Imedi /  20 აპრილი 2019, 08:39 / სანდო წყარო

ბათუმში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ბათუმის ქუჩა

ბათუმში, 20 აპრილს დაგეგმილ THE GREAT BATUMI RACE-თან დაკავშირებით ქალაქში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხვალ ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზოგიერთ ქუჩაზე შეიზღუდება, ზოგზე კი აიკრძალება.

ქუჩები, რომელზეც ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება:

- შერიფ ხიმშიაშვილის გამზირზე -იუსტიციის სახლიდან ლეხ და მარია 
კაჩინსკების ქუჩის კვეთამდე;

- იუსტიციის სახლიდან - რუსთაველი-კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების 
კვეთამდე. 

ქუჩები, რომელზეც ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება:

- კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე -რუსთაველის გამზირის კვეთიდან მემედ 
აბაშიძის ქუჩის კვეთამდე;

- მემედ აბაშიძის ქუჩაზე -კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან დემეტრე 
თავდადებულის ქუჩის კვეთამდე;

- დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე - მემედ აბაშიძის ქუჩის კვეთიდან ზურაბ 
გორგილაძის ქუჩის კვეთამდე; 

- ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე - დემეტრე თავდადებულის ქუჩის კვეთიდან ნიკოლოზ 
ბარათაშვილის ქუჩის კვეთამდე; 

- ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე - ზურაბ გორგილაძის ქუჩის კვეთიდან ნოდარ 
იმნაძის ქუჩის კვეთამდე; 

- ნოდარ იმნაძის ქუჩაზე - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის კვეთიდან კონსტანტინე 
გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე; 

- კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე - ნოდარ იმნაძის ქუჩის კვეთიდან მერაბ 
კოსტავას ქუჩის კვეთამდე; 

- მერაბ კოსტავას ქუჩაზე - კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან ზვიად 
გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე;

- ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე - მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთიდან ვალენბერგის 
ქუჩის კვეთამდე; 

- ვალენბერგის ქუჩაზე - ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან იაკობ 
გოგებაშვილის ქუჩის კვეთამდე; 

- იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე - საბაგიროდან იახტ კლუბის შესახვევამდე. 

უწყების ინფორმაციით, მასშტაბური ღამის მარათონის მიმდინარეობისას მძღოლები ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ. გადაადგილებაში ავტოტრანსპორტი მფლობელებს  საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაეხმარებიან.

საავტომობილო მოძრაობა სრულად ღონისძიების დასრულების შემდეგ განახლდება.

ყველა სიახლე

ნინო ლომჯარია

19 სექტემბერი 2019, 12:42

საქართველო

ლომჯარია: 2018 წელს პარლამენტმა ომბუდსმენის რეკომენდაციების 80% გაითვალისწინა

ომბუდსმენის თქმით, პარლამენტმა 2018 წელს ომბუდსმენის აპარატის მიერ გაცემული რეკომენდაციების 80% გაითვალისწინა. ამის შესახებ ლომჯარიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას შესახებ ანგარიშს აცნობს.

მაია ცქიტიშვილი

19 სექტემბერი 2019, 12:29

საქართველო

ვიცეპრემიერი: NDI-ის ქართველი პარტნიორები ყოველთვის სწორად არ ასახავენ რეალურ განწყობებს

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში გამოჩნდა, რომ "NDI, IRI და სხვა ასეთი ტიპის ავტორიტეტული ინსტიტუციების ქართველი პარტნიორები ყოველთვის სწორად არ ასახავენ იმ რეალურ განწყობებს, რომელიც ადგილზეა".

19 სექტემბერი 2019, 12:26

ტაბლოიდი

ქართველმა წყვილმა ჯვარი ზღვის დონიდან 4000 მეტრზე დაიწერა. ვიდეო

ინტერნეტსივრცეში ქართველი ახალგაზრდა წყვილის ჯვრისწერის ვიდეო გავრცელდა, რომელიც ზღვის დონიდან 4000 მეტრზეა გადაღებული. ჯვრისწერა პატარა ულამაზეს ეკლესიაში შედგა, რომელიც მყინვარწვერზე მდებარეობს. ვიდეომ უამრავი მოწონება დაიმსახურა.

