imedi /  25 აპრილი 2019, 19:57 / სანდო წყარო

რა ხდებოდა საერთო სასამართლოებზე კანონპროექტის განხილვისას. მთავარი

საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი საბოლოოდ მიღებამდე მმართველმა გუნდმა დღეს არასამთავრობო სექტორთან ერთად განიხილა. როგორც აღმოჩნდა, თავად არასამთავრობო ორგანიზაციებში ამ მხრივ აზრთასხვადასხვაობაა და მათი ნაწილი პოზიტიურად აფასებს იმას, რომ დოკუმენტში მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილი გაითვალისწინა.

ამ შეხვედრის შემდეგ კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს. "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ "ევროპულ საქართველოსთან" ერთად, ისევ მოითხოვა დოკუმენტის მეორე მოსმენის ეტაპზე დაბრუნება.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ კანონპროექტი მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე ვერ დაბრუნდება.

„იყო ერთი საკითხი რაზეც თანხმობა არ განვაცხადეთ, იქიდან გამომდინარე ვენეციის კომისიის დასკვნა ამ საკითხს სხვაგვარად განიხილავდა რამდენიმე წლის წინ. როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ მეორე მოსმენაზე დაბრუნდეს კანონი, თავადაც კარგად იციან, რომ ეს არ არის პრაქტიკული და რეალური საკითხი და გამომდინარეობს იქიდან რაზეც ვისაუბრეთ, რამენაირად მოიპოვონ გავლენები,“- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

კონსტიტუცია ადგენს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს და შემდეგ პარლამენტი ირჩევს, ანუ ეს ორი ორგანოს უფლებამოსილებაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

"ჩვენ უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა გავწერეთ, რომელსაც ანალოგი არ აქვს არც ერთ, ევროკავშირის ქვეყანაშიც კი. კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ, დაასახელონ თუნდაც ევროკავშირის ერთი ქვეყანა, სადაც ამის მეათედი მაინც არის დადგენილი. ეს უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურაა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება კითხვას ამ საკითხზე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის განცხადებასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ გაწერილი პროცედურა ევროკავშირის ქვეყნებისა და ამერიკულ პროცედურებთან შედარებით გაცილებით ღია და გამჭვირვალეა.

"ვთქვი, რომ ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა არ არის, სადაც ამის მეათედიც კი არის დადგენილი ღიაობისა და გამჭვირვალობის კუთხით. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც შეგიძლიათ პროცედურა ნახოთ. იმის მეათედიც კი არ არის უზრუნველყოფილი, რაც იმ კანონპროექტითაა უზრუნველყოფილი, რომელიც ჩვენს მიერ არის შეთავაზებული. ეს უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურაა, რომლის იქით უბრალოდ არაფერი აღარ არსებობს. 10-ჯერ ღია და გამჭვირვალეა, ამას უხეშად ვამბობ, შეიძლება, 100-ჯერაც, ჩვენი პროცედურა ევროკავშირის ქვეყნებისა და ამერიკულ პროცედურებთან შედარებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე ვენეციის კომისიამ დასკვნა 16 აპრილს გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია ხუთ ძირითად რეკომენდაციას გამოყოფს. მათ შორის, უნდა გადაიხედოს არამოსამართლე კანდიდატებისთვის გამოცდის ჩაბარების აუცილებლობა, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად არის კანდიდატი, გამორიცხული უნდა იყოს კანდიდატების შერჩევა-ნომინირების ყველა პროცედურისგან.

ყველა სიახლე

კახა ოქრიაშვილი

12 დეკემბერი 2019, 17:56

საქართველო

უმრავლესობის წევრმა თქვა რატომ არ დაუჭირა მხარი მელიასთვის მანდატის შეწყვეტას

"ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ კახა ოქრიაშვილის განცხადებით, მან იმიტომ არ დაუჭირა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი, რომ მელიას სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია და ამის უფლება აქვს.

