Imedi /  01 მაისი 2019, 16:52 / სანდო წყარო

თეა წულუკიანის მოადგილედ ალექსანდრე ტაბატაძე დაინიშნა

ალექსანდრე ტაბატაძე

ალექსანდრე ტაბატაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე ტაბატაძე დანიშნეს. 

ალექსადრე ტაბატაძეს ამ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. ის 2013- 2016 წლებში იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო 2016 წლის 4 ნოემბრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

ალექსანდრე ტაბატაძის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ ბრძანება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა

ყველა სიახლე

მიგრანტები

22 ივლისი 2019, 00:15

მსოფლიო

საკრუიზო გემმა ხმელთაშუა ზღვაში 111 მიგრანტი გადაარჩინა

მიგრანტების გემი იტალიისკენ მიემართებოდა, თუმცა საბერძნეთის კუნძულ პელოპონესიდან 40 საზღვაო მილის დაშორებით ჩაძირვა დაიწყო. არ კონკრეტდება თუ რომელი ქვეყნის მიგრანტები იმყოფებოდნენ გემზე. ყველა გადარჩენილი მიგრანტი ქალაქ კალამატის პორტში გადმოსვეს. მიგრანტებს შორის 33 არასრულწლოვანია.

ერაყი

21 ივლისი 2019, 23:53

საქართველო

ქართველი დედის ისტორია, რომელსაც ერაყში შვილი წაართვეს და ქვეყნიდან გააძევეს

საქართველო ოფიციალურ ბაღდადთან ორი წელია მოლაპარაკებებს აწარმოებს 4 წლის მოქალაქის დაბრუნებასთან დაკავშირებით. საქმე ეხება დედა-შვილის ისტორიას, რომელსაც შვილი წაართვეს და ერაყიდან გააძევეს. ამის შესახებ სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა.

სანდრა ოუ

21 ივლისი 2019, 23:22

ტაბლოიდი

გრეის ანატომიის მსახიობი ფასანაურს სტუმრობდა

ABC-ის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ სერიალს მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე მილიონიანი აუდიტორია ჰყავს და ტელეკომპანიის ისტორიაში ის ყველაზე რეიტინგულ სერიალად ითვლება. 14 წელია, რაც სერიალი სატელევიზიო ეთერში გადის. მსახიობის საქართველოში ყოფნის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა კომპანიამ გაავრცელა.

21 ივლისი 2019, 22:51

მსოფლიო

ალკოჰოლურმა ინტოქსიკაციამ კოსტა-რიკაში 19 ადამიანი იმსხვერპლა

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, 32-დან 72 წლამდე ასაკის 14 კაცი და 5 ქალი დაიღუპა ქვეყნის მასშტაბით, რაც ივნისის დასაწყისიდან პერიოდს მოიცავს. მთავრობამ დაახლოებით 30 000 ბოთლის კონფისკაცია განახორციელა იმ ეჭვით, რომ სასმელი მოწამლულია. 14 კაცი და 5 ქალი დაიღუპა ქვეყნის მასშტაბით, რაც ივნისის დასაწყისიდან პერიოდს მოიცავს.

გერმანია

21 ივლისი 2019, 22:46

მსოფლიო

გერმანიაში Open Beatz-ის ფესტივალზე კაცი ეშმაკის ბორბლიდან გადავარდა და დაიღუპა

ბავარიაში (გერმანია) Open Beatz Festival-ზე 31 წლის კაცი ეშმაკის ბორბლიდან გადავარდა. პოლიცია მომხდარის მიზეზებს იძიებს. კაცი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიღებული დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

სალომე ზურაბიშვილი

21 ივლისი 2019, 22:10

საქართველო

​პრეზიდენტის ადმინისტრაცია უცხოეთში სასწავლებლად წასული სტუდენტების ერთიან ბაზას ქმნის

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უცხოეთში სასწავლებლად წასული სტუდენტების ერთიან ბაზას ქმნის. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურბიშვილმა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის 30 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადა.

