Imedi /  23 აპრილი 2019, 16:44 / სანდო წყარო

The New Yorker ქართულ სამზარეულოზე: კავკასიის კულინარიული მუზა

ცნობილი გამოცემა The New Yorker-ი ქართულ სამზარეულოზე წერს

ლორენ კოლინსის სტატიაში, სათაურით "კავკასიის კულინარიული მუზა" ამერიკის მასშტაბით ქართული კერძების პოპულარობის ზრდასა და ქართული ტრადიციული სამზარეულოს თავისებურებებზეა საუბარი. 

გამოცემის ცნობით, კომპანია af&co.-მ ქართული სამზარეულო "წლის სამზარეულოდ" დაასახელა. "ხაჭაპური ფოტოგენური კერძია, Instagram-ზე ეს კერძი 35 000-ჯერ არის მონიშნული. Los Angeles Times-ის ინფორმაციით, ხაჭაპურის მირთმევა ჰოლივუდშიცაა შესაძლებელი, Tony Khachapüri-ში, რომელიც ახლახან ვიეტნამურ რესტორანში Banh Oui-ში გაიხსნა (მისი ერთ-ერთი მფლობელის ოჯახი სომხეთიდანაა, რომელიც საქართველოს ესაზღვრება)", - აღნიშნულია ვრცელ სტატიაში.

გარდა ხაჭაპურისა, გამოცემა ლობიანზე, ხინკალზე, ნადუღზე, ქართულ ღვინოზე, სუფრის კულტურასა და ბარბარე ჯორჯაძის კულინარიულ წიგნზეც წერს.  

ყველა სიახლე

დემენცია

25 მაისი 2019, 00:05

ტექნოლოგიები

როგორ ამოვიცნოთ, რომ ადამიანს დემენცია აქვს. 8 ნიშანი

დემენცია არის სიმპტომების ერთობლიობაა, რომელსაც ტვინის მუშაობის მოშლა იწვევს. მსოფლიოში მილიონობით მოხუცი ადამიანი აწყდება ამ პრობლემას. ეს დიდი გამოცდაა, როგორც თავად დაავადებული ადამიანისათვის, ასევე მისი ახლობლებისათვის.

მიხეილ სააკაშვილი

24 მაისი 2019, 23:57

საქართველო

სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლის თარიღი დასახელდა

გამოცემის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სავარაუდოდ 29 მაისს დაბრუნდება. ამის შესახებ მანამდე მან თავად ილაპარაკა და თქვა, რომ უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს, რადგანაც კიევსა და ოდესას მეორე სახლად მიიჩნევს. სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის სურვილიც გამოთქვა.

24 მაისი 2019, 23:40

ტაბლოიდი

ქართველი ასტროფიზიკოსის მიერ ჩოგბურთის ბურთებით შექმნილ პირამიდებზე Daily Mail-ი წერს

როგორც ანდრია როგავა ამბობს, მას სამსახურში ჩოგბურთის 20-მდე გამოყენებული ბურთი აქვს და მათგან პირამიდების აწყობა გადაწყვიტა. მას შემდეგ კი რაც მისი ცდა წარმატებული აღმოჩნდა, ბურთების შეგროვება და უფრო რთული კონსტრუქციების შექმნა დაიწყო.

მოგზაურობა

24 მაისი 2019, 23:17

ტექნოლოგიები

კვლევა: უქმეებზე სამოგზაუროდ იაფი და ძვირი ქალაქები დასახელდა

Deutsche Bank-მა მსოფლიოს მასშტაბით 51 ქალაქის ფასები გაანალიზა და შაბათ-კვირის გასატარებლად 10 ყველაზე იაფი და 10 ყველაზე ძვირი ქალაქი დაასახელა. ანალიზი Deutsche Bank-მა 2 ღამის გასათევის ღირებულების მიხედვით გამოითვალა 5-ვარსკვლავიან სასტუმროში.

