imedi /  23 აპრილი 2019, 11:15 / სანდო წყარო

კვლევა: ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობამ მოიმატა

ტყვიის შემცველობა

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობოს დასადგენად ჩატარებული მასშტაბური ეროვნული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.  

კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს.

2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, რომელიც შინამეურნეობების ყველაზე დიდი კვლევაა მსოფლიოში, პირველად ჩატარდა ტყვიის კომპონენტის კვლევა. ტყვიის დონის განსასაზღვრად, ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-7 წლის 1578 ბავშვისგან საქართველოს მასშტაბით. ბავშვების კვლევაში ჩართვა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში (ISS), რომელიც წარმოადგენს ევროპის წამყვან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტს.

ტყვიის შემცველობაზე სისხლის ნიმუშის კვლევისას გამოყენებული იყო ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმის მას-სპექტრომეტრი (ICP MS), რაც წარმოადგენს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ ერთ-ერთ საუკეთესო სტანდარტს. ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციების შესაბამისად, სხვადასხვა მასშტაბის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს.

„გაეროს ბავშვთა ფონდი, ცხრა დონორ ორგანიზაციასთან ერთად, დაეხმარა საქართველოს მთავრობას, კერძოდ, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, კვლევის ჩატარებაში, რომლიც მიზანიც პრობლემის მასშტაბების განსაზღვრა იყო. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მიერ პრობლემის მიმართ გამოჩენილ ყურადღებას და მთავრობის მზაობას, შეიმუშაოს რეაგირების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიები და ღონისძიებები. შემდეგი ნაბიჯი ტყვიის ზემოქმედების წყაროების კვლევა უნდა იყოს“, - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ გოტფრიდ ჰანემ.

ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ უკვე გადაგმულია პირველი პრაქტიკული ნაბიჯები: 2018 წლის 29 დეკემბერს დამტკიცდა გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული გეგმა (NEHAP); 2019 წლის 19 აპრილს გამოიცა საქართველოს მთავრობის განკარგულება „ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების შესახებ“; მომზადებულია ცვლილება „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ტყვიის კომპონენტის გათვალისწინებით; დამტკიცდა ბავშვებში ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის კლინიკური პროტოკოლი; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის, იაშვილის ბავშთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი-პედიატრებისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ შესწავლილ იქნა იმ 16 ბავშვის ოჯახი, რომელთა სისხლშიც ტყვიის დონე აღემატებოდა 30 მკგ/დლ-ს და დაიგეგმა შესაბამისი ინტერვენციები.

მთავრობა მუშაობს ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების აღმოფხვრის ყოვლისმომცველ სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს ტყვიით დაბინძურების წყაროების კვლევას; მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ღონისძიებებს ტყვიით დაბინძურებული ადგილების განეიტრალების, იზოლაციისა და მართვის მიზნით; საბაზრო მიმოქცევაში ტყვიით დაბინძურებული პროდუქტების მოხვედრის პრევენციას და საზოგადოების ინფორმირებისკენ მიმართულ საინფორმაციო კამპანიებს.

მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა საქართველოში ჩაატარა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (ISS) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევას მხარდაჭერას ასევე უზრუნველყოფდნენ: შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD), შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SDC), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) და მსოფლიო ბანკი.

ყველა სიახლე

კენია

14 ოქტომბერი 2019, 00:45

მსოფლიო

კენიაში აფეთქებას 10 პოლიციელი ემსხვერპლა

კენიის პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გამოძიება აჩვენებს, რომ თავდასხმა სავარაუდოდ სომალიში დაფუძნებულმა მეამბოხე ჯგუფმა „ალ-შაბააბი“ განახორციელა. ივნისში, აფეთქების ადგილის სიახლოვეს, ანალოგიური ინციდენტის დროს 12 პოლიციელი დაიღუპა.

სირია

14 ოქტომბერი 2019, 00:43

მსოფლიო

სირიის ქალაქ რას-ელ-აინში თურქეთის ავიაიერიშებს 14 ადამიანი ემსხვერპლა

რამი აბდულრაჰმანის განცხადებით, ავიაიერიშის სამიზნე ერთ ტერიტორიაზე მყოფი ადამიანთა ჯგუფი გახდა, რომლებიც ქალაქ რას-ელ-აინში ქალაქ ქამიშლიდან მხარდაჭერის გამოსახატად ჩავიდნენ, ვინაიდან თურქეთის ძალები სირიის ჩრდილოეთით ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას უტევენ.

