imedi /  25 აპრილი 2019, 16:23 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ ვიზალიბერალიზაციას შევინარჩუნებთ

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გართულებები არ იქნება და მის შენარჩუნებას ქვეყანა შეძლებს. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან, პარლამენტში თქვა. მის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

ირაკლი კობახიძის თქმით, უვიზო მიმოსვლა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა, რასაც ქვეყანა განსაკუთრებულად უფრთხილდება. „ჩვენ კონკრეტული ვალდებულებები გვაქვს, რომელიც ამ მიღწევიდან გამომდინარეობს და შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შესაბამისი ვალდებულებები შევასრულოთ. პარლამენტი ამ ყველაფერში აქტიურად არის ჩართული. მივიღეთ შესაბამისი კანონპროექტების პაკეტიც იმისთვის, რომ პრობლემები თავიდან მაქსიმალურად აგვერიდებინა. გვაქვს ასევე, მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან, მათ შორის მეც, როდესაც მაქვს შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან, ყოველთვის ვსაუბრობთ ხოლმე გამოწვევებზე ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე - რა მექანიზმების გამოყენებას გეგმავს ხელისუფლება, რათა უვიზო მიმოსვლა ბოროტად არ იყოს გამოყენებული, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საუბარი სხვადასხვა სამართლებრივ მექანიზმზეა. „მათ შორის საუბარია იმაზე, რომ ვიდრე ადამიანი სასაზღვრო კონტროლს შესაბამის ქვეყანაში გაივლის, მანამდე გარკვეული ზომები ჩვენც მივიღოთ იმისთვის, რომ ამ უფლებით ბოროტად არ ისარგებლონ. არიან ადამიანები, რომლებიც ამ პრივილეგიას კეთილსინდისიერად იყენებენ და შესაბამისად, ისინი არ უნდა დაიჩაგრონ იმ ადამიანების გამო, ვინც შესაძლოა, ბოროტად იყენებდეს ამ პრივილეგიას. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, უნდა დავიცვათ მიღწევა - ვიზალიბერალიზაცია და ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯი გადაიდგმება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

24 აპრილს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 2 წელი გავიდა. უვიზო მიმოსვლა მხოლოდ მოკლევადიან ვიზიტებს გულისხმობს, კერძოდ, 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.

ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში გადაბმულად 90 დღის პერიოდით ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. ევროკავშირის/შენგენის სივრცეში შემდეგი შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) პერიოდის გასვლის შემდეგ.

საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას (გამონაკლისს წარმოადგენს დიდი ბრიტანეთი და ირლანდია) და ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას.

ყველა სიახლე

გერმანია სროლა

20 თებერვალი 2020, 08:40

მსოფლიო

გერმანიაში სროლას 8 ადამიანი ემსხვერპლა

თავდასხმა 2 სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელდა. თავდამსხმელებმა ცეცხლი ბარებში გახსნეს და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს. გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, პოლიციამ ერთ-ერთი მათგანი უკვე დააკავა.

საქართველო ჯარი

20 თებერვალი 2020, 08:29

ძალოვნები

მილიტარიზაციის გლობალურ ინდექსში საქართველო 49-ე ადგილს იკავებს

შესაბამის კვლევას ბონში ბაზირებული კონვერსიის საერთაშორისო ცენტრი ყოველწლიურად აქვეყნებს. წინა, 2018 წლის კვლევაში საქართველო 52-ე პოზიციაზე იყო. მილიტარიზაციის გლობალური ინდექსის მიხედვით, პირველ ადგილს კვლავ ისრაელი იკავებს.

ივანე მაჭავარიანი

20 თებერვალი 2020, 08:15

საქართველო

პარლამენტში დღეს ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

ივანე მაჭავარიანის გამოსვლას ბოიკოტიდან გამომდინარე, კვლავ არ დაესწრება საპარლამენტო ოპოზიცია. შესაბამისად, მინისტრი პლენარულ სხდომაზე უმრავლესობისა და დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხებს.

ვანო მერაბიშვილი

20 თებერვალი 2020, 08:02

საქართველო

ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს დატოვებს

ექსპრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ვანო მერაბიშვილი თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ე.წ. მატროსოვის ციხეს რამდენიმე საათში დატოვებს. 2013 წლის მაისში დაკავებულს პატიმრობის ვადა სწორედ დღეს ეწურება. 5 გამამტყუნებელი განაჩენის მიუხედავად, მერაბიშვილი მის ადვოკატს დღესაც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლად და პოლიტპატიმრად მიაჩნია.

