imedi /  25 აპრილი 2019, 13:05 / სანდო წყარო

ეკა ბესელიამ დეპუტატების და მესამე სექტორის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

ეკა ბესელია

ეკა ბესელია

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ ორგანიზებული შეხვედრა, რომელიც მოსამართლეების დანიშვნის საკითხს შეეხებოდა, პროტესტის ნიშნად დატოვა. შეხვედრას მესამე სექტორი და დეპუტატები ესწრებოდნენ.

როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, ის შეხვედრაზე საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სახალხო დამცველისა და მესამე სექტორის აზრის მოსასმენად მივიდა და არა იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის მოსასმენად.

"აქ არ მოვსულვარ იმის მოსასმენად, რამდენად აღტაცებული და აღფრთოვანებულია ოხანაშვილი და ის ჯგუფი, რომელმაც ხმა მისცა კანონპროექტს მოსამართლეების შესახებ, არ მოვსულვარ ამ დემაგოგიის მოსასმენად. მე აქ მოვედი იმისათვის, რომ ვიცოდი, ეს შეხვედრა სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით ტარდებოდა, მათი მოსაზრებების და შეფასებების მოსასმენად მოვედი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს დღეს იურიდიული კომიტეტი მესამე მოსმენით განიხილავს. ოპოზიცია მოითხოვს, რომ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე დაბრუნდეს, რაც უმრავლესობის წევრების აზრით, უსაფუძვლო პრეტენზიაა.   

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა პლენარულ სესიაზე 19 აპრილს მეორე მოსმენით მიიღო.

საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე ვენეციის კომისიამ დასკვნა 16 აპრილს გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია ხუთ ძირითად რეკომენდაციას გამოყოფს. მათ შორის, უნდა გადაიხედოს არამოსამართლე კანდიდატებისთვის გამოცდის ჩაბარების აუცილებლობა, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად არის კანდიდატი, გამორიცხული უნდა იყოს კანდიდატების შერჩევა-ნომინირების ყველა პროცედურისგან.

ყველა სიახლე

22 მაისი 2019, 16:37

საქართველო

ცნობილია როგორია ჰაერში ტყვიის შემცველობა თბილისის ბაღებისა და სკოლების ტერიტორიებზე

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე განაგრძობს. ამჯერად, ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის შესახებ რამდენიმე ადგილზე მიღებული შედეგები გამოქვეყნდა.

ფუტკრები

22 მაისი 2019, 16:37

ტაბლოიდი

ესპანეთში საცხოვრებელი სახლის კედლიდან 80 000 ფუტკარი ამოიყვანეს

ესპანეთის ქალაქ გრანადაში საცხოვრებელი სახლის კედლიდან 80 000 ფუტკარი ამოიყვანეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.ოჯახს ორი წლის განმავლობაში საძინებელ ოთახში არსებული უცნაური ხმაური არ ასვენებდა. თავიდან ისინი ფიქრობდნენ, რომ ამ ხმას რომელიმე მეზობლის სარეცხი მანქანა ან კონდიციონერი გამოსცემს.

ჯესიკა კოქსი

22 მაისი 2019, 16:34

ტექნოლოგიები

უხელო ქალმა, რომელმაც თვითმფრინავის ფეხებით მართვა ისწავლა, პილოტის ლიცენზია მიიღო

ამერიკაში, არიზონელი ქალი ლიცენზიის მქონე პირველი ქალი პილოტია, რომელმაც მკლავების არქონის გამო, თვითმფრინავის ფეხებით მართვა ისწავლა. 36 წლის ჯესიკა კოქსი დაიბადა იშვიათი დაავადებით, რომელიც კიდურების განვითარებას უშლის ხელს.

ბათუმის საკრებულო

22 მაისი 2019, 16:28

საქართველო

ბათუმში ითხოვენ უფლებამოსილება შეუწყდეს იმ დეპუტატს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, რომელიც ბათუმის საკრებულოს დეპუტატიცაა, მეორე კურსის სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მას სტუდენტებთან აუდიტორიაში საქმიანობის უფლება შეუჩერეს. უნივერსიტეტმა ეს გადაწყვეტილება სტუდენტების მიერ აქციის გამართვის შემდეგ მიიღო.

