imedi /  18 აპრილი 2019, 18:31 / სანდო წყარო

გიორგი ქობულიას შესაძლო გადადგომას უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები აფასებენ

გიორგი ქობულია

გიორგი ქობულია

"ქრონიკის" ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობას დატოვებს. შესაძლო საკადრო ცვლილებები დეპუტატებმა შეაფასეს. 

მე ვფიქრობ, რომ მინისტრის გადადგომით ეკონომიკური კომიტეტი უნდა დაინტერესდეს და პრემიერმა აუცილებლად უნდა გააკეთოს ახსნა- განმარტება, - ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

"ვიმედოვნებ, რომ პრემიერი კომიტეტზე მოვა და დაასაბუთებს ამ გადაწყვეტილებას. იმდენი საკითხია, რომ ბევრი რამის გამო შეიძლება გაეშვა მისი გადმოსახედიდან, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რეალური მიზეზი. თუ ის ვიღაცას ფეხებში ებლანდებოდა და მხოლოდ ამის გამო გაუშვეს, მაშინ პრემიერმინისტრიც გასაშვებია, თუ ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს სხვისი დაკვეთით და არა საკუთარი უფლებამოსილებებით. ჩვენ გვაინტერესებს რატომ გადადგა ქობულია, რას ერჩოდნენ, გამოვიდეს და თქვას. არ შეიძლება ამ ამბის გატარება",- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

"ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა თქვა, რომ გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს.

"ქობულიამ ძალიან ოდიოზური და უცნაური განცხადებებით დაგვამახსოვრა თავი, რომ თითქოს საქართველოში ადამიანებს ეჩვენებათ , რომ უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. სინამდვილეში კი ყველაფერი კარგად არის. ამასთან, ქობულია არ ყოფილა ორიგინალური და პირდაპირ იმეორებდა იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილი გვიმეორებს. ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში ნობელის პრემიის ლაურეატებიც რომ ჩამოიყვანონ და დასვან ეკონომიკის ან ნებისმიერი სხვა უწყების მინისტრად, შეუძლებელია ისინი იყვნენ წარმატებული, რადგან თვითონ ივანიშვილის მთავრობა, მართვის სტილიდან გამომდინარე, შეუძლებელია იყოს წარმატებული", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.   

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ამასთან, დეპუტატი გიორგი ქობულიას საქმიაობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დადებითად აფასებს. 

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე გიორგი ქობულიას ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარისგან თავს იკავებს. ამასთან, დეპუტატის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, ვისი კანდიდატურა განიხილება, თუ ქობულია მინისტრის პოსტს დატოვებს.

"ეს ადამიანი ამ თანამდებობაზე მუშაობს და აქედან გამომდინარე დაველოდოთ, მის კომენტარს. განცხადებებს შემდეგ გავაკეთებთ. წარსულ დროში ნუ ვისაუბრებთ, მუშაობს. როცა იქნება და თუ იქნება მისი განცხადება, კომენტარს შემდეგ გავაკეთებ. ვერ გეტყვით, რა კანდიდატურა განიხილება. თუ ეს საკითხი დადგება, პრემიერმინისტრი გადაწყვეტს,“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

"ქრონიკის" ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს ქობულიას ამ თანამდებობაზე. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეკონომიკის მინისტრის ვაკანტურ პოზიციაზე მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა დაინიშნება. 

გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა, მანამდე კი ბიზნესის სფეროში საქმიანობდა. 

ყველა სიახლე

აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან

14 ნოემბერი 2019, 10:58

საქართველო

უმრავლესობის სხდომის პარალელურად „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია მიმდინარეობს

„სირცხვილიას“ წარმომადგენლები არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების საკითხზე კანონპროექტის მიღებას ითხოვენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გიგა მაქარაშვილის განცხადებით, თუ კანონპროექტს ჩააგდებენ, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების დატოვება ბევრად ადრე და მტკივნეულად მოუწევს.

გიორგი გახარია პროპორციული არჩევნები

14 ნოემბერი 2019, 10:52

საქართველო

პრემიერი: პროპორციული არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯია

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, როპორციული არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯია. პრემიერი იმედოვნებს, რომ "თითოეული პარლამენტარი სრულად გაიზიარებს პასუხისმგებლობას". ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კონგრესმენები

14 ნოემბერი 2019, 10:47

საქართველო

ადამ კინზინგერი: საქართველო, აშშ-ის დიდი მეგობარი, მოთმინებით უმკლავდება რუსეთის პროვოკაციებს

კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტზე მოსმენის დროს განაცხადა, რომ მან ნახა ოკუპაციის პირობებში მყოფი აშშ-ის დიდი მეგობარი, რომელიც მოთმინებით განაგრძობს რუსეთის პროვოკაციებთან გამკლავებას.

