imedi /  21 აპრილი 2019, 10:25 / სანდო წყარო

პანკისში ჰესის მშენებლობის დაწყება მოსახლეობის ნაწილმა გააპროტესტა

აქცია

პანკისში ჰესის მშენებლობის დაწყებას მოსახლეობის ერთი ჯგუფის პროტესტი მოჰყვა. იყო ხმაური და პოლიციასთან მცირე სიტყვიერი შელაპარაკებაც.

50- მეტი ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ეწინააღმდეგება. ადგილზე ხეობის მცხოვრებლებმა სამუშაოების შეჩერება სცადეს, თუმცა სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა და ალაზნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნიკამ მუშაობა განაგრძო. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში ხეობას ეკოლოგიური ზიანი მიადგება.

"ქრონიკასთან" კომენტარი შპს "ფერის" აღმასრულებელმა დირექტორმა გააკეთა. ლაშა იორდანიშვილის განცხადებით, ჰესის მშენებლობა მოსახლეობის პროტესტის გამო შეჩერდა და რამდენიმე თვის განმავლობაში მათთან აქტიური მოლაპარაკებები დაიწყო.

"აქ შენდება 5,4 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგური, რომელიც ბუნებას მინიმალურ ზარალს მოუტანს. ეს დასკვნა ჩვენმა ექსპერტებმა დადეს. მოსახლეობას ეს ჰესი ბევრ სიკეთეს მოუტანს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ვალდებულება არ იყო მათ დავპირდით სასმელი და სარწყავი სისტემის მოგვარებას, 100 ადამიანის დასაქმებას ომალო-ბიკრიანის საავტომობილო ხიდის მშენებლობაზე. ამ ყველა პირობას შევასრულებთ, "- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

ადგილზე მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან. ტერიტორიაზე რჩება ადგილობრივთა ერთი ჯგუფი.

ყველა სიახლე

დიმიტრი ცქიტიშვილი

18 თებერვალი 2020, 16:18

საქართველო

დიმიტრი ცქიტიშვილი ირაკლი შოთაძეზე: არ მგონია, ამ თანამდებობაზე ექვსი წელი გაძლოს

„ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად არჩევა ხელს არ შეუწყობს პროკურატურის მხრიდან ნდობის გაძლიერებას. ეს ხელს არ შეუწყობს „ქართული ოცნების“, როგორც დემოკრატიული ძალის იმიჯის დამკვიდრებას“, - ასეთი შეფასება გააკეთა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად მეორედ არჩევასთან დაკავშირებით.

რატი იონათამიშვილი

18 თებერვალი 2020, 16:14

საქართველო

რატი იონატამიშვილი: შოთაძე სამართლიანობასთან ასოცირდება

შოთაძის სახელი ასოცირდება სამართლიანობის აღდგენასთან და ამ მხრივ მისი მუშაობა ეფექტური იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტში, ირაკლი შოთაძის კენჭისყრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

18 თებერვალი 2020, 16:11

ძალოვნები

სამტრედიაში განქორწინებისთვის ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,1992 წელს დაბადებული გ.ა. სამტრედიაში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი შოთაძე

18 თებერვალი 2020, 16:10

საქართველო

ირაკლი შოთაძე: ჩემი პრიორიტეტები იქნება პროკურატურის გაძლიერება, საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება და სამართლიანობის აღდგენა

პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორის პოსტზე დამტკიცების შემდეგ, ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. შოთაძემ იმ პრიორიტეტებსა და ამოცანებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც გენერალურ პროკურატურაში გეგმავს.

ნათია თურნავა

18 თებერვალი 2020, 16:09

ეკონომიკა

ნათია თურნავას ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია ბელარუსში ვიზიტით იმყოფება

18-19 თებერვალს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ვიზიტით იმყოფება. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, 19 თებერვალს ნათია თურნავა ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია დელეგაციის წევრთა შეხვედრები ბელარუსის ხელისუფლების სხვა ოფიციალურ პირებთან.

18 თებერვალი 2020, 16:08

საქართველო

აშშ-ის ელჩი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა

„დღეს ელჩმა დეგნანმა ოპოზიციის ლიდერებს გასაცნობად და საქართველოს პოლიტიკურ გარემოზე სასაუბროდ უმასპინძლა. ელჩმა დეგნანმა, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ყველა მხარის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგსა და ფართო საარჩევნო რეფორმის პროცესში ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

18 თებერვალი 2020, 15:58

საქართველო

მამუკა მდინარაძე: ოპონენტებმა დღეს კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ისინი არიან საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები

​„ოპონენტებმა დღეს კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ისინი არიან საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები. საქართველოს პარლამენტში, ნამდვილად არ არის იმ ადამიანების ადგილი, ვინც საბჭოთა კავშირის და რუსეთის ჰიმნს ხელით და გულით დაატარებენ“, - უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებას გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძე

18 თებერვალი 2020, 15:58

საქართველო

მამუკა მდინარაძე: ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები, იმიტომ, რომ ქართველს ევროპელობა სულში უზის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის 2019 წლის ანგარიში წარადგინა, ქვეყანაში არსებულ სოციალურ გამოწვევებსა და საარჩევნო რეფორმის საკითხებზე ისაუბრა.

