imedi /  19 აპრილი 2019, 14:19 / სანდო წყარო

ბახტაძე: თუ რომელიმე მინისტრი ტემპს ჩამორჩება, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

ამ ეტაპზე მთავრობაში არანაირი ცვლილება აღარ განიხილება. მომავალში უნდა ვიხელმძღვანელოთ ციფრებით და შედეგებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია "იმედის" შეკითხვის პასუხად განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, ამ ეტპზე კონკრეტული საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არაა. თუმცა, თქვა ისიც, რომ თუ რომელიმე მინისტრი ტემპს ჩამორჩება, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს.

"ჩვენ გვჭირდება სწრაფი და ოპერატიული გადაწყვეტილებები. ეს არის ერთმნიშვნელოვანი. მე არაერთხელ განვაცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: 2019- 2020 წლებში ბიუჯეტი იქნება დაახლოებით 27 მილიარდი ლარი. რა თქმა უნდა, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს საკმარისი რესურსია ყველა გამოწვევასთან გასამკლავებლად, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია იმისთვის, რომ საზოგადოების პრობლემები შევამსუბუქოთ. ამ თანხას და ინვესტიციებს ძალიან ოპერატიული მართვა სჭირდება. ბუნებრივია, თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ შეპირებული შედეგი ვაჩვენოთ, ბუნებრივია ცვლილება არ დააყოვნებს. ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ განიხილება, მაგრამ მომავალში ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ კონკრეტული ციფრებით და შედეგებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ეკონომიკის მინისტრად ნათია თურნავა ოფიციალურად წარადგინა. ამის შესახებ პრემიერმა ბრიფინგზე ილაპარაკა. 

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა პრემიერმინისტრის ბრძანებით დატოვა.

გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა.

ყველა სიახლე

საკრუიზო გემი

27 თებერვალი 2020, 11:07

მსოფლიო

საკრუიზო გემ World Dream-იდან ევაკუირებულები ინდონეზიის დაუსახლებელ კუნძულზე გადაიყვანეს

გავრცელებული ინფორმაციით, საკარანტინო ზონაში 188 ადამიანი სპეციალური „მცურავი ჰოსპიტალით,“ სამხედრო გემების თანხლებით გადაიყვანეს. კუნძულზე ისინი დამატებით სამედიცინო გამოკვლევას გაივლიან. მანამდე კუნძულ სებარუზე ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციის ცენტრი იყო განთავსებული. საკრუიზო გემ World Dream-ზე კორონავირუსი 3 ადამიანს დაუდგინდა. ხომალდის ბორტზე 4 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა.

კორონავირუსი ესტონეთი

27 თებერვალი 2020, 11:04

მსოფლიო

ესტონეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ცოტა ხნის წინ ეს ინფორმაცია ქვეყნის სოციალურ საქმეთა მინისტრმა ტანელ კიიკმა დაადასტურა. მისივე თქმით, ინფიცირებული ირანის მოქალაქეა. ესტონეთის ტერიტორიაზე ის ლატვიიდან ავტობუსით შევიდა. ამ დროისათვის იმ მგზავრების იდენტიფიცირება მიმდინარეობს, რომლებიც ინფიცირებულთან ერთად ავტობუსში იმყოფებოდნენ.

არჩილ თალაკვაძე

27 თებერვალი 2020, 10:47

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: მჯერა, რომ ოპოზიცია უახლოეს დღეებში დაუბრუნდება დიალოგის მაგიდას და შეთანხმებას შევძლებთ

რაც დევს მოლაპრაკებების მაგიდაზე, არის პრაგმატული, კომპრომისული და სამართლიანი. არა მგონია, რომ ამ წინადადებას ოპოზიცია კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელმაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან დიალოგის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ირმა ინაშვილი

27 თებერვალი 2020, 10:42

საქართველო

ირმა ინაშვილი: უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს, რას სთავაზობს საზოგადოებას