საოკუპაციო ხაზი

14 ნოემბერი 2019, 10:33

საქართველო

ევროკავშირი: მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის ტრაგიკული მაგალითია

ევროკავშირი აღნიშნავს, რომ არ სცნობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საანგარიშო პერიოდში გამართულ ე.წ საპრეზიდენტო და ე.წ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას. ასევე შეშფოთებულია ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის გართულებასთან დაკავშირებით.

სურსათის ეროვნული სააგენტო

14 ნოემბერი 2019, 10:26

ეკონომიკა

სეს-მა საზოგადოებრივი კვების 45 ობიექტში დარღვევები გამოავლინა

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მიმდინარე წლის ოქტომბერსა და ნოემბერში 976 დოკუმენტური შემოწმება და 229 ინსპექტირება განახორციელეს. სააგენტოს ცნობით, გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, 45 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

დიმიტრი ხუნდაძე

14 ნოემბერი 2019, 10:17

საქართველო

დიმიტრი ხუნდაძე: ვერავინ გადამარწმუნებს, ჩვენ საკმაოდ ბევრნი ვართ

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ის აზრის შეცვლას არ აპირებს. როგორც მან განმარტა, პროპორციულ სისტემას ძირითადად მაჟორიტარები ეწინააღმდეგებიან, "მაგრამ არა მხოლოდ მაჟორიტარები". "ჩვენი მთავარი მიზანია, ქვეყანა არ შევიყვანოთ გრძელვადიან ქაოსში",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ნინა ცარელაშვილი

14 ნოემბერი 2019, 10:09

კულტურა

ქართველი სოპრანო ნინა ცარელაშვილი Tour Music Fest- ის ფინალისტია

ფინალში გასული კონკურსანტების სია კონკურსის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ნინა ცარელაშვილი ოპერის ჟანრში გამარჯვებულ ფინალისტთა შორის არის. მან ნახევარფინალში მიმის არია შეასრულა ჯაკომო პუჩინის ოპერიდან „ბოჰემა”.

მოცარტი

14 ნოემბერი 2019, 09:46

კულტურა

მოცარტის ბავშვობის პორტრეტი აუქციონზე გაიყიდება

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის პორტრეტს აუქციონზე გაიტანენ. 1770 წელს შექმნილი პორტრეტი, რომელზეც მოცარტი 13 წლის ასაკშია გამოსახული, დღემდე კერძო კოლექციაში ინახებოდა. მის ავტორად იტალიელი მხატვარი ჯამბეტინო ჩინოაროლი მიიჩნევა.

სლოვაკეთი ავარია

14 ნოემბერი 2019, 09:32

მსოფლიო

სლოვაკეთში ავარიას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა

ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო ავტომობილს შეეჯახნენ. ავარია წვიმიან ამინდში მოხდა. წინასწარი ცნობით სატვირთო ავტომობილი გადატვირთული იყო, რის გამოც მძღოლმა სველ გზაზე საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობუსს შეეჯახა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
დონალდ ტრამპი

14 ნოემბერი 2019, 09:16

მსოფლიო

ტრამპმა ერდოღანს კარგი მეგობარი უწოდა

თურქეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს ეწვია. შეხვედრის დაწყებამდე ტრამპმა ერდოღანს კარგი მეგობარი უწოდა. „ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ, თითქმის პირველივე დღიდან. ჩვენ გვესმის ჩვენი ქვეყნების და ვიცით, საიდან მოვედით"- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სროლა რუსეთი

14 ნოემბერი 2019, 08:50

მსოფლიო

რუსეთში სტუდენტმა კოლეჯში ცეცხლი გახსნა. არის მსხვერპლი

ცეცხლი სამშენებლო კოლეჯის სტუდენტმა გახსნა, რის შემდეგაც ბოროტმოქმედი ერთ-ერთ აუდიტორიაში ჩაიკეტა. ადგილზე მისულმა სამართლადამცველებმა ის საპასუხო ცეცხლისას დაჭრეს. კოლეჯიდან სტუდენტების ევაკუაციის შემდეგ შენობაში 2 ადამიანის, მათ შორის თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს.

