imedi /  01 მაისი 2019, 13:19 / სანდო წყარო

გახარია დავით გარეჯზე: მოვერიდოთ ამ თემით სპეკულირებას და ეთნიკური შუღლის გაღვივებას

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

ვიცეპრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომის შემდეგ, დავით გარეჯის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მის განცხადებას შსს ავრცელებს.

მინისტრის თქმით, საზღვრის დემარკაცია მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა დასრულდეს. 

„ყველას მოგვეხსენება, რომ ეს არის ძალზედ ფაქიზი თემა. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მემკვიდრეობა, პოსტ-საბჭოთა მემკვიდრეობა და საზღვრის დემარკაცია მაქსიმალურად შესაძლებელ, მოკლე ვადებში უნდა დავასრულოთ. მე ერთმნიშვნელოვნად მოვუწოდებ ყველას, ვინც ცდილობს ამ თემით სპეკულირებას და ეთნიკური შუღლის გაღვივებას, არ მოვერიდები ამ სიტყვებს, ძალიან ფრთხილად ვიყოთ ამ თემასთან, რამეთუ დემარკაციის ფარგლებში, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან და ჩვენს მოძმე სახელმწიფოსთან შეთანხმებას მივაღწევთ ისეთს, რომლის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ასევე ჩვენი ეკლესიის ინტერესი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დავით გარეჯში აღდგომამდე მოხდარ საკითხზე "ამერიკის ხმასთან" კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. "გამიკვირდა მათი, ვინც ფიქრობს, რომ დავით გარეჯში პრეზიდენტის მისვლა პროვოკაციის ნაწილია", - თქვა პრეზიდენტმა.

დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა ცოტა ხნით დაკეტილი იყო. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) გაახმოვანა და დახმარება ითხოვა. ის ამბობდა, რომ აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებდნენ. მათ შორის პრობლემები ჰქონდათ გადაადგილების კუთხით ტურისტებსა და მომლოცველებს.მაშინ არქიმანდრიტმა თქვა, რომ გარეჯში სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, რაც იქ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა.

აღდგომის დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე, სასულიერო პირებისთვის, მომლოცველებისა და ტურისტებისთვის უდაბნოს მამათა მონასტრამდე მისასვლელი გზა გაიხსნა.

ყველა სიახლე

მოსამართლეების დანიშვნა

23 ივლისი 2019, 20:03

საქართველო

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი: ზურაბ ადეიშვილმა დაინახა ჩემი პროფესიონალიზმი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს უსმენენ. მას ზურაბ ადეიშვილთან თანამშრომლობის შესახებ შეკითხვა საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა დაუსვა. თავაძის თქმით, ადეიშვილმა მისი პროფესიონალიზმი დაინახა.

კახა კალაძე

23 ივლისი 2019, 19:48

საქართველო

კახა კალაძე 24 ივლისს თურქეთს ეწვევა

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დედაქალაქის მერი შეხვდება ISUZU-ს მწარმოებელი თურქული კომპანია Anadolu Group-ის ხელმძღვანელებს, ესტუმრება ISUZU-ს ქარხანას და თბილისისთვის განკუთვნილ ავტობუსებს დაათვალიერებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და „ჯი თი გრუპს“ შორის 220 ახალი, შესყიდვის ხელშეკრულება 24 აპრილს გაფორმდა.

ახალციხის მთავარი საათი

23 ივლისი 2019, 19:47

საქართველო

ახალციხის მთავარ საათს მეხი დაეცა

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე თამარ მეფის ძეგლის მოპირდაპირედ მდებარე საათს მეხი დაეცა, რის გამოც შიდა მექანიზმია დაზიანებული. როგორც ქალაქის მერიაში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, საათი უახლოეს მომავალში კვლავ ამუშავდება. ქალაქის მთავარი საათი თამარ მეფის ძეგლის მოპირდაპირედ მიმდინარე წლის აპრილში დადგეს.

ლოხ-ნესის ტბა

23 ივლისი 2019, 19:35

ტაბლოიდი

შოტლანდიაში ლოხ-ნესის ურჩხულზე სანადიროდ ათასობით ადამიანი ემზადება

სოციალურ ქსელში თითქმის უკვე 18 ათასმა ადამიანმა თანხმობა განაცხადა ურჩხულის მოძებნაზე, ხოლო მათთან ერთად წასვლაზე კიდევ 38 ათასამდე ადამიანი ფიქრობს. ურჩხულის მოძებნის იდეა გამოძახილია აშშ-ში სოცქსელში დაწყებული კამპანიისა სახელწოდებით "ზონა 51-ის შტურმის აღება". ღონისძიება 21 სექტემბერს არის დანიშნული.