საპარტნიორო ფონდი USAID Zrda

19 სექტემბერი 2019, 12:21

ეკონომიკა

აფხაზეთის საოკუპაციო ზოლთან საწარმოები აშენდება

აფხაზეთის საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლები საწარმოების გასახსნელად დაფინანსებას მიიღებენ. შესაბამის ხელშეკრულებას „საპარტნიორო ფონდმა“ და „USAID Zrda“-მ ხელი ენგურის ხიდიდან 600 მეტრში, სავაჭრო ცენტრ ,,რუხი მოლში" მოაწერეს ხელი.

განათლება

19 სექტემბერი 2019, 12:10

მსოფლიო

მსოფლიოს 500 უნივერსიტეტი რომელთა სტუდენტების დასაქმების მაჩვენებელიც ყველაზე მაღალია

ბრიტანულმა საკონსულტაციო კომპანიამ მსოფლიოს მასშტაბით 2020 წლის 500 უნივერსიტეტი დაასახელა, რომელსაც სტუდენტების დასაქმების საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. სიის სათავეში სამი ამერიკული უნივერსიტეტია: მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სტენფორდის და კალიფორნიის უნივერსიტეტები.

პარლამენტი

19 სექტემბერი 2019, 11:51

საქართველო

NDI: მოქალაქეები ინსტიტუტებს შორის ყველაზე ცუდად პარლამენტის მუშაობას აფასებენ

საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 32% პარლამენტის საქმიანობს ცუდად აფასებს, 10% კი ძალიან ცუდად. გამოკითხულთა 39% ამბობს, რომ პარლამენტი საშუალოდ საქმიანობას, 8% კი პარლამენტის მუშაობას დადებითად აფასებს.

ახალშობილი

19 სექტემბერი 2019, 11:50

მსოფლიო

აშშ-ში ჩინელი ქალი „სამშობიარო ტურიზმში“ ბრალდებულად ცნეს

გამოცემის ინფორმაციით, დონიან ლიმ აღიარა, რომ 2013-2015 წლებში მისი კომპანია You Win USA Vacation Services ე.წ.„სამშობიარო ტურიზმით“ იყო დაკავებული. მისი დახმარების საფასური 40 000-80 000 დოლარს შეადგენდა. სასამართლოს ცნობით, ამგვარად ლიმ $3 მილიონი დოლარი მოიპოვა.

ნათია მეზვრიშვილი

19 სექტემბერი 2019, 11:45

საქართველო

ნათია მეზვრიშვილი პრემიერმინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერმინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა. ინფორმაცია imedinews-ს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში დაუდასტურეს. ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა.

ექსპორტი

19 სექტემბერი 2019, 11:42

ეკონომიკა

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 25%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 126.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.01 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2 411.6 მლნ. აშშ დოლარია, ხოლო იმპორტი 5 714.5 მლნ. აშშ დოლარი.

ტკბილეულის ფესტივალი

19 სექტემბერი 2019, 11:33

კულტურა

მთაწმინდის პარკში ტკბილეულის ფესტივალი გაიმართება

22 სექტემბერს მთაწმინდის პარკში ტკბილეულის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიბაში მონაწილეობას მიიღებენ ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიები და სტარტაპები. პარკი მთავარ მოედანზე ხალხს 12:00 საათიდან მიიღებს. როგორც მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სტუმრებს ფესტივალზე ტკბილეულის მრავალფეროვნება,.

ფუკუშიმა

19 სექტემბერი 2019, 11:23

მსოფლიო

სასამართლომ ფუკუშიმას ხელმძღვანელობა გაამართლა

იაპონიის სასამართლომ ატომურ სადგურ ფუკუშიმას ოპერატორი კომპანია Tokyo Electric Power-ის 3 ყოფილი ხელმძღვანელი უდანაშაულოდ ცნო. ამის შესახებ BBC წერს. ბრალდება ამტკიცებდა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა ცუნამის საშიშროების შესახებ ჯერ კიდევ 2002 წელს გააფრთხილეს, თუმცა მათ სადგურის გასაძლიერებლად ზომები არ მიიღეს.

