imedi /  22 აპრილი 2019, 14:37 / სანდო წყარო

პარლამენტში სუსის ანგარიში მოისმინეს. ვიდეო

გრიგოლ ლილუაშვილი

გრიგოლ ლილუაშვილი

პარლამენტმა სუსის ანგარიში მოისმინა. ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და სხვა გამოწვევები - სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ სწორედ ამ მიმართულებებზე ილაპარაკა. ოპოზიცია კითხვების ღია ფორმატში დასმას მოითხოვდა, თუმცა სასაუბრო თემების მნიშვნელობის გათვალისწინებით სხდომა დაიხურა. 

"როდესაც კითხვები იქნება ტერორიზმთან, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, სხდომა დავხუროთ, მაგრამ ფულს რომ იპარავენ თქვენი კოლეგები, ამასთან დაკავშირებით კითხვას როდესაც დავსვამთ, არ დახუროთ სხდომა. მე მგონი მარტივია", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სუს-ის 2018 წლის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს. 

"თქვენ მოხსენებაში რამდენიმე სხვა თავიც იყო. მაგალითად: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რომლითაც ასე იწონებდით თავს საანგარიშო პერიოდში. რა არის აქ დასამალი? მე მაქვს კითხვა, როგორ მოხდა, რომ საანგარიშო პერიოდში ქრთამის აღებაზე მხოლოდ 21 საქმეზე აღძარით სისხლის სამართლის საქმე და ქრთამის მიცემაზე სამი?! მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ცხვარიჭამიაში დაგიჭერიათ თურმე ქრთამის აღებაზე, მაშინ, როდესაც ბატონი გოგაშვილი, თქვენი კოლეგა რომ იყო და დღეს პარტიაში მოღვაწეობს, მოვიდა სოციალურად დაუცველის სტატუსით და დღეს არის დეკლარირებული მილიონერი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა სუსის ანგარიშის განხილვის დახურვა გააპროტესტა. როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, პანკისში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის პასუხი ღიად მოისმინოს.

"ჩემთვის უცნაურია ტონი, რომლითაც დღევანდელი სხდომა დაიწყეთ, რადგან გუშინ ძალიან სერიოზული კრიზისი იხილა საზოგადოებამ. დღეს ჩვენ აქ გასართობად არ შევკრებილვართ. ოპოზიციასთან საუბრისას ტონი შეარჩიეთ და ჩვენ თუ გვაქვს რამე მოსაზრებები, რომ ამ სხდომის ნაწილი საჯარო უნდა იყოს, ალბათ გვაქვს ჩვენი საკუთარი მოტივაცია ამისთვის და არ არის საჭირო კოლეგებთან ასეთი ტონით საუბარი. მაგალითად შემიძლია გითხრათ, ჩემთვის საინტერესოა, ვფიქრობ საზოგადოებისთვისაც და ჟურნალისტებისთვისაც, საჯაროდ მოისმინონ პასუხი, შეკითხვაზე, რომელიც მაქვს სუსის წარმომადგენელთან. ეხმარება თუ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს კამპანია, პიარკამპანია, რაც დღეს წარმოებს პანკისის მოსახლეობის წინააღმდეგ, როდესაც მათ აკავშირებენ ისლამურ ფუნდამენტალისტურ მოძრაობასთან თქვენი ხელისუფლების სხვადასხვა პროპაგანდისტული საშუალებით? მაინტერესებს ამაზე პასუხი მოვისმინო საჯაროდ და მნიშვნელოვანია, პასუხი მოისმინონ ასევე მედიის წარმომადგენლებმა, რომლებიც სამწუხაროდ ამ სამარცხვინო კამპანიას აწარმოებენ დღეს, როდესაც უსერიოზულესი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი სახელმწიფო“, - მიმართა სალომე სამადაშვილმა სხდომის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს. 

ოპოზიციონერ დეპუტატს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ყველა საფრთხეებსა და გამოწვევებზე, უმჯობესი იქნება, თუ სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდება.

"ჩემი ტონი თუ არ მოგწონთ, ეს მიხარია, მაგრამ არის ქვეყნის ინტერესები, სადაც თქვენ კონსოლიდაციის უნარი არ გქონდათ, როცა ხელისუფლებაში იყავით და არც დღეს გაქვთ, როცა ოპოზიციაში ხართ. ესეც ის განსხვავებაა, რომელიც ჩვენს შორის არის ფუნდამენტური, როგორც ხშირად გიყვართ ხოლმე ამ სიტყვის ხმარება. დიახ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, მათ შორის თქვენთან ერთად“, - მიმართა სესიაშვილმა სალომე სამადაშვილს.

საბოლოოდ, სხდომის დახურვის საკითხი კენჭისყრაზე დადგა და იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, დაიხურა.