კორონავირუსი

20 თებერვალი 2020, 00:59

ტექნოლოგიები

ჩინეთმა კორონავირუსის სამკურნალოდ კიდევ ერთი პრეპარატი დაასახელა

წინა ვერსიაში, რომელიც 5 თებერვლიდან მოქმედებდა, ინტერფერონი, რიბავირინი და ლოპინავირი/რიტონავირი იყო მოხსენიებული. ასევე, წინა ვერსიაში ნათქვამი იყო, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ არ არსებობს მედიკამენტი დადასტურებული ეფექტურობით. განახლებულ ვერსიაში კი ეს ფრაზა ამოღებულია.

20 თებერვალი 2020, 00:23

მსოფლიო

თეთრ სახლში უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ტრამპმა ასანჟს შეწყალების სანაცვლოდ გარიგება შესთავაზა

„ტრამპს არასოდეს უსაუბრია მასთან ამ თემაზე, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა თემაზე. Guardian-ის ეს პუბლიკაცია სრული ფაბრიკაციაა და ტყუილი. სავარაუდოს, ეს მორიგი ფალსიფიკაციაა დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტიოს მხრიდან“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტის პრესმდივანმა სტეფანი გრიშემმა.

სერგი კაპანაძე

20 თებერვალი 2020, 00:22

საქართველო

სერგი კაპანაძე: ვანო მერაბიშვილის სამომავლო გეგმები აბსოლუტურად მისი გადასაწყვეტია

ვანო მერაბიშვილის სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ეს აბსოლუტურად მისი გადასაწყვეტია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კაპანაძეს კითხვით მიმართეს, აპირებენ თუ არა რაიმე შესთავაზონ ვანო მერაბიშვილს ან რომელ პარტიაში ხედავენ მას.

რონია ფროესეა

20 თებერვალი 2020, 00:18

ტაბლოიდი

ჯუჯა ცხენმა, სახელად ფრედი, პირველი კლასის ავიარეისით იფრინა

ჯუჯა ცხენმა პირველი კლასის ავიარეისით იფრინა. ფრედი სპეციალურად მისმა მასწავლებელმა რონია ფროესემ გაწვრთნა იმისთვის, რომ ცხენი American Airlines-ის ბორტზე გაჩერებულიყო. ისინი მიჩიგანიდან მიფრინავდნენ. ფრედი სუპერგმირის კოსტუმში იყო გამოწყობილი და საგზაო ჩანთა სხეულზე ჰქონდა მიმაგრებული, - ინფორმაციას ამის შესახებ SkyNews ავრცელებს.

20 თებერვალი 2020, 00:15

მსოფლიო

77 წლის კაცმა მძარცველს შესაშური წინააღმდეგობა გაუწია. ვიდეო

ეჭვმიტანილი მოხუცი კაცის დაყაჩაღებას ATM აპარატთან აპირებდა, თუმცა 77 წლის კაცმა მძარცველს წინააღმდეგობა გაუწია და მას ხელცარიელს მოუწია გაქცევა. ძარცვის მცდელოობის ამსახველ ვიდეოს USA TODAY twitter-ზე აქვეყნებს.

რიტა ებელი

20 თებერვალი 2020, 00:12

ტექნოლოგიები

რიტა ებელი, მეტსახელად „ლეგო ბებია“ „ლეგოსგან“ ინვალიდთა პანდუსებს ამზადებს

62 წლის რიტა ემბელმა უკვე 12 პანდუსი დაამზადა სხვადასხვა შენობისთვის თავის ქალაქ ჰანაუში, რომელიც გერმანიაში მდებარეობს. მან ეს იდეა სამედიცინო ჟურნალში ნახა და გადაწყვიტა, ახალი საქმიანობით დაკავებულიყო, რადგან ხედავდა თუ როგორ იტანჯებოდნენ მისი ინვალიდი მეგობრები სხვადასხვა შენობაში შესვლის გამო, - ინფორმაციას ამის შესახებ ABC News-ი ავრცელებს.

19 თებერვალი 2020, 23:52

საქართველო

ქეთევან ციხელაშვილი გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებულ საბავშვო ბაღებსა და სკოლებს ესტუმრა

ლია გიგაურმა ახლადრეაბილიტირებულ სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად ქართველი და უცხოელი კლასიკოსებისა და თანამედროვე მწერლების ავტორობით წიგნები გადასცა. შეხვედრის დასასრულს მინისტრის მოადგილემ მოსწავლეებისა და პედაგოგების კითხვებს უპასუხა.