ირაკლი შოთაძე

18 თებერვალი 2020, 15:52

საქართველო

პარლამენტმა ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა ირაკლი შოთაძეს, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ნდობა 82 ხმით არც ერთის წინააღმდეგ გამოუცხადა. ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას მეორედ 6 წლით დაიკავებს.

ლევან ფოჩხუა

18 თებერვალი 2020, 15:50

საქართველო

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესასრულებლად აქტიურად მუშაობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია სახალხო დამცველის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც ნინო ლომჯარიამ გლდანის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის მონიტორინგის შემდეგ გაავრცლა. მინისტრის მოადგილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო, სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესასრულებლად აქტიურად მუშაობს.

გია ვოლსკი

18 თებერვალი 2020, 15:47

საქართველო

გიორგი ვოლსკი: ინფორმაციის ძალიან დიდი ნაწილი, რაც საზოგადოებას სხვადასხვაგვარად მიეწოდა, დეზინფორმაცია იყო

„ვფიქრობ, სტრასბურგში დელეგაციის მუშაობა იყო წარმატებული. სამწუხაროა, რომ საბოლოო დოკუმენტი ვერ მივიღეთ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - საქართველოს ევროსტრუქტურებთან ინტეგრაცია შეფასებულია ძალიან მაღალ დონეზე და ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

18 თებერვალი 2020, 15:45

ტაბლოიდი

„ლაციოს“ ფანმა შეყვარებულს ხელი „სტადიო ოლიმპიკოზე“ სთხოვა

როგორც ასეთ საზეიმო შემთხვევებში ხდება ხოლმე, კითხვის ადრესატს უარი არ უთქვამს. „ლაციოს“ გულშემატკივარმა საყვარელ ადამიანს ბეჭედი სარბენ ბილიკებზე გაუკეთა, სულ მალე კი ორმაგად გაიხარა, რადგან დედაქალაქელებმა „ინტერს“ 2:1 მოუგეს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლეს.

18 თებერვალი 2020, 15:43

საქართველო

პარლამენტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო

საქართველოს პარლამენტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი 82 ხმით დაუჭირა. მეცხრე მოწვევის პარლამენტში გელაშვილი კარლო კოპალიანს ჩაანაცვლებს, რომელმაც პარლამენტი გასულ სასესიო კვირაში დატოვა.

მამუკა მდინარაძე

18 თებერვალი 2020, 15:39

საქართველო

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის მხრიდან კომპრომისულ წინადადებას დღემდე ველოდებით

ჩვენ მოლაპარაკების მაგიდაზე კომპრომისი, 100/50-ზე დავდეთ, ოპოზიციის მხრიდან კომპრომისულ წინადადებას, დღემდე ველოდებით, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

18 თებერვალი 2020, 15:25

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი სურვილია პარლამენტი იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქის ინსტიტუტი და კანონები, რომელსაც ვიღებთ, აუმჯობესებდეს მოქალაქეთა ცხოვრებას

ჩვენი სურვილია პარლამენტი იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქის ინსტიტუტი და კანონები, რომელსაც ვიღებთ, აუმჯობესებდეს მოქალაქეთა ცხოვრებას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

გიორგი შენგელაია

18 თებერვალი 2020, 15:22

კულტურა

გიორგი შენგელაიას დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

ქართველ კინორეჟისორს, გიორგი შენგელაიას დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ, - ამის შესახებ imedinews-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს.

18 თებერვალი 2020, 15:09

საქართველო

პარლამენტთან ოპოზიციის აქცია დასრულდა

ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად დილიდან საკანონდებლო ორგანოს შესასვლელებთან შეიკრიბა და კიდევ ერთხელ გააპროტესტა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის დაბრუნება. აქციაზე მოხდა ინციდენტიც. სამართალდამცველებმა შეკრებილებს ქუჩის გადაკეტვის შესაძლებლობა არ მისცეს.

18 თებერვალი 2020, 15:08

მსოფლიო

რატომ იცინის სირიელი ბავშვი დაბომბვაზე

სირიელმა დევნილმა, რომელიც ომის ეპიცენტრში იმყოფება საშინელი ატმოსფერო თამაშად გადააქცია, რადგან შვილი ფსიქოლოგიური ტრამვისგან დაეცვა. ბავშვების უმეტესობა ბომბების ჩამოვარდნის ხმაზე შიშისგან ტირის, თუმცა აბდულა ალ-მუჰამედის 3 წლის გოგონა იცინის.

გუდაური მკვლელობა

18 თებერვალი 2020, 15:06

ძალოვნები

გუდაურში მკვლელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონის საავადმყოფო „ჯეო ჰოსპიტალსში" გაიმართა.

18 თებერვალი 2020, 14:58

ძალოვნები

არსებული ინფორმაციით, სამტრედიაში განქორწინებისთვის რეესტრში მისული ცოლი ქმარმა დანით მოკლა

სამტრედიაში კაცმა ცოლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, ქალი განქორწინების მიზნით სამოქალაქო რეესტრის შენობაში იმყოფებოდა, რა დროსაც იქ მეუღლე მივიდა და ქალს ყელი გამოჭრა. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.