კარდინალი ნიუმანი

14 ოქტომბერი 2019, 00:26

მსოფლიო

რომის პაპმა ბრიტანელი კარდინალი ჯონ ჰენრი ნიუმანი წმინდანად შერაცხა

ნიუმანი ბრიტანელი თეოლოგი და პოეტი იყო, რომელიც 1801-1890 წლებში ცხოვრობდა. მან დიდი ბრიტანეთის ეკლესია დატოვა და 1845 წელს კათოლიკე გახდა. ამ ნაბიჯის შემდეგ მას ბევრი ჩამოშორდა, თუმცა ნიუმანმა პროტესტანტულ ბრიტანეთში კათოლიციზმს მეტი აღიარება მოუტანა.

14 ოქტომბერი 2019, 00:20

კულტურა

ბაკურიანში ქართული კინოფორუმი დაიხურა

ბაკურიანში ქართული კინოს ფორუმი გიორგი მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმით „თორმეტი გაკვეთილი“ დაიხურა. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, 4 დღის განმავლობაში კინოფორუმი საზოგადოებას სთავაზობდა იმ ქართულ ფილმებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას ჯერ არ უნახავს. კინომემკვიდრეობისა და თანამედროვე ქართული კინოს გამოწვევებზე დისკუსიები გაიმართა.

ტაქსისტი

14 ოქტომბერი 2019, 00:05

ძალოვნები

პოლიციამ ვაკეში ტურისტის ცემისთვის ტაქსის მძღოლი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირმა, აბაშიძის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უკრაინის მოქალაქეს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, დააზიანა მისი კუთვნილი ნივთები. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ემანუელ მაკრონი ანგელა მერკელი

14 ოქტომბერი 2019, 00:03

მსოფლიო

ევროპელი ლიდერები თურქეთს ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

გერმანიის და საფრანგეთის ლიდერები თურქეთს ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებისკენ მოუწოდებენ. ემანუელ მაკრონის და ანგელა მერკელის შეფასებით, თურქეთის ქმედება რეგიონში ჰუმანიტარული თვალსაზრისით მძიმე შედეგს გამოიწვევს და „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუწყობს ხელს.

პოლონეთი

13 ოქტომბერი 2019, 23:54

მსოფლიო

ეგზიტპოლი: პოლონეთის მმართველ პარტიას პარლამენტში უმრავლესობა ექნება

PiS-ს წინასწარი მონაცემებით ხმათა 43.6% აქვს. ოპოზიციურ სამოქალაქო კოალიციას, რომელიც პარტია "სამოქალაქო პლატფორმისა" (რომელსაც ადრე ევროსაბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ედგა სათავეში) და რამდენიმე მცირე პარტიისგან შედგება, მეორე ადგილზეა ხმათა 27.4%-ით.

ჰონგ-კონგი

13 ოქტომბერი 2019, 23:39

მსოფლიო

ჩინეთის პრეზიდენტი ჰონგკონგელ დემონსტრანტებს „დამსხვრეული ძვლებით“ ემუქრება

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინიმ ჰონგ-კონგის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მკაცრი გაფრთხილება გაავრცელა და განაცხადა, რომ ჩინეთისგან გამოყოფის ნებისმიერი მცდელობა "დასრესილი სხეულებით და დამტვრეული ძვლებით" დასრულდება. ეს განცხადება მან ნეპალში ვიზიტის შემდეგ გააკეთა.

13 ოქტომბერი 2019, 23:15

მსოფლიო

ეგზიტპოლის მიხედვით ტუნისმა პრეზიდენტად კაის საიდი აირჩია

ეგზიტპოლის მიხედვით, ტუნისის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კაის საიდმა 72.53%-ით მოიგო. ნაბილ კარუიმ კი 27,47% მოაგროვა. ეგზიტპოლში გამარჯვებულმა კანდიდატმა, 61 წლის სამართლის პროფესორმა კაის საიდმა პირველ ტური 18.4%-ით მოიგო.

კლოუნი

13 ოქტომბერი 2019, 23:03

ტაბლოიდი

აშშ-ში მშობლები ურჩი შვილების შესაშინებლად კლოუნ „ნაოჭას“ ქირაობენ

კაცმა ამისთვის იყიდა ნაოჭებიანი ნიღაბი, რომელიც კლოუნის მსგავსი გრიმით მოხატა, ჩაიცვა ფორმაც და იმ მშობლების ზარებმაც არ დააყოვნა, რომლებსაც შვილებთან გამკლავება უკვე უჭირდათ. ერთხელ ქალმა "ნაოჭას" სთხოვა, რომ მის შვილს სკოლის გაჩერებასთან შეხვედროდა.

13 ოქტომბერი 2019, 22:28

კულტურა

ფილმ „ექიმი დოლიტლის მოგზაურობის“ ტრეილერი გამოქვეყნდა

ექიმი დოლიტლის პერსონაჟი ინგლისელმა მწერალმა ჰიუ ლოფტინგმა შექმნა. ცხოველებთან მოლაპარაკე ექიმის შესახებ პირველი წიგნი 1920 წელს გამოვიდა და ამ ისტორიის მიხედვით არაერთხელ გადაიღეს ფილმი. ახალ ფილმში მთავარ როლს მსახიობი რობერტ დაუნი უმცროსი ასრულებს.