პერუ, უბინას ვულკანი

21 ივლისი 2019, 22:01

მსოფლიო

პერუში უბინას ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ფერფლმა დასახლებული პუნქტები დაფარა. ფოტო

საგანგებო სიტუაციების ცენტრის თანახმად (COEN), ვულკანის ფერლმა ანდების სახელმწიფოთა სამხრეთ რეგიონში 617 სკოლა და 20 სამედიცინო პუნქტი დაფარა. ვულკანი გასულ ხუთშაბათს ამოიფრქვა, შედეგად კი ფერფლის მასის სიმაღლემ ხუთ კილომეტრს მიაღწია, რომელიც შემდეგ ქარმა გაფანტა.

მიხეილ სააკაშვილი

21 ივლისი 2019, 21:36

მსოფლიო

ეგზიტპოლი: სააკაშვილის პარტიამ უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 0,4% მიიღო

უკრაინის რადის ვადამდელ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტიამ "ახალ ძალთა მოძრაობამ" საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სააკაშვილის პარტიამ ხმათა 0.4% მიიღო. ვადამდელ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა - 40%-ზე მეტი ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ მოიპოვა.

რივალდო

21 ივლისი 2019, 21:34

სპორტი

რივალდო საქართველოში ჩამოვიდა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდო საქართველოშია. აჭარაბეთის ინფორმაციით, რივალდო ფილმში „არენა“ მიიღებს მონაწილეობას. გადაღებები წყალტუბოში გაიმართება. რივალდოსთან ერთად ფილმში სხვა ცნობილი ადამიანებიც მიიღებენ მონაწილეობას. „საინტერესო გამოცდილებაა და ქართველ ვარსკვლავებთან ერთად მასში მონაწილეობა დიდი პატივია“.

ვოლოდიმირ ზელენსკი

21 ივლისი 2019, 21:17

მსოფლიო

უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ზელენსკის პარტია იმარჯვებს. მთავარი

უკრაინის უმაღლესი რადის ვადამდელ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა - 40%-ზე მეტი ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ „ხალხის მსახურმა“ მოიპოვა. ასეთია ეგზიტპოლის შედეგები, რომელიც საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდა.

შინზო აბე

21 ივლისი 2019, 21:12

მსოფლიო

იაპონიის პრემიერის პარტია ზედა პალატის არჩევნებში ლიდერობს

იაპონიის პრემიერმინისტრის შინზო აბეს ლიბერალური დემოკრატიული პარტია და მისი უმცროსი პარტნიორი კომეიტო იაპონიის მრჩეველთა პალატის არჩევნებში 124 ადგილიდან სულ ცოტა 68 სკამს მოიპოვებს. ასეთია ეგზიტპოლის წინასაწრი შედეგები, რომელიც იაპონიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა NHK-მა გამოაქვეყნა.

ნიკა გვარამია

21 ივლისი 2019, 21:06

საქართველო

ნიკა გვარამია ახალ იარაღს ქმნის

რუსთავი2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ტელეკომპანიიდან წასვლის შემდეგ ვიდეომიმართვა პირველად გაავრცელა. ნიკა გვარამიამ ახალი „იარაღის შექმნა“ დააანონსა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. „რუსთავი 2“ იყო მხოლოდ ირაღი ჩვენ ხელში, იარაღი ქვეყნის დასაცავად. როცა გვართმევენ ერთ იარაღს უნდა მოვიმარჯვოთ მეორე“.

იულია სუსლიაკი

21 ივლისი 2019, 20:42

ძალოვნები

საქართველოს გენერალური პროკურატურა ​იულია სუსლიაკის საქმეზე განმარტებას აკეთებს

ენერალური პროკურატურა იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. როგორც პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა განაცხადა, უწყებას საქართველოში სუსლიაკის შემოსვლის აკრძალვაზე მოთხოვნა არ ჰქონია.

