imedi /  25 აპრილი 2019, 21:11 / სანდო წყარო

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშს თბილისში აფასებენ

ევროსაბჭო

ევროსაბჭო

საქართველოს მორიგი მხარდაჭერა ევროპიდან. რუსეთი აგრესორია და საქართველოს რეგიონების ოკუპაციას განაგრძობს. ეს არის ჩანაწერი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშიდან, რომელშიც მოსკოვის ქმედება კიდევ ერთხელ მკაცრად არის გაკრიტიკებული.

15-გვერდიან დოკუმენტში ხაზგასმით წერია, რომ მოსკოვმა საოკუპაციო ძალები უნდა გაიყვანოს. გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს უკვე მოჰყვა შეფასებები თბილისში.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუცია სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არის ინიცირებული, რომელსაც ოპოზიციის მხარდაჭერაც ჰქონდა. აქ კითხვის ნიშნები არ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებულ ანგარიშთან – „კონფლიქტი საქართველოში“ დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ყველა საერთაშორისო ფორმატში ეს დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია.

"გვაქვს კონკრეტული გეგმა, ხედვა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, თუ როგორ არის შესაძლებელი სამშვიდობო პოლიტიკის გამოყენებით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სხვა ალტერნატივა პრაქტიკულად არ ჩანს და არც საერთაშორისო საზოგადოება არ უჭერს მხარს, გარდა მშვიდობიანი გზით ამ საკითხის დარეგულირებას. ჩვენ გვაქვს ხედვა და შეთავაზება ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში ცხოვრობენ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მსოფლიოსთვის ევროსაბჭოს კონსოლიდირებული ანგარიში რჩება ერთ-ერთ მთავარ დოკუმენტად, რომლიდანაც მისი ინფორმირება ხდება, – ასე აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“, რომელიც 24 აპრილს ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1 344-ე სხდომაზე განიხილეს.

„ევროსაბჭოს კონსოლიდირებული ანგარიში ნახევარ წელიწადში ერთხელ გამოდის და იგი ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი დოკუმენტია ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესახებ, სადაც თავმოყრილია ყველა ის ბოლოდროინდელი განვითარება, რასაც ადგილი აქვს. ამ დოკუმენტში საუბარია რეგიონების მზარდ მილიტარიზაციაზე, იმ უკანონო პრაქტიკაზე, რაც ადამიანების დაკავებას უკავშირდება, ირაკლი კვარაცხელიას გაუგებარ ვითარებაში გარდაცვალებაზე უკანონო პატიმრობისას რუსულ ბაზაზე და ძალიან ბევრ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გამოწვევაზე, რომელსაც მიმდინარე ოკუპაცია გვიქმნის. მთელი მსოფლიოსთვის, დანარჩენი საერთაშორისო თანამეგობრობისათვის, ეს კონსოლიდირებული ანგარიში რჩება ერთ-ერთ მთავარ დოკუმენტად, რომლიდანაც მათი ინფორმირება სწორედ საერთაშორისო წყაროზე დაყრდნობით ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მომხსენებლებს ამდენი წელია რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან პრინციპულად არ ეძლევათ წვდომა უშუალოდ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ისინი ამ ინფორმაციის თავმოყრას ახერხებენ.

როდესაც სტრასბურგში გახლდით და შევხვდი გენერალურ მდივანს, მე მას ამ ანგარიშისათვის მადლობა გადავუხადე. მგონია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა კონფლიქტის გადაჭრის აუცილებლობა საერთაშორისო დღის წესრიგში იდგეს. ეს მათი მხარდაჭერა და თანადგომაა და იმედს ვიტოვებ, რომ საერთო ძალისხმევით შევძლებთ ამ უზარმაზარ მილიტარისტულ მანქანას დავუპირისპირდეთ და გარკვეული მიმართულებები ხალხის საკეთილდღეოდ შემოვაბრუნოთ“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ევროკავშირი ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უპირობოდ და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ყველა დებულება და უზრუნველყოს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შეუზღუდავი დაშვება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ყველა სიახლე

პეტრონასის კოშკები

22 ივლისი 2019, 00:55

მსოფლიო

საკულტო ნაგებობების არქიტექტორი სეზარ პელი გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებული შტატებიდან მალაიზიის ჩათვლით სეზარ პელის მემკვიდრეობას შორის არის ისეთი ნაგებობები როგორიცაა: დასავლეთ ჰოლივუდში მდებარე მრავალფუნქციური ცენტრი Pacific Design Center; პეტრონასის კოშკები კუალალუმპურში, რომელმაც ცეზარ პელის Aga Khan Award-ის ჯილდო მოუტანა.

ბოსნია

22 ივლისი 2019, 00:40

მსოფლიო

ბოსნია და ჰერცოგოვინაში 1992 წელს მოკლული 86 ადამიანის ნეშტი დაკრძალეს

მათთვის პატივის მისაგებად მემორიალზე ასობით ადამიანი შეიკრიბა. ქალაქ კორიჩანში კაცებისა და მოზარდების მასობრივი სამარხი 2017 წელს აღმოაჩინეს. 1992 წელს 200-მდე ბოსნიელი მუსლიმი სერბმა პოლიციელებმა ჩაცხრილეს. მათგან დღემდე მხოლოდ 181 ადამიანის ნეშტის პოვნა მოხერხდა.