ევროკავშირის ელჩის ინიციატივით ვხვდებით არაფორმალურ შეხვედრაზე. ცხადია, რომ ვისაუბრებთ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე, - ამის შესახებ პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მაიკ პომპეომ

27 თებერვალი 2020, 10:42

მსოფლიო

მაიკ პომპეო: ყირიმი უკრაინაა

„რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია და ნახევარკუნძულის მზარდი მილიტარიზაცია საფრთხეს უქმნის ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტურ თავისუფლებების შელახვას აგრძელებს, უხეშად აჩუმებს კრიტიკოსებს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიის და რელიგიურ თავისუფლებას ზღუდავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი გახარია

27 თებერვალი 2020, 10:37

საქართველო

გიორგი გახარია: ჩვენი მოვალეობაა პირადი ჰიგიენის დაცვა

ჯანდაცვის სისტემის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოვალეობაა, ვირუსის დროული გამოვლენა, ჩვენი როგორც მოქალაქეების ძირითადი მოვალეობა კი - პირადი ჰიგიენის დაცვა, რაც რთული არ არის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

დავით უსუფაშვილი

27 თებერვალი 2020, 10:24

საქართველო

დავით უსუფაშვილი: იმის ნახევარიც რომ მოვინდომოთ, რასაც დიპლომატები საარჩევნო საკითხებზე აკეთებენ, ყველაფერი კარგად დასრულდება

მე მგონია, რომ ჩვენ ქართველებმა იმის ნახევარიც რომ მოვინდომოთ, რასაც დიპლომატები საარჩევნო საკითხებზე შეთანხმების მისაღწევად ინდომებენ, მაშინ ყველაფერი კარგად დასრულდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „შენების მოძრაობის" ლიდერმა, დავით უსუფაშილმა განუცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

27 თებერვალი 2020, 10:20

საქართველო

ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში კორონავირუსის ფართო გავრცელების რისკი არ არსებობს

„მე ვარწმუნებთ ჩვენ მოსახლეობას, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართო გავრცელება და შესაბამისად, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს და ჩვენ 24-საათიან რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით“, - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი გახარია

27 თებერვალი 2020, 10:17

საქართველო

გიორგი გახარიამ უწყებათაშორის ჯგუფს დაავალა, შეიქმნას სპეციალური მექანიზმი, რომელიც მოქალაქეების ყოველდღიურ ინფორმირებულობას უზრუნველყოფს

„ჯანდაცვის სისტემის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოვალეობაა, ვირუსის დროული გამოვლენა, ჩვენი როგორც მოქალაქეების ძირითადი მოვალეობა კი - პირადი ჰიგიენის დაცვა, რაც რთული არ არის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

დავით ზალკალიანი

27 თებერვალი 2020, 10:14

საქართველო

დავით ზალკალიანი თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის ამბასადორიალს გახსნის

უწყების ინფორმაციით, ამბასადორიალს, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობისა, ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში აკრედიტებული ავსტრიის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ასევე ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და განვითარების სააგენტოს (ADA) წარმომადგენლები მონაწილეობენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გახსნის.

კორონავირუსი

27 თებერვალი 2020, 10:05

მსოფლიო

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დანიაშიც დაფიქსირდა

დანიაში ერთი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლინდა. გავრცელებული ცნობით, ინფიცირებული ცოტა ხნის წინ იტალიიდან დაბრუნდა, სადაც სამთო-სათხილამურო კურორტზე იმყოფებოდა. მანამდე კორონავირუსის ერთი შემთხვევა ნორვეგიაში დადასტურდა.

გიორგი გახარია

27 თებერვალი 2020, 10:02

საქართველო

გიორგი გახარია: პანიკის საფუძველი არ გვაქვს

„ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი, ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები სრულად აკონტროლებენ ვითარებას, მთავარია, გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგად საზღვარზე მოხერხდა ამ ვირუსის დადგენა და ინფცირებულ ადამიანს სხვა მოქალაქეებთან კონტაქტი არ ჰქონია.

