imedi /  21 აპრილი 2019, 15:24 / სანდო წყარო

პანკისში რამდენიმე ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია ავტომანქანებიც

პანკისის ხეობაში სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის შეტაკებისას სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, როგორც ადგილობრივები, ისე პოლიციელები. ასევე დაზიანდა შსს-ს კუთვნილი და მოქალაქეების ავტომობილები. 

პანკისელებმა დაზიანებული მანქანები, ჯერ ხელკეტებით დაამტვრიეს, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს. მათ ასევე მანქანაში არსებული ტექნიკა და ნივთები დააზიანეს.

მესამე სექტორი პანკისის მოვლენების გამო ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას ითხოვს. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი მზადაა მოლაპარაკებაში ჩაერთოს.

ხეობაში ახლა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ელოდებიან. ვითარების ხელახლა ესკალაცია ხეობაში პოლიციის დამატებითი ძალების შეყვანამ გამოიწვია.

პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დღეს დაპირისპირება უკვე მოხდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ადგილზე მოსახლეობა დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მშენებლობის დაწყება დღეს იგეგმებოდა.

ყველა სიახლე

ავღანეთი

18 თებერვალი 2020, 17:52

მსოფლიო

ავღანეთში დრონის თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში დრონის თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 8 ბავშვი. ინფორმაციას TOLOnews ადგილობრივ მოსახლეობაზე ავრცელებს. მომხდარზე სხვა დეტალები არ არის ცნობილი. პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერ არცერთ დაჯგფუებას არ აუღია. 14 თებერვალს აშშ-ის ხელისუფლება და რადიკალური დაჯგუფება „თალიბანი“ შეთანხმდნენ, რომ ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე 7 დღის განმავლობაში ძალადობის დონე შემცირდება.

სასამართლო

18 თებერვალი 2020, 17:50

ძალოვნები

პატარკაციშვილის საქმეზე ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმე დაიკითხა

ბადრი პატარკაციშვილი საქმეზე, ურეკის პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსის, ჯემალ შამათავას უკანონოდ დაკავების საქმეზე გამართულ სხდომაზე მთავარმა საგამოძიებო ორგანომ ერთ-ერთი მთავარი მოწმე წარადგინა. ბადურ ბოტკოველის ჩვენების საფუძველზე ირკვევა, რომ 2006 წელს ის კუდის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ლევან ქარდავამ და გია დგებუაძემ ე.წ მოდულის შენობაში დაიბარეს და შამათავას წინააღმდეგ სქემა შეიმუშავეეს.

ოზი ოსბორნი

18 თებერვალი 2020, 17:42

კულტურა

ოზი ოსბორნმა პარკინსონის დაავადების გამო ჩრდილოამერიკული ტურნე გააუქმა

მომღერალმა ოზი ოსბორნმა ჩრდილოამერიკული ტურნე გააუქმა და პარკინსონის დაავადების მკურნალობას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 71 წლის როკ-მომღერალს პარკინსონის დაავადება ერთი თვის წინ დაუდგინეს, მიმდინარე წლის აპრილში კი ის სამკურნალოდ შვეიცარიაში გაემგზავრება.

გია ვოლსკი

18 თებერვალი 2020, 17:38

საქართველო

გია ვოლსკი ოპოზიციაზე: რა უნდათ, არჩევნები უნდათ, პიკეტირება, დესტაბილიზაცია თუ რევოლუციური სცენარის განვითარება?

„თუკი ჩვენ 100/50-ზე ვთავაზობთ, ეს უკეთესია მათი იდეების რეალიზაციისათვის და გაუგებარი პოზიციაა, რომ ამაზე არ თანხმდებიან. რა უნდათ, არჩევნები უნდათ, პიკეტირება, დესტაბილიზაცია თუ რევოლუციური სცენარის განვითარება? რა უნდათ, რისკენ მიისწრაფვიან, გაუგებარია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ეკა ბესელია

18 თებერვალი 2020, 17:19

საქართველო

ეკა ბესელია: პროკურატურაში ირაკლი შოთაძის დაბრუნება პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებაა, რომელსაც სჭირდება სანდოობის გარანტიები

„ირაკლი შოთაძის დაბრუნება გენერალურ პროკურორად, არის პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდება სანდოობის გარანტიები. თუმცა შოთაძეს პროკურატურაში დიდი გავლენები ჰქონდა, ამიტომ მისი დაბრუნება ამასაც უკავშირდება“, - ეს განცხადება პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ პირველი tv-ს ეთერში გააკეთა.

