imedi /  25 აპრილი 2019, 14:24 / სანდო წყარო

პარლამენტში საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი მესამე სექტორთან განიხილეს

იურიდიული კომიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საუბრის თემა საერთო სასამართლოების შესახებ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტი იყო, რომელიც მეორე მოსმენით მიღებულია.

იმსჯელეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზეც. მესაქმე სექტორი თანხმდება, რომ ვენეციის კომისიის გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება პოზიტიურია.

სხვადასხვა პოზიციაა საერთო სასამართლოების ზოგადად შეფასებისას: ერთი ნაწილი ამბობს, რომ, საბოლოო ჯამში, პროექტი მაინც მორგებულია „ქართული ოცნების“ ინტერესებს. მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ დოკუმენტით უზრუნველყოფილია ღია, გამჭვირვალე და ხანგრძლივი პროცედურები, რაც მოსამართლეთა შერჩევის პროცესს აუმჯობესებს.

მანამდე ეკა ბესელიამ დეპუტატების და მესამე სექტორის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, ის შეხვედრაზე საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სახალხო დამცველისა და მესამე სექტორის აზრის მოსასმენად მოვიდა და არა იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის მოსასმენად.

დღეს საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს იურიდიული კომიტეტი მესამე მოსმენით განიხილავს, რომელიც საბოლოოდ მომავალ კვირას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება.

საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე ვენეციის კომისიამ დასკვნა 16 აპრილს გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია ხუთ ძირითად რეკომენდაციას გამოყოფს. მათ შორის, უნდა გადაიხედოს არამოსამართლე კანდიდატებისთვის გამოცდის ჩაბარების აუცილებლობა, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად არის კანდიდატი, გამორიცხული უნდა იყოს კანდიდატების შერჩევა-ნომინირების ყველა პროცედურისგან.

ყველა სიახლე

საბავშვო სავარძელი

14 ოქტომბერი 2019, 09:22

საქართველო

ავტომანქანით 12 წლამდე ბავშვის სავარძლით გადაყვანა შესაძლოა სავალდებულო გახდეს

ავტომანქანით 12 წლამდე ბავშვის გადაყვანასთან დაკავშირებული რეგულაციები შესაძლოა გამკაცრდეს. საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდება. კანონპროექტის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ არსებულ კანონმდებლობას ხარვეზი აქვს.

YouTube

14 ოქტომბერი 2019, 09:06

ტექნოლოგიები

პირველად YouTube-ის ისტორიაში ვიდეოზე კომენტარმა მილიონი „ლაიქი“ დააგროვა

პირველად YouTube-ის ისტორიაში ვიდეოზე კომენტარმა 1 მილიონი „ლაიქი“ დააგროვა. ამის შესახებ Twitter-ზე კომენტარის ავტორმა სეთ ევერმანმა დაწერა. 1 მილიონი ლაიქის დასაგროვებლად მას 5 თვე დასჭირდა, ახლა კი ლაიქების რაოდენობა 1,1 მილიონს აჭარბებს.

ლენინ მორენო

14 ოქტომბერი 2019, 08:42

მსოფლიო

ეკვადორში საპროტესტო აქციები შეწყდება

ეკვადორის ხელისუფლება და მომიტინგეები საპროტესტო აქციების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შემსრულებელმა, ეკვადორში გაეროს წარმომადგენელმა არნო პენალმა ქვეყნის პრეზიდენტის ლენინ მორენოსა და მკვიდრი ხალხების კონფედერაციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სირიელი ქურთები

14 ოქტომბერი 2019, 08:26

მსოფლიო

სირიელმა ქურთებმა დამასკოსთან შეთანხმებას მიაღწიეს

სირიელი ქურთების თვითმმართველობის ინფორმაციით, მათ ქვეყნის ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწიეს და თურქეთთან საზღვარზე ბაშარ ასადის მთავრობა დამატებით ძალებს გაგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი

14 ოქტომბერი 2019, 08:04

საქართველო

დღეს სვეტიცხოვლობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. კათოლიკოს-პატრიარქი ლიტურგიას სწორედ მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს. წირვა 10:00 საათზე დაიწყება.

