imedi /  22 აპრილი 2019, 12:46 / სანდო წყარო

სუსი: ტერორისტული ორგანიზაციების მიერ საქართველოს ტრანზიტად გამოყენების ფაქტები შემცირდა

გრიგოლ ლილუაშვილი

გრიგოლ ლილუაშვილი

დღეს საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს განიხილავენ. დეპუტატებს ანგარიშს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი აცნობს.

შრი-ლანკაზე განვითარებული მოვლენები უდავოდ გვაფიქრებინებს, რომ ტერორიზმი არის არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოსთვის ნომერ პირველი გამოწვევა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში განაცხადა. მისი თქმით, სირიაში მყოფი პირების საქართველოში დაბრუნების საფრთხესთან დაკავშირებით სუსი პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს.

"დაეში მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანამედროვე ტექნოლოგიების, ინტერნეტსივრცისა და სოციალური ქსელების გამოყენებით აქტიურად განაგრძობს თავისი იდეოლოგიის გავრცელებას, ახდენს რადიკალიზებული პირების მობილიზებას და მათ გადაბირებას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა რამდენიმე პირი, რომლებიც სოციალური ქსელების გამოყენებით ტერორისტული ორგანიზაციების სასარგებლოდ ავრცელებდნენ იდეებსა და მოწოდებებს. ამ პირების მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული მოქმედებები.

შემცირდა ტერორისტული ორგანიზაციების მიერ საქართველოს ტრანზიტულად გამოყენების ფაქტები. იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს მცდელობის ფაქტები, სახელმწიფოს საბაჟო და სასაზღვრო-გამშვები პუნქტები მკაცრად კონტროლდება. მეთვალყურეობას ექვემდებარება მარშრუტები და არხები, რომლებიც შესაძლოა, ქვეყანაში არალეგალურად მოსახვედრად იყოს გამოყენებული. ამ თვალსაზრისით საქართველო არ მიეკუთვნება მაღალი რისკის ჯგუფს, შესაბამისად, ნებისმიერ ბრალდებას განსაკუთრებული აქტივობების შესახებ, სუსი განიხილავს, როგორც მიზანმიმართულ პროვოკაციას“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

გრიგოლ ლილუაშვილმა, ასევე, თქვა, რომ კორუფციაში ჩართული საჯარო მოხელეები ნებისმიერი სპეცსამსახურისთვის წარმოადგენენ პოტენციური დაკვირვების ობიექტებს. 

როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მნიშვნელოვანია, რასაც ადასტურებს არაერთი საერთაშორისო კვლევა თუ ანალიზი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის განხილვა პარლამენტის რამდენიმე გაერთიანებულ კომიტეტზე დახურულ ფორმატში გრძელდება. დეპუტატებმა გადაწყვეტილება სუსის უფროსის პირველი მოადგილის, გრიგოლ ლილუაშვილის თხოვნის შემდეგ მიიღეს.

ყველა სიახლე

21 ივნისი 2019, 04:10

საქართველო

ბახტაძე: პარლამენტზე და პოლიციის ძალებზე შტურმს ხელმძღვანელობდნენ დესტრუქციული პოლიტიკური ძალები

მამუკა ბახტაძის თქმით, პარლამენტზე და პოლიციის ძალებზე შტურმს ხელმძღვანელობდნენ დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, რომლებმაც კიდევ ერთხელ ისარგებლეს ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი ემოციით.

საპროტესტო აქცია

21 ივნისი 2019, 04:03

საქართველო

აქციის მონაწილეთა რაოდენობა მცირდება, დარჩენილები კი ბარიკადებს აკეთებენ

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა რაოდენობა შემცირდა, დარჩენილი დემონსტრანტები კი ბარიკადებს აკეთებენ და ქვებს, სხვადასხვა ნივთებს ესვრიან სამართალდამცველებს. მათ სპეცრაზმთან მიახლობა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართულებით ცრემლსადენი გაზი გაუშვა, რის გამოც მათ უკან დაიხიეს.

