imedi /  30 აპრილი 2019, 13:29 / სანდო წყარო

ზურაბიშვილი: 20 წლის წინ ევროპისკენ პირველი და მთავარი კარი შევაღეთ

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

20 წლის წინ ჩვენს საზოგადოებაში, ალბათ, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ საქართველო ევროსაბჭოში გაწევრიანებით დგამდა ნაბიჯს, რომელიც მთლიანად განსაზღვრავდა ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. ევროსაბჭოში გაწევრიანებით ჩვენ შევაღეთ პირველი, მთავარი კარი ევროპისკენ, რაც ნიშნავდა ცხოვრების დაწყებას არსებითად ახალი დღის წესრიგით, - ამის შესახებ პარლამენტში საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ უმნიშვნელოვანეს ევროპულ ინსტიტუტში გაწევრიანებით დაიწყო ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის შეუქცევადი პროცესი - ევროპისკენ სვლა.

„20 წლის წინ ჩვენს საზოგადოებაში, ალბათ, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ საქართველო ევროსაბჭოში გაწევრიანებით დგამდა ნაბიჯს, რომელიც მთლიანად განსაზღვრავდა ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

ევროპის საბჭოს წევრობა გახდა უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის - პოსტსაბჭოთა საზოგადოებისთვის, რომელსაც მოპოვებული დამოუკიდებლობა უნდა განემტკიცებინა დემოკრატიის შეუფერხებელი განვითარებით; იმ ღირებულებების დაცვით, რომელსაც ფეხქვეშ თელავდა საბჭოთა სისტემა. საბჭოთა სისტემა ფეხქვეშ თელავდა იმ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, რომლებზეც საუკუნეებია, ჩვენი იდენტობა იდგა და დგას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე ხელმოწერით ჩვენ დავადასტურეთ ამ ღირებულებების ერთგულება და ამით დავუბრუნდით ჩვენს ბუნებრივ გარემოს. 

„ძალიან ნიშანდობლივია, რომ ახლახან სტრასბურგში, ევროსაბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა. მისი ისტორიული სიტყვები - „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“ - დღესაც აქტუალურია. იგი ჩვენი მთავარი ორიენტირი უნდა იყოს, რადგან ევროპული, თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფო, პირველ რიგში, თავისუფალ და კანონით დაცულ ადამიანებზე დგას.

ევროპული სახელმწიფო დგას დემოკრატიულ კონსტიტუციაზე, კანონის უზენაესობაზე, სამართლის უზენაესობაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, თანასწორობაზე. ამ პრინციპების სრულად გაზიარება არის ერთადერთი სწორი გზა, ჩვენს მიერ არჩეული გზა. ახალ კონსტიტუციაში, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ მივიღეთ, ჩანს ჩვენი მიზანმიმართული სწრაფვა დემოკრატიის განვითარებისკენ.

ამ კონსტიტუციაში, ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან ერთად, ჩვენ ჩავწერეთ მთელი რიგი ახალი უფლებები - სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი უფლებები და ამით სამომავლო პროგრესის გზა დავსახეთ. ამ უფლებების კონსტიტუციის დონეზე აყვანა გამოხატავს ჩვენი ხალხის ნებას, გადაიდგას ძლიერი ნაბიჯები დღეს მსოფლიოში არსებული გამოწვევების დასაძლევად.

ისიც ვიცით, რომ ამ უფლებების კონსტიტუციაში ასახვიდან მათ პრაქტიკაში განხორციელებამდე დიდი გზაა და ჩვენგან სულ მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო. მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ კონსტიტუციაში გამოხატულია მთელი საზოგადოების დამოკიდებულება. ეს ხალხისა და ხელისუფლების ერთიანი პოზიციაა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის განცხადებით, ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრესი გამოწვევაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევის ფაქტები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს.