ვინ დიზელი და ჯო უოტსი

23 ივლისი 2019, 19:18

კულტურა

„ფორსაჟი 9“-ის გადაღებებზე ვინ დიზელის დუბლიორი 9 მეტრის სიმაღლიდან დაეცა

ამერიკელი მსახიობის ვინ დიზელის დუბლიორი „ფორსაჟი 9“-ის გადაღებების დროს სერიოზულად დაშავდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს. მისი ინფორმაციით, ვინ დიზელის დუბლიორი ჯო უოტსი აივნიდან ხტებოდა, როდესაც დამცავი თოკი გაწყდა და დაცემისას კასკადიორმა თავი დაარტყა.

კრის კრაფტი

23 ივლისი 2019, 18:58

ტექნოლოგიები

Apollo 11-ის მთავარი ხელმძღვანელი მთვარეზე წარმატებული მისიის იუბილეს მეორე დღეს გარდაიცვალა

კრის კრაფტმა NASA-ში მუშაობა 1958 წელს დაიწყო. მან ეკიპაჟის კოსმოსური ფრენებისთვის დაგეგმვისა და კონტროლის პროცესები შეიმუშავა. მან ორგანიზება გაუწია NASA-ს ფრენის კონტროლის ოპერაციებს მთვარეზე "აპოლოს" მისიის დროს. NASA-ს ხელმძღვანელის, ჯიმ ბრაიდენშტაინის განცხადებით, მისი მემკვიდრეობა შეუფასებელია.

ნუკრი ბენიძე

23 ივლისი 2019, 18:50

სპორტი

ბაქოში მიმდინარე ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა მოჭიდავეებმა კიდევ 2 მედალი მოიპოვეს

ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ანგარიშზე 8 მედალია. ქართველმა მოჭიდავეებმა ბაქოში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე კიდევ 2 მედლი მოიპოვეს. ბრინჯაოს პრიზიორი 65 კილოგრამ წონაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით ფაცინაშვილი გახდა.

ვირავან კედკესრი

23 ივლისი 2019, 18:36

ტაბლოიდი

ტაილანდში ორსული მოდელი ფეხის მასაჟის დროს კომაში ჩავარდა და 6 თვეში გარდაიცვალა

25 წლის მოცეკვავე და მოდელი ვირავან კედკესრი 11 იანვარს ფეხის მასაჟზე მივიდა, თუმცა სეანსის დროს გონება დაკარგა. მასაჟისტმა კოლეგებთან ერთად მისი დახმარება სცადეს, მოგვიანებით ადგილზე ექიმებიც მოვიდნენ და ვირავანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გზაში მოდელმა ინსულტი გადაიტანა, რის გამოც მას მუცელი მოეშალა. ექიმებმა ვირავანს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია დაუდგინეს.

გაფიცვა

23 ივლისი 2019, 18:34

ეკონომიკა

ახალქალაქის რკინიგზის სადგურის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

120 თანამშრომელი 4 თვის სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვს. მოძრაობა მაგისტრალზე პოლიციის ჩარევის შემდეგ განახლდა. როგორც ისინი ამბობენ, გაუსაძლისი სამუშაო პირობების, დარღვეული უსაფრთხოების ნორმებისა და ხელფასის დაგვიანების გამო კომპანია უკვე 10-მდე დასაქმებულმა დატოვა.

მოდელები

23 ივლისი 2019, 18:21

ტაბლოიდი

Oysho-ს სარეკლამო კამპანიამ მომხმარებლები აღაფრთოვანა

ფოტოებზე სამი მოდელია აღბეჭდილი. მათი სხეულის ფორმები საყოველთაოდ გავრცელებულ სტანდარტში არ ჯდება და არც ფოტოებია პროგრამებით დამუშავებული. ამ ფაქტმა მომხმარებელში კმაყოფილება გამოიწვია იმის გამო, რომ Oysho-მ აქცენტი მოდელების ბუნებრიობასა და ნატურალიზმს გაუსვა.

ანდრეს ინიესტა

23 ივლისი 2019, 18:16

სპორტი

ანდრეს ინიესტა ლა ლიგის ელჩი გახდა

„ბარსელონას“ ყოფილი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა ლა ლიგის ელჩი გახდა. ტოკიოში გამართულ საზეიმო ცერემონიაში ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა და „ბარსელონას“ ყოფილმა ფორვარდმა სამუელ ეტო'ომ მიიღეს მონაწილეობა. ტოკიოში გამართულ საზეიმო ცერემონიაში ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა და „ბარსელონას“ ყოფილმა ფორვარდმა სამუელ ეტო'ომ მიიღეს მონაწილეობა.