21 ივნისი 2019, 04:01

საქართველო

რესპუბლიკურ საავადმყოფოში აქციაზე დაშავებული 13 ადამიანი შეიყვანეს

"ძირითადად ეს რეზინის ტყვიებით მიყენებული სხვადასხვა დაზიანებაა, გაზით მოწამლულია ერთი გოგო,“- განაცხადა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოფოძემ. ღუდუშაურის კლინიკის დირექტორის მარინა გელანტიას ინფორმაციით, სტაციონარში აქციაზე დაშავებული რვა ადამიანი განაგრძობს მკურნალობას.

გიორგი გახარია

21 ივნისი 2019, 03:50

საქართველო

შს მინისტრი რუსთაველის გამზირზე გავიდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე გავიდა. "მაესტროს" ინფორმაციით, მინისტრმა სპეცდანიშნულების რაზმებს მადლობა გადაუხადა. ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ვითარება ისევ დაიძაბა. აქციის მონაწილეების ნაწილი სპერაზმს დაუპირისპირდა.

ღუდუშაურის კლინიკა

21 ივნისი 2019, 03:48

საქართველო

ღუდუშაურის კლინიკაში რუსთაველზე აქციაზე დაშავებული 8 ადამიანი რჩება

ღუდუშაურის კლინიკის დირექტორის მარინა გელანტიას ინფორმაციით, სტაციონარში აქციაზე დაშავებული რვა ადამიანი აგრძელებს მკურნალობას. კლინიკაში 11 პაციენტი ერთი ქალი და ათი მამაკაცი შევიდა. მათგან 3 უკვე გაეწერა.

21 ივნისი 2019, 03:36

ძალოვნები

პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის მორიგი დაპირისპირებაა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ვითარება კვლავ დაიძაბა. აქციის მონაწილეების ნაწილი სპერაზმს ისევ დაუპირისპირდნენ. ამ დროისთვის პოლიცია პროტესტის მონაწილეების დაშლას წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს.

21 ივნისი 2019, 03:21

საქართველო

ინგოროყვას კლინიკაში რუსთაველზე აქციაზე დაშავებული 28 ადამიანი რჩება

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაშავებული 35 ადამიანიდან ინგოყვას კლინიკაში 28 რჩება. ბოლო მონაცემებით 7 პაციენტი კლინიკიდან გაეწერა, ხოლო 3 ადამიანს ოპერაცია უკეთდება.

საპროტესტო აქცია

21 ივნისი 2019, 03:19

საქართველო

დრონით გადაღებული კადრები რუსთაველის გამზირიდან

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი ისევ რჩება, სპეცრაზმი კი კვლავ იყენებს ცრემლდენ გაზს მათ შესაჩერებლად და დასაშლელად. საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. დღევანდელ აქციაზე ბოლო მონაცემებით 38 სამართალდამცველი და 14 დემონსტრანტი დაშავდა.

21 ივნისი 2019, 02:51

საქართველო

რუსთაველის გამზირზე ვითარება ისევ დაძაბულია

რუსთაველის გამზირზე კვლავ დაძაბული ვითარებაა. საპროტესტო აქციის დაშლის მიზნით სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი კიდევ ერთხელ გამოიყენა. ამასთან, საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.ამ დროისთვის პოლიცია პროტესტის მონაწილეების დაშლას წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს. ადგილზე მობილიზებილია პოლიცია.

აქცია

21 ივნისი 2019, 02:39

საქართველო

ნაციონალები სამოქმედო გეგმაზე სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან ერთად იმსჯელებენ

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ჩადენილია არნახული დანაშაული. როგორც რომან გოცირიძემ თქვა, ოპოზიციას იმედი ჰქონდა ამ კრიზისის პოლიტიკური გზით განმუხტვის. რომან გოცირიძის თქმით, ისინი ერთ-ერთი პარტიის ოფისში შეიკრიბებიან და სამოქმედო გეგმას გაწერენ.