კენია

14 ოქტომბერი 2019, 00:45

მსოფლიო

კენიაში აფეთქებას 10 პოლიციელი ემსხვერპლა

კენიის პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გამოძიება აჩვენებს, რომ თავდასხმა სავარაუდოდ სომალიში დაფუძნებულმა მეამბოხე ჯგუფმა „ალ-შაბააბი“ განახორციელა. მედიის ცნობით, პოლიციელები ქალაქ გარისას გენერალური სამსახურის ოფიცრები იყვნენ. ივნისში, აფეთქების ადგილის სიახლოვეს, ანალოგიური ინციდენტის დროს 12 პოლიციელი დაიღუპა.

სირია

14 ოქტომბერი 2019, 00:43

მსოფლიო

სირიის ქალაქ რას-ელ-აინში თურქეთის ავიაიერიშებს 14 ადამიანი ემსხვერპლა

რამი აბდულრაჰმანის განცხადებით, ავიაიერიშის სამიზნე ერთ ტერიტორიაზე მყოფი ადამიანთა ჯგუფი გახდა, რომლებიც ქალაქ რას-ელ-აინში ქალაქ ქამიშლიდან მხარდაჭერის გამოსახატად ჩავიდნენ, ვინაიდან თურქეთის ძალები სირიის ჩრდილოეთით ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას უტევენ.

კარდინალი ნიუმანი

14 ოქტომბერი 2019, 00:26

მსოფლიო

რომის პაპმა ბრიტანელი კარდინალი ჯონ ჰენრი ნიუმანი წმინდანად შერაცხა

ნიუმანი ბრიტანელი თეოლოგი და პოეტი იყო, რომელიც 1801-1890 წლებში ცხოვრობდა. მან დიდი ბრიტანეთის ეკლესია დატოვა და 1845 წელს კათოლიკე გახდა. ამ ნაბიჯის შემდეგ მას ბევრი ჩამოშორდა, თუმცა ნიუმანმა პროტესტანტულ ბრიტანეთში კათოლიციზმს მეტი აღიარება მოუტანა.

14 ოქტომბერი 2019, 00:20

კულტურა

ბაკურიანში ქართული კინოფორუმი დაიხურა

ბაკურიანში ქართული კინოს ფორუმი გიორგი მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმით „თორმეტი გაკვეთილი“ დაიხურა. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, 4 დღის განმავლობაში კინოფორუმი საზოგადოებას სთავაზობდა იმ ქართულ ფილმებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას ჯერ არ უნახავს. კინომემკვიდრეობისა და თანამედროვე ქართული კინოს გამოწვევებზე დისკუსიები გაიმართა.

ტაქსისტი

14 ოქტომბერი 2019, 00:05

ძალოვნები

პოლიციამ ვაკეში ტურისტის ცემისთვის ტაქსის მძღოლი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირმა, აბაშიძის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უკრაინის მოქალაქეს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, დააზიანა მისი კუთვნილი ნივთები. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ემანუელ მაკრონი ანგელა მერკელი

14 ოქტომბერი 2019, 00:03

მსოფლიო

ევროპელი ლიდერები თურქეთს ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

გერმანიის და საფრანგეთის ლიდერები თურქეთს ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებისკენ მოუწოდებენ. ემანუელ მაკრონის და ანგელა მერკელის შეფასებით, თურქეთის ქმედება რეგიონში ჰუმანიტარული თვალსაზრისით მძიმე შედეგს გამოიწვევს და „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუწყობს ხელს.

პოლონეთი

13 ოქტომბერი 2019, 23:54

მსოფლიო

ეგზიტპოლი: პოლონეთის მმართველ პარტიას პარლამენტში უმრავლესობა ექნება

PiS-ს წინასწარი მონაცემებით ხმათა 43.6% აქვს. ოპოზიციურ სამოქალაქო კოალიციას, რომელიც პარტია "სამოქალაქო პლატფორმისა" (რომელსაც ადრე ევროსაბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ედგა სათავეში) და რამდენიმე მცირე პარტიისგან შედგება, მეორე ადგილზეა ხმათა 27.4%-ით.

ჰონგ-კონგი

13 ოქტომბერი 2019, 23:39

მსოფლიო

ჩინეთის პრეზიდენტი ჰონგკონგელ დემონსტრანტებს „დამსხვრეული ძვლებით“ ემუქრება

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინიმ ჰონგ-კონგის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მკაცრი გაფრთხილება გაავრცელა და განაცხადა, რომ ჩინეთისგან გამოყოფის ნებისმიერი მცდელობა "დასრესილი სხეულებით და დამტვრეული ძვლებით" დასრულდება. ეს განცხადება მან ნეპალში ვიზიტის შემდეგ გააკეთა.