ფორსაჟი

19 სექტემბერი 2019, 11:20

საქართველო

„ფორსაჟის“ გადაღებების გამო ნუცუბიძის ფერდობზე და მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა შეიზღუდება

„ფორსაჟი 9“-ის გადაღებების გამო 21 სექტემბერს მოძრაობა ნაწილობრივ ნუცუბიძის ფერდობზე და მტკვრის მარცხენა სანაპიროზე შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, არსებულ გვირაბში ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების გადაღებების გამო, 21 სექტემბრის 00:00 საათიდან 22 სექტემბრის 00:00 საათამდე ნუცუბიძის ფერდობზე გადაიკეტება დათუაშვილის ქუჩა და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთი

გიორგი გახარია

19 სექტემბერი 2019, 11:07

საქართველო

პრემიერი: მოსავალი დროულად უნდა დაბინავდეს

„ჩვენთვის კარგად ცნობილია ის გამოწვევები, რომელიც კახეთში არსებობს. უკვე გვქონდა ერთი სამუშაო შეხვედრა შტაბის წარმომადგენლებთან, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მოსავალი უნდა იყოს დროულად დაბინავებული და ბატონმა ლევან დავითაშვილმა ეს ძალიან კარგად იცის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მერაია ქერი

19 სექტემბერი 2019, 10:49

ტაბლოიდი

მერაია ქერი ახალ ვიდეორგოლში შვილებთან ერთად გამოჩნდება

ამერიკელმა მომღერალმა, მერაია ქერიმ ტელეკომპანია ABC-ის ახალი კომპოზიციისთვის Mixed-ish მუსიკალური თემა დაწერა. კომპოზიცია სახელწოდებით In The Mix ოფიციალურ ვიდეორგოლთან ერთად გავრცელდა. ჩანაწერში არსტისტის რვა წლის ტყუპები, მენრო და მორაკენი მონაწილეობენ.

20 ივნისის ღამე

19 სექტემბერი 2019, 10:47

საქართველო

NDI: გამოკითხულთა 68 % ფიქრობს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლისას ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა

გამოკითხულთა 68 პროცენტი აცხადებს, რომ 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლისას ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა; 22 % ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ აქციის დასაშლელად სათანადო ძალა გამოიყენა.

სალომე ზურაბიშვილი

19 სექტემბერი 2019, 10:43

საქართველო

პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხულთა 40% ცუდად აფასებს

აშშ-ის „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „CRRC-საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას, გამოკითხულთა 40% ცუდად აფასებს, ხოლო 12% - კარგად, საშუალოდ პრეზიდენტის საქმიანობას 36% აფასებს.

გიორგი გახარია პრემიერმინისტრი

19 სექტემბერი 2019, 10:40

ეკონომიკა

გახარიამ მთავრობას ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნებისკენ მოუწოდა

გიორგი გახარიამ მთავრობის წევრებს 2020 წლის ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. შესაბამისი განცხადება პრემიერმინიტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი მოქალაქეებზე უნდა იყოს ორიენტირებული.

არჩევნები

19 სექტემბერი 2019, 10:39

საქართველო

NDI: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს უმრავლესობა ხმას არც ერთ პარტიას არ მისცემდა

ხვალ რომ არჩევნები იყოს გამოკითხულთა 20% მხარს ქართულ ოცნებას დაუჭერს, „ნაციონალური მოძრაობა“ 9 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“, „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ 4-4 პროცენტი. კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 26 პროცენტს.

ჩემპიონთა ლიგა

19 სექტემბერი 2019, 10:36

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის მეორე სათამაშო დღეს 8 შეხვედრა გაიმართა

პარი სენ ჟერმენმა მადრიდის რეალს უმასპინძლა და 3 უპასუხო გოლი გაიტანა. პირველ ტაიმში დუბლი დი მარიამ შეასრულა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი მუნიემ საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა. ამავე ჯგუფში ბრიუგემ გალათასარაის უმასპინძლა, შეხვერა უგოლოდ 0:0 დასრულდა.

კვლევა

19 სექტემბერი 2019, 10:35

საქართველო

NDI: გამოკითხულთა 60% მთავრობის საქმიანობას „ცუდად“ აფასებს

ამავე კვლევის თანახმად, პრემიერმინისტრის, პრეზიდენტის, სასამართლოებისა და პარლამენტის უარყოფითი შეფასება იზრდება. საჯარო ინსტიტუტებს შორის ყველაზე კარგად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა (64 პროცენტი) და იუსტიციის სახლების (57 პროცენტი) საქმიანობა შეფასდა.