13 ოქტომბერი 2019, 22:23

მსოფლიო

მედია: თურქეთის აგრესიის წინააღმდეგ ჩრდილოეთ სირიაში ჯარი განლაგდება

სირიის არმიამ ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე ჯარის განლაგება დაიწყო, მიზანი თურქეთის აგრესიისადმი დაპირისპირებაა. ამის შესახებ სახელმწიფო ტელევიზია იუწყება. 13 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქურთების შეიარაღებულმა რაზმებმა სირიის ქალაქ რას-ელ-აინის დიდ ნაწილზე კონტროლი დაიბრუნეს.

ანტისემიტიზმი

13 ოქტომბერი 2019, 22:03

მსოფლიო

ბერლინში 10 ათასზე მეტმა ადამიანმა ანტისემიტიზმი გააპროტესტა

დემონსტრანტებმა მარშით გაიარეს გზა ბებელპლატციდან - ადგილი სადაც ნაცისტებმა წიგნები დემონსტრაციულად დაწვეს, ახალ სინაგოგამდე (რეალურად მისი მშენებლობა 1866 წელს დასრულდა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს ნგრევის შემდეგ ბერლინის კედლის დაცემამდე ის აღდგენილი არ იყო.

ანკარა

13 ოქტომბერი 2019, 21:58

მსოფლიო

თურქეთი აცხადებს რომ 525 ტერორისტი გაანეიტრალა

ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე თურქეთმა 525 ტერორისტი გაანეიტრალა. ამის შესახებ თურქული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. ცოტა ხნის წინ აშშ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სირიაში დარჩენილ ათასამდე ჯარისკაცს გაიყვანს.

გრეიფრუტი

13 ოქტომბერი 2019, 21:37

ტექნოლოგიები

იტალიელმა დიეტოლოგებმა ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო გაამხილეს

დილით წითელი გრეიპრუტისგან დამზადებული წვენი და ერთი მუჭა თხილი ორგანიზმს C ვიტამინით, Omega 3-ით, კალცით, ანტიოქსიდანტებით და მინერალური მარილით ავსებს. ასევე დიეტოლოგების რჩევაა კვების რაციონში ადამიანის ერთ კილოგრამზე 1.1 გრამი ცილის მიღება.

კლაუდიო რანიერი

13 ოქტომბერი 2019, 21:35

სპორტი

კლაუდიო რანიერი სამპდორიას მწვრთნელად დაინიშნა

„რომას“ ყოფილი მწვრთნელი ისევ იტალიური კლუბის მენეჯერად დაინიშნა. კლაუდიო რანიერი გენუის „სამპდორიას“ ჩაიბარებს. „სამპდორიას“ შვიდი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოგებას აქვს. კლუბი იტალიის ჩემპიონატში ცხრილის ბოლოშია. რანიერი კლუბში 2019 წლის მარტში მივიდა.

დაფნ დორმანი

13 ოქტომბერი 2019, 21:09

მსოფლიო

ამერიკელმა ტრანსგენდერმა კომიკოსმა თავი მოიკლა

გამოსამშვიდობებელ პოსტში დორმანი წერს, რომ ბევრი იფიქრა, თუ როგორ დამშვიდობებოდა ახლობლებს და აღნიშნა, რომ შესაფერისი გზა ვერ იპოვა. ის წერილში ყველას პატიებას სთხოვს, ვინც მასზე გაბრაზებულია და იმედოვნებს, რომ მას კარგად გაიხსენებენ. ის 44 წლის იყო.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

13 ოქტომბერი 2019, 21:03

მსოფლიო

ერდოღანი ჩრდილოეთ სირიის ბანაკიდან ISIS-თან დაკავშირებული ადამიანების გაქცევას დეზინფორმაციას უწოდებს

ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ბანაკიდან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ადამიანების გაქცევის შესახებ ცნობას თურქეთის პრეზიდენტი დეზინფორმაციას უწოდებს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ამის მიზანი დასავლეთის პროვოცირებაა.

მაშველები

13 ოქტომბერი 2019, 20:47

საქართველო

ჯუთას მწვერვალზე საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა

ადგილზე მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი გავიდა. რთული რელიეფის და დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა გადაწყდა. მაშველებმა დაშავებული მოქალაქეები თბილისში გადაიყვანეს.

მარკ ესპერი

13 ოქტომბერი 2019, 20:38

მსოფლიო

აშშ ჩრდილოეთ სირიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს

აშშ ჩრდილოეთ სირიაში დარჩენილი 1 000 ჯარისკაცის გასაყვანად მზად არის, ამის მიზეზად კი რეგიონში თურქეთის სამხედრო ოპერაციას ასახელებს. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა მარკ სესპერმა განაცხადა.