ყველა სიახლე

29 თებერვალი 2020, 00:21

საქართველო

დავით უსუფაშვილი: არის იმედი, რომ უახლოეს ორ დღეში შეთანხმებას მივაღწიოთ

არის იმედი იმისა, რომ უახლოეს ორ დღეში შეთანხმება იყოს მიღწეული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ოთხსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

29 თებერვალი 2020, 00:15

ტექნოლოგიები

ისრაელში ექიმებმა ავადმყოფის ორგანიზმიდან ფილტვი ამოიღეს, ავთვისებიანი სიმსივნისგან გაწმინდეს და ადგილზე დააბრუნეს

40 წლის პაციენტს სიმსივნე ჰქონდა, რომელმაც მარცხენა ფილტვის მთავარი ბრონქი დაბლოკა. თავდაპირველად ექიმებს დაზიანებული ფილტვის ამოჭრა უნდოდათ, თუმცა ეს პაციენტს საფრთხში ჩააყენებდა, ვიდრე დონორის ფილტვი არ შეირჩეოდა. „ფილტვი რომ ამოგვეჭრა, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხეს შევუქმნიდით“, - განაცხადა იური პეისახოვიჩმა, გულმკერდის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელმა.

მარიამ ჯაში

29 თებერვალი 2020, 00:12

საქართველო

მარიამ ჯაში: პროგრესი არის, მაგრამ შევთანხმდით, რომ მედიაში კონკრეტულ ციფრებსა და ვადებს ჯერ არ დავასახელებთ

მიღწეულია შეთანხმება, რომ არ ვაჟღერებთ მედიაში კონკრეტულ ციფრებსა და ვადებს, ვიდრე არ იქნება საბოლოო, თუნდაც ფორმალური წინადადება, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ოთხსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გიგა ბოკერია

28 თებერვალი 2020, 23:45

საქართველო

გიგა ბოკერია: მთელი ოპოზიცია მოწადინებულია, რომ სიტუაცია განიმუხტოს

„სიტუაცია არ შეცვლილა. ვითარების განმუხტვას სჭირდება ორი რამე, ერთია პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მეორე კი გონივრული კომპრომისის პოვნა საარჩევნო სისტემაზე, რომელიც არსებითად პროპორციულზე გადასვლას ნიშნავს“, - ამის შესახებ გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ოთხსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

გიორგი ვაშაძე

28 თებერვალი 2020, 23:40

საქართველო

გიორგი ვაშაძე: მინდა ვუთხრა ოპოზიციის მხარდამჭერებს - მოვემზადოთ არჩევნებისთვის

მინდა ვუთხრა ოპოზიციის მხარდამჭერებს - მოვემზადოთ არჩევნებისთვის. რა სისტემით და მოდელითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, მთავარი ამოცანაა, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად გავუშვათ ხელისუფლებიდან, - ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ოთხსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დაჭრა

28 თებერვალი 2020, 23:36

ძალოვნები

ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

არსებული ინფორმაციით მას ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული. როგორც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მიწისძვრა

28 თებერვალი 2020, 23:32

საქართველო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თბილისის დროით 23:15 საათზე, ონთან მოხდა.

28 თებერვალი 2020, 23:16

თემა

როგორ და რატომ გაჩნდა კალენდარში 29 თებერვალი? არის თუ არა დაკავშირებული ნაკიან წელთან ქალთა თანასწორუფლებიანობა?

ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ჩვენს კალენდარს ერთი ზედმეტი დღე ემატება. ასეთ წელს კი ნაკიანი ეწოდება. მე-16 საუკუნეში დანერგილი კალენდრის თანახმად, 1 წელი 365 დღისგან შედგება. თუმცა ამ ციფრს მიღმა, ყოველ წელს ზედმეტი 5 საათი, 48 წუთი და 46 წამი რჩება. ოთხი წლის განმავლობაში კი ეს დრო იკრიბება და ერთ დღე-ღამედ ყალიბდება, რათა ჩვენი და მზის გარშემო დედამიწის ბრუნვის დრო ერთმანეთს დაემთხვეს (როგორც ცნობილია, დედამიწა მზის გარშემო სრული ციკლის შესრულებას 365, 2422 დღეს ანდომებს).

28 თებერვალი 2020, 23:13

საქართველო

ოკუპანტების მიერ ელდარ გუნდიშვილის გატაცების დეტალები გახდა ცნობილი

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გათავისუფლების შემდეგ სოფელ აძვის მკვიდრმა ელდარ გუნდიშვილმა „ქრონიკასთან“ მისი გატაცების დეტალებზე ილაპარაკა.

საბაჟო კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 23:07

საქართველო

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული კონტროლის მექანიზმები გამკაცრებულია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, საბაჟო გამშვებ პუნქტებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები და ექიმი ეპიდემიოლოგები მგზავრთა ინდივიდუალურ მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში ახორცილებენ.