იტალია ავარია

22 მაისი 2019, 16:27

მსოფლიო

იტალიაში ტურისტული ავტობუსი გადაბრუნდა. არის მსხვერპლი

იტალიაში ავტობუსი გადაბრუნდა, რომელშიც სავარუდოდ რუსი ტურისტები იყვნენ. შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. როგორც BBC-ის რუსული სამსახური წერს, სხვა ინფორმაციით, ავტობუსს აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ტურისტები გადაჰყავდა. ავტობუსში 60 ადამიანი იყო. იტალიური გაზეთის Corriere della Sera-ს ცნობით კი დაშავებულების რიცხვი 15- ს აღწევს.

უკრაინის უმაღლესი რადა

22 მაისი 2019, 16:02

მსოფლიო

რადამ ზელენსკის კანონპროექტი დღის წესრიგში არ შეიტანა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას ითვალისწინებდა, დღის წესრიგში არ შეიტანა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. კანონპროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და სარჩევნო ბარიერის 5-დან 3 პროცენტამდე შემცირებას ითვალისწინებდა.

22 მაისი 2019, 15:54

საქართველო

მერია ჭავჭავაძის რეაბილიტაციის პერიოდში ტრანსპორტის მოძრაობის სქემას აქვეყნებს. ვიდეო

რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე დაგეგმილია ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ჭავჭავაძის გამზირზე ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე მონაკვეთში.სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემები და საზოგადობრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.

22 მაისი 2019, 15:43

მსოფლიო

ბრაზილიაში ბაპტისტურ ეკლესიაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ბრაზილიაში ბაპტისტურ ეკლესიაში შეიარაღებულმა კაცმა 3 ადამიანი მოკლა. შემთხვევა მინას-ჟერაისის შტატში მდებარე ქალაქ პარაკატუში მოხდა. ყოფილი მფრინავი ჯერ ყოფილი მეგობარი გოგოს სახლში მივიდა, სადაც ის დანით მოკლა, შემდეგ კი ეკლესიისკენ გაემართა. ეჭვმიტანილმა ეკლესიაში 3 ადამიანი მოკლა, მათგან 2 მღვდელია.

სარა ჯესიკა პარკერისა და მეთიუ ბროდერიკი

22 მაისი 2019, 15:29

ტაბლოიდი

სარა ჯესიკა პარკერმა და მისმა მეუღლემ ქორწინების 22 წლის იუბილე აღნიშნეს

”1997 წლის 19 მაისი – 2019 წლის 19 მაისი, 22 წელი, 8,030 დღე და მილიარდი მოგონება. ბედნიერ იუბილეს გისურვებ,”- წერს პარკერი. 57 და 54 წლის მსახიობები ოფიციალურად 2007 წელს დაქორწინდნენ და 3 შვილი ჰყავთ, უფროსი 16 წლის ჯეიმსია, უმცროსი კი 9 წლის ტყუპია.

თბილისის საქალაქო სასამართლო

22 მაისი 2019, 15:17

ძალოვნები

სასამართლომ მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებულების მიმართ ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა

ბრალდების მხარე ნიკა დაუშვილის, ირაკლი ხუჭუას, ვახტანგ ჯაყელისა და ლაშა ჩაფიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის, ხოლო დანარჩენი 7 ბრალდებულის - გიორგი ბედიაშვილის, ირაკლი ბაჯელიძის, ჯონი შეროზიას, რობერტ იმერლიშვილის, პაატა ღუდუშაურის, ნოდარ კიკნაველიძისა და ნიკოლოზ მაისურაძისთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

22 მაისი 2019, 14:47

ეკონომიკა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საბაჟო-გამშვები პუნქტები სადღესასწაულოდ გაფორმდა

გაიმართება ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა. ასევე, „გააზიარე ცოდნა“, კამპანიის ფარგლებში, წარდგენილი იქნებიან ქართველი მეწარმეები. საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს ლიტერატურული კაფე. იქნება სპეციალურად მოწყობილი სივრცე, ანიმატორები, საბავშვო შემეცნებითი გასართობი პროგრამა.

22 მაისი 2019, 14:37

კულტურა

სპილო გრანდის ოპერაციაზე გადაღებული ფილმის თიზერი გამოქვეყნდა. ვიდეო

ცხოველს ეშვის ამოღების ოპერაცია 31 ოქტომბერს ჩაუტარდა და მისი მიმდინარეობა BBC-ის ჯგუფმა სერიალში "დიდი ცხოველების ოპერაციები" გადაიღო. სპილო გრანდის შესახებ გადაღებული ეპიზოდის პრემიერა 6 ივნისს BBC Two-ს ეთერში ინგლისის დროით 21:00 საათზე შედგება.