18 თებერვალი 2020, 17:10

მსოფლიო

ჰააგის სასამართლომ რუსეთს „იუკოსის“ ყოფილი აქციონერებისთვის 50 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა

ჰააგის სააპელაციო სასამართლომ, საოლქო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა და რუსეთს „იუკოსის“ ყოფილი აქციონერებისთვის 50 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა. აღსანიშნავია, რომ რუსულ მხარეს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება ნიდერლანდების უზენაეს სასამართლოში შეუძლია.

18 თებერვალი 2020, 16:59

ეკონომიკა

ბათუმში თამბაქოს მწარმოებლებმა და რეალიზატორებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს

მათი თქმით, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებისგან გაფრთხილება მიიღეს, რომ უაქციზო თამბაქოს ხვალიდან ჩამოართმევენ. ისინი ხელისუფლებას დაპირებას ახსენებენ, ამბობენ, რომ ახალი რეგულაციების პირობებში, აზრი ეკარგება თამბაქოს მოყვანას და ეს კულტურა მაღამთიან აჭარაში შეიძლება, საერთოდ გაქრეს.

18 თებერვალი 2020, 16:54

მსოფლიო

ირლანდიაში 1 წლის წინ გაუჩინარებული გემი ქარიშხალმა გამორიყა

1 წელზე მეტი გავიდა და ირლანდიის სანაპიროზე, ქარიშხალმა „დენისმა“ გემი გამორიყა. სამგზავრო გემი ტანზანიიდან 2018 წელს გავიდა, ხოლო ოქტომბერში ამერიკის სახმელეთო დაცვამ 10-კაციანი ეკიპაჟი გადაარჩინა.

ოლიმპიადა

18 თებერვალი 2020, 16:41

სპორტი

ევროპის ოლიმპიური კომიტეტი 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად საქართველოს მზადყოფნას დადებითად აფასებს

დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ კომიტეტის სპორტული დირექტორი პიტერ ბრული, ასევე კომისიის წევრები სტრატოს კარეტოსი და აზერ ალიევი, ოფიციალური შეხვედრები გამართა საქართველოს მთავრობისა და სამინისტროების წარმომადგენლებთან, მათ შორის ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან.

გია ვოლსკი

18 თებერვალი 2020, 16:35

საქართველო

გია ვოლსკი: გვახსოვს გენერალური პროკურორი, რომელიც პრეზიდენტის მითითებით წყვეტდა, ვინ უნდა დაეჭირათ და ვისთვის ბიზნესი უკანონოდ „აეხიათ“

ვიცე-სპიკერის თქმით, არ ახსენდება არც ერთი გახმაურებული საქმე, რომელიც უყურადღებოდ დარჩა. „ასე მგონია, ყველა თემას, რაც გაჟღერდა, უახლოეს მომავალში უნდა გაეცეს პასუხი. მათ შორის, სამართლიანობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, სპეციალური საგამოძიებო დეპარტამენტი, რომელიც ამისთვის შეიქმნა, გაცილებით უფრო ინტენსიურად უნდა მუშაობდეს“, - აცხადებს გია ვოლსკი.