ლაშა ტალახაძე

19 თებერვალი 2020, 23:43

საქართველო

ლაშა ტალახაძე: შევეცდები, საქართველოს ჰიმნი ავაჟღერო მოსკოვში

„შევეცდები, საქართველოს ჰიმნი ავაჟღერო მოსკოვში და ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი პასუხი ყველა იმ ადამიანისადმი, ვისაც ეჭვი ეპარება ჩვენს პატრიოტიზმში“, - ასე გამოეხმაურა მსოფლიო ჩემპიონი ძლოსნობაში ლაშა ტალახაძე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მიერ სპორტსმენების მისამართით გაკეთებულ განცხადებას.

ჯულიან ასანჟი

19 თებერვალი 2020, 23:35

მსოფლიო

Guardian: დონალდ ტრამპმა ასანჟს შეწყალების სანაცვლოდ გარიგება შესთავაზა

ადვოკატმა სასამართლოს მტკიცებულებაზე მიუთითა, რომლის თანახმად, ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი დანა რორაბახერი 2017 წლის აგვისტოს ასანჟს შეხვდა, როდესაც ის ჯერ კიდევ ეკვადორის საელჩოში იმყოფებოდა.

19 თებერვალი 2020, 23:19

საქართველო

აშშ-ის საელჩო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელის თბილისში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ყველა შეხვედრაზე ბატონმა სოჩამ ხაზი გაუსვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. მან შეხვედრებზე კონკრეტულად წამოჭრა საკითხი რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" არსებულ ვითარებაზე.

სერგი კაპანაძე

19 თებერვალი 2020, 23:10

საქართველო

სერგი კაპანაძე: ჩვენ არ მოგვისმენია შეთავაზება, რომელიც საქართველოს პროპორციულ სისტემაზე გადაიყვანდა

„ოპოზიციის ლიდერები ციხეში არიან, სხვების წინააღმდეგ საქმეებია აღძრული და ჩვენ არ მოგვისმენია შეთავაზება, რომელიც საქართველოს პროპორციულ (ან მასთან დაახლოებულ) სისტემაზე გადაიყვანდა. „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ხალხი 30%-იანი მხარდაჭერით უნდა მართონ. ცხადია თუ როგორი უტყუარია მათი შემოთავაზება“, - დაწერა სერგი კაპანაძემ კახა კალაძის ტვიტის კომენტარებში.

კრის სოჩა
კელი დეგნანი
არჩილ თალაკვაძე

19 თებერვალი 2020, 22:58

საქართველო

არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩთან ერთად აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსს კრის სოჩას შეხვდა

საუბარი ძირითად პოლიტიკურ საკითხებს და 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის როლს შეეხებოდა. არჩილ თალაკვაძემ სენატის საგარეო კომიტეტის მაღალჩინოსანს მიმდინარე საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე მმართველი გუნდის ხედვა გააცნო.

19 თებერვალი 2020, 22:32

მსოფლიო

იუტას შტატში მრავალცოლიანობისთვის სასჯელი შემსუბუქდა

შტატის კანონმდებლებმა ამ გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირეს. გადაწყვეტილების თანახმად, მრავალცოლიანობა ამიერიდან 750 დოლარის ჯარიმით და საზოგადოებრივი სამუშაოებით დაისჯება. აქამდე არსებული კანონმდებლობით, მრავალცოლიანობა თავისუფლების 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებდა.

19 თებერვალი 2020, 22:00

საქართველო

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს

„მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს - ჩაერთონ პროცესში და დაგვეხმარონ მაუწყებლის გადარჩენაში“, - ამის შესახებ ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელთა ნაწილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი შოთაძე

19 თებერვალი 2020, 21:44

საქართველო

„სილქნეტი“ - ირაკლი შოთაძისთვის ხელშეკრულების გაფორმება მოხდა მისი კვალიფიკაციის გათვალისწინებით და კომპანია კმაყოფილი დარჩა

ირაკლი შოთაძეს „სილქნეტის“ იურიდიული კონსულტანტის პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა 2019 წლის 15 თებერვლიდან, რამდენიმე თვის შემდეგ, რაც მან დატოვა საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა და მუშაობდა "სილქნეტში" 2020 წლის თებერვლამდე, - ამის შესახებ კომპანია „სილქნეტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

პრინცი ჰარი
მეგან მარკლი

19 თებერვალი 2020, 21:26

ტაბლოიდი

მედია: ელისაბედ მეორემ პრინც ჰარისა და მეგან მარკლს Sussex Royal-ის ბრენდის გამოყენება აუკრძალა

პრინც ჰარისა და მეგან მარკლს სავაჭრო მარკის Sussex Royal-ის თავიანთი პროექტებისთვის დარეგისტრირება სურდათ. გარდა ამისა, მათ საქველმოქმედო ორგანიზაციის Sussex Royal, The Foundation of the Duke and Duchess of Sussex (სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ფონდი) გახსნა ჰქონდათ დაგეგმილი.