სან-ტომე და პრინსიპი

14 ნოემბერი 2019, 08:39

საქართველო

საქართველოს სან-ტომე და პრინსიპის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

ვიზიტის ფარგლებში, ელსა მარია ნიეტო დ’ალვა ტეშეირა დე ბაროს პინტო მოინახულებს საქართველოს კულტურულ ღირშესანიშნაობებს და ეწვევა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, ჯვრის სამონასტრო კომპლექსსა და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს.

ბიუჯეტი

14 ნოემბერი 2019, 08:26

ეკონომიკა

პარლამენტი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს მთავრობას მეორედ დაუბრუნებს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია პარლამენტში არა უგვიანეს 30 ნოემბრამდე უნდა შევიდეს.

პროპორციული სისტემა

14 ნოემბერი 2019, 08:12

საქართველო

დღეს პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე კენჭისყრა გაიმართება

პარლამენტი საარჩევნო წესში ცვლილებებს კენჭს დღეს უყრის. კენჭისყრა გუშინდელ პლენარულ სხდომაზე უნდა გამართულიყო, თუმცა უმრავლესობის ლიდერმა გადადება მოითხოვა. მას მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა. კენჭისყრამდე „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

რიკოთის გვირაბი

14 ნოემბერი 2019, 08:00

საქართველო

რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

რიკოთის გვირაბში, 14 ნოემბერს მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 08:00 საათიდან 18:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

ვირუსი

14 ნოემბერი 2019, 00:54

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა უცნობი ვირუსი აღმოაჩინეს

მკვლევრების საერთაშორისო ჯგუფმა ადამიანის ფიზიოლოგიური სითხის ნიმუშებში აქამდე უცნობი ვირუსი აღმოაჩინა, ამის შესახებ phys.org წერს. ვირუსის ახალი ტიპი მიეკუთვნება ბაქტერიოფაგებს. სპეციალისტებმა 111 ადამიანის შარდის ნიმუში შეისწავლეს. მათ 43 ბაქტერიოფაგი გამოავლინეს. ამასთან ახალი სახეობაც, რომელიც Tunavirinae-ს მიეკუთვნება.

14 ნოემბერი 2019, 00:38

კულტურა

Blackpink-ი პირველი კეი-პოპ ჯგუფი გახდა, რომლის ვიდეორგოლმა Youtube-ზე მილიარდი ნახვა დააგროვა

სამხრეთ კორეული ჯგუფის Blackpink ვიდეორგოლმა „Ddu-Du Ddu-Du“ Youtube-ზე მილიარდი ნახვა დააგროვა. გოგონებისთვის ეს პირველი რეკორდი არ არის. აპრილში მათი სიმღერას „Kill This Love“ ვიდეოჰოსტინგზე ორ დღეში 100 მილიონჯერ მოუსმინეს, რაც Youtube-ის ისტორიაში მანამდე არ მომხდარა.

ბორკილები

14 ნოემბერი 2019, 00:12

ძალოვნები

თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ემზარ კვიციანის ძმისშვილი დააკავეს

თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი ბექა კვიციანი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, კვიციანი ბრალდებულის სტატუსით არის დაკავებული. ის მოკლულის შვილის ნათლიაა. ბექა კვიციანს, რომელიც წარსულში ნასამართლევია, რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ლეკვი კუდით თავზე

13 ნოემბერი 2019, 23:55

ტაბლოიდი

აშშ-ში იპოვეს ლეკვი, რომელსაც კუდი თავზეც აქვს

10 კვირის ლეკვს ნარვალი დაარქვეს. თავშესაფრის თანამშრომლების თქმით, მას ძალიან უყვარს თამაში. ზედმეტი კუდი ცხოველს ხელს არ უშლის და ტკივილს არ აყენებს. ამიტომ, როცა ლეკვი ოდნავ წამოიზრდება თავშესაფარი მისთვის სამუდამო სახლის ძებნას დაიწყებს.

რენე მაგრიტი, „16 სექტემბერი“

13 ნოემბერი 2019, 23:40

კულტურა

რენე მაგრიტის „16 სექტემბერი“ Christie's აუქციონზე $19,6 მილიონად გაიყიდა

ბელგიელი მხატვრის რენე მაგრიტის ყველაზე დიდი ნახატი Christie's აუქციონზე $19,6 მილიონად გაიყიდა. ტილო „თექვსმეტი სექტემბერი“ მხატვარმა 1957 წელს დახატა. მყიდველი აუქციონში ტელეფონით მონაწილეობდა. ნახატის საწყისი ფასი $7 მილიონი იყო. მანამდე ეს ნამუშევარი აუქციონზე 2005 წელს გაიტანეს და $6 მილიონად იყო შეფასებული, თუმცა მყიდველი არ გამოუჩნდა.