Imedi /  19 აპრილი 2019, 14:34 / სანდო წყარო

ბახტაძე: რეიტინგებში დაწინაურება კონკრეტული შედეგების გარეშე ნაკლებად მნიშვნელოვანია

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმინისტრი სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე თემას შეეხო. მათ შორის ერთ-ერთი საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგებში საქართველოს გაუმჯობესებული პოზიცია იყო.

„იმის ფონზე, რომ ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი აღიარებს, რომ ჩვენს რეგიონში, განსაკუთრებით დიდ ეკონომიკებში სახეზეა ეკონომიკური პრობლემები და ბუნებრივია ამ კონტექსტში საქართველო განიხილება ერთადერთ პოზიტიურ მაგალითად, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ ეკონომიკურ-პოლიტიკური პრიორიტეტები გვაქვს გაკეთებული სწორად და კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი.

ჩემთვის პირადად არც ერთ სარეიტინგო მიმართულებაში დაწინაურებას არაფერი მნიშვნელოვანი შედეგი არ ექნება, თუ ეს არ მოგვიტანს კონკრეტულ შედეგებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გასულ კვირას  კომპანია Standard & Poor's-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ გაუმჯობესდა.

მანამდე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ ნათია თურნავა ოფიციალურად წარადგინა და განაცხადა, რომ საქართველოს სწრაფი გადაწყვეტილებები სჭირდება. 

ყველა სიახლე

ტაქსები

23 ოქტომბერი 2019, 12:19

საქართველო

ნაწილობრივ თეთრი ფერის მქონე ტაქსის მძღოლები დაჯარიმდებიან

მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ვიცემერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ თუ საჭიროება არსებობს, ტაქსების რეფორმის შესახებ საკრებულოს მიერ დამტკიცებულ წესში გარკვეული ცვლილებები შევიდეს. კალაძის თქმით თბილისში უკვე 11 000-მდე A კატეგორიის ტაქსი მოძრაობს.

მკვლელობა

23 ოქტომბერი 2019, 12:15

ძალოვნები

მესტიაში ძმის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ არღვლიანს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ნატრული აკობიამ სრულად დააკმაყოფილა პროკურორის მირანდა მუმლაძის შუამდგომლობა. თავად, ბრალდებული აღკვეთ ღონისძიების შეცვლას ითხოვდა.

ირაკლი ოქრუაშვილი

23 ოქტომბერი 2019, 12:08

ძალოვნები

მოსამართლემ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების 5000-ლარიანი გირაოთი შეცვლის თაობაზე არ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე ოქრუაშვილის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.

რეალი

23 ოქტომბერი 2019, 12:03

სპორტი

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე „რეალმა“ „გალათასარაი“ დაამარცხა

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის რვა შეხვედრა გაიმართა. ტურნირის 13-გზის ჩემპიონმა „რეალმა“ სტუმრად „გალათასარაი“ მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი ბურთი გერმანელმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა გაიტანა, რომელმაც ლიგაზე საიუბილეო, მე-100 შეხვედრა ჩაატარა. „მანჩესტერ სიტიმ“ კი საკუთარ მოედანზე „ატალანტას“ 5:1 მოუგო.

უზენაესი სასამართლო

23 ოქტომბერი 2019, 12:02

საქართველო

პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს პაატა სილაგაძეს უსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. დღეს კომიტეტის სხდომაზე პაატა სილაგაძეს, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია.

 კანიე უესტი

23 ოქტომბერი 2019, 11:57

ტაბლოიდი

კანიე უესტიმ მეუღლის დაბადების დღისთვის 1 მლნ დოლარი საქველმოქმედო ორგანიზაციებს შესწირა

„დღეს ჩემი ოჯახისგან საოცარი საჩუქრები მივიღე, ყველას დიდი მადლობა, განსაკუთრებით კანიეს, რომელმაც ჩემი და ბავშვების სახელით ერთი მილიონი დოლარი იმ საქველმოქმედო ორგანიზაციებს შესწირა, რომლებიც ციხის რეფორმებზე მუშაობენ. ეს ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი თემაა“, - დაწერა სომხური წარმოშობის ვარსკვლავმა. მან ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც გამოაქვეყნა.

გიორგი ბაგრატიონი

23 ოქტომბერი 2019, 11:41

საქართველო

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა თანამდებობა დატოვა

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, გიორგი ბაგრატიონმა, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ბაგრატიონმა საკუთარი სურვილით მიიღო.

ნარკოტიკები

23 ოქტომბერი 2019, 11:23

მსოფლიო

მეხიკოში ნარკოტიკებისა და იარაღის საწყობთან დაკავშირებული ნარკოლაბორატორიები აღმოაჩინეს

სამართალდაცმველებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს, რის შედეგადაც 31 ადამიანი დააკავეს. რეიდის დროს გაირკვა, რომ ლაბორატორიაში სინთეტიკურ ნარკოტიკულ საშუალებას აწარმოებდნენ, სამართალდამცველებმა 50 კილოგრამი პრეკურსორები ამოიღეს.

აფეთქება

23 ოქტომბერი 2019, 11:15

მსოფლიო

კიევში აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პუშკინსკის ქუჩაზე ხელყუმბარის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა კიდევ ერთი ქალი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა. წინასწარი ინფორმაციით, კაცები ხელყუმბარას ამოწმებდნენ, რა დროსაც ის ხელში აუფეთქდათ.