მარინა ეზუგბაია

27 თებერვალი 2020, 09:47

საქართველო

კორონავირუსით დინფიცირებული საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება პაციენტის თანმხლები პირი, რომელიც მასთან ერთად ირანში იმყოფებოდა

კორონავირუსი სამსახური

27 თებერვალი 2020, 09:29

საქართველო

როგორ ავიცილოთ კორონავირუსის გავრცელება სამუშაო ადგილას

რეკომენდაციების თანახმად, სამუშაო ადგილას საჭიროა სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვა. კერძოდ, საჭიროა ზედაპირების (მაგალითად, მაგიდების) და საგნების (მაგალითად, ტელეფონების, კლავიატურის) რეგულარულად გაწმენდა სადეზინფექციო საშუალებებით, ვინაიდან თანამშრომლების ან მომხმარებლების მიერ ზედაპირების დაბინძურება კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი გზაა.

დონალდ ტრამპი

27 თებერვალი 2020, 09:15

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ხელები დაიბანეთ, აუცილებელი არ არის ყველა მოაჯირს ხელი სტაცოთ

ტრამპის თქმით, ამერიკელი ხალხისთვის კორონავირუსის რისკი კვლავ ძალიან დაბალია, შეერთებული შტატები კი მასთან ბრძოლისთვის მსოფლიოში ყველაზე უკეთ არის მომზადებული და ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობაც წარმატებით მიმდინარეობს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე

27 თებერვალი 2020, 09:04

ძალოვნები

საქალაქო სასამართლოში დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელებენ

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ადვოკატის განცხადებით, დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადება მოითხოვეს. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას, ადვოკატი მას გაასაჩივრებს. სხდომა 13:00 საათზე დაიწყება.

ვანო მერაბიშვილი

27 თებერვალი 2020, 08:52

საქართველო

ვანო მერაბიშვილი პოლონეთში გაემგზავრა

ცნობილია, რომ ამის შემდეგ ვანო მერაბიშვილი გადაუდებელი მკურნალობის კურსის ჩატარებას აპირებს, თუმცა აღნიშნულის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. როგორც თავადვე აცხადებს, პოლონეთში ვიზიტი დაახლოებით 2 დღეს გაგრძელდება. ამ დრომდე უცნობია რომელ პარტიას შეუერთდება მერაბიშვილი.

თენგიზ ცერცვაძე

27 თებერვალი 2020, 08:41

საქართველო

თენგიზ ცერცვაძის თქმით, კორონავირუსით დაავადებული საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა სტაბილურია

ცერცვაძის თქმით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გუშინ საღამოს შეყვანილი ორი ადამიანიც ირანში იყო, მაგრამ როგორც ცერცვაძე ამბობს, მათ სავარაუდოდ კორონავირუსი არ უნდა ჰქონდეთ, რადგან მათ ირანი 11 და 12 თებერვალს დატოვეს. გვიან ღამით ფოთის ჰოსპიტლიდან მაღალი ტემპერატურითა და გრიპისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომებით 18 წლის გოგოც გადმოიყვანეს.

მილუოკი სროლა

27 თებერვალი 2020, 08:35

მსოფლიო

აშშ-ში სროლას 6 ადამიანი ემსხვერპლა

51 წლის კაცი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, ამავე კომპანიის თანამშრომელი იყო. თავდასხმა ადგილობრივი დროით 2 საათზე განხორციელდა. კაცი კომპანიის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა.

კორონავირუსი ჩინეთი

27 თებერვალი 2020, 08:24

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 32 ადამიანი გარდაიცვალა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 32 ადამიანი იმსხვერპლა. გამოვლენილია ინფიცირების 435 ახალი შემთხვევა. ჯამში კორონავირუსით ჩინეთში 2 747 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 78 500-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 32 500-ზე მეტი ადამიანი. ისინი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.