კახა გულედანი

22 მაისი 2019, 14:29

საქართველო

სამგორის გამგებელი კახა გულედანი თანამდებობას ტოვებს

"კახა არის ერთ-ერთი საუკეთესო გამგებელი. სამწუხაროდ, ის ტოვებს პოსტს. მან მიიღო გადაწყვეტილება, გადავიდეს კერძო სექტორში, ბიზნესში - ამისგან ვერავის შევზღუდავ. გული გვწყდება, რომ ასეთი კადრი ტოვებს ჩვენს რიგებს. წარმატებები მას“, - განაცხადა კალაძემ.

22 მაისი 2019, 14:24

საქართველო

რა ღონისძიებები გაიმართება დამოუკიდებლობის დღეს

დამოუკიდებლობის დღეს მთავარი ღონისძიება ფიცის დადების ცერემონია იქნება. საწყისი საბრძოლო მომზადების 288 რეკრუტი სამშობლოსა და ერის წინაშე ფიცს თავისუფლების მოედანზე დადებს. თბილისის გარდა, 26 მაისს 175 რეკრუტი ფიცს ქვეყნის მასშტაბით ხუთ ლოკაციაზე დადებს: ზუგდიდში, მრავალძალში, უფლისციხეში, ანანურსა და გრემში.

YouTube

22 მაისი 2019, 14:23

ტექნოლოგიები

აგვისტოდან YouTube-ზე არხების გამომწერთა რაოდენობა დამრგვალებულად გამოჩნდება

„ახლა გამომწერთა მთვლელი არხების უმრავლესობაზეა დამრგვალებული. აგვისტოდან ეს ყველა არხს შეეხება, რომლებსაც 1000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. ვიცით, რომ გამომწერთა რიცხვი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ბლოგერებისთვის, ასევე მათი ფანებისთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ, ისინი წინასწარ გავაფრთხილოთ!“ - წერია განცხადებაში.

22 მაისი 2019, 14:08

საქართველო

მოკლული 7 თვის ბავშვის ოჯახი არასრულწლოვანი დედის მკაცრად დასჯას ითხოვს. ვიდეო

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

პრაღა აქცია

22 მაისი 2019, 13:55

მსოფლიო

ჩეხეთში იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვენ

დემონსტრანტების მტკიცებით, ბენეშოვა ჩეხეთის პრემიერმინისტრის ანდრეი ბაბიჩის წინააღმდეგ გამოძიებას ეწინააღმდეგება. ბაბიჩს ევროკავშირის სუბსიდიების განაწილებისას თაღლითობაში ადანაშაულებენ. საუბარია 1,6 მილიონ ევროზე, რომელიც ევროკავშირმა რეკრეაციული კომპლექსის მშენებლობისთვის გამოყო.

22 მაისი 2019, 13:51

მსოფლიო

ინგლისში პლასტმასის საწრუპებისა და ყურის ჩხირების გაყიდვა აიკრძალება

ბრიტანეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება მიზნად გარემოს დაბინძურების შემცირებას ისახავს. გამოცემის ცნობით, გაერთიანებულ სამეფოში ყოველწლიურად ჯამში პლასტმასის 5 მილიარდ საწრუპს, სასმლის 300 მილიონ მოსარევ ჯოხს და ყურის 2 მილიარდ ჩხირს იყენებენ.

ფეხმძიმე ქალები

22 მაისი 2019, 13:51

ტაბლოიდი

ბოსტონში საავადმყოფოს 14 მედდა ერთდროულად არის ფეხმძიმედ

აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბოსტონში ერთ-ერთი საავადმყოფოს ონკოლოგიური განყოფილების 14 მედდა ერთდროულად არის ფეხმძიმედ. ამის შესახებ Massachusetts General Hospital-ი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს. „დედიკოებო! ონკოლოგიური განყოფილების ოჯახში მატებას ველოდებით. ერთდროულად 14 ფეხმძიმე მედდა, რომელთაგან ერთი ტყუპს ელოდება. ისინი ღიმილის 15 მიზეზს გვაძლევენ“, - წერია პოსტში.

იგორ კოლომოისკი

22 მაისი 2019, 13:51

მსოფლიო

კოლომოისკის ადვოკატი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა

მანამდე ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი უკრაინაში დაბრუნდა. იგორ კოლომოისკიმ ქვეყანა 2017 წლის ივნისში დატოვა. ის ამ დრომდე შვეიცარიასა და ისრაელში ცხოვრობდა. ბიზნესმენის ქვეყნიდან წასვლა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. 2017 წელს, კიევის სასამართლომ კოლომოისკის ქონება დააყადაღა.