13 ოქტომბერი 2019, 23:15

მსოფლიო

ეგზიტპოლის მიხედვით ტუნისმა პრეზიდენტად კაის საიდი აირჩია

ეგზიტპოლის მიხედვით, ტუნისის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კაის საიდმა 72.53%-ით მოიგო. ნაბილ კარუიმ კი 27,47% მოაგროვა. ეგზიტპოლში გამარჯვებულმა კანდიდატმა, 61 წლის სამართლის პროფესორმა კაის საიდმა პირველ ტური 18.4%-ით მოიგო.

კლოუნი

13 ოქტომბერი 2019, 23:03

ტაბლოიდი

აშშ-ში მშობლები ურჩი შვილების შესაშინებლად კლოუნ „ნაოჭას“ ქირაობენ

კაცმა ამისთვის იყიდა ნაოჭებიანი ნიღაბი, რომელიც კლოუნის მსგავსი გრიმით მოხატა, ჩაიცვა ფორმაც და იმ მშობლების ზარებმაც არ დააყოვნა, რომლებსაც შვილებთან გამკლავება უკვე უჭირდათ. ერთხელ ქალმა "ნაოჭას" სთხოვა, რომ მის შვილს სკოლის გაჩერებასთან შეხვედროდა.

13 ოქტომბერი 2019, 22:28

კულტურა

ფილმ „ექიმი დოლიტლის მოგზაურობის“ ტრეილერი გამოქვეყნდა

ექიმი დოლიტლის პერსონაჟი ინგლისელმა მწერალმა ჰიუ ლოფტინგმა შექმნა. ცხოველებთან მოლაპარაკე ექიმის შესახებ პირველი წიგნი 1920 წელს გამოვიდა და ამ ისტორიის მიხედვით არაერთხელ გადაიღეს ფილმი. ახალ ფილმში მთავარ როლს მსახიობი რობერტ დაუნი უმცროსი ასრულებს.

13 ოქტომბერი 2019, 22:23

მსოფლიო

მედია: თურქეთის აგრესიის წინააღმდეგ ჩრდილოეთ სირიაში ჯარი განლაგდება

სირიის არმიამ ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე ჯარის განლაგება დაიწყო, მიზანი თურქეთის აგრესიისადმი დაპირისპირებაა. ამის შესახებ სახელმწიფო ტელევიზია იუწყება. 13 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქურთების შეიარაღებულმა რაზმებმა სირიის ქალაქ რას-ელ-აინის დიდ ნაწილზე კონტროლი დაიბრუნეს.

ანტისემიტიზმი

13 ოქტომბერი 2019, 22:03

მსოფლიო

ბერლინში 10 ათასზე მეტმა ადამიანმა ანტისემიტიზმი გააპროტესტა

დემონსტრანტებმა მარშით გაიარეს გზა ბებელპლატციდან - ადგილი სადაც ნაცისტებმა წიგნები დემონსტრაციულად დაწვეს, ახალ სინაგოგამდე (რეალურად მისი მშენებლობა 1866 წელს დასრულდა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს ნგრევის შემდეგ ბერლინის კედლის დაცემამდე ის აღდგენილი არ იყო.

ანკარა

13 ოქტომბერი 2019, 21:58

მსოფლიო

თურქეთი აცხადებს რომ 525 ტერორისტი გაანეიტრალა

ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე თურქეთმა 525 ტერორისტი გაანეიტრალა. ამის შესახებ თურქული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. ცოტა ხნის წინ აშშ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სირიაში დარჩენილ ათასამდე ჯარისკაცს გაიყვანს.

გრეიფრუტი

13 ოქტომბერი 2019, 21:37

ტექნოლოგიები

იტალიელმა დიეტოლოგებმა ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო გაამხილეს

დილით წითელი გრეიპრუტისგან დამზადებული წვენი და ერთი მუჭა თხილი ორგანიზმს C ვიტამინით, Omega 3-ით, კალცით, ანტიოქსიდანტებით და მინერალური მარილით ავსებს. ასევე დიეტოლოგების რჩევაა კვების რაციონში ადამიანის ერთ კილოგრამზე 1.1 გრამი ცილის მიღება.