22 ივლისი 2019, 00:39

მსოფლიო

სირიაში ავიაიერიშს ჟურნალისტი ემსხვერპლა

ფოტორეპორტიორი ანას ალ-დიაბი „ფრანს პრესთან“ (AFP) თანამშრომლობდა. მაშველებისა და ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ინფორმაციით, ჟურნალისტი რუსეთის ავიადარტყმას ემსხვერპლა. იდლიბის რეგიონში საჰაერო თავდასხმის დროს სულ 18 ადამიანი დაიღუპა.

მიგრანტები

22 ივლისი 2019, 00:15

მსოფლიო

საკრუიზო გემმა ხმელთაშუა ზღვაში 111 მიგრანტი გადაარჩინა

მიგრანტების გემი იტალიისკენ მიემართებოდა, თუმცა საბერძნეთის კუნძულ პელოპონესიდან 40 საზღვაო მილის დაშორებით ჩაძირვა დაიწყო. არ კონკრეტდება თუ რომელი ქვეყნის მიგრანტები იმყოფებოდნენ გემზე. ყველა გადარჩენილი მიგრანტი ქალაქ კალამატის პორტში გადმოსვეს. მიგრანტებს შორის 33 არასრულწლოვანია.

ერაყი

21 ივლისი 2019, 23:53

საქართველო

ქართველი დედის ისტორია, რომელსაც ერაყში შვილი წაართვეს და ქვეყნიდან გააძევეს

საქართველო ოფიციალურ ბაღდადთან ორი წელია მოლაპარაკებებს აწარმოებს 4 წლის მოქალაქის დაბრუნებასთან დაკავშირებით. საქმე ეხება დედა-შვილის ისტორიას, რომელსაც შვილი წაართვეს და ერაყიდან გააძევეს. ამის შესახებ სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა.

სანდრა ოუ

21 ივლისი 2019, 23:22

ტაბლოიდი

გრეის ანატომიის მსახიობი ფასანაურს სტუმრობდა

ABC-ის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ სერიალს მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე მილიონიანი აუდიტორია ჰყავს და ტელეკომპანიის ისტორიაში ის ყველაზე რეიტინგულ სერიალად ითვლება. 14 წელია, რაც სერიალი სატელევიზიო ეთერში გადის. მსახიობის საქართველოში ყოფნის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა კომპანიამ გაავრცელა.

21 ივლისი 2019, 22:51

მსოფლიო

ალკოჰოლურმა ინტოქსიკაციამ კოსტა-რიკაში 19 ადამიანი იმსხვერპლა

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, 32-დან 72 წლამდე ასაკის 14 კაცი და 5 ქალი დაიღუპა ქვეყნის მასშტაბით, რაც ივნისის დასაწყისიდან პერიოდს მოიცავს. მთავრობამ დაახლოებით 30 000 ბოთლის კონფისკაცია განახორციელა იმ ეჭვით, რომ სასმელი მოწამლულია. 14 კაცი და 5 ქალი დაიღუპა ქვეყნის მასშტაბით, რაც ივნისის დასაწყისიდან პერიოდს მოიცავს.

გერმანია

21 ივლისი 2019, 22:46

მსოფლიო

გერმანიაში Open Beatz-ის ფესტივალზე კაცი ეშმაკის ბორბლიდან გადავარდა და დაიღუპა

ბავარიაში (გერმანია) Open Beatz Festival-ზე 31 წლის კაცი ეშმაკის ბორბლიდან გადავარდა. პოლიცია მომხდარის მიზეზებს იძიებს. კაცი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიღებული დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

სალომე ზურაბიშვილი

21 ივლისი 2019, 22:10

საქართველო

​პრეზიდენტის ადმინისტრაცია უცხოეთში სასწავლებლად წასული სტუდენტების ერთიან ბაზას ქმნის

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უცხოეთში სასწავლებლად წასული სტუდენტების ერთიან ბაზას ქმნის. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურბიშვილმა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის 30 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადა.

პერუ, უბინას ვულკანი

21 ივლისი 2019, 22:01

მსოფლიო

პერუში უბინას ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ფერფლმა დასახლებული პუნქტები დაფარა. ფოტო

საგანგებო სიტუაციების ცენტრის თანახმად (COEN), ვულკანის ფერლმა ანდების სახელმწიფოთა სამხრეთ რეგიონში 617 სკოლა და 20 სამედიცინო პუნქტი დაფარა. ვულკანი გასულ ხუთშაბათს ამოიფრქვა, შედეგად კი ფერფლის მასის სიმაღლემ ხუთ კილომეტრს მიაღწია, რომელიც შემდეგ ქარმა გაფანტა.

მიხეილ სააკაშვილი

21 ივლისი 2019, 21:36

მსოფლიო

ეგზიტპოლი: სააკაშვილის პარტიამ უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 0,4% მიიღო

უკრაინის რადის ვადამდელ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტიამ "ახალ ძალთა მოძრაობამ" საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სააკაშვილის პარტიამ ხმათა 0.4% მიიღო. ვადამდელ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა - 40%-ზე მეტი ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ მოიპოვა.

რივალდო

21 ივლისი 2019, 21:34

სპორტი

რივალდო საქართველოში ჩამოვიდა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდო საქართველოშია. აჭარაბეთის ინფორმაციით, რივალდო ფილმში „არენა“ მიიღებს მონაწილეობას. გადაღებები წყალტუბოში გაიმართება. რივალდოსთან ერთად ფილმში სხვა ცნობილი ადამიანებიც მიიღებენ მონაწილეობას. „საინტერესო გამოცდილებაა და ქართველ ვარსკვლავებთან ერთად მასში მონაწილეობა დიდი პატივია“.

ვოლოდიმირ ზელენსკი

21 ივლისი 2019, 21:17

მსოფლიო

უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ზელენსკის პარტია იმარჯვებს. მთავარი

უკრაინის უმაღლესი რადის ვადამდელ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა - 40%-ზე მეტი ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ „ხალხის მსახურმა“ მოიპოვა. ასეთია ეგზიტპოლის შედეგები, რომელიც საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდა.

შინზო აბე

21 ივლისი 2019, 21:12

მსოფლიო

იაპონიის პრემიერის პარტია ზედა პალატის არჩევნებში ლიდერობს

იაპონიის პრემიერმინისტრის შინზო აბეს ლიბერალური დემოკრატიული პარტია და მისი უმცროსი პარტნიორი კომეიტო იაპონიის მრჩეველთა პალატის არჩევნებში 124 ადგილიდან სულ ცოტა 68 სკამს მოიპოვებს. ასეთია ეგზიტპოლის წინასაწრი შედეგები, რომელიც იაპონიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა NHK-მა გამოაქვეყნა.

ნიკა გვარამია

21 ივლისი 2019, 21:06

საქართველო

ნიკა გვარამია ახალ იარაღს ქმნის

რუსთავი2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ტელეკომპანიიდან წასვლის შემდეგ ვიდეომიმართვა პირველად გაავრცელა. ნიკა გვარამიამ ახალი „იარაღის შექმნა“ დააანონსა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. „რუსთავი 2“ იყო მხოლოდ ირაღი ჩვენ ხელში, იარაღი ქვეყნის დასაცავად. როცა გვართმევენ ერთ იარაღს უნდა მოვიმარჯვოთ მეორე“.

იულია სუსლიაკი

21 ივლისი 2019, 20:42

ძალოვნები

საქართველოს გენერალური პროკურატურა ​იულია სუსლიაკის საქმეზე განმარტებას აკეთებს

ენერალური პროკურატურა იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. როგორც პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა განაცხადა, უწყებას საქართველოში სუსლიაკის შემოსვლის აკრძალვაზე მოთხოვნა არ ჰქონია.

21 ივლისი 2019, 20:36

მსოფლიო

კაიროში ფრენების შეჩერების გამო ეგვიპტე British Airways-ს აკრიტიკებს

კაირო შეშფოთებულია ბრიტანეთის ავიახაზების ცალმხრივი გადაწყვეტილებით, რომელიც ეგვიპტეში ერთი კვირით ფრენების შეჩერებას გულისხმობს. იუნის ალ-მასრის თქმით, ხელისუფლებას არანაირი მითითება არ გაუცია ფრენების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

თურქმენეთი

21 ივლისი 2019, 19:53

მსოფლიო

მოსკოვში თურქმენეთის საელჩო პრეზიდენტის გარდაცვალებას არ ადასტურებს

თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის გარდაცვალების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მოსკოვში მდებარე თურქმენეთის საელჩოში ტყუილი უწოდეს. ამის შესახებ რუსული მედიასაშუალება ТАСС-ი იუწყება.

21 ივლისი 2019, 19:35

მსოფლიო

ექსტრადიციის კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე ჰონგ-კონგის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა

ჰონგ-კონგში ათასობით ადამიანი ექსტრადიციის კანონპროექტის გასაპროტესტებლად ჩინეთის წარმომადგენლობასთან შეიკრიბა. მედიის ცნობით, დემონსტრანტებმა ჩინეთის სამეკავშირეო ოფისს კვერცხები დაუშინეს. პოლიციამ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

აბორტი

21 ივლისი 2019, 19:32

მსოფლიო

არკანზასში გაუპატიურებული ქალი აბორტის გაკეთებას მოძალადის უნებართვოდ ვეღარ შეძლებს

კანონი ძალაში იქნება გაუპატიურებისა და ინცესტის შედეგად დაორსულების შემთხვევებზეც. თუ ქალი მოძალადეს არ იცნობს, მისი მოძებნა მოუწევს, რათა ნაყოფის სამომავლო ბედზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვას. თუ კაცი უარს იტყვის, მაშინ ქალი აბორტს ვეღარ გაიკეთებს. ასეთია მარტში მიღებული კანონის შედეგი.