ავღანეთი

24 მაისი 2019, 22:40

მსოფლიო

UNICEF: ავღანეთში 600 000 ბავშვი შიმშილობს

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის განცხადებით, ასეთი საგანგაშო სიტუაციაა ავღანეთის გარდა მხოლოდ იემენსა და სამხრეთ სუდანშია, სადაც სამოქალაქო ომია. მისივე თქმით, UNICEF-მა უახლოეს 3 კვირაში არანაკლებ 7 მილიონი დოლარი უნდა მოაგროვოს, რათა ავღანეთში მოშიმშილე ბავშვების 60%-ს მაინც დაეხმაროს.

თინა კანდელაკი

24 მაისი 2019, 22:20

ტაბლოიდი

თინა კანდელაკმა პორნომსახიობების შესახებ სერიალზე პილოტი გადაიღო

სერიალი პორნომსახიოების ურთიერთობებს შეეხება. „ამ ისტორიაში პროფესიის გმირების კონტრასტმა და იმ გრძნობებმა დამაინტერსა, რომელსაც ისინი ერთმანეთის მიმართ განიცდიან“, - ამბობს თინა კანდელაკი. „ამედიათეკამ" კანდელაკს კიდევ ერთი პროექტის პილოტის გადაღება შეუკვეთა, თუმცა მისი დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დავით გარეჯი

24 მაისი 2019, 22:11

საქართველო

ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს დაათვალიერებენ

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს, ადგილზე, ექსპერტების დონეზე ერთად დაათვალიერებენ. ითქვა, რომ საზღვრის ხაზის გავლების განსაზღვრის ფარგლებში შესაბამის ნორმატიულ-სამართლებრივ დოკუმენტებსა და კარტოგრაფიულ მასალებს შეისწავლიან.

კელტონ კოსტისი

24 მაისი 2019, 21:36

ტაბლოიდი

14 წლის ამერიკელმა მოზარდმა მაგისტრის წოდება მიიღო

კელტონ კოსტისმა ნებრასკას შტატში ბელვიუს უნივერისტეტში 9 წლისამ ჩააბარა. 12 წლისა ის ვებ ტექნოლოგიის სპეციალობით ბაკალავრი გახდა, შემდეგ კი ინფორმაციული მენეჯმენტის შესახებ სამაგისტრო დისერტაცია დაიცვა. თავისუფალ დროს ვუნდერკინდი სპორტით და ცურვით არის დაკავებული. დიპლომების გადაცემის ცერემონია ივნისის დასაწყისში გაიმართება.

დონალდ ტრამპი

24 მაისი 2019, 21:11

მსოფლიო

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით ათასზე მეტ ჯარისკაცს გაგზავნის

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ჯარისკაცების რეგიონში გაგზავნის მიზეზი უკვე განლაგებული ჯარების თავდაცვითი ზომების გაძლიერებაა. სამხედროების გაგზავნის გადაწყვეტილება ოფიციალურმა ვაშინგტონმა თეირანთან გამწვავებული ურთიერთობების ფონზე მიიღო.

მაღაროელები

24 მაისი 2019, 20:55

საქართველო

ჭიათურის მერის გადაწყვეტილებით, გაფიცულ მაღაროელებს ადვოკატი ეყოლებათ

გაფიცულ მაღაროელებს ჭიათურის მერმა იურდიული დახმარება შესთავაზა. გაფიცულების თქმით, ახლადარჩეული მერის გადაწყვეილებით, მათ დღეიდან იურისტი ეყოლებათ, რომელიც მიმდინარე პროცესებში კონსულტაციას გაუწევს და დაეხმარება.

მიწისძვრა

24 მაისი 2019, 20:44

საქართველო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

თბილისის დროით 20:28 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი დმანისთან 13 კილომეტრში დაფიქსირდა და მისმა სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა. ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

24 მაისი 2019, 20:35

მსოფლიო

ლიონში აფეთქება მოხდა. არიან დაშავებულები

საფრანგეთის ქალაქ ლიონის ქუჩაში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. გავრცელებული ცნობით, ამანათში მოთავსებული ბომბი ამოქმედდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

24 მაისი 2019, 20:16

ძალოვნები

სასამართლომ ფაშისტური ჯგუფის წევრ გიორგი ჭელიძეს პატიმრობა მიუსაჯა

გამამტყუნებელმა განაჩენმა სასამართლო დარბაზში მსჯავრდებულის ოჯახის წევრებისა და ახლობლების გაღიზიანება გამოიწვია. დაცვის მხარე ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ჭელიძის უფლებადამცველი გადაწყვეტილებას განაჩენის ჩაბარებისთანავე გაასაჩივრებს.