პაველ შერემეტი

12 დეკემბერი 2019, 17:52

მსოფლიო

უკრაინაში ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

პაველ შერემეტი 2016 წლის 20 ივლისს, კიევის ცენტრში, მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. 2019 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა პროკურატურას მკვლელობის გამოძიების შესახებ ანგარიში მოსთხოვა.

ბაკურიანი

12 დეკემბერი 2019, 17:47

სპორტი

ბორჯომი და ბაკურიანი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის 2025-ის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქია

ბორჯომსა და ბაკურიანს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭა. ამ საკითხზე თებერვალში ფესტივალის საორგანიზაციო კომისიის წევრები ჩამოვლენ და სიტუაციას ადგილზე შეაფასებენ.

ეკა ბესელია

12 დეკემბერი 2019, 17:39

საქართველო

ეკა ბესელია იურიდიულ კომიტეტს ტოვებს

ეკა ბესელია პარლამენტის მიერ მოსამართლეების საკითხის განხილვის და მათი უვადოდ არჩევის შემდეგ იურიდიულ კომიტეტს ტოვებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კარლ ჰარცელი სალომე ზურაბიშვილი

12 დეკემბერი 2019, 17:38

საქართველო

ზურაბიშვილმა ქვეყანაში არსებული ვითარება ევროკავშირის ელჩთან განიხილა

​საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებაზე ევროკავშირის ელჩთან იმსჯელა. ამ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საერთო ჯამში, ქალბატონ პრეზიდენტთან შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო“.

კავკასუს ონლაინი

12 დეკემბერი 2019, 17:32

ეკონომიკა

„კავკასუს ონლაინს“ და „რკინიგზის ტელეკომს“ შესაძლოა ავტორიზაცია შეუჩერდეთ

კომუნიკაციების კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინი“ და შპს „რკინიგზის ტელეკომი“ წილების კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისების გამო, 30-30 ათასი ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. კომისიამ კომპანიები 17 ოქტომბერს გააფრთხილა.

სულავესი ნადირობა ბიზონზე

12 დეკემბერი 2019, 17:27

კულტურა

ინდონეზიაში ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი ნიმუში იპოვეს

ნახატზე ბიზონზე ნადირობის სცენაა გამოსახული. ცხოველის მოკვლას შუბებით შეიარაღებული ადამიანები ცდილობენ, რომლებსაც ცხოველების ნაკვთები აქვთ. რადიოაქტიური ანალიზით დადგინდა, რომ გამოსახულება 44 ათასი წლის წინ შექმნეს.

ლარის კურსი

12 დეკემბერი 2019, 17:22

ეკონომიკა

ლარი ისევ გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, 12 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლარის მიმართ გამყარდა და 2.8661 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8896 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0235 თეთრი შეადგინა.

ნიკა მელია

12 დეკემბერი 2019, 17:06

საქართველო

ნიკა მელია: „ქართულ ოცნებას“ არ მოვასვენებ

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ამით არაფერი იცვლება. პოლიტიკოსის განცხადებით, ის ისეთივე აქტიური იქნება, როგორც პარლამეტის წევრის სტატუსით იყო.

უზენაესი სასამართლო

12 დეკემბერი 2019, 17:05

საქართველო

პარლამენტმა უზენაესის მოსამართლედ 14 კანდიდატი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყარა კენჭი. პარლამენტმა 14 კანდიდატი დაამტკიცა უვადოდ, ეს ის კანდიდატები არიან, რომლებსაც რეკომენდაცია იურიდიულმა კომიტეტმა გაუწია.

ადვოკატების თავდასხმა

12 დეკემბერი 2019, 16:58

მსოფლიო

პაკისტანში ადვოკატების მიერ საავადმყოფოს დარბევას მსხვერპლი მოჰყვა

საავადმყოფოში 200-ზე მეტი ადვოკატი შეიჭრა. მათ პერსონალს სცემეს, დაამტვრიეს ავეჯი და აღჭურვილობა, კლინიკასთან სადგომზე მყოფ ავტომობილებს კი ცეცხლი წაუკიდეს. შეშინებული მედპერსონალი დაიმალა და პაციენტები მიატოვა, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა.