28 თებერვალი 2020, 22:55

საქართველო

ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან მოქალაქეს თბილისში ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანენ

საქართველო-აზერბაიჯანის ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ცოტა ხანში საქართველოს მოქალაქეს თბილისში, ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანენ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ირანში მოგზაურობდა. ინფორმაციას ,,ქრონიკას" დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი უდასტურებს.

28 თებერვალი 2020, 22:17

საქართველო

„Freedom Barometer“ ანგარიშის მიხევდით საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი გაიზარდა

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის პროექტის „freedom barometer”-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი გაიზარდა და ქვეყანა სიტყვის თავისუფლების კუთხით წამყვან პოზიციას იკავებს. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს 2018 წელს 5 ქულა ჰქონდა რაც 2019 წელს 2.1 გაიზარდა და 7.1 ქულა მიიღო.

ელენე ხოშტარია

28 თებერვალი 2020, 21:58

საქართველო

ელენე ხოშტარია რუსეთში სწავლაზე: მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე, როგორ და რას ასწავლიან მტრის ბანაკში

სამწუხაროდ, მომიწია რუსეთში სწავლა, ვინაიდან ევროპაში სწავლის ფული არ მქონდა,- ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესდნენ, თუ რატომ ჩააბარა მან ,,კაგებეს“ მიერ დაფუძნებულ უნივერსიტეტში.

აჭარის ტელევიზია დაპირისპირება

28 თებერვალი 2020, 21:48

საქართველო

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები ახალ რედაქტორს დაუპირისპირდნენ. ვიდეო

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები ახალ რედაქტორთან, ფირუზ ბოლქვაძესთან თანამშრომლობას არ აპირებენ. ისინი ბოლქვაძეს ტელევიზიის ნიუსრუმში დაუპირისპირდნენ. მათი თქმით, გიორგი კოხრეიძესთან თანამშრომლობით ბოლქვაძე მაუწყებლის დასამარების საქმეში მონაწილეობს.

დაკავება

28 თებერვალი 2020, 21:39

ძალოვნები

არსებული ინფორმაციით, სუსმა ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავა

არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. მათთან ერთად დაკავებულია ერთი ბიზნესმენიც.

ლაბორატორია

28 თებერვალი 2020, 21:34

მსოფლიო

BBC: ირანში კორონავირუსით სულ მცირე 210 ადამიანი დაიღუპა

ირანში კორონავირუსით სულ მცირე 210 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას ირანის ჯანდაცვის სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით BBC ავრცელებს. როგორც ცნობილია, ირანის ხელისუფლების მიერ ოფიციალურად გაცხადებული იყო 34 დაღუპულის შესახებ. ასევე ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 388 ადამიანი. ბს.

მოსკოვი

28 თებერვალი 2020, 21:24

მსოფლიო

მოსკოვში კორონავირუსის რისკის გამო 80 ადამიანს აკვირდებიან

მოსკოვის საობსერვაციო ცენტრში ექიმების ზედამხედველობის ქვეშ 80 ადამიანია მოთავსებული კორონავირუსის რისკის გამო. ამის შესახებ ჟურნალისტებს მოსკოვის ვიცე-მერმა ანასტასია რაკოვამ განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პირები იზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან.

აჭარის ტელევიზია

28 თებერვალი 2020, 21:23

საქართველო

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებმა მთავარი საინფორმაციო გამოშვება წუთიერი დუმილით დაასრულეს

„აჭარის მაუწყებელში სუსია“ - ამ წარწერითა და წუთიერი დუმილით აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებმა მთავარი საინფორმაციო გამოშვება დაასრულეს. ამ ფორმით მათ საინფორმაციო სამსახურის უფროსის შორენა ღლონტის გათავისუფლება გააპროტესტეს.

რომის პაპი

28 თებერვალი 2020, 21:18

მსოფლიო

რომის პაპი მეორე დღეა ოფიციალურ აუდიენციებში არ მონაწილეობს

„დღეს დილით პონტიფიკოსი მესას გაუძღვა, მიესალმა მესში მონაწილე ყველა პირს, თუმცა გადაწყვიტა დღეს ჩანიშნული აუდიენციები გადაედო“, - განაცხადა ვატიკანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მატეო ბრუნიმ.

კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 21:13

საქართველო

აჭარაში კორონავირუსის საფრთხის გამო ახალგაზრდა კაცზე ეპიდზედამხედველობა დაწესდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ახალგაზრდა კაცი ბათუმში უკრაინიდან გემით შემოვიდა, თუმცა ის ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ირანში და ეს გახდა ზედამხედველობის დაწესების მიზეზი.