„ეს ეხება, უპირველეს ყოვლისა, სიცოცხლის უფლებას (და ამის უკანასკნელი მაგალითია ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება); ეს ეხება სახელმწიფო ენას და ვიტყოდი, ორივე სახელმწიფო ენას, გადაადგილების, აზრის გამოხატვის უფლებას; ეს ეხება რელიგიური ძეგლების დაცვას. ასეთ ფაქტებს სისტემატური ხასიათი აქვს. ახლა, აღდგომის დღეებში ჩვენი მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, რომ ისინი ვერ მიდიან ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე.

ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის ანგარიში, რომელშიც ის ყურადღებას ამახვილებს ე.წ. „რუხ ზონებში“ მონიტორინგის აუცილებლობაზე. ევროპელ პარტნიორებთან ერთად მზად ვართ, ახლავე დავიწყოთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით, ყველა დაცული ნორმების ფარგლებში.

ასევე, საგანგაშოა ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ ადამიანების გატაცების სისტემატური შემთხვევები. ჩვენ გვჭირდება პარტნიორების ძლიერი მხადაჭერა, რათა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა იქნას აღკვეთილი.

ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი ნდობისა და აღიარების გამოხატულებაა ის, რომ წლის ბოლოს საქართველო 6 თვით გადაიბარებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას. ეს მაღალი პასუხისმგებლობაა, და საქართველო მზად არის ამ პასუხისმგებლობის ასაღებად.
მჯერა, რომ ამ სტატუსით ჩვენ წარმატებით გავაგრძელებთ სვლას დასახული მიზნისკენ- ჩვენ ევროპისკენ“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ყველა სიახლე

ჟოზე მოურინიო

20 ნოემბერი 2019, 09:04

სპორტი

„ტოტენჰემის“ მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიო განიხილება

„ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურისიო პოჩეტინო შესაძლოა „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ჩაანაცვლოს. პორტუგალიელი სპეციალისტი კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას აწარმოებს, თუმცა შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არის.

დიეგო მარადონა

20 ნოემბერი 2019, 08:52

სპორტი

მარადონამ „ხიმნასია“ დატოვა

მიზეზი კლუბის პრეზიდენტის, გაბრიელ პალეგრინოს გადაწყვეტილება გახდა, რომელიც „ხიმნასიას“ ახალი პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მარადონა კი მწვრთნელის პოსტზე დარჩენას მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდებოდა, თუ პელეგრინო „ხიმნასიას“ პრეზიდენტად დარჩებოდა.

20 ნოემბერი 2019, 08:39

ძალოვნები

აქციაზე დაკავებულები ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს, პროცესი დღეს განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულთა საქმის განხილვა გადაიდო. ისინი სასამართლო დარბაზიდან დროებით გათავისუფლდნენ. განხილვა დღეს, 13:00 საათზე განახლდება. პროცესი გუშინ, შუადღისას დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა

გერმანია მკვლელობა

20 ნოემბერი 2019, 08:24

მსოფლიო

გერმანიის ექსპრეზიდენტის რიხარდ ფონ ვაიცზეკერის შვილი მოკლეს

59 წლის ვაიცზეკერს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს, როდესაც ის ქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში ლექციას ატარებდა. დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც თავდამსხმელის შეჩერებას ცდილობდა. პოლიციამ თავდამსხმელი მალევე დააკავა. მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

კახა იმნაძე

20 ნოემბერი 2019, 08:13

საქართველო

კახა იმნაძე: გაეროს უშიშროების საბჭო ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ ინფორმირებულია

საბჭო ინფორმირებული იყო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების შესახებ, მათ შორის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ. მოვითხოვეთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება“, – წერს გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

ექიმის ცემა

20 ნოემბერი 2019, 00:59

ძალოვნები

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს

თბი­ლის­ში ნე­ი­რო­ქი­რურგს სცე­მეს. დაპირისპირების მიზეზი არსებული ინფორმაციით მისი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. მანამდე სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაწერა, რომ თბილისში ცნობილ ექიმს სცემეს.

