ცნობით, სამხედროებმა დროულად ვერ მოახერხეს პარაშუტის თოკებისგან გათავისუფლება, რაც გახდა მათი დახრჩობის მიზეზი.

დავით უსუფაშვილი

26 ივნისი 2019, 13:32

საქართველო

უსუფაშვილმა განმარტა რა შედეგები ექნება ივანიშვილისა და სააკაშვილისთვის პროპორციულ არჩევნებს

"შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი საარჩევნო პროპორციულ სისტემასა და მელიას დაკავებასაც ეხმიანება. როგორც უსუფაშვილი აცხადებს, მშვიდ ვითარებაში ჩატარებული პროპორციული არჩევნებით, ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულ ძალაუფლებას კარგავს, ხოლო სააკაშვილი მას ვერ მოიპოვებს.

26 ივნისი 2019, 13:21

მსოფლიო

ჩინეთში მარცვლეულის მოსავალს მავნებელი ჭიაყელა მასობრივად შეესია

Reuters-ის ცნობით, ჩინეთის 19 პროვინციაში მავნებელი ჭიაყელა მასობრივად გავრცელდა. ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ჭიაყელა მარცვლეულის ყანებში დაახლოებით 333,000 ჰა ტერიტორიაზეა გავრცელებული. ჩინეთის მთავრობის ინფორმაციით, მავნებლებს ერთი ღამის განმავლობაში მარცვლეულის ასობით ჰექტრისთვის ზიანის მიყენება შეუძლიათ, რაც ჩინეთის კვების სექტორს საფრთხეს უქმნის.

26 ივნისი 2019, 13:18

ეკონომიკა

27 ივნისიდან ირანი ურანის გამდიდრების პროცესს დააჩქარებს

27 ივნისის შემდეგ ირანი ურანის გამდიდრების ტემპებს დააჩქარებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ატომური ენერგიის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ბეჰრუზ კამალვანდიმ განაცხადა. მისივე განცხადებით, გამდიდრებული ურანის მარაგი უკვე საკმაოდ არის გაზრდილი, 27 ივნისს კი ეს მარაგი 300 კილოგრამს გადააჭარბებს.

შემთხვევის ადგილი

26 ივნისი 2019, 13:17

ძალოვნები

პეკინზე დანით შეიარაღებული თავდამსხმელი „აიპლიუსის“ მაღაზიაში შეიჭრა

თბილისში, პეკინის გამზირზე „აიპლიუსის“ მაღაზიის დაყაჩაღება სცადეს. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს. „პეკინზე, აიპლიუსის მაღაზიაში 1 ადამიანი შეეცადა მაღაზიის დაყაჩაღებას, თუმცა მან ვერ შესძლო მარაზიის დაყაჩაღება, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იგი ადგილზე დააკავეს. გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს

პროკურატურა

26 ივნისი 2019, 13:14

ძალოვნები

აქციაზე დაკავებული 51 ადამიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის პროტესტები, რომლის თანახმადაც, 21 ივნისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეფარდებული სახდელის ზომა - პატიმრობის ვადა 51 პირის მიმართ შეიცვალა და შემცირდა.

26 ივნისი 2019, 13:13

საქართველო

სალომე სამადაშვილმა ვანო ზარდიაშვილს უსირცხვილო უწოდა

„უსირცხვილო, ნამუსგარეცხილ ადამიანებს მე პასუხის ღირსად საქართველოს პარლამენტში არ ვთვლი, - ამ სიტყვებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ვანო ზარდიაშვილს მიმართა.

26 ივნისი 2019, 13:03

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებმა მიგრანტებისთვის $4.5 მილიარდის გამოყოფას მხარი დაუჭირეს

როგორც დემოკრატები ამბობენ, ეს თანხა ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე არსებულ მიგრანტთა თავშესაფარში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას უნდა მოხმარდეს და არა მექსიკასთან კედლის მშენებლობას ან საიმიგრციო პატრულირებას. თუმცა, ახლა დოკუმენტმა სენატში უნდა გაიაროს მოსმენა, რომელსაც რეპუბლიკელები აკონტროლებენ.

კარლო კოპალიანი

26 ივნისი 2019, 13:00

საქართველო

კარლო კოპალიანი: როდის დამთავრდება გამოძიება მათ მიმართ ვინც 9 წელი დედას ტირობდა ამ ქვეყანას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს კარლო კოპალიანს აინტერესებს როდის დამთავრდება წინა ხელისუფლების პირების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება. მისი განცხადებით წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან კოჰაბიტაცია არ შეიძლება და "ასეთ ადამიანებთან ლაპარაკიც შეუძლებელია".

26 ივნისი 2019, 12:50

საქართველო

ადვოკატი: თუ ხელისუფლებას არ სურს ხელკეტიანების ნაცვლად იარაღიანი ადამიანები, დიალოგის გზით უნდა წავიდეთ

რუსთაველის გამზირზე 20 ივნისის აქციაზე დაკავებული ექვსი პირის ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლებამ დიალოგის გზას უნდა მიმართოს."ეს არ ნიშნავს წახალისებას, თუ ეს გზა არ იქნება არჩეული და ხელისუფლება წავა დესტრუქციული გზით, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ უფრო მძიმე და მკაცრ სცენარს“, - განაცხადა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ.

Ford Puma

26 ივნისი 2019, 12:49

ტექნოლოგიები

გერმანიაში Ford Puma-ს ახალი მოდელი წარადგინეს. ფოტო

ავტომობილის სამიზნე აუდიტორიას ევროპული ბაზარი წარმოადგენს, სადაც ის ჰიბრიდული დანადგარით - 48-ვოლტიანი სტარტერ-გენერატორით იქნება წარმოდგენილი, 3-ცილინდრიანი ბენზინიანი ძრავის EcoBoost-ის მოცულობა კი 1 ლიტრი იქნება. რაც შეეხება ტრანსმისიას, Ford Puma ექვსსაფეხურიან მექანიკაზე იმუშავებს. მოგვიანებით ბაზარზე დიზელზე მომუშავე მოდიფიკაციაც გამოჩნდება.

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 12:46

საქართველო

პარლამენტთან ნიკა მელიას მხარდამჭერები იკრიბებიან

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დეპუტატ ნიკა მელიას მხარდამჭერები იკრიბებიან. ისინი ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ტურიზმი

26 ივნისი 2019, 12:40

ეკონომიკა

El Español: საქართველო სტუმართმოყვარე და თბილი ქვეყანაა

სტატია საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეძღვნება. ავტორი საუბრობს თბილისის ღირსშესანიშნაობების, ტურისტული მარშრუტების, ისტორიული უბნების და არქიტექტურის შესახებ. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია საუკუნოვან ტრადიციებსა და სტუმართმოყვარე ხალხზე.

ჰუავეი

26 ივნისი 2019, 12:35

ტექნოლოგიები

NYT: ტრამპის აკრძალვის მიუხედავად, ამერიკული კომპანიები Huawei-ს პროდუქციას აწვდიან

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები, დონალდ ტრამპის მიერ გამოცემული აკრძალვის შესახებ ბრძანების მიუხედავად, აგრძელებენ ჩინური კომპანია Huawei-სთვის პროდუქციის მიწოდებას. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.