21 ივლისი 2019, 20:36

მსოფლიო

კაიროში ფრენების შეჩერების გამო ეგვიპტე British Airways-ს აკრიტიკებს

კაირო შეშფოთებულია ბრიტანეთის ავიახაზების ცალმხრივი გადაწყვეტილებით, რომელიც ეგვიპტეში ერთი კვირით ფრენების შეჩერებას გულისხმობს. იუნის ალ-მასრის თქმით, ხელისუფლებას არანაირი მითითება არ გაუცია ფრენების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

თურქმენეთი

21 ივლისი 2019, 19:53

მსოფლიო

მოსკოვში თურქმენეთის საელჩო პრეზიდენტის გარდაცვალებას არ ადასტურებს

თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის გარდაცვალების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მოსკოვში მდებარე თურქმენეთის საელჩოში ტყუილი უწოდეს. ამის შესახებ რუსული მედიასაშუალება ТАСС-ი იუწყება.

21 ივლისი 2019, 19:35

მსოფლიო

ექსტრადიციის კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე ჰონგ-კონგის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა

ჰონგ-კონგში ათასობით ადამიანი ექსტრადიციის კანონპროექტის გასაპროტესტებლად ჩინეთის წარმომადგენლობასთან შეიკრიბა. მედიის ცნობით, დემონსტრანტებმა ჩინეთის სამეკავშირეო ოფისს კვერცხები დაუშინეს. პოლიციამ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

აბორტი

21 ივლისი 2019, 19:32

მსოფლიო

არკანზასში გაუპატიურებული ქალი აბორტის გაკეთებას მოძალადის უნებართვოდ ვეღარ შეძლებს

კანონი ძალაში იქნება გაუპატიურებისა და ინცესტის შედეგად დაორსულების შემთხვევებზეც. თუ ქალი მოძალადეს არ იცნობს, მისი მოძებნა მოუწევს, რათა ნაყოფის სამომავლო ბედზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვას. თუ კაცი უარს იტყვის, მაშინ ქალი აბორტს ვეღარ გაიკეთებს. ასეთია მარტში მიღებული კანონის შედეგი.

ადამ პიტი

21 ივლისი 2019, 19:16

სპორტი

ბრიტანელმა ადამ პიტმა ცურვაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

სამხრეთ კორეაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 100 მეტრზე ბრასით ცურვაში 24 წლის ბრიტანელმა ადამ პიტმა მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. ის გახდა პირველი მოცურავე, ვინც ამ დისტანციაზე 57 წამიდან გამოსვლა შეძლო. პიტის დრო იყო – 56.88 წამი. ბრიტანელმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 57.10 წამს უდრიდა.

ცხოველები

21 ივლისი 2019, 18:59

ტექნოლოგიები

კვლევა: უყვართ თუ არა ძაღლებს და კატებს პატრონები

ძაღლების ქცევის შესასწავლად არა ერთი კვლევა ჩატარდა, რომლის შედეგადაც მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ძაღლები აქტიურად ეძებენ ადამიანებთან სიახლოვეს, რაც მათ ბიოლოგიურ პროცესებშიც კი აისახება. მაგალითად, როდესაც ადამიანი ძაღლს ეფერება, მისი არტერიული წნევა დაბლა იწევს.

LGBT პრაიდი ვარშავა (არქივი)

21 ივლისი 2019, 18:51

მსოფლიო

პოლონეთში LGBT პრაიდზე თავდამსხმელები დააკავეს

პოლონეთში LGBT პრაიდზე თავდასხმის გამო 20 ადამიანზე მეტი დააკავეს. პრაიდი პოლონეთში ქალაქ ბელოცტოკში ჩატარდა. Bloomberg-ის ცნობით, დაკავებულებიდან 4 დანაშაულის ჩადენაში არის ეჭვმიტანილი. პოლიციის ცნობით, ისინი ემუქრებოდნენ და თავს ესხმოდნენ სამართალდამცველებს.