ჰიტლერის სახლი

20 ნოემბერი 2019, 00:48

მსოფლიო

ჰიტლერის მშობლიურ სახლში პოლიციის განყოფილება განთავსდება

ავსტრიის ქალაქ ინის ბრაუნაუში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება განთავსდება. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიის მთავრობა ავრცელებს. „ამ შენობის პოლიციის მიერ გამოყენებამ ნათლად უნდა აჩვენოს, რომ ის არასდროს გახდება ნაციონალ-სოციალიზმის ძეგლი“, - განაცხადა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვოლფგანგ პეშორნმა.

ელექტრო თვითმფრინავი

20 ნოემბერი 2019, 00:42

ტექნოლოგიები

ბრიტანეთში ელექტრო თვითმფრინავით მგზავრობას 2023 წლიდან შეძლებენ

CAeS-ის განცხადებით, კომერციული ფრენები 2023 წლიდან დაიწყება. სპეციალისტები 9-ადგილიან ვერტფმრენზე (Britten-Norman) მუშაობენ, რომელიც მოკლე მანძილებს შორის ფრენისთვის არის განკუთვნილი. პროგრამა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ 11.7 მილიონი დოლარით, გრანტის სახით არის დაფინანსებული.

მაურისიო პოჩეტინო

20 ნოემბერი 2019, 00:27

სპორტი

პოჩეტინო „ტოტენჰემის“ მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს

მაურისიო პოჩეტინომ „ტოტენჰემი“ 2014 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა პრემიერლიგაში მე-5, მე-4, ორჯერ მე-3 და ერთხელ მე-2 ადგილი დაიკავა. გასულ სეზონში „ტოტენჰემმა“ ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც „ლივერპულთან“ დამარცხდა (0:2).

20 ნოემბერი 2019, 00:24

ტექნოლოგიები

კვლევა: შაკიკის სამკურნალო ახალი პრეპარატის ტესტირების შედეგები იმედის მომცემია

პრეპარატმა კვლევის დროს პლაცებოსთან შედარებით გაცილებით დიდი შედეგი აჩვენა - კვლევაში მონაწილეთა 20%-მა განაცხადა, რომ წამლის მიღების შემდეგ ტკივილი ორი საათის პერიოდში გაუყუჩდა, 34%-ზე მეტმა კი თქვა, რომ შაკიკის ყველაზე მძიმე სიმპტომები შეუმსუბუქდა, მათ შორის შუქსა და ხმაურზე მგრძნობიარობა.

ტომას ჰენდრიკ ილვესი იევა ილვესი

20 ნოემბერი 2019, 00:00

საქართველო

ესტონეთის ექსპრეზიდენტი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს

ესტონეთის ექსპრეზიდენტი და მისი მეუღლე ე.წ. ცხინვალის იზოლატორში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. ვიდეომიმართვას Facebook-ზე საქართველოში ესტონეთის საელჩო ავრცელებს. ტომას ჰენდრიკ ილვესის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი საკუთარ მოვალეობას ასრულებდა და რეგიონში მყოფ მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას სთავაზობდა.

ტრამპის იმპიჩმენტი

19 ნოემბერი 2019, 23:59

მსოფლიო

ამერიკელმა ოფიცერმა ტრამპის იმპიჩმენტის მოსმენებზე თქვა, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრობას სთავაზობდნენ

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ვიცეპოლკოვნიკის და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში უკრაინის საკითხებში ექსპერტის ალექსანდრ ვინდმანის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ სამჯერ შესთავაზა მას თავდაცვის მინისტრის თანამდებობა. ამის შესახებ მან წარმომადგენელთა პალატაში ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე მოსმენების დროს განაცხადა.

კოლუმბია საზღვარი

19 ნოემბერი 2019, 23:47

მსოფლიო

მოსალოდნელი საპროტესტო აქციების გამო კოლუმბიამ 2 დღით საზღვრები ჩაკეტა

კოლუმბიის მიგრაციულმა სამსახურმა მოსალოდნელი საპროტესტო აქციებისა და მსვლელობების გამო ორი დღის სასაზღვრო პუნქტები დახურა. „20-22 ნოემბერს ქვეყნის ყველა სახმელეთო და საზღვაო სასაზღვრო პუნქტები დახურული იქნება“, - აცხადებენ უწყებაში.