ტერაქტი მალიში

23 ივლისი 2019, 18:11

მსოფლიო

მალიში ფრანგული სამხედრო ბაზის შესასვლელთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა

მალის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ქალაქ გაოში ფრანგული სამხედრო ბაზის შესასვლელთან აფეთქდა დანაღმული ავტომობილი, რომელშიც თვითმკვლელი ტერორისტები იმყოფებოდნენ. ფრანგული მედიის ინფორმაციით, სამხედრო ბაზაზე მალელი, ფრანგი და ესტონელი სამხედროები მსახურობენ.

მამუკა ბახტაძე

23 ივლისი 2019, 18:00

საქართველო

მამუკა ბახტაძე უკრაინელებს თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ულოცავს

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე უკრაინელებს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ულოცავს. როგორც პრემიერი Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, მას სჯერა, რომ ჯერა, რომ წარმატებული არჩევნები უკრაინაში ხელს შეუწყობს დემოკრატიის, რეფორმებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის წინსვლას.

შალვა თადუმაძე

23 ივლისი 2019, 17:44

საქართველო

შალვა თადუმაძე: ჩემს კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე განვიხილავ

გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე საკუთარ კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე განიხილავს. ეს განცხადება შალვა თადუმაძემ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების შემდეგ გააკეთა. როგორც თადუმაძემ თქვა, პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ რომ არ არის, ამას თავისი საქმიანობით დღესაც უზრუნველყოფს.

ესპანეთის პარლამენტი

23 ივლისი 2019, 17:30

მსოფლიო

ესპანეთის პარლამენტმა პედრო სანჩესი პრემიერის პოსტზე არ დაამტკიცა

კენჭისყრის პირველ რაუნდში პრემიერის პოსტზე ასარჩევად სანჩესს დეპუტატთა აბსოლუტური უმრავლესობის, 350-დეპუტატიდან სულ მცირე 176-ის მხარდაჭერა სჭირდებოდა. მის კანდიდატურას მხარი 124-მა დეპუტატმა დაუჭირა, 170 წინააღმდეგი წავიდა, 52-მა თავი შეიკავა, კიდევ 4 დეპუტატი სხდომას სხვადასხვა მიზეზის გამო არ ესწრებოდა.

ეკა ბესელია

23 ივლისი 2019, 17:26

საქართველო

ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს ეთიკის საბჭოში უჩივლებს

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ვანო ზარდიაშვილს ეთიკის საბჭოში უჩივლებს. საქმე ეხება ზარდიაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, მათ შორის დღევანდელ განცხადებას, რომელშიც დეპუტატმა ეკა ბესელია "ვირთხას" შეადარა.

23 ივლისი 2019, 17:16

საქართველო

საქართველოს საელჩომ გერმანულ ტელეარხს აფხაზეთის შესახებ არასწორი სიუჟეტის გამო წერილი გაუგზავნა

21 ივლისს გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გავიდა სიუჟეტი "აფხაზეთი - თოკით დაშვება საბჭოთა ნანგრევებზე". სიუჟეტში, დამახინჯებული იყო ისტორიული ფაქტები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფხაზეთში არსებული ვითარება არ იყო სათანადოდ წარმოჩენილი.

ლი პენი

23 ივლისი 2019, 17:03

მსოფლიო

ჩინეთის ყოფილი პრემიერი, „პეკინელი ყასაბი“ ლი პენი გარდაიცვალა

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ყოფილი პრემიერმინისტრი ლი პენი, რომელიც „პეკინელი ყასაბის“ სახელით არის ცნობილი, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ლი პენი 1928 წლის 20 ოქტომბერს დაიბადა, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის პოსტს კი 1988-1998 წლებში იკავებდა.

ქალი

23 ივლისი 2019, 16:55

მსოფლიო

ამერიკელი პოლიციელები კონგრესმენი ქალისთვის სროლის მოწოდების გამო სამსახურიდან გაუშვეს

სოციალურ ქსელ Facebook-ზე კონგრესმენ ალექსანდრია ოკასიო-კორტესისთვის სროლის მოწოდების გამო ლუიზიანაში (აშშ) ორი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. გრეტნას პოლიციის ხელმძღვანელმა არტურ ლოუსონმა განაცხადა, რომ პოლიციელების ქმედება არაპროფესიულია და კონგრესმენმენ ქალზე ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდებაა.

ნიკოლას უზოკა

23 ივლისი 2019, 16:42

კულტურა

22 წლის ლონდონელმა 10000-სიტყვიანი დისერტაცია რეპ-ალბომის სახით დაწერა

სწავლასა და ლექსების წერასთან ერთად ნიკოლასი მუსიკასაც წერდა და დისერტაციის დაწყების მომენტამდე რამდენიმე სიმღერაც ჰქონდა ჩაწერილი. დისერტაციის თემაზე ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ამ საკითხის გაშლას - „ქალებთან ურთიერთობის მეტაფორის საშუალებით ღმერთისადმი დამოკიდებულების განმარტება“- სიმღერაში უფრო კარგად შეძლებს.