მარიკე ვერვორტი

23 ოქტომბერი 2019, 11:12

სპორტი

ბელგიელმა პარაოლიმპიელმა სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა

ვერვორტს, რომელმაც 2012 წელს ლონდონის პარაოლიმპიურ თამაშებზე ოქროს და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ასევე ორი მედალი რიოს 2016 წლის თამაშებიდან, კუნთების განუკურნებელი დეგენერაციული დაავადება ჰქონდა. ვერვორტს დაავადების გამო მუდმივი ტკივილი და კრუნჩხვები აწუხებდა.

გიორგი გახარია

23 ოქტომბერი 2019, 10:50

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ეს რეგიონი მნიშვნელოვან საინვესტიციო პოტენციალს ფლობს და ის მზარდია

„ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი პოლიტიკა, ძლიერი სავაჭრო ურთიერთობები და ხელსაყრელი ადგილმდებარეობა განაპირობებდა ქვეყნის გარდაქმნას ახალ რეგიონალურ ცენტრად საინვესტიციო შესაძლებლობების ასათვისებლად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

23 ოქტომბერი 2019, 10:40

ვიდეო

ვახტანგ ჯავახაძე - ცხოვრება წიგნებით და წიგნებთან

მარკ ესპერი

23 ოქტომბერი 2019, 10:29

მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ერაყში ჩავიდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ერაყში ჩავიდა. გავრცელებული ცნობით, მარკ ესპერი ქვეყნის პრემიერმინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდება. მოლაპარაკებების თემა სირიიდან აშშ-ის ჯარის გაყვანა და ის როლი იქნება, რომელსაც ამ პროცესში ერაყი თამაშობს.

სებასტიან პინიერა

23 ოქტომბერი 2019, 10:06

მსოფლიო

არეულობის გამო ჩილეს პრეზიდენტმა რეფორმების პირობა დადო

სიტყვით გამოსვლისას სებასტიან პინიერამ განაცხადა, რომ ხელისუფლება პენსიას 20%-ით გაზრდის, ელექტროენერგიის საფასურზე კი ტარიფი გაიყინება. ამასთან, მან კანონი წარადგინა, რომელიც მთავარობას მოსახლეობის მკურნალობის ხარჯების დაფარვის საშუალებას მისცემს.

უილიამ ტეილორი

23 ოქტომბერი 2019, 09:19

მსოფლიო

უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ტრამპი ზელენსკიზე ზეწოლაში დაადანაშაულა

უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კონგრესში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმეზე ჩვენება მისცა. როგორც ტეილორმა განაცხადა, ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პირობად ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ გამოძიება დაასახელა.

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2019, 09:10

მსოფლიო

ვაჭრობის საკითხებში ტრამპის თანაშემწემ თანამდებობა დატოვა

ვაჭრობის საკითხებში დონალდ ტრამპის თანაშემწემ და დიდი შვიდეულისა და დიდი ოცეულის სამიტებზე მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა კელი ენ შოუმ თანამდებობა დატოვა. შოუ ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების განხილვის საკითხში აშშ-ის პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩეველი იყო.

საპატრიარქო

23 ოქტომბერი 2019, 08:51

საქართველო

საპატრიარქოს დელეგაცია აშშ-ში იმყოფება

საპატრიარქოს დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილესთან, ჯორჯ კენტთან და რელიგიის თავისუფლების საკითხებში საგანგებო ელჩთან სემ ბრაუნბექთან.

კონგრესი

23 ოქტომბერი 2019, 08:05

საქართველო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი აქტი ერთხმად დაამტკიცა

კონგრესი ავალებს აშშ-ის პრეზიდენტს, აშშ-ის ხაზინის მდივანთან კონსულტაციის გზით, კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში და 180 დღიან პერიოდში, მინიმუმ ერთხელ, ზემოხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებში გამოვლენილი პირების თაობაზე კონგრესისათვის დეტალური ანგარიშის წარდგენას.

გულშემატკივრები ჩხუბი

23 ოქტომბერი 2019, 00:51

სპორტი

ბერძენმა გულშემატკივრებმა „ბაიერნის“ ქომაგებს სცემეს

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი ავრცელებს. მატჩის 84-ე წუთზე, როდესაც ანგარიში გერმანელთა სასარგებლოდ 4:0 იყო, 50-მდე ადგილობრივი ნიღბიანი გულშემატკივარი მოედანზე შევარდა და „ბაიერნის“ გულშემატკივართა სექტორისკენ გაიქცა. პიროტექნიკითა და ჯოხებით შეიარაღებულმა გულშემატკივრებმა გერმანელ ქომაგებს სცემეს.

პენტაგონი

23 ოქტომბერი 2019, 00:47

მსოფლიო

პენტაგონის უფროსმა საუდის არაბეთის მეფესთან სტრატეგიული თანამშრომლობა განიხილა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მარ ესპერმა საუდის არაბეთის მეფესთან "სტრატეგიული თანამშრომლობა" განიხილა. ეს შეხვედრა აშშ-ს, ირანსა და საუდის არაბეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე შედგა. ვიზიტს წინ უძღოდა ესპერის განცხადება, რომლის თანახმად აშშ საუდის არაბეთში ჯარს გაგზავნის.