ცესკო

24 მაისი 2019, 20:01

საქართველო

შუალედური არჩევნების მეორე ტურის სავარაუდო თარიღად ცესკომ 9 ივნისი დაასახელა

ცენტრალური საარჩევნო კომისია მეორე ტურის თარიღს ოფიციალურად 19 მაისის პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ გამოაცხადებს. 19 მაისს საქართველოში მერების რიგგარეშე, პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა.

24 მაისი 2019, 19:54

საქართველო

წელს 26 მაისის სლოგანია „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე“

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წელს ცოდნის გაზიარებას და მის მნიშვნელობას ეძღვნება და მისი მთავარი საკომუნიკაციო ფრაზაა #გააზიარეცოდნა. ინფორმაციას მთავარობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 2019 წლის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები და საკომუნიკაციო კამპანიებიც ამ თემის გარშემოა გაერთიანებული.

კვენტინ ტარანტინო

24 მაისი 2019, 19:53

კულტურა

კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში მონაწილე ძაღლი კანის კინოფესტივალზე დააჯილდოვეს

Palm Dog - ასე ჰქვია პრიზს, რომელიც ფილმში მონაწილე ძაღლს გადასცეს. ფილმი „ერთხელ ჰოლივუდში“ კანის კინოფესტივალზე 21 მაისს აჩვენეს. კინოსურათში ისეთი ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ, როგორებიც ლეონარდო დიკაპრიო, ბრედ პიტი და ალ პაჩინო არიან.

24 მაისი 2019, 19:36

საქართველო

„ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ მადანს სატვირთო ავტომობილების ნაცვლად რკინიგზით გადაიტანენ

„ჭიათურაში მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანები, უახლოეს მომავალში, აღარ გადაადგილდება“, - ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, დასრულდა სარკინიგზო საწყობის პროექტირება და სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია.

24 მაისი 2019, 19:26

თემა

როგორ მოვემზადოთ გამოცდებისთვის?

გამოცდების მოახლოებასთან ერთად ემოციების მოჭარბება და კონცენტრირების პრობლემები იწყება. თუმცა არსებობს სხვადასხვა გზა, რომ თქვენი მეხსიერება, კონცენტრაციის უნარი და განწყობაგაიუმჯობესოთ. ნეირობიოლოგების, ფსიქოლოგების, დიეტოლოგების, პედაგოგებისა და თავად სტუდენტების რეკომენდაციების საფუძველზე BBC-მ 12-პუნქტიანი ინსტრუქცია მოამზადა.

24 მაისი 2019, 19:20

მსოფლიო

მექსიკაში კორუმპირებულების ქონებით ღარიბ მოსახლეობას დაეხმარებიან

დახმარების პროგრამას „რობინ ჰუდი“ ჰქვია. მთლიანი თანხა მუნიციპალიტებებს გადაერიცხებათ და ის სოციალურ პროგრამებს მოხმარდება. „ყველაფერი, რაც ჩამოვართვით დამანაშავეებს, ხალხს დაუბრუნდება, პირველ რიგში კი ღარიბებს"- განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა.

კატა ლარი

24 მაისი 2019, 18:59

ტაბლოიდი

კატა ლარი მზეს ეფიცხებოდა, სანამ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა „ხელი არ შეუშალა“ 😾

დაუნინგ-სტრიტის კატა ლარი უკვე დიდი ხანია ცხოვრობს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის რეზიდენციაში. ლარი არამხოლოდ რეზიდენციის თაგვებს დასდევს, ის პოლიტიკოსებსაც ხვდება, თუმცა არსებობის ძირითად დროს ლარი ძილში ატარებს.