ნიკა მელია

12 დეკემბერი 2019, 16:48

საქართველო

პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა

პარლამენტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. მანამდე ამავე საკითხზე კენჭისყრა საპროცედურო საკითხთა კომიტეტში გაიმართა.გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. მანამდე ამავე საკითხზე კენჭისყრა საპროცედურო საკითხთა კომიტეტში გაიმართა.

ლიბერალი დაიხურა

12 დეკემბერი 2019, 16:35

საქართველო

„ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა, - ამის შესახებ განცხადებას „ლიბერალი” ავრცელებს. განცხადების თანახმად, ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნისში, შორენა შავერდაშვილის შემოთავაზების საფუძველზე დაიწყო.

ლელა ქებურია

12 დეკემბერი 2019, 16:34

საქართველო

ლელა ქებურია არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ პარლამენტში გარკვეული ნივთიერება მან დაღვარა

„მე შესაბამისი მტკიცცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, მზად ვარ, გამოძიებას გავცე პასუხები, ხოლო ესე საჯაროდ, უაპელაციო განმარტებებს „ქართული ოცნებისა“ არა ვარ ვალდებული აბსოლუტურად ვუპასუხო. რაც შეეხება თვითონ პოლიტიკურ აქტს, აბსოლუტურად ვიზიარებ“, - განაცხადა ქებურიამ.

Witcher

12 დეკემბერი 2019, 16:23

კულტურა

Witcher-ის ფინალური ტრეილერი გამოქვეყნდა

Netflix-მა YouTube-ს ოფიაციალურ არხზე სერიალ Witcher-ის ფინალური ტრეილერი გამოაქვეყნა. ვიდეორგოლში ყველა მთავარი გმირის ნახვაა შესაძლებელი. სერიალის პირველი სეზონი Netflix-ზე 20 დეკემბერს დაიწყება.

პარლამენტი

12 დეკემბერი 2019, 16:15

საქართველო

იძულებითი შესვენების შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომა განახლდა

რამდენიმესაათიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, პარლამენტის პლენარული სხდომა განახლდა. დეპუტატები სხდომათა დარბაზში იკრიბებიან. როგორც მანამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, პარლამენტის მუშაობას ხელს ვერავინ შეუშლის.

ციხელაშვილი

12 დეკემბერი 2019, 15:55

საქართველო

ქეთევან ციხელაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს სამინისტროს ანგარიში გააცნო

ქეთევან ციხელაშვილმა ანგარიშის ფარგლებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციასა და ამ რეგიონებში ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე განიხილეს ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტები და მხარეებმა სამინისტროს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის აუცილებლობაზეც ისაუბრეს.

ზაზა ურუშაძე

12 დეკემბერი 2019, 15:50

კულტურა

ზაზა ურუშაძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

რეჟისორი ზაზა ურუშაძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი 7 დეკემბერს, 53 წლისა გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება. ზაზა ურუშაძემ, რომელიც ეროვნული კინოაკადემიის პრეზიდენტი იყო, თანამდებობა სექტემბერში დატოვა.

ვულკანი

12 დეკემბერი 2019, 15:48

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევისას დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება. 20-ზე მეტი ადამიანი, რომელმაც სხვადასხვა სახის დამწვრობა მიიღო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხელისუფლება კუნძულზე კიდევ ერთი სამაშველო ჯგუფის გაგზავნისგან თავს იკავებს, რადგან ვულკანის ამოფრქვევის საფრთხე არსებობს.

ბორის ჯონსონი

12 დეკემბერი 2019, 15:37

ტაბლოიდი

ბორის ჯონსონი საარჩევნო უბანზე ძაღლთან ერთად მივიდა

ქვეყნის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად თავის ძაღლათან ერთად მივიდა. ვიდეოს Telegraph-ი ავრცელებს. საარჩევნო უბანი, სადაც ჯონსონმა ხმა მისცა, ლონდონის მთავარ მეთოდისტურ ეკლესიაშია განთავსებული.