გიორგი ვაშაძე

21 ივნისი 2019, 02:23

საქართველო

რუსთაველზე აქციის დროს დაშავებულმა გიორგი ვაშაძეს მიმართა

რუსთაველის გამზირზე, მას შემდეგ რაც სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად ცრემლდმდენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა, ადგილზე გიორგი ვაშაძე მივიდა. ის "იმედის" ეთერში განცხადებას აკეთებდა, როდესაც აქციაზე დაშავებული მოქალაქე მიუახლოვდა და პრეტენზიებით მიმართა.

21 ივნისი 2019, 02:22

საქართველო

ქარტია დაშავებულ ჟურნალისტებზე: პოლიცია მათ რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდა

"ქარტია ასევე მოუწოდებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მაქსიმალური ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე რათა არ მოხდეს საპროტესტო აქციაზე მყოფი ჟურნალისტებისა და მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დარღვევა,"- წერია განცხადებაში.

გიორგი ბარამიძე

21 ივნისი 2019, 02:21

საქართველო

ბარამიძე: პარლამენტში შეჭრაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული, ხალხმა ეს სპონტანურად გააკეთა

„პარლამენტში შეჭრაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. ხალხმა ეს სპონტანურად თვითონ გააკეთა. ხალხი არის გაბრაზებული და ერთობლივი გადაწყვეტილება არავის არ მიუღია“-ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

21 ივნისი 2019, 02:10

საქართველო

აქციაზე რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტი დაშავდა

საქართველოს პირველი არხის სამი ოპერატორი და ერთი ჟურნალისტი დაშავდა. ორ მათგანს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, ორი კი კლინიკებში გადაიყვანეს. მათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.

საქართველოს საპატრიარქო

21 ივნისი 2019, 02:00

საქართველო

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედონ ხალხთან მიმართებაში და მოერიდონ მკვეთრ ძალისმიერ ფორმებს.

21 ივნისი 2019, 01:57

საქართველო

ესტონეთის საელჩო საქართველოში: ყველა მხარეს ვურჩევთ შეინარჩუნონ სიმშვიდე

„ვაღიარებთ იმ ტკივილს, რომელსაც დღეს ბევრი ადამიანი განიცდის. ვურჩევთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, აჩვენონ თავშეკავება და ყოველთვის იმოქმედონ სამართლის და კონსტიტუციის ფარგლებში“-ამის შესახებ საქართველოში ესტონეთის საელჩოს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ინგოროყვას კლინიკა

21 ივნისი 2019, 01:57

საქართველო

აქციაზე დაშავებულ სამ პაციენტს ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია უტარდება

"დანარჩენები სტაციონარში შემდგომი მკურნალობის მიზნით რჩებიან სტაბილურ მდგომარეობაში. ყველა მათგანს შესაბამისი მომსახურება უტარდება. სხვადასხვა სახის მსუბუქი ზედაპირული ტრავმებია, რამდენიმე ინტოქსიკაცია. ქირურგიული ოპერაცია ფეხის მიდამოს ტრავმებია სამივე შემთხვევაში“,- განაცხადა ნინო ქოჩორაშვილმა.

21 ივნისი 2019, 01:49

ძალოვნები

სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოვიდა, მეორე მხარეს აქციის მონაწილეები არიან. სპეცრაზმი ისვრის რეზინის ტყვიებს და იყენებს წყლის ჭავლს.

აქცია

21 ივნისი 2019, 01:44

საქართველო

აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ხელკეტებით და ქვებით დაუპირისპირდნენ. ვიდეო

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქციის ძირითადი ნაწილი დაშლილია, თუმცა ნაწილი ისევ ადგილზეა. ისინი სამართალდამცველებს ხელკეტებით და ქვებით დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეებმა დაშალეს ჯებირები და სპეცრაზმის მიმართულებით ისვრიან.

ლევან ვასაძე

21 ივნისი 2019, 01:38

ძალოვნები

ლევან ვასაძის გამოკითხვა დასრულდა

ლევან ვასაძის პოლიციის მთავარ სამმართველოში მისვლამდე სამართალდამცველებმა გურამ ფალავანდიშვილი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. თუმცა რამდენიმე საათის წინ ფალავანდიშვილი გათავისუფლდა, სასამართლო პროცესი კი რამდენიმე დღით გადაიდო.