მაიკლ ბლუმბერგი

18 თებერვალი 2020, 16:29

მსოფლიო

მაიკლ ბლუმბერგმა გასულ კვირას Facebook-ში რეკლამაზე $9 მილიონი დახარჯა

აშშ-ში „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატობის პრეტენდენტმა, მაიკლ ბლუმბერგმა გასულ კვირას Facebook-ში რეკლამაზე 9 მილიონი დოლარი დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მონაცემებზე დაყრდნობით Fox Business-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

18 თებერვალი 2020, 16:26

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: პრორუსი სეპარატისტები სამშვიდობო პროცესის ჩაშლას ცდილობენ

მისივე თქმით, უკრაინა მტკიცედ გასცემს პასუხს აგრესიას. „ეს არამხოლოდ ცინიკური პროვოკაციაა, რომლის მიზანია დებალცევოს ჭრილობაზე თითის დაჭერა, არამედ დონბასში სამშვიდობო პროცესის ჩაშლის მცდელობაა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი

18 თებერვალი 2020, 16:18

საქართველო

დიმიტრი ცქიტიშვილი ირაკლი შოთაძეზე: არ მგონია, ამ თანამდებობაზე ექვსი წელი გაძლოს

„ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად არჩევა ხელს არ შეუწყობს პროკურატურის მხრიდან ნდობის გაძლიერებას. ეს ხელს არ შეუწყობს „ქართული ოცნების“, როგორც დემოკრატიული ძალის იმიჯის დამკვიდრებას“, - ასეთი შეფასება გააკეთა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად მეორედ არჩევასთან დაკავშირებით.

რატი იონათამიშვილი

18 თებერვალი 2020, 16:14

საქართველო

რატი იონათამიშვილი: შოთაძე სამართლიანობასთან ასოცირდება

შოთაძის სახელი ასოცირდება სამართლიანობის აღდგენასთან და ამ მხრივ მისი მუშაობა ეფექტური იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტში, ირაკლი შოთაძის კენჭისყრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

18 თებერვალი 2020, 16:11

ძალოვნები

სამტრედიაში განქორწინებისთვის ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,1992 წელს დაბადებული გ.ა. სამტრედიაში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი შოთაძე

18 თებერვალი 2020, 16:10

საქართველო

ირაკლი შოთაძე: ჩემი პრიორიტეტები იქნება პროკურატურის გაძლიერება, საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება და სამართლიანობის აღდგენა

პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორის პოსტზე დამტკიცების შემდეგ, ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. შოთაძემ იმ პრიორიტეტებსა და ამოცანებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც გენერალურ პროკურატურაში გეგმავს.

ნათია თურნავა

18 თებერვალი 2020, 16:09

ეკონომიკა

ნათია თურნავას ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია ბელარუსში ვიზიტით იმყოფება

18-19 თებერვალს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ვიზიტით იმყოფება. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, 19 თებერვალს ნათია თურნავა ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია დელეგაციის წევრთა შეხვედრები ბელარუსის ხელისუფლების სხვა ოფიციალურ პირებთან.

18 თებერვალი 2020, 16:08

საქართველო

აშშ-ის ელჩი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა

„დღეს ელჩმა დეგნანმა ოპოზიციის ლიდერებს გასაცნობად და საქართველოს პოლიტიკურ გარემოზე სასაუბროდ უმასპინძლა. ელჩმა დეგნანმა, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ყველა მხარის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგსა და ფართო საარჩევნო რეფორმის პროცესში ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

18 თებერვალი 2020, 15:58

საქართველო

მამუკა მდინარაძე: ოპონენტებმა დღეს კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ისინი არიან საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები

​„ოპონენტებმა დღეს კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ისინი არიან საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები. საქართველოს პარლამენტში, ნამდვილად არ არის იმ ადამიანების ადგილი, ვინც საბჭოთა კავშირის და რუსეთის ჰიმნს ხელით და გულით დაატარებენ“, - უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებას გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძე

18 თებერვალი 2020, 15:58

საქართველო

მამუკა მდინარაძე: ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები, იმიტომ, რომ ქართველს ევროპელობა სულში უზის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის 2019 წლის ანგარიში წარადგინა, ქვეყანაში არსებულ სოციალურ გამოწვევებსა და საარჩევნო რეფორმის საკითხებზე ისაუბრა.