imedi /  18 აპრილი 2017, 20:20 / სანდო წყარო

მეუფე იაკობი პატრიარქის მკვლელობის მცდელობის ვერსიაზე საუბრობს

პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი პატრიარქის მკვლელობის მცდელობაზე საუბრობს. ვერსია, რომელზეც მღვდელთმთავარმა ქადაგებისას მრევლთან ისაუბრა, პროკურატურის ოფიციალური ბრალისგან რადიკალურად განსხვავდება, თუმცა, ქორეპისკოპოსის თქმით, ის საქმეში ჩახედულია და იცის. ქორეპისკოპოსი იმასაც ამბობს, რომ უფლის წინაშე უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა არ სჭირდება.

"უფალო დიდი მადლობა, რომ აგვარიდე ძალიან მძიმე დანაშაულს, რომლის შედეგადაც უდიდესი წყევლა გადმოვიდოდა ჩვენს ერზე, რომ მოგვეკლა ჩვენი პატრიარქი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თავიდან ბოლომდე ჩახედული ვარ. თუ შეინანებენ, აბსოლუტურად არავინ არ ვიქნებით ისეთი ადამიანები, რომლებიც, სინანულის მერე გვერდში არ დავუდგებით და ჩვენც ვიტვირთავთ მერე მაგ უმძიმეს დანაშაულს", - განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

მეუფე იაკობის ქადაგებას საპატრიარქოს იურისტი განმარტავს. ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ მას პატრიარქის ქორეპისკოპოსის მიერ ამბიონიდან ნათქვამ სიტყვებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს.

"მეუფე პროკურატურის ვერსიას არ ცვლის და არც წინააღამდეგობაში მოდის. მას, როგორც მღვდელმთავარს, უფლება აქვს, მოუწოდოს სასულიერო პირს სინანულისკენ. საქმე კი არის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების მცდელობაზე აღძრული, მაგრამ ეს სულაც არ გამორიცხავს, რომ თუნდაც სხვა პირების მიმართაც ყოფილიყო ეს დანაშაული მიმართული. მღვდელმთავარსაც აქვს თავისი პოზიცია, რომ გარკვეულ მტკიცებულებებს და ფაქტებს მისცეს თავისი შეფასება. მე მეუფის ამ სიტყვებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ მაქვს და შესაძლებელია, გარკვეულწილად ვეთანხმებოდე კიდეც", - ამბობს ქარჩავა.

რაც შეეხება ბრალდებული დეკანოზის დაცვის მხარეს, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობის პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებას იხსენებს და ამბობს, რომ მისი ჩვენებიდან მამა გიორგის ბრალეულობა არ იკვეთება. "თუ გავითვალისწინებთ, რომ მეუფე შენდობისკენ ურჩევს სვლას მამა გიორგის, ეს ახლოსაა პროკურატურის პოზიციასთან - დანაშაულის აღიარებასთან, რაც ჩემთვის გასაკვირია", - განაცხადა რამიშვილმა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ის მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა. 

არქივი

ბახმარო

19 აგვისტო 2018, 15:50

საქართველო

ბახმაროს დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება

„გენერალური გეგმა მოიცავს ბახმაროს სამთო-სათხილამურო კურორტად ქცევის კონცეფციასაც. ის შემუშავებულია ოთხი სეზონის კურორტის კონცეფციიდან გამომდინარე. ბახმაროს უახლოეს პერიოდში დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება“, - ამბობს მინისტრი.

ჯული ჯენდერი

19 აგვისტო 2018, 15:47

ტაბლოიდი

ახალზელანდიელი მინისტრი სამშობიარომდე ველოსიპედით მივიდა

მწვანეთა პარტიის წარმომადგენლმა ჯული ჯენდერმა ორსულობის 42-ე კვირაში იმშობიარა. მან და მისმა პარტნიორმა სოციალურ ქსელში ფოტოები უკვე დადეს. აღსანიშნავია, რომ ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრი ჯესინდა არდერნი თავის მოვალეობებს სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ დეკრეტულ შვებულებაში იყო.

19 აგვისტო 2018, 15:37

მსოფლიო

ესპანეთში ბარში ჩხუბს მსხვერპლი მოჰყვა

ესპანეთში, კასტილიო-ტეხერეოს მინიციპალიტეტში სროლისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე მოხდა. სროლის მიზეზი ბარში მომხდარი ჩხუბი გახდა. თავდასხმის შემდეგ 32 წლის დამნაშავე მიიმალა, თუმცა ის მალევე პოლიციამ დააპატიმრა.

19 აგვისტო 2018, 15:33

ვიდეო

დიკლოს მიმართულებით რუსეთის მიერ საზღვრის გადმოწევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

19 აგვისტო 2018, 15:28

ვიდეო

3 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი სოფელ ფსორში დაფიქსირდა

19 აგვისტო 2018, 15:22

ტექნოლოგიები

კაცები მხედველობით აღქმულ ინფორმაციას უფრო სწრაფად ამუშავებენ, ვიდრე ქალები

ქალები და კაცები ერთმანეთისგან მხლოდ გარეგნობით არ განსხვავდებიან. სხაობები ღრმად ტვინებშია დალექილი და ვლინდება, მაგალითად, სივრცეში ორიენტირების დროს, რაც კაცებს უფრო იოლად შეუძლიათ, ვიდრე ქალებს. მაგრამ არის ერთი გამონაკლისი.

19 აგვისტო 2018, 15:21

ვიდეო

კახეთში, მოსახლეობა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

19 აგვისტო 2018, 15:15

ვიდეო

კახეთში სეტყვამ ვენახები და ხეხილის ბაღები გაანადგურა

დონალდ ტრამპი

19 აგვისტო 2018, 15:14

მსოფლიო

მსოფლიო ლიდერებთან დიალოგის აუცილებლობა ტრამპმა 1 წუთზე ნაკლებ დროში განმარტა

ტრამპმა მსოფლიოში მიმდინარე მნიშნელოვან მოვლენებზე ილაპარაკა და განმარტა, თუ რა პრინციპებითაა განპირობებული აშშ-შ საგარეო პოლიტიკა. როგორც ტრამპმა ახსნა მსოფლიო ლიდერებთან დიალოგი აუცილებელია.

19 აგვისტო 2018, 15:10

ვიდეო

სტავროპოლის ოლქში მომხდარი ავარიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული საქართველოს მოქალაქეა

19 აგვისტო 2018, 14:57

ვიდეო

ინდოეთში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

19 აგვისტო 2018, 14:45

ტაბლოიდი

სასტუმროებში ყველაზე უცნაური სერვისები დასახელდა

თუკი მაგალითად, თქვენ მოგინდებათ, რომ იოგაში ხელოვნება სპილოს ზურგზე დახვეწოთ, ასეთ სერვისს ტაილანდში არსებული სასტუმრო გთავაზობთ. ხოლო მათ ვისაც სიმღერა უნდა, ბერლინში მდებარე სასტუმრო თავის ხმის ჩამწერ ორ სტუდიას დაუთმობს.

19 აგვისტო 2018, 14:43

ტექნოლოგიები

კვლევა: მწეველი მშობლების ბავშვებში ფილტვის ქრონიკული დაავადებების რისკი მაღალია

მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ბავშვობიდან პასიური მწეველობა ავტომატურად ნიშნავს, რომ ყოველწიურად სიგარეტის გამონაბოლქვით გარდაცვლილ 100 ათასს ადამიანს, კიდევ 7 უნდა დაამატონ.

19 აგვისტო 2018, 14:38

ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

ბექა ბურჯანაძე

19 აგვისტო 2018, 14:30

სპორტი

ბექა ბურჯანაძე ესპანეთის უმაღლესი ლიგის გუნდში ითამაშებს

ბურჯანაძემ გასული 3 სეზონი ესპანური ლიგის „ანდორაში” გაატარა, თუმცა გასული სეზონი ტრავმის გამო გაუცდა. ამავე მიზეზით ბექა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გასული წლის „ევრობასკეტზე“ და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ვერ დაეხმარა.

19 აგვისტო 2018, 14:30

ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისის გაქურდვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

19 აგვისტო 2018, 14:21

ვიდეო

ისრაელის მოქალაქეს, კოჰენ დავითის უკვე მეორე დღეა ეძებენ

ივან სტრინიჩი

19 აგვისტო 2018, 14:16

სპორტი

ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელს გულის დაავადების გამო თამაში აუკრძალეს

31 წლის ხორვატ ფეხბურთელს გამოკვლევები თავიდან უნდა ჩაუტარდეს, პასუხების მიღებამდე კი მას ყველანაირ სპორტულ აქტივობაში ჩართვა ეკრძალება. სტრინიჩმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრებთან ერთად ფინალში ითამაშა. მუნდიალის დასრულების შემდეგ, ის „მილანმა” „სამპდორიადან” შეიძინა.

ლევან დავითაშვილი

19 აგვისტო 2018, 14:12

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება

დავითაშვილის განმარტებით, შტაბი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, რომელიც ფერმერებსა და ჩამბარებელს შორის კომუნიკაციას უზრუნველყოფს. ამასთან, მინისტრმა ფერმერებს აგროდაზღვევის გამოყენებისკენაც მოუწოდა.

19 აგვისტო 2018, 14:10

ვიდეო

სტავროპოლის ოლქში მომხდარი ავარიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული საქართველოს მოქალაქეა