თავის დაწვა

19 ნოემბერი 2019, 23:41

ძალოვნები

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მოქალაქემ თავის დაწვა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მოქალაქემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და თავის დაწვა სცადა. არსებული ინფორმაციით ეს ადამიანი ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრია. ის სასამართლოს ეზოში შეკრიბილმა მოქალაქეებმა და პოლიციელებმა შეაჩერეს. ამ ფაქტის შესახებ Facebook-ზე მოძრაობა „ლელოს” წევრმა ირაკლი კუპრაძემაც დაწერა.

ხორვატია-საქართველო

19 ნოემბერი 2019, 23:24

სპორტი

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ამხანაგურ მატჩში ხორვატიის ნაკრებთან დამარცხდა. მატჩი ხორვატიის ქალაქ პულაში გაიმართა და მასპინძელთა სასარგებლოდ, ანგარიშით 2:1 დასრულდა. ანგარიში ვლადიმერ ვაისის შეგირდებმა გახსნეს. მე-18 წუთზე გიორგი პაპუნაშვილის დარტყმის შემდეგ უხეში შეცდომა ხორვატთა მეკარემ დაუშვა.

ნინო ლომჯარია

19 ნოემბერი 2019, 23:12

საქართველო

ომბუდსმენი სასამართლოს მოუწოდებს აქციაზე დაკავებულების საქმეები დროულად განიხილოს

სახალხო დამცველის განცხადების თანახმად, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები დღეს მთელი დღის განმავლობაში აკვირდებიან სასამართლო პროცესების მსვლელობებს. ნინო ლომჯარიას თქმით, მნიშვნელოვანია ყველა დაკავებულს და მათ ადვოკატებს მიეცეთ საკმარისი დრო და საშუალება წარმოადგინონ მათი პოზიციის დაცვის საშუალება.

სოზარ სუბარი

19 ნოემბერი 2019, 23:05

საქართველო

სუბარმა პროპორციული საარჩევნო სისტემის საფრთხეები დაასახელა

მდგრადობის და სტაბილურობის შენარჩუნება პროპორციულ სისტემაში უფრო ძნელია, - ამის შესახებ „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ პრემიერმინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ყოველთვის შერეული სისტემის მომხრე იყო.

აქციები ირანში

19 ნოემბერი 2019, 22:54

მსოფლიო

ირანში ბენზინის ფასის გამო გამართულ აქციებს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

აქციების მიზეზი ბენზინზე ფასების 50%-იდან 100%-მდე ზრდა გახდა. აქციები, რომელიც სპონტანურად დაიწყო ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, სწრაფად გადაიზარდა არეულობებში, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ათეული მაღაზია და ბანკის შენობა დაარბიეს. ირანის ხელისუფლების ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციებზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

დაკარგული შვილი

19 ნოემბერი 2019, 22:43

ტაბლოიდი

ამერიკელმა დაკარგული შვილი დიდთოვლობის შესახებ ტელესიუჟეტით იპოვა

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინის შტატის მკვიდრმა ჯილ როუზნოუმ დაკარგული შვილი ელის ქროუფორდი დიდთოვლობის შესახებ ტელესიუჟეტის წყალობით იპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ხანძარი

19 ნოემბერი 2019, 22:35

ძალოვნები

საქართველოში ტყის 7 ხანძრიდან 2 ჩააქრეს

საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის 7 კერიდან ორზე ხანძარი ლიკვიდირებულია, დანარჩენ ხუთზე სრული ლოკალიზაციაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დილიდან 5 კერაზე ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში 200ზე მეტი მეხანძრე მაშველი ჩაერთვება. უწყება